რას აბრალებს ფიფას ჩინოვნიკი ექსპრეზიდენტს
ფიფას პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა იოზეფ ბლატერმა განაცხადა, რომ არანაირი შეხება არ აქვს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნის არჩევასთან.

შვეიცარიელმა ჩინოვნიკმა ასევე აღნიშნა, რომ მისთვის ცნობილია საფრანგეთის და გერმანიის პრეზიდენტების მხრიდან გავლენის მცდელობის შესახებ ჩატარებულ არჩევნებზე, რომელშიც ყატარის განაცხადმა გაიმარჯვა.

"ბატონები - სარკოზი და ვულფი ცდილობდნენ ზეწოლას საკუთარ წარმომადგენლებზე, რომლებსაც ხმის მიცემის უფლება ჰქონდათ. ამიტომაც ჩატარდება 2022 წელს მსოფლიოს ჩემპიონატი ყატარში.

მათ, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო, უნდა აიღონ კიდეც პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე. თუ აღმასკომის წევრთა უმრავლესობას სურს, რომ მუნდიალი ყატარში გაიმართოს, იძულებული ვარ, მათ დავეთანხმო. შეხედეთ გერმანულ კომპანიებს! Deutsche Bahn-ს, Hochtief-სა და ბევრ სხვას უკვე ჰქონდათ პროექტები ყატარში, სანამ არჩევნების შედეგები გამოცხადდებოდა.

მეშინია თუ არა ჩემი მოღვაწეობის შესახებ ამერიკელთა გამოძიების? ყველას რაღაცის ეშინია, მაგალითად, სიკვდილის, მაგრამ იმასთან დაკავშირებით, რასაც ფიფაში ვაკეთებდი, შიში არ გამაჩნია. პირიქით, მეშინია, რომ მათ სურთ, ზიანი მიაყენონ ფიფას, ყველაფერს, რასაც ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელობისას მივაღწიე.

რატომ არ ჩავედი კანადაში ქალებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალზე დასასწრებად? არ მექნება სარისკო მგზავრობები იქამდე, სანამ ყველაფერი არ გაირკვევა", - განაცხადა ბლატერმა The Associated Press-თან ინტერვიუში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
პუტინმა მსოფლიოს ჩემპიონატის რუსეთში ჩასატარებლად ბლატერის მოსყიდვა აღიარა?
ფეხბურთის ყველაზე საძულველი ადამიანები დაასახელეს
ზეპ ბლატერი: ამაზე ფლორენტინო პერესი ძალიან გაბრაზდა
ზეპ ბლატერი: ფიფა სუფთაა და ამას ისტორია დაამტკიცებს
ფიფა ახალი სკანდალის წინაშე: ვინ მოყვება ამჯერად ბადეში?
ზეპ ბლატერმა გაამჟღავნა მეთოდი, რომლითაც უეფა წილისყრებს აყალბებდა