რბოლა ქვაფენილზე
ტურ დე ფრანსის მეოთხე ეტაპი ყველაზე გრძელი იყო წლევანდელ ველომარათონზე - ბელგიური სერენიდან ფრანგულ კამბრემდე რბოლის მონაწილეებს 223 კილომეტრი უნდა დაეფარათ, ბოლო 13 კილომეტრზე კი ველომრბოლებს ქვაფენილის გავლა უწევდათ. შარშან, თითქმის ანალოგიურ ეტაპზე ლარს ბოომმა გაიმარჯვა, ვინჩენცო ნიბალიმ კი პირველი სერიოზული განაცხადი გააკეთა საერთო ჩათვლაში ტრიუმფზე.

გუშინდელ ეტაპზე გაქცევა გადაწყვიტეს ფრედერიკ ბრიუნმა, ტომას დე გენდტმა, პერიგ კიუმენერმა და ლიუვე ვესტრამ. დაწინაურებულების მაქსიმალურმა უპირატესობამ პელოტონზე ცხრა წუთი შეადგინა, თუმცა სხვაობამ შემცირება დაიწყო ქვაფენილზე გადასვლის შემდეგ.

ნიბალიმ და მისმა გუნდმა "ასტანამ" აქტიურობა დაიწყეს, მაგრამ მალე მათი ენთუზიაზმისგან არაფერი დარჩა, რადგან ფრუმი, კონტადორი და კინტანა არანაკლებ კარგად იყვნენ მზად ქვაფენილისთვის. იქ, სადაც ნიბალისგან სერიოზულ პროგრესსა და წინა ეტაპებზე დაკარგული წუთების დაბრუნებას ელოდნენ, მოქმედ ჩემპიონს არაფერი გამოუვიდა.

განსაკუთრებით მოგვხიბლა ფრუმის გამოსვლამ. როგორც აღმოჩნდა, Sky-ის კაპიტანს აშკარად მოუმატებია ამ კომპონენტში, რაც ნიბალისთვის და სხვა ფავორიტებისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა. რაღაც მომენტში ნიბალი, ფრუმი, ვალვერდე და კიდევ რამდენიმე ველომრბოლი დაშორდნენ კონტადორს, კინტანას, ვან გარდერენს, ურანსა და სხვებს, მაგრამ საგანის მონდომებით, ეს ორი ჯგუფი შეერთდა.

ქვაფენილის ბოლო სექციის ბოლოს, ფრუმმა გაქცევა სცადა, მაგრამ ჩანაფიქრი არ გამოუვიდა. ლიდერთა ჯგუფი ფინიშს უახლოვდებოდა და მოსალოდნელი იყო პირველობისთვის ბრძოლა საგანსა და დეგენკოლბს შორის, მაგრამ უნივერსალური სპრინტერების გეგმები არია ტონი მარტინმა. ფინიშამდე სამი კილომეტრით ადრე, გერმანელი სოლო-შეტევაზე გადავიდა. დროზე განცალკევებითი რბოლის ოსტატმა ფინიშამდე გაძლო და ტურ დე ფრანსზე კარიერაში მეხუთე ეტაპი მოიგო, თან პირველად მოირგო ლიდერის ყვითელი მაისურა.

კრისტოფერ ფრუმმა კი, მართალია, ლიდერობა დაკარგა, მაგრამ ამის გამო დიდად არ უნაღვლია. ბრიტანელმა ფრიადზე ჩააბარა გამოცდა ქვაფენილზე, ხოლო ყვითელი მაისურის დაბრუნებას მთებში შეძლებს.

IV ეტაპი

სერენი-კამბრე. 223.5 კმ

1. ტონი მარტინი (გერ, Etixx-Quick-Step) - 5.28,58; 2. იონ დეგენკოლბი (გერ, Giant-Alpecin) - +0,03; 3. პეტერ საგანი (სლოვაკ, Tinkoff-Saxo) - იგივე დრო; 4. გრეგ ვან ავერმატი (ბელ, BMC) - იგივე დრო; 5. ედვალდ ბუასონ ჰოგენი (ნორ, MTN Qhubeka) - იგივე დრო; 6. ნასერ ბუანი (საფ, Cofidis) - იგივე დრო; 7. ჯაკოპო გუანიერი (იტა, "კატიუშა") - იგივე დრო; 8. ტონი გალოპენი (საფ, Lotto-Soudal) - იგივე დრო... 11. ალეხანდრო ვალვერდე (ესპ, Movistar) - იგივე დრო... 13. რიგობერტო ურანი (კოლ, Etixx-Quick-Step) - იგივე დრო... 15. ვინჩენცო ნიბალი (იტა, "ასტანა") - იგივე დრო; 16. ბაუკე მოლემა (ჰოლ, Trek) - იგივე დრო; 17. კრისტოფერ ფრუმი (ბრიტ, Sky) - იგივე დრო... 19. ალბერტო კონტადორი (ესპ, Tinkoff-Saxo) - იგივე დრო; 20. ხოაკიმ როდრიგესი (ესპ, "კატიუშა") - იგივე დრო; 23. ნაირო კინტანა (კოლ, Movistar) - იგივე დრო... 24. ტიჯეი ვან გარდერენი (აშ, BMC) - იგივე დრო...

საერთო ჩათვლა

1. ტონი მარტინი (გერ, Etixx-Quick-Step) - 12.40,26; 2. კრისტოფერ ფრუმი (ბრიტ, Sky) - +0,12; 3. ტიჯეი ვან გარდერენი (აშ, BMC) - +0,25; 4. ტონი გალოპენი (საფ, Lotto-Soudal) - +0,38; 5. პეტერ საგანი (სლოვაკ, Tinkoff-Saxo) - +0,39; 6. გრეგ ვან ავერმატი (ბელ, BMC) - +0,40; 7. რიგობერტო ურანი (კოლ, Etixx-Quick-Step) - +0,46; 8. ალბერტო კონტადორი (ესპ, Tinkoff-Saxo) - +0,48... 12. ბაუკე მოლემა (ჰოლ, Trek) - +1,44; 13. ვინჩენცო ნიბალი (იტა, "ასტანა") - +1,50... 16. ალეხანდრო ვალვერდე (ესპ, Movistar) - +2,03; 17. ნაირო კინტანა (კოლ, Movistar) - +2,08; 18. ხოაკიმ როდრიგესი (ესპ, "კატიუშა") - +2,12...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში
ინგლისში ტრანსგენდერები ქალთა ტურნირებიდან მოკვეთეს
ველოფესტივალი BIKE FEST-ი 15 ოქტომბერს დაარსებიდან უკვე მესამედ გაიმართება
ფუტსალი | საქართველო 2:2 ყირგიზეთი
პსჟ პაჩოს კონტრაქტს გაუგრძელებს
შენგელიას 18 ქულა და გამარჯვება, ბურჯანაძის 7 ქულა და ბრძოლაში მარცხი
ქალთა ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"ინტერის" სპორტულმა დირექტორმა ნეიმარის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
ბენზემა ევროპაში დაბრუნდება? - ფრანგი ფორვარდის დამატება თურქულ გრანდს უნდა
პსჟ-ში ტრავმირებულები ბრუნდებიან - დემბელესა და მარკინიოსს "ლევერკუზენთან" თამაში შეეძლებათ
აბუაშვილის და წიტაიშვილის "მეცმა" მორიგი მარცხი განიცადა
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში?
[VIDEO] გამორჩეული დაპირისპირება მოულოდნელი გმირით - მამარდაშვილის "ლივერპული" სახლში "მანჩესტერ იუნაიტედთან" დამარცხდა
"მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] კიტეიშვილის გამარჯვების გოლი და საგოლე გადაცემა - "შტურმმა" 4:3 მოიგო
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ
"ესპანური სწრაფად ვისწავლე, რადგან ეს პატივისცემის ნიშანია" - კილიან მბაპე მადრიდულ ცხოვრებაზე
"წლის საუკეთესო მებრძოლად მერაბ დვალიშვილი უნდა დასახელდეს" - უმარ ნურმაგომედოვი
"როცა გულის შეტევით საავადმყოფოში ვიწექი, მესის ქმედებით გაოგნებული დავრჩი" - კასილასმა აქამდე უცნობი ისტორია გაიხსენა
"საფონოვი მოთმინებას კარგავს" - რას წერს ფრანგული გამოცემა რუს მეკარეზე?
[VIDEO] შერმადინის და უერტასის დუეტი კვლავ ბრწყინავს - "ტენერიფემ" "მურსია" დაამარცხა
გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე
მსოფლიოს ჩემპიონატი: ტონი მარტინის ზედიზედ მესამე ტრიუმფი
ჯირო ირლანდიაში დაიწყება
ტურ დე ფრანსი: ფრუმი ორგზის ჩემპიონია
რუი კოშტას სენსაციური ოქრო
ტურ დე ფრანსი 2013: ტრიუმფატორი კრისტოფერ ფრუმი, გმირი კინტანა
ტურ დე ფრანსი 2013: ყველაფერმა აზრი დაკარგა
ტურ დე ფრანსი: ფრუმის დაცინვა და ნოკდაუნი
მე-100 ტურ დე ფრანსის უცნაური დასაწყისი
ტურ დე ფრანსის გამარჯვებულს ახალთახალი "იაგუარი" აჩუქეს
ტურ დე ფრანსი 2013: არის პირველი ფრანგული გამარჯვება!
ველოსპორტი: დიდი სკანდალი ტურზე