შევიხედოთ "ცხინვალისა" და "დილას" მეტოქეთა ბანაკებში და ვნახოთ, როგორ ემზადებიან ქართველებთან შესარკინებლად

ევროპალიგის საპასუხო მატჩებამდე ორიოდე დღე დარჩა. მოდით, შევიხედოთ მეტოქეთა ბანაკებში და ვნახოთ, როგორ ემზადებიან ქართველებთან შესარკინებლად.

ბოტოშანი

კლუბის პრეზიდენტმა კორნელ შტაიფერმა ინტერვიუ მისცა "ბოტოშანის" ოფიციალურ საიტს. "ცხინვალთან" საპასუხო მატჩამდე ცოტა ხნით ადრე მან შემდეგი თქვა:

"ჩვენ პირველი თამაში კარგად ჩავატარეთ, მაგრამ გამოუცდელობამ დაგვაღალატა. როცა ანგარიში გავხსენით, მოვდუნდით და ამით კარგად ისარგებლა მოწინააღმდეგემ.

დიდი იმედი გვაქვს გამარჯვების, რადგან ევროდუელი ორრაუნდიანია. ეს იყო "ბოტოშანის" ევროდებიუტი და ცხადია, მას თან ახლდა დაძაბული ემოციური ფონი. მჯერა, გავივლით ამ ბარიერს და სავსე ტრიბუნების ფონზე ვუმასპინძლებთ "ლეგიას".

ილაპარაკა "ბოტოშანის" მთავარმა მწვრთნელმა ლეონტინ გროზავუმაც:

"თბილისში ლამაზი თამაში გველის, კარგ სტადიონზე. ქართული კლუბი იქ მეტ ყურადღებას მიაქცევს შეტევას. პირველ მატჩში მთელი 90 წუთის განმავლობაში გვქონდა უპირატესობა და მჯერა, თბილისში წარმატების მოპოვება შეგვიძლია.

ჩვენი მინუსი გამოუცდელობა იყო. ბევრი ახალი მოთამაშე გამოჩნდა გუნდში. მე კმაყოფილი ვარ მათთან ურთიერთობით", - აღნიშნა მწვრთნელმა.

პარტიზანი

ამასობაში ამხანაგურ მატჩებს მართავს გორის "დილას" მეტოქე ჩემპიონთა ლიგაზე - სერბული "პარტიზანი". უნდა ითქვას, რომ ზორან მილინკოვიჩის გაწვრთნილი გუნდი შეუჩერებელია.

სერბულმა გრანდმა სლოვენიის მეორე დივიზიონის ბინადარ "ალუმინის" 4:0 მოუგო. სერბთაგან გოლები გაიტანეს გრბიჩმა, კოჟიჩმა, მარინკოვიჩმა და ლუკამ.

ამის შემდეგ "პარტიზანის" მეტოქე იყო რუსული პრემიერლიგის წარმომადგენელი გროზნოს "ტერეკი", რომელთანაც სერბებმა მინიმალური ანგარიშით, 1:0 მოიგეს. ერთადერთი გოლი ჩეჩენთა კარში გუნდის ბულგარელმა ახალწვეულმა ვალერი ბოჟინოვმა გაიტანა.

მომდევნო ამხანაგურ მატჩებს "პარტიზანი" 8 ივლისს გამართავს. მილინკოვიჩის გუნდის მეტოქე ჯერ სლოვენიური "მარიბორი" იქნება, მერე კი - უნგრული "ვაშაში".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

იოსებ
მე უყურე ამ თამაშს და ცხინვალს ძალიან გაუმართლა რომ დიდი ანგარიშით არ წააგო. იმედია მესხზე ხალხი მივა და უკეთესად ითამაშებენ
გენო
ბოტოშანის მწვრთნელის გამკვირვებია რომ იზახის გამოუცდელები ვიყავით და ევროდებიუტი გვქონდაო ცხინვალი სხვა მდგომარეობაში იყო!!!!!!!!
svani_7
მაგ ტერეკს 11 მეტრიანი გაუტანა ეგ იყო და ეგ და ეხლა მეორელიგის გუნდს თუ მოუგო 4:0 დიდი არაფერი აი ვნახოთ მარიბორთან რას იზავს )
gori
შარშან ბეშიქთაშმა გასვლაზე რო ოთხი ცალი აყლაპა ეგ არაფერიიი???თავისსავე მოედანზე დაადუღა..
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
ეროვნული ლიგა 2. IX ტური: "თელავმა" "ზუგდიდს" მოუგო და ლიდერ "მერანს" 2 ქულით ჩამორჩება
ეროვნული ლიგა 2. VII ტური: "ქამბექი", რომელიც "მანჩესტერ იუნატედსაც" შეშურდებოდა
ცხინვალი VS ბოტოშანი - მცირე უპირატესობა, შეცდომების გარეშე
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
"პარტიზანი" არ არის ისეთი მეტოქე... ინტერვიუ ოთარ მარცვალაძესთან
კახა ცხადაძის "ორდაბასი" "ბოტოშანმა" გამოაგდო
სფფ-ის აღმასკომზე "ცხინვალის" შესახებ იმსჯელეს
მონტენეგროში დამარცხებული კორონავირუსი ბელგრადულმა დერბიმ გააცოცხლა
სიურპრიზი გორელ ქომაგს: თუ "დილა" "პარტიზანის" ბარიერს დაძლევს...
"ცხინვალი" თბილისში "ბოტოშანისთან" დამარცხდა და ევროპალიგას დაემშვიდობა
"დილა" გორში ბელგრადის "პარტიზანთან" მარცხდება
ლეონტინ გროზავუ: ჩვენი მიზანი შევასრულეთ
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
ნახვამდის, ევროპავ - "დილა" ბელგრადის "პარტიზანთან" გორშიც დამარცხდა
კახა კაჭარავა: სად რუმინეთის ჩემპიონატი და სად - საქართველოსი
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
"ცხინვალი" მესამე ლიგაშიც კი ვეღარ იასპარეზებს
ცხინვალი-ბოტოშანი 1:3 - ყველაფერი ლოგიკურად... [VIDEO]
ეროვნული ლიგა 2. III ტური: ორი მატჩი და ორი ფრე
დილა-პარტიზანი 0:2 - აგვისტომდეც ვერ მივაღწიეთ... [VIDEO]
ეროვნული ლიგა 2. V ტური: "სამტრედია" და "თელავი" წაუგებლად წინ მიიწევენ
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა