ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

რის ხარჯზე უნდა მოუგონ "ბორჯღალოსნებმა" მსოფლიოს თასზე ტონგას?

რის ხარჯზე უნდა მოუგონ "ბორჯღალოსნებმა" მსოფლიოს თასზე ტონგას?

მილტონ ჰეიგი: "როგორც ახალზელანდიელს, საფუძვლიანი ამბიცია მაქვს, რომ ჩემმა გაწვრთნილმა ნაკრებმა ტონგას სძლიოს"
საქართველოს ნაკრები ინგლისში გასამართ მსოფლიოს თასის გათამაშებაში პირველ მატჩს 19 სექტემბერს, ტონგას ეროვნულ გუნდთან გამართავს.

შეხვედრა უჩვეულოდ ადრე, ადგილობრივი დროით 12 საათზე გლოსტერის "კინგსჰოლმზე" გაიმართება. ეს მატჩი მსოფლიოს უდიდესი ფორუმის კალენდარში მეორე ნომრითაა. ანუ გახსნის მატჩის შემდეგ, რომელიც ინგლისისა და ფიჯის ნაკრებებს შორის გაიმართება, პირველი დაპირისპირება მეტოქესთან სწორედ ჩვენს ნაკრებს უწევს.

ტონგას ნაკრები ის გუნდია, რომელთან ერთ-ერთ მატჩში გამარჯვებასაც მილტონ ჰეიგი და მისი სამწყსო გეგმავს. თუმცა, საკმაოდ ბევრი პესიმისტი, შესაძლოა, საკმაოდ საფუძვლიანად სვამს კითხვას - რის ხარჯზე უნდა მოუგოს საქართველოს ნაკრებმა გუნდს, რომელიც დიდი ხანია სარაგბო ქვეყანაა და ოვალური ბურთით თამაში სისხლში აქვს გამჯდარი?

ცხადია, ამ კითხვას აქვს არსებობის უფლება, მით უფრო, რომ ტონგას მართლაც დიდი სარაგბო ტრადიცია აქვს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მორაგბე, ახალზელანდიელი გარემარბი ჯონა ლომუ წარმოშობით სწორედ ტონგადანაა...

ახლა მოდით, ჰეიგის არგუმენტები მოვიშველიოთ, რათა დავრწმუნდეთ, შეიძლება თუ არა ტონგასთან მოგების დაგეგმვა. როცა მსოფლიოს თასზე ჯგუფურ ეტაპზე ჩვენი მეტოქეების ვინაობა გაირკვა, მილტონმა თქვა:

"როგორც ახალზელანდიელს, საფუძვლიანი ამბიცია მაქვს, რომ ჩემმა გაწვრთნილმა ნაკრებმა ტონგას სძლიოს".

ცხადია, ეს ერთადერთი არგუმენტი არაა. ახალზელანდიელმა სპეციალისტმა საკმაოდ დიდი დრო დახარჯა და ბევრი იმუშავა საიმისოდ, რათა "ბორჯღალოსნების" თამაშის ხელწერა შეეცვალა და მხოლოდ აიღე-მიეძალეს გარდა, ხელდახელ ებურთავათ. მეტ-ნაკლებად ეს ჩვენს გუნდს უკვე გამოსდის. მთავარია, რომ შეიცვალა თამაშის სტრატეგიული აღქმის ხელწერა.

მორკინალების დარტყმები და უკანახაზელების მიერ თამაშის გაშლა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეროვნულ ნაკრებზე უკეთ ახალგაზრდულს გამოსდის და სწორედ ამიტომ გამორიცხული არ არის, ინგლისში ჩვენი გუნდის შემადგენლობაში საკმაოდ ბევრი ახალგაზრდა მორაგბე ვიხილოთ.

ტონგას ნაკრებს გასული წლის ნოემბერში თბილისში ტესტ-მატჩში დავუპირისპირდით. 65-ე წუთამდე მეტოქეს ვუგებდით, თუმცა ბოლოს მაინც სტუმრებმა იძალეს და 23:9 მოგვიგეს. ეს მატჩი არ ყოფილა პირველი ჩვენი გუნდების ურთიერთშეხვედრების ნუსხაში.

ტონგას ნაკრებს პირველად 1999 წლის მსოფლიოს თასის რეპეშაჟში გადავეყარეთ. სტუმრად მარცხის (6:37) შემდეგ, თბილისში მეტოქეს 28:27 მოვუგეთ.

ტონგას ეროვნულ გუნდს უცნაური გუნდის იმიჯი აქვს, რომელიც ამ ქვეყნის მცხოვრებლების, შესაბამისად, მორაგბეების ხასიათიდან გამომდინარეობს. ტონგელებს შეუძლიათ ძალიან ძლიერი მეტოქე დაამარცხონ, თუმცა მომდევნო მატჩში თავისზე სუსტთან დამარცხდნენ. ასე იყო მსოფლიოს თასის ბოლო გათამაშებაში, 2011 წელს, რომელიც ახალ ზელანდიაში გაიმართა. ტონგას ნაკრებმა ჯგუფურ ტურნირში მომავალი ფინალისტი, საფრანგეთის ნაკრები დაამარცხა, თუმცა მერე კანადის ნაკრებთან წააგო.

ცხადია, ტონგას ხასიათზე დამოკიდებულნი ვერ ვიქნებით. ქართველ ქომაგებს იმედი აქვთ, რომ "ბორჯღალოსნები" მსოფლიოს თასისთვის სათანადოდ მოემზადებიან.

ყოველ შემთხვევაში, მილტონ ჰეიგი გვპირდება, რომ: "ინგლისში გუნდი ისე კარგად მომზადებული გაემგზავრება, როგორც არასდროს ყოფილა".

ჩვენი უპირატესობა, ალბათ, მაინც შერკინებაში უნდა აისახოს. მორკინალებმა თუ მეტოქეს ღონეში აჯობეს და თამაშის სადავეების ხელში აღება შეძლეს, აქამდე თითქოს შეუძლებელის მიღწევა სრულიად რეალური გახდება.

ცოტა რამ ისტორიიდან

რაგბი ტონგაში მე-20 საუკუნის დასაწყისში ბრიტანელმა მეზღვაურებმა და მისიონერებმა შეიტანეს. ამ ქვეყნის რაგბის კავშირი კი 1923 წელს შეიქმნა.

პირველი ოფიციალური შეხვედრა ნაკრებმა მომდევნო წელს ფიჯისთან გამართა და 9:6 დაამარცხა. ტონგასა და ფიჯის ნაკრებების დაპირისპირება ასე დიდხანს გაგრძელდა. როგორც იმდროინდელი პრესა წერდა, ამ კუნძულებს შორის განუწყვეტელმა სისხლისმღვრელმა ომებმა მშვიდობიანი სახე მიიღო და რაგბის მოედანზე გადაინაცვლა.

პირველი ტური ტონგას ნაკრებმა დიდ ბრიტანეთში 1974 წელს მოაწყო და იქ 10 მატჩი გამართა. მერე მსოფლიოს თასის ყველა გათამაშებაში იასპარეზა და, ცხადია, საკმაოდ დიდი გამოცდილებაც დაუგროვდა.

ყველაზე დიდი ანგარიშით ტონგელებმა 2003 წელს სამხრეთ კორეას მოუგეს - 119:0. ყველაზე დიდი სხვაობით კი 2000 წელს ახალი ზელანდიის ნაკრებთან წააგეს - 0:102.

სიპი ტაუ

მატჩის წინ ტონგელები ტრადიციულ სამხედრო ცეკვას, "სიპი ტაუს" ასრულებენ. ამ რიტუალს ტონგაში სახელმწიფო და სხვა კერძო ცერემონიალებზე იყენებენ.

ყველაზე ეფექტური შემთხვევა 2003 წელს ავსტრალიაში გამართულ მსოფლიოს თასზე დაფიქსირდა: ტონგას ნაკრები "ოლ ბლექსს" ეთამაშებოდა. ახალზელანდიელებმა ტრადიციული "ჰაკას" შესრულება დაიწყეს. იმავდროულად, ტონგურმა "სიპი ტაუმაც" აიღო სტარტი.

საბრძოლო ცეკვების ერთდროულად შესრულებამ ქომაგებს წარუშლელი შთაბეჭდილება დაუტოვა და ის სამუდამოდ დარჩა რაგბის ისტორიაში.

ტონგას ნაკრები

ალეკი ლუტუი, პაულ ნგუამო, ელვის ტაიონე, ალანი აულიკა, პაეა ფაანუნუ, სიუა ჰალანუკონუკა, სიონე ლეა, ტევიტა მაილაუ, სილა პუაფისი, სონა ტაუმალოლო, ტაიონე ვეა, ლისიატე ფააოსო, ტუკულუა ლოკოტუი, ჯოე ტუინეაუ, ჰალე ტიპოლე, სიონე კალამაფონი, ნილი ლატუ, მაამა ვაიპულუ, ვილიამი მააფუ, ტანიელა მაოა, ტომასი პალუ, სონატანე ტაკულუა, ლატიუმე ფოსიტა, კურტ მორატი, ლიუელი სიმოტე, ჰემენაი პაეა, სიონე პიუკულა, სიალე პიუტაუ, ოტუელა, კატოა, დანიელ კილიონი, ფეტაუ ვაინიკოლო, დავიდ ჰალაიფონუა, იუნგა ლილო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• Givi

ტონგას მოსახლეობა სულ 100 ათასი კაცია და რა ძლიერი გუნდი ყავთ, მგონი რაგბის გარდა სხვა სპორტის სახეობა არც არის მაგ ქვეყანაში

• Zaza

ჩვენ უნდა ვიცეკვოთ ხორუმი და მოვუგებთ

• badri

ძალიან ძლიერი გუნდი გვყავს, როგორც არასდროს, არგენტინასაც უნდა მოვუგოთ

გვაქვს თუ არა რეგრესი? - "ბორჯღალოსნების" მიერ გამართული ივლისის ტესტების შეჯამება

მეცხრე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე - საქართველომ შოტლანდია დაამარცხა

მარცხი მოსალოდნელი შედეგით - საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!

ახალი ზელანდია VS ავსტრალია - ვინ აღმართავს "ვებ ელისს" მესამედ

მილტონ ჰეიგი: ჩვენს ქვეყანას სიამაყის საბაბი მივეცით

მილტონ ჰეიგი: ავსტრალიური მედიის დამოკიდებულება აგდებული და უპატივცემულო იყო

ყინული დაიძრა - უელსელები საქართველოსთან თამაშზე სერიოზულად ფიქრობენ

"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი

საქართველო ირლანდიას მასპინძლობს - პირველი შეხვედრა თბილისში!

ტონგა-საქართველოს სტატისტიკა: "ბორჯღალოსნები" ისტორიას წერენ

მსოფლიო თასი. C ჯგუფი: ტონგამ ამერიკას თამაში შემოუტრიალა და შეჯიბრი გამარჯვებით დაასრულა

რაგბის მსოფლიოს თასი 2015-ის გამარჯვებული "ოლ ბლექსი" გახდა [VIDEO]

"ბორჯღალოსნებთან" სათამაშოდ თბილისში ირლანდია და შოტლანდია მოდიან

თურქი ფეხბურთელების სამხედრო მისალმებას უეფა გამოიძიებს - 13 აგვისტოს დაიჯესტი

ფავორიტმა ტონგას უპრობლემოდ მოუგო [VIDEO]

გიორგი ნიჟარაძე: ფაქტი ერთია, ჩვენ ყველაზე ცუდ მდგომარეობაში ვართ

სავსე ტრიბუნების დროა!

რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს

რუსეთის ნაკრები შესაძლოა ოლიმპიადიდან მოხსნან - 22 სექტემბრის დაიჯესტი

ვასილ ლობჟანიძე 2019 წლის მსოფლიოს თასის 5 პოტენციურ ვარსკვლავს შორის მოხვდა

ჯორჯიის შტატი მსოფლიო თასზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს უქომაგებს - ოფიციალური განცხადება

"როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ჰეიგი საკუთარი წარმატების ტყვე გახდა და მოსალოდნელი მარცხის შიშით პრაგმატული თამაში დაგეგმა"

მსოფლიო თასი. C ჯგუფი: საფრანგეთმა ტონგა მძიმე ბრძოლაში დაამარცხა

დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“

ხაბი ალონსოს პატიმრობა ელის - 10 ოქტომბრის დაიჯესტი

"All Blacks"-ის ვარსკვლავი მილტონ ჰეიგთან ითამაშებს