"შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" გაილია "ბორჯღალოსანთა" მსოფლიო თასის წინა შეკრების პირველი კვირა
"შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" გაილია "ბორჯღალოსანთა" მსოფლიო თასის წინა შეკრების პირველი კვირა.

მილტონ ჰეიგის შეგირდები თავს არ ზოგავენ - საქვეყნოდ ცნობილი ფიზმომზადების მწვრთნელის, ქელვინ მორისის ხელმძღვანელობით, ამ პაპანაქებაში ოფლს ორმაგად ღვრიან, რათა ინგლისში საკადრისად დაიცვან ქართული რაგბის ღირსება.

წინდაწინ დათქმული პირობით, საზოგადო მედიას გუნდთან ჯერჯერობით ვერ მიესვლება, რადგან დატვირთვა იმდენად მძიმეა, რომ მის გასაძლებად ბიჭებს ფიზიკური და მენტალური რესურსის სრულად მობილიზება სჭირდებათ.

მოვარჯიშენი ვაჟკაცურად იტანენ განსაცდელს. სამწვრთნელო შტაბი ჰპირდებათ, რომ მზადების ინტენსივობა კიდევ იმატებს და ამ გაგანია ზაფხულში მიღებული წრთობა შემოდგომაზე, მსოფლიო თასზე გამოადგებათ.

ბანაკიდან დამაიმედებელი ცნობები მოგვდის - ყველანი ყოჩაღად არიან. ვარჯიშები მრავალფეროვანია. ყურადღება ექცევა ამტანობას, ღონეს, სიჩქარეს, სისხარტესა და მოქნილობას.

თასზე "ბორჯღალოსნები" გაწაფულ მეტოქეებს რომ უნდა შეებნენ, ფიზიკურ ვარჯიშთა უმეტესობა ბურთით სრულდება და ამით კონტაქტში თამაშის ელემენტები იხვეწება.

ერთი სიტყვით, ჩვენი რჩეულნი ისე ემზადებიან, როგორც არასდროს, რათა ინგლისში მიაღწიონ შედეგს, რომელიც ქართულ რაგბს ახალ ორბიტაზე გაიყვანს.

რაზმში ერთი სიახლეა - 20-წლამდელთა ერთ-ერთ გამორჩეულ მოთამაშეს, ფულბეკ ირაკლი სვანიძეს, რომელმაც პირველი სანაკრებო კეპი თბილისის თასზე მოიხვეჭა, ფეხის ძველმა ტრავმამ შეახსენა თავი, რის გამოც მას სამ-ოთხკვირიანი რეაბილიტაციის გავლა მოუწევს.

რაგბის კავშირის პრესსამსახური

ynwa
სად პოულობენ ასეთ ვაი-ჟურნალისტებს! ჯერ რა ინფორმაციაა, რა მწირი. მერე რა პათოსი: შეგირდები,ვაჟკაცურად იტანენ განსაცდელს, გაწაფული მეტოწეები . . . რა ბოლშევიზმია. საბჭოთა სოციალისტური ეპოქის საუკეთესო ჟურნალისტური ნამუშევარი!!!
kira ivanova
მიდით ბიჭებო კარგად ივარჯიშეთ, შედეგი აჩვენეთ ინგლისში და თითო ქალიშვილი ... გოგო ჩემზე იყოს. ქართველ გოგონებს გული არ დაგწყდეთ.თქვენ გართობისათვის არ მემეტებით.
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
[VIDEO] "ბარსელონას" უიღბლობა, უამრავი განიავებული შანსი და ალვარესის ბრწყინვალე გოლი - "ბლაუგრანა" რთულ სიტუაციაშია
[VIDEO] კვარაცხელიამ ისევ გაიტანა - რომ არა მამარდაშვილი, პსჟ "ლივერპულს" უფრო დიდი ანგარიშით მოუგებდა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
კონკურენტი ვიტინიასთვის - პსჟ რუსი შემტევის შეძენას გეგმავს
კონტე: იტალიის ნაკრების მწვრთნელად კონტეს ავირჩევდი
U16 | კოსოვო 1:2 საქართველო - პირველი ადგილი უეფას განვითარების თასზე
Liverpool Echo: "ლივერპული" კატასტროფის წინაშე - მამარდაშვილისთვის შესაძლებლობაა დაამტკიცოს, რომ ალისონის ხანგრძლივვადიანი მემკვიდრეა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
მილტონ ჰეიგმა მსოფლიო თასის საშეკრებო რაზმი დაასახელა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
"როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ჰეიგი საკუთარი წარმატების ტყვე გახდა და მოსალოდნელი მარცხის შიშით პრაგმატული თამაში დაგეგმა"
მილტონ ჰეიგი: ჩვენს ქვეყანას სიამაყის საბაბი მივეცით
მილტონ ჰეიგი: ავსტრალიური მედიის დამოკიდებულება აგდებული და უპატივცემულო იყო
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
ხაბი ალონსოს პატიმრობა ელის - 10 ოქტომბრის დაიჯესტი
ბორჯღალოსნები | ახალი მწვრთნელების პირველი რაზმი - დებიუტანტებით
სავსე ტრიბუნების დროა!
"All Blacks"-ის ვარსკვლავი მილტონ ჰეიგთან ითამაშებს
ფიზმომზადების დონეებს შორის უფსკრულია - უცხოელები ქართულ რაგბიზე
ბორჯღალოსნები | პირველი შეკრება ცვლილებით დაიწყო
რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს