ტერი ბრედბერი ფეხბურთელობისას კვირაში 20 ფუნტს იღებდა
ლონდონის "ჩელსის" ყოფილმა ნახევარმცველმა ტერი ბრედბერიმ ბრიტანეთის ეროვნულ ლოტოში 5,5 მილიონ გირვანქაზე მეტი მოიგო, კერძოდ კი, 5 517016.

75 წლის ბრედბერი 1950-იან წლებში ტერი ვენეიბლსთან და ჯიმი გრივზთან ერთად აგორებდა ბურთს. მას ასევე ნათამაშები აქვს "ლეიტონში", "საუთენდსა" და "რექსჰემში". კარიერის განმავლობაში მისი უდიდესი ჯამაგირი კვირაში 25 ფუნტი იყო...

"გადავწყვიტეთ, ესპანეთში ვილა ვიყიდოთ, სადაც ჩვენი ოჯახი ნებისმიერ დროს წავა ხოლმე დასასვენებლად. ბრწყინვალეა, როდესაც იაზრებ, რომ შენი შვილები და მათი შვილები, სამუდამოდ უზრუნველყოფილნი არიან და სტრესისგან თავისუფალი ცხოვრება ექნებათ. მე და ტერის ყველაზე მეტად სწორედ ეს გვახარებს" - განაცხადა მისის ბრედბერიმ.

"ჩემი ხელფასი დაახლოებით 20 ფუნტი იყო კვირაში. ბონუსების სახით მოგებაზე 4 ფუნტს ვიღებდით, ფრეზე - ორს. ყველაზე დიდი ჰონორარი კვირაში 25 ფუნტი მქონია. ფეხბურთელების ფასიც ძალიან დაბალი გახლდათ. ჯიმი გრივზი უდიდესი გოლების მანქანა იყო, რომელიც ოდესმე მინახავს. დაუღალავი დევიდ მაკკეი კი ურთულესი მეტოქე გახლდათ, ვის წინააღმდეგაც მითამაშია" - აღნიშნა მისტერ ბრედბერიმ.

ახალგამომცხვარ მილიონერს, თანამედროვე ფეხბურთელებზეც ჰკითხეს და მოთამაშეების ამჟამინდელ ფასებსა თუ ხელფასებზე.

"ყველას წარმატებები... სპორტსმენს ვერაფერს დააბრალებ და უსაყვედურებ. თუ ვინმე მას კვირაში დამატებით 1000 ფუნტს სთავაზობს, ადგება და წინადადებას მიიღებს. მე "ჩელსიში" კარგი დრო გავატარე და ზოგადად, ჩემი კარიერის თითოეული წუთით ვისიამოვნე. ეს ბედის საჩუქარი კი ჩემი და ენის ცხოვრებაში ტკბილი გვირგვინია" - დასძინა ბრედბერიმ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს
"ჩელსის" ლიამ როსენიორი ჩაიბარებს
როსენიორის პირველი მოთხოვნა - "ჩელსის" "ბაიერნის" მცველის დამატება სურს
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
[VIDEO] მოდი და ნუ გაიქცევი - ჟოაო პედროს კუკურეიას დაცვა, კინაღამ ძვირად დაუჯდა
"მომთხოვნი და პირდაპირი ვარ" - "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა საკუთარი თავი დაახასიათა