ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• UFC
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• ლელო

"ბორჯღალოსნების" მეტოქეები: უძლეველი "ოლ ბლექსი"

"ბორჯღალოსნების" მეტოქეები: უძლეველი "ოლ ბლექსი"

საქართველოს ნაკრების ყველაზე ძლიერი მეტოქე ინგლისში გასამართ მსოფლიოს თასზე ახალი ზელანდიის ნაკრებია
საქართველოს ნაკრების ყველაზე ძლიერი მეტოქე ინგლისში გასამართ მსოფლიოს თასზე ახალი ზელანდიის ნაკრებია. ის მსოფლიოს უძლიერესი გუნდია. "ოლ ბლექსი" დიდი ხანია საერთაშორისო კლასიფიკაციაში პირველ ადგილზეა და თითქმის უძლეველი გუნდის სახელი დაიგდო.

"ოლ ბლექსთან" თამაში ნებისმიერი მორაგბისთვის დიდი პატივია. ვეცდებით, ჩვენი სტილით, თავისუფლად ვითამაშოთ, მაქსიმუმი ვაჩვენოთ, თუმცა ეს ძალიან ძნელი იქნება" - თქვა ერთ-ერთ ინტერვიუში "ბორჯღალოსნების" ახალზელანდიელმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა.

ცხადია, ვინ, თუ არა მან, ყველაზე კარგად უწყის თანამემამულეთა რეალური ძალა. "ოლ ბლექსი" ის გუნდია, რომელსაც ნებისმიერი მეტოქის დიდი ანგარიშით ძლევა შეუძლია. გამორიცხული არ არის, ახალზელანდიელებმა ჩვენი გუნდიც სოლიდური სხვაობით დაამარცხონ, თუმცა თითოეული მათგანისთვის, განსაკუთრებით კი, "ბორჯღალოსანთა" ახალი თაობისთვის, ეს იქნება უდიდესი გამოცდილება, ყველაზე ნაყოფიერი გაკვეთილი, რაც კი სპორტული ცხოვრების განმავლობაში მიუღიათ.

ჩვენი მიზანი მატჩში, რომელიც 2 ოქტომბერს კარდიფის მილენიუმზე გაიმართება, პლანეტის უძლიერეს გუნდთან ღირსეული ბრძოლაა. მსოფლიოს თასის ორგზის მფლობელთან სხვა რამეზე ოცნება სისულელეა.

ისე, "ოლ ბელქსს" საკმაოდ უცნაური რამ სჭირს. წლების მანძილზე ყველას უგებს, ვერავინ ამარცხებს, მაგრამ მსოფლიოს თასზე საბოლოოდ არაფერი გამოსდის. უკვე ვთქვით, რომ ის ორგზის გამარჯვებულია, მაგრამ ორივეჯერ ახალზელანდიელებმა პირველობა საკუთარ კედლებში მოიპოვეს 1987 და 2011 წლებში.

უკანასკნელ მსოფლიოს თასის გათამაშებაზე პირადად გახლდით. ეს წმინდა წყლის სარაგბო ქვეყანაა, სადაც დიდს თუ პატარას, კაცს თუ ქალს, მხოლოდ რაგბიზე "აბოდებს". ერთადერთი განხილვის თემა ყოველდღიურ ცხოვრებაში მხოლოდ ოვალური ბურთით თამაშია (პოლიტიკურად იქ ყველაფერი დალაგებულია. დემოკრატიის ხარისხით მსოფლიოში საუკეთესოთა შორისაა).

ერთ-ერთ ოჯახში სტუმრობისას მასპინძელს საუბარში ისიც კი წამოსცდა, რაგბის სამშობლო ახალი ზელანდიააო. მაშინ იმ კეთილ ადამიანს არ ჩავძიებივარ, არ მინდოდა უხერხულ მდგომარეობაში ჩამეყენებინა. წლების მერე ეს ამბავი მილტონ ჰეიგთან საუბრისას გავიხსენე, რომელმაც ამაზე გულიანად იცინა.

რა გასაკვირია, ახალზელანდიელებს, ალბათ, უმრავლესობას, რაგბი მშობლიურ სპორტის სახეობად რომ მიაჩნია. ამ მცირერიცხოვანმა, შრომისმოყვარე ერმა ოვალური ბურთით თამაში ისე შეიყვარა და შეისისხლხორცა, რომ მის გამოგონებაზეც კი პრეტენზია უჩნდება.

ახალზელანდიური რაგბი საოცრებაა. ერთი წუთით... არა, ძალიან ბევრია. ერთი წამით წარმოვიდგინოთ, რომ ამ ქვეყანაში რაგბის არ თამაშობენ. რა იქნებოდა მათ გარეშე მსოფლიოს რაგბი?! ცხადია, ეს წარმოსადგენადაც ძნელია. ეს პატარა ერი დიდი სარაგბო ერია.

ძალიან გაგვიხარდა, მასტერტონში ახალი ზელანდიის რაგბის ლეგენდამ, ბრაიან ლოჰორმა, რომელიც 1987 წლის მსოფლიოს თასზე "ოლ ბლექსის" მთავარი მწვრთნელი იყო, პატარა, მაგრამ დიდი სარაგბო ერების სიაში ჩვენც რომ შეგვიყვანა.

ასეთი მსოფლიოში სამიაო - თქვა: ახალი ზელანდია, უელსი და საქართველო.

ოთხი წლის წინათ ლოჰორის მიერ გამოცხადებულ ნდობას გამართლება უნდა. ინგლისში, თუნდაც ახალ ზელანდიასთან თამაშისას, უნდა დავამტკიცოთ, რომ მართალია, მცირერიცხოვანი, მაგრამ სულ ცოტა, ღირსეული სარაგბო ერი ვართ.

ცოტა რამ ახალი ზელანდიის რაგბის ისტორიიდან. პირველი საერთაშორისო მატჩი ახალი ზელანდიის ნაკრებმა 1903 წელს გამართა ავსტრალიის ეროვნულ გუნდთან და 22:3 გაიმარჯვა. ყველაზე დიდი ანგარიშით "ოლ ბლექსმა" 1995 წლის ივნისში იაპონიის ნაკრებს სძლია - 145:17. ყველაზე დიდი სხვაობით კი, 1999 წელს ავსტრალიასთან დამარცხდა - 7:28.

ოვალური ბურთით თამაში ახალ ზელანდიაში ჩარლზ მონრომ 1870 წელს შეიტანა. ის ინგლისში, ფინჩლის კოლეჯში სწავლობდა და სამშობლოში დაბრუნებულმა სპორტის ამ სახეობის დანერგვას მიჰყო ხელი. პირველი სარაგბო ფედერაცია კი 1879 წელს, კენტერბერიში შეიქმნა.

ამ ქვეყნის რაგბის ისტორიაში ძალიან ბევრი სახელოვანი მოთამაშეა. ერთ-ერთი მათგანი გუნდის ამჟამინდელი კაპიტანი რიჩი მაქოაა, რომელიც სამშობლოში ყველაზე პოპულარული და ყველასთვის საყვარელი პიროვნებაა.

ცხადია, მას პოპულარობაში ვერ შეედრება მგეზავი დენ კარტერი, მაგრამ სწორედ ამ ორი მორაგბის თამაშზეა მნიშვნელოვნად დამოკიდებული "ოლ ბლექსის" ბედი. ორივე მათგანს ტრავმების გამო ბევრი გაუცდა. თუმცა ნელ-ნელა ფორმაში შედიან და ოდინდელ სიძლიერეს თუ მიაღწიეს, "ოლ ბლექსის" შემჩერებელი არავინაა.

ახალი ზელანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სტივ ჰანსენმა იმ 34 მორაგბის ვინაობა დაასახელა, რომლებიც მსოფლიოს თასისთვის მოემზადებიან. აქედან ინგლისში 31 მორაგბე გაემგზავრება.

შერკინება: ბენ ფრენქსი, ბროდი რეტალიკი, ჩარლი ფაუმუნია, დენ კოლი, ჯეიმზ პერსონსი, ჯერემი ტრუში, ჯერომ კაინო, ჯო მუდი, კევინ მეალამუ, კირან რიდი, ლიამ მესამი, ნათან ჰარისი, ოუენ ფრენქსი, პატრიკ ტუიპოლოტუ, რიჩი მაქოა, სემ კენი, სამუელ ვაითლოქი, ვიქტორ ვიტო, ვუაით კროკეტი.

უკანა ხაზი: აარონ კრადენი, აარონ სმითი, ავგუსტინ პულუ, ბოდენ ბარეტი, ბენ სმითი, ჩარლი პიუტაუ, კონრად სმითი, კორი ჯეინი, დენ კარტერი, იასრაელ დაგი, ჯულიან სავეა, მალაკაი ფეკიტოა, რაიან კროტი, სონი ბილ ვილიამსი, თი ჯეი პერენარა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• Tornike

მცდარი ინფორმაციაა

• Tornike

არასწორი ინფორმაციაა

• Tornike

ესეთ არაკომპეტენტურ ინფორმაციებს რაო ავრცელებთ?! ეს არის ოლ ბლექსის შარშანდელი ნოემბრის სატესტო რაზმი. მსოფლიო თასისთვის შემადგენლობა ჯერ არ დაუსახელებია ჰანსენს. გიო ნონუს არაფერი არ სჭირს, შეგიძლია მშვიდად იყო. მსოფლიოზე ძირითადი 12 იქნება დარწმუნებული ვარ!

• Tornike

თუ ვერ ერკვევით რაგბში, რატო წერთ საერთო?! რატო აბოლებთ რაგბის ქომაგებს?! ხო შეიძლება გადაამოწმოთ ინფორმაცია, სანამ რამე სისულელეს დაწერთ?! ეს არის შარშანდელი ნოემბრის ტესტების შემადგენლობა და არა მსოფლიო თასის! გიო, შეგიძლია მშვიდად იყო ნონუ ძალიან მაგარ ფორმაშია და მსოფლიოზეც ძირითადი 12 იქნება დარწმუნებული ვარ თითქმის! მსოფლიოზ რაზმი კი რაგბის ნორმალურ საიტზე ნახო, ყველგან არის

• gio

მა'ა ნონუ არ იქნება? ტრავმა აქვს თუ რა სჭირს ნეტავ?

საქართველოს ნაკრებმა ფიფას რეიტინგში რეგრესი განიცადა

"საქართველო კვარაცხელიასთან ერთად მოსკოვში გაგვარღვევს" - რუსი ექსპერტი

"კოშმარი საქართველოსთან დასრულდა - ეს ტრიუმფია" - ბულგარული მედია

32 მილიონად ნაყიდს 80 მილიონად გაყიდის - დე ლაურენტისმა შეიძლება მაკტომინეის ტრანსფერით გვარიანად იხეიროს

ჩაკვეტაძის დაბრუნება ისევ გადაიდო

"ნაპოლი" "მანჩესტერ იუნაიტედის" კიდევ ერთ ფეხბურთელის დამატებას ცდილობს

ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე "გოლდენ გორის" შემადგენლობა ცნობილია

ბერნარდო სილვამ შესაძლოა, "მანჩესტერ სიტი" დატოვოს

[VIDEO] "ტორონტოს" ზედიზედ მეხუთე მოგება - მამუკელაშვილმა "ფილადელფიასთან" 15 წუთი ითამაშა

ჰაკიმი აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

საქართველოს ნაკრებმა ფიფას რეიტინგში რეგრესი განიცადა

რუსი მეკარე ნორვეგიის ნაკრებში თამაშს აპირებს

გოგლიჩიძე "ბოლონიასთან", ალბათ, ვერ ითამაშებს

"კოშმარი საქართველოსთან დასრულდა - ეს ტრიუმფია" - ბულგარული მედია

"ერთ-ერთი ვარჯიშის შემდეგ გონება დავკარგე" - ფაბრეგასმა კონტესთან მუშაობა გაიხსენა

"საქართველოს არ ჰყავს ფეხბურთელი, რომელიც კვარაცხელიას დონეს მიუახლოვდება" - Goal ხვიჩასა და სხვა ვარსკვლავებზე, რომლებიც მუნდიალზე ვერ ითამაშებენ

რონალდო "თეთრ სახლში" დონალდ ტრამპს შეხვდა და ილონ მასკთან სელფი გადაიღო

კვარაცხელია ძალიან პრესტიჟული Globe Soccer Awards-ის საუკეთესოთა სიაშია - როგორ მივცეთ ხმა ქართველ ფეხბურთელს

"60 ფეხბურთელს პირადად დავურეკე და ეს ავუხსენი" - ტუხელი ინგლისის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატის შემადგენლობაზე

"საქართველოსთან შევხედრაში ჩვენი ამოცანა სწორედ ეს იყო" - ბულგარელთა მწვრთნელი მატჩის შემდეგ

"მინიმუმ იმ წარმატებით დავბრუნდებით, რაც საქართველოს აქამდე მოვუტანეთ" - დავითაშვილი ბულგარეთთან მარცხის შემდეგ

"ამ თამაშების შემდეგ ეს ყველაზე კარგად იგრძნობა" - მამარდაშვილი ბულგარეთთან მარცხის შემდეგ

"საკადრო შიმშილი გვაქვს, რასაც მენტალური პრობლემები ემატება" - რა თქვა სანიოლმა ბულგარეთთან მატჩის შემდეგ?

დიდი რაგბის ზეიმი - ოთხი ერი ისევ "ოლ ბლექსმა" მოიგო

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!

ახალი ზელანდია VS ავსტრალია - ვინ აღმართავს "ვებ ელისს" მესამედ

მილტონ ჰეიგი: ჩვენს ქვეყანას სიამაყის საბაბი მივეცით

მილტონ ჰეიგი: ავსტრალიური მედიის დამოკიდებულება აგდებული და უპატივცემულო იყო

ყინული დაიძრა - უელსელები საქართველოსთან თამაშზე სერიოზულად ფიქრობენ

"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი

საქართველო ირლანდიას მასპინძლობს - პირველი შეხვედრა თბილისში!

ზე რაგბი. XV ტური: სამეული მთავარი ფავორიტია

ოთხი ერი. VI ტურის წინ: "ნიუ ლენდზე" ცხრა წლის შემდეგ

სარაგბო ტურნირის იდეა - ჰეინკე მეიერი საქართველოსაც იწვევს

გულისამაჩუყებელი ამბავი - პატარა მორაგბეს წონის გამო დასცინეს, ის კი ვარსკვლავებმა დაიცვეს

ᕓᓔᓜ ᓙᓐᓠᓢᓔᓠᓘ: ᓘᓜᓒᓚᓘᓡᓔᕚᕔᓑᕡ ᓛᓔᓤᓣ

"ოლ ბლექსი": ჯულიან სავეა ბორტს მიღმა

სამხრეთ აფრიკა VS ახალი ზელანდია - რეკორდების მოლოდინში

რაგბის მსოფლიოს თასი 2015-ის გამარჯვებული "ოლ ბლექსი" გახდა [VIDEO]

"ბორჯღალოსნებთან" სათამაშოდ თბილისში ირლანდია და შოტლანდია მოდიან

როცა ზელანდიასთან საუკეთესო გორგოძე გახდა - იტალიელების ფიქრი რევანშზე და საქართველოს ნაკრები სერიოზული მატჩებით

მსოფლიოს თასი: ფავორიტების ჯახი "ოლ ბლექსის" გამარჯვებით დასრულდა [VIDEO]

ახალი ზელანდია VS საფრანგეთი - ისტორია სპირალურად ვითარდება?

ბარეტების ერა იწყება - ბოდენ ბარეტი მსოფლიოს საუკეთესო მორაგბეა

ოთხი ერი. V ტური: ვინ იქნება მეორე?

ოთხი ერი: რა მოხდება ბუენოს აირესში?

ფოტოფაქტი: წყლის მომტანი რიჩი მაქოა - ეს რაგბიში არავის ეთაკილება

რეკორდი: მერაბ კვირიკაშვილი მსოფლიო ათეულს უახლოვდება

"ოლ ბლექსს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

გიორგი ნიჟარაძე: ფაქტი ერთია, ჩვენ ყველაზე ცუდ მდგომარეობაში ვართ

სავსე ტრიბუნების დროა!

ზე რაგბი. I ტური: პლუს არგენტინა და იაპონია

რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს

ვასილ ლობჟანიძე 2019 წლის მსოფლიოს თასის 5 პოტენციურ ვარსკვლავს შორის მოხვდა

"როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ჰეიგი საკუთარი წარმატების ტყვე გახდა და მოსალოდნელი მარცხის შიშით პრაგმატული თამაში დაგეგმა"

ოთხი ერი 2017: ვინ შეაჩერებს "ოლ ბლექსს"?

მერაბ კვირიკაშვილი მოქმედ მორაგბეებში მსოფლიოს საუკეთესო მექულის წოდებისთვის იბრძვის

დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“

ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა

საგა დოპინგზე დენ კარტერისთვის გრძელდება

ხაბი ალონსოს პატიმრობა ელის - 10 ოქტომბრის დაიჯესტი

"All Blacks"-ის ვარსკვლავი მილტონ ჰეიგთან ითამაშებს

ოთხი ერი: სრულყოფილი ზელანდია და ამაყი არგენტინა

რაგბის ცოცხალი ლეგენდა დაბრუნდა და სასაცილო ხელფასს დათანხმდა...