აზერბაიჯანში შიშობენ, რომ "გაბალას" ქომაგები საპასუხო მატჩის დროს ქართველებზე შურისძიებას შეეცდებიან
ფოტოზე: აზერბაიჯანული საიტები "დინამო არენაზე" გადაღებულ ფოტოსურათს ავრცელებენ

აზერბაიჯანული საიტები 2 ივლისს თბილისში გამართულ "დინამო"-"გაბალას" მატჩზე მომხდარ ინციდენტებზე აქტიურად წერენ.

დინამო (თბ)-გაბალა 2:1 - გარდამტეხი მე-60... [VIDEO+PHOTO]

საიტ haqqin.az-ის ინფორმაციით, ქართველი გულშემატკივრები თავს დაესხნენ სტუმარ გულშემატკივრებს, გალანძღეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მათ. ამასთან, აზერბაიჯანელ ქომაგებს წაართვეს მათი ქვეყნის დროშა და ფეხქვეშ გათელეს...

ამასთან, საიტი სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ ქართველი გულშემატკივრების აგრესიაზე პოლიციას რეაგირება არ მოუხდენია.

haqqin.az: აზერბაიჯანის ფეხბურთის ასოციაციების ფედერაციამ (AFFA) უკვე მიმართა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, სათანადოდ შეაფასოს თბილისის "დინამოს" გულშემატკივართა ქმედება, რომლებმაც აზერბაიჯანის სახელმწიფო სიმბოლო შეურაცხყვეს და ამასთან, გადადგას შესაბამისი ნაბიჯები.

"ჩვენ მოვითხოვთ ბოდიშის ოფიციალურად მოხდას ქართული მხარისგან, გულშემატკივართა არაადეკვატური ქმედებების გამო. სავარაუდოდ, უეფაში საჩივარს შეიტანს "გაბალაც", - უთხრა საიტს AFFA-ს პრესმდივანმა მიხაილ რაიმანოღლუმ, რომლის თქმით, აზერბაიჯანული სპორტული საზოგადოება ქართველი გულშემატკივრების ქმედებას განიხილავს, როგორც არამეგობრულ აქტს.

"ვიმედოვნებთ, ფაქტს განსჯის და შესაბამისად იმოქმედებს თბილისის "დინამოს" ხელმძღვანელობაც და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაც", - დასძინა ნარიმანოღლუმ.

თავის მხრივ, კიდევ ერთი აზერბაიჯანული საიტი azerisport.com წერს, რომ "დინამო არენაზე" ქართველმა გულშემატკივრებმა გამოფინეს პლაკატი, წარწერით: "ჩვენ გვახსოვს. ზაქათალა. კახი, 1921" და სიტყვიერად და ფიზიკურად შეურაცხყვეს სტუმარი გუნდის ფანები.

ამ საიტთან ნარიმანოღლუ შემდეგს აცხადებს: "რამდენიმე გულშემატკივარმა გამოფინა პლაკატი ზაქათალისა და კახის შესახებ და ჩვენი ჩარევის შემდეგ ის მოაშორეს. ამას გარდა, ფანატებმა აზერბაიჯანისა და "გაბალას" დროშები ამობრუნებულად გამოფინეს, რის შემდეგაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მივმართეთ და პრობლემა აღმოიფხვრა.

ეს ყველაფერი ბევრმა დაინახა, მათ შორის, აზერბაიჯანის გულშემატკივრებმაც. ახლა "გაბალას" წარმომადგენლებს დიდი ძალისხმევა დასჭირდებათ, რათა ჩვენმა ფანებმა ქართველებზე შური საპასუხო მატჩის დროს, 9 ივლისს არ იძიონ".

sportall.ge-მ ინფორმაცია სფფ-სა და თბილისის "დინამოში" გადაამოწმა. ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის წარმომადგენლის, ეკა ელოშვილის თქმით, ამ დროისთვის სფფ-ში ოფიციალური წერილი არც აზერბაიჯანის ფედერაციისგან და არც "გაბალასგან" არ მიუღიათ და ინციდენტები არც მატჩის დელეგატს დაუფიქსირებია.

იგივე განგვიცხადეს თბილისის "დინამოში", რომლის პრესსამსახურის თქმით, აზერბაიჯანული მხარისგან ოფიციალური წერილი ზემოთ მოყვანილ ფაქტებთან დაკავშირებით არ მიუღიათ.

პოლიციის უმოქმედობა არის დანაშაული!
ჩვენში არის რაღაც ნაწილი ავანტურისტული და უპასუხისმგებლო, რეალურად მშიშარა, მაგრამ სხვის ზურგს ამოფარებული "გულადი" ადამიანები. ან აი ასეთების გაკეთებულია ის პლაკატი "ჩვენ გვახსოვს ზაქათალა, კახი, 1921" ან გარეშე მტრის. ვინც პლაკატი გამოფინა, პროვოკაცია მოაწყო და დაიმალა. რეალუარად ასეთები პრობლემებს ჰმატებენ კახში და ზაქათალაში მცხოვრებ ქართველებს. ესეთი შემთხვევა შარშანაც იყო. უნდა გამოვლინდეს ავტორი და სამაგალითოდ, კანონის უმკაცრესი მიდგომით უნდა დაისაჯოს, რათა სამომავლოდ სხვასაც არ გაუჩნდეს სურვილი ამგვარი პროვოკაციის მოწყობისა. ვინც ეს გააკეთა არავითარ შემთხვევაში არ არის ქართველი პატრიოტი. ეროვნული საქმე ჩუმად უნდა გააკეთო, უხმაუროდ, თუ სამშობლო გიყვარს. გარკვეული პასუხისმგებლობა ეკისრება პოლიციას და უშიშროების სათანადო სტრუქტურებს, რადგან ამგვარი რამ პირველად არ ხდება. ისინი მომზადებული უნდა შეხვედროდნენ მსგავს პროვოკაციას და გამოევლინათ დამნაშავეები.
shoda
ჩემს წინ აზერბაიჯანელეი ახალგაზრდები იჯდნენ, ერთი ჟრიამული და მხიარულება ჰქონდათ. კაციშვილს არაფერი უთქვამს, უფრო მეტიც: ბევრი ჩვენიანი თანაუგრძნობდა და თბილად ამხნევებდა! კი მაგრამ რომელ ჩხუბზე ლაპარაკობენ, ან როდის და სად მოხდა ეს ჩხუბი. მე პროვოკაცია მგონია და ამაში ღრმადა ვარ დარწმუნებული!
vato
მუშტების ქნევას თავი დაანებეთ პოლიტიკას ფეხბურთში ნუ ურევთ და თუ ჩხუბი გინდათ ადგილი დათქვით, კაცურად შეხვდით და ეჩხუბეთ რამდენიც გინდათ
nika
ყველაზე საინტერესო ის არის რომ გასულ წელს საჩხერის ჩიხურას რა გაუკეთეს აზერებმა. ხო არ დაგავიწყდათ? ამიტომ მოხდა ეს ყველაფერი
კახა-ს
ჩემი თვალით ვნახე აკაკის ძეგლთან გზაჯვარედინზე დაახლოებით 10-მა კაცმა როგორ გაიგდო ერტი აზერბაიჯანელი. პატრული დაახლოებით 10 მეტრში იდგა
nukri
ქვეყანაში ბარდაგია ,პრემიერმა 4 დღის შემდეგ გამოფიკა ყურები, ეტყობა პრესას გაეცნო, აბა შსს-ს მინისტრს არაფერი უთქვია, არ გამიკვირდება სიმართლე რომ იყოს აზერბაიჯანელების ბრალდება, აქ ხომ უკუღმა გვესმის პატრიოტიზმი, უგუნური ქცევიტ მტრებისმომრავლება მაგარი ბიჭობაა
პროვოკატორებმა პასუხი უნდა აგონ!
რაღაც საეჭვოდ მომრავლდნენ ჩიტები(ძველქართულად), რომლებიც უადგილო ადგილას "იხსენებენ" ისტორიას.
dato
თქვენ რო გვცემეთ ერთი წლის წინ ის როგორი იყო. არაუშავს გარგებთ წამალი
giorgi 777
არანაირად არ ვეთანხმები იმ აბსურდულ კომენტარებს აქ რომ არის მოყვანილი...როგორ შეიძლება იყოს აბსურდი? როგორ შეიძლება ამხელა ტყუილის მოგონება?როგორ შეიძლება ესეთი აგრესია ნებისმიერის მიმართ? არა მარტო აზერბაიჯანელებთან...იგივე იყო სომხებთანაც შირაკთან ..აგრესიას ყოველთვის მოყვება აგრესია...უპატივცემულობას უპატივცემულობა....არ შეიძლება ასე....თუმცა სხვას თავი დავანებოთ ჩვენს ჩემპიონატშივე მკვდარსა და ცოცხალს არ ვუტოვებთ ერთმანეთს....
მიხო
ყველას როგორ უნდა ვეფეროთ, მოხვდათ ძალიანაც კარგი, მეორედ აღარ მიქარავენ.
ემზარი
გაუმართლებელია ასეთი მოქმედება ეს ზიანს აყენებს ქართულ ფეხბურთს
კახა
დარწმუნებულები არიან რომ ქართველწბმა სცემეს თან პატრულის თანდასწრებით!? სრული აბსურდია ან კარგად დადგმული პროვოკაცია გაგრძელების პრესპექტივით. მივმართავ ჭკვიან ადამიანებს ჩვენი მეგობარი ქვეყნიდან დამერწმუნეთ არცერთ ქართველს არააქვს იმის ილუზია რომ ქუჩაში იჩხუბებს და თავზე ხელს გადაუსვამენ ვისააქ ორი თავი ვის უნდა ვირის აბანო მარტო ეს არგუმენტი კმარა მაგრამ გავაგრძელოთ რატო უნდა დავაფრთხოთ სპონსორი და მითუმეტეს მეგობარი თან ჯერ ნაკრების თამაშზე დასჯილები ვართ და შეიძლება მოგვხსნან და ამ არგუმენტს თქვენს წინააღმდეგ ააგორებენ თითქოსცთქვენ გინდათ მოახსნევინოთ გუნდი გათამაშებიდან რასაც დამერწმუნეთ უფრო მეტი გართულებები მოყვება და არცკი გავიფიქრებთ რომ ბინძურივხერხებით ეცდებით დინამოს დამარცხებას თავში დავწერე აწყობს დიდცდა პატარა მეზობელს ჩვენი გადამტერება ერთმანეთზე რასაც არ უნდა ავყვეთ.
svani_7
შარშან ჩვენი ჟურნალისტები და ქომაგები რომ დაიჭირეს, ფიზიკური და მორალური შეურაცყოფა მიაყენეს რბილად რომ ვთქვათ, უკანონოდ თავისუფლება რომ აღუკვეთეს და ამის მიუხედავად, კიდე ქართული მხარე შეეტენა, აი ამიტო არიან თავს გასულები ყველააა!!
pero
სულ აზერბაიჯანელებს რატომ აქვთ პრობლემები? იქნებ მიპასუხოთ!
svani_7
იგივე ქნეს ჩიხურა რომ იყო ჩასულიი!! ძალიანაც კარგი გენაცვალეთ ბიჭებო! ყველაფერს აბუქებენ ... (ადმინ ძმურად არ დაბლოკო კომენტარი :*)
ramazi
saingilo saqrtveloa sainfgiloshi qartvel mxvdels arushveben daxli azerebi kochaxt qartvelno rom sheaxsenet axerebs kaxi singilo chvenia dro mova saqrtvelos iurisdikcia axsdgeba kaxze mtlianad azerebi ganidfevnebian saqrtvelodan
"ბედნიერი ვარ თუ არა, რომ სათამაშო დრო მომეცა?" - შჩესნის მოულოდნელი პასუხი
"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი
არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს
დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა
Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა
წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"
GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში
იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა
ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა
გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ
"უოტფორდმა" ჩიქოვანის ტრანსფერი დეტალების გარეშე დაადასტურა
Associated Press თბილისის "დინამოს" შესახებ ლოზანის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წერს
"გაბალას" ტრავმირებულ ფეხბურთელს ოპერაცია გაუკეთეს [VIDEO]
[VIDEO] ლორიას საოცრება - "დინამოს" მეკარემ "იბერიასთან" შეხვედრაში ბრწყინვალე "სეივი" შემოგვთავაზა
ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა
"აზერბაიჯანულ მედიაში არ შემხვედრია სტატია, სადაც "დინამოს" მიმართ დამაკნინებელი სიტყვები ეწერა"
"2026 წლიდან, 10 წლის თავზე, დიდი ძალისხმევის შედეგად, სამართლიანობა იზეიმებს და "დინამო თბილისს" ექნება დაფინანსების სხვადასხვა წყარო" - რომან ფიფიას განცხადება
დავით ვოლკოვი გუნდს იცვლის, ქართველს ახალი ვარიანტი აქვს
"უოტფორდმა" ჩიქოვანი "შარლერუაში" გაანათხოვრა
დავით ვოლკოვმა 1 წუთში 2 გოლი გაიტანა და "გაბალა" თასის 1/2-ფინალში გაიყვანა [VIDEO]
შენგელიას ორი ულამაზესი გოლი და კარიკარის ყუმბარისებური - "დინამომ" "გაბალა" გაანადგურა [VIDEO]
ლეგენდების მატჩი | დინამო V აიაქსი