შესაძლოა, კახა ცხადაძის გუნდმა აგვისტოსა და ნოემბერში ამხანაგური შეხვედრები გამართოს
საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ამ წლის ბოლომდე ოთხი ოფიციალური მატჩი დარჩა ჩასატარებელი: 4 სექტემბერს - შოტლანდიასთან (თბილისში), 7 სექტემბერს - ირლანდიასთან (დუბლინში), 8 ოქტომბერს - გიბრალტართან (თბილისში) და 11 ოქტომბერს - გერმანიასთან (ლაიფციგში).

ამას გარდა, არ არის გამორიცხული, რომ კახა ცხადაძის დამოძღვრილმა გუნდმა 2015 წლის ბოლომდე კიდევ ორი შეხვედრა გამართოს - ამხანაგური მატჩები სტუმრად აზერბაიჯანთან და ესტონეთთან.

ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ საქართველოს ნაკრები ნოემბერში სტუმრად ესტონეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდეს. წესითა და რიგით, ამ სპარინგს ხელი არაფერმა უნდა შეუშალოს, მით უფრო, რომ ეს ფიფას მიერაცაა ნებადართული.

შვედი სპეციალისტის, მაგნუს პერსონის ხელმძღვანელობით მოასპარეზე ესტონეთის ნაკრები დღესდღეობით ფიფას რეიტინგში 91-ეა (ჩვენ 139-ე) და ევროპის ჩემპიონატის მიმდინარე შესარჩევი ციკლის ექვს მატჩში 7 ქულის მოგროვებაც მოახერხა.

ისე, აქამდე საქართველოსა და ესტონეთის ნაკრებები ოფიციალურ შეხვედრებში ერთმანეთს არასდროს დაპირისპირებიან, ამხანაგურ მატჩებში კი მცირე უპირატესობა ჩვენს მხარესაა: 4 მატჩი, 2 მოგება, 1 ფრე, 1 წაგება (ბურთების სხვაობა: 6-4).

ესტონელებთან სპარინგი, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია; აი, რაც შეეხება საქართველოს ნაკრების კიდევ ერთ ამხანაგურ მატჩს, ეს საკითხი ჯერჯერობით მოლაპარაკების სტადიაშია. თუმცა, იმის შანსი, რომ საქართველოს ნაკრებმა აგვისტოშიც გამართოს კიდევ ერთი ამხანაგური მატჩი, 50/50-ზეა. სავარაუდო მეტოქეც უკვე ცნობილია - სტუმრად აზერბაიჯანთან, რომელიც დღესდღეობით ფიფას რეიტინგში 115-ე ადგილზეა.

ახლა ყველაფერი აზერბაიჯანის ნაკრების ხორვატი თავკაცის, რობერტ პროსინეჩკის თანხმობაზეა დამოკიდებული. მისი ხელმძღვანელობით, ჩვენმა მეზობლებმა ბოლო ორ ოფიციალურ შეხვედრაში 4 ქულა მოიპოვეს. ერთადერთი პრობლემა, შესაძლოა, ის იყოს, რომ აგვისტოში უცხოურ კლუბებს ვერავინ მოსთხოვს ფეხბურთელების ნაკრებებში გაშვებას (ეს "ფიფას თვე" არ არის) და აზერბაიჯანელების მხრიდან თანხმობის შემთხვევაში, კახა ცხადაძე მეზობლებთან სასპარინგოდ საქართველოს კლუბების ნაკრებს გაიყვანს.

ისე, ჩვენგან განსხვავებით, აზერბაიჯანის ნაკრებში ერთი-ორი ლეგიონერი თუა და, აქედან გამომდინარე, არც მეზობლებს აწყენთ ჩვენებთან ძალების მოსინჯვა.

ესტონელებისა არ იყოს, აქამდე არც აზერბაიჯანის ნაკრებთან ჩაგვიტარებია ოფიციალური მატჩი. სამაგიეროდ, ექვსჯერ დავუპირისპირდით ამხანაგურ შეხვედრებში და ფაქტობრივ თანაფარდობაში მხოლოდ ბურთების სხვაობაში ვჯობნით: 6 მატჩი, 2 მოგება, 2 ფრე, 2 წაგება, ბურთების სხვაობა: 8-6.

ასე დაემთხვა, რომ აზერბაიჯანის ნაკრების წინააღმდეგ საქართველოს ნაკრებს, თითქმის უმრავლეს შემთხვევაში, ექპერიმენტული შემადგენლობებით უწევდა მოედანზე გამოსვლა. ასე იყო 1992, 1993, 1998, 2001 და 2007 წლებში გამართულ მატჩებში და ასე იქნება ახლაც...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

dave
მიეცით შანsი ამ კაცს !!! რა უბედურებაა ტო და რა უყურადღებობა ! ჩავა ნაკრები აზრებიჯანში და ისევე როგორც დინამოს გაბალამ, ესენიც დაიჭერენ .... !!!
Irakli Apkhaidze
იქნებ ვინმე დაინტერესდეს ამ კაცით და მისი პროგრამით, რამდენი ხაინია უკვე ამას საუბრობს, ცისფერი მთები მახსენდება და გუჯა სოსოს როლში.
გუჯა კახაძე
ასე თუ გააგრძელებთ 153-ე ადგილიც სანატრელი გაგვიხდება!!!! კახა ცხადაძე: "როდესაც ვიკითხე ყველაზე დიდი პრობლემა რა გვაქვს ყველას? გიორგი დევდარიანი იყო, ვასკა მაისურაძე იყო ყველანი, რომლებსაც აქვს პირდაპირი შეხება ამ ახალგაზრდა ფეხბურთელებთან, მთავარი პრობლემა რაც არის, ეს არისო ფიზმომზადება, ხო? განათლებული ფიზმომზადების მწვრთნელები არ არსებობენ საქართველოში"! როდესაც მდგომარეობის გამოსწორება არ გინდათ, ნუღარ წუწუნებათ მაინც!!!! ფიზმომზადების მწვრთნელებზე ვიდრე დაილაპარაკებთ გულშემატკივარს გააგებინეთ, რომ ფედერაციაში მოტანილი მაქვს ფიზიკური კონდიციების სწრაფად მოსამატებელი პროექტი ნაკრების წევრებისათვის, მაგრამ არ კითხულობთ, რადგან მდგომარეობის გამოსწორება არ გაინტერესებთ.
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
ესტონელთა მწვრთნელი: მაღალი კლასის ცენტრფორვარდი გჭირდებათ
სომხეთმა ირლანდიას სძლია - აზერბაიჯანი და უკრაინა დაზავდნენ
რამაზ სვანაძე: ფეხბურთელების ხასიათზე მოყვანას ვცდილობდი - ნაკრების მწვრთნელობისთვის მზად რომ არ ვიყო, აქ არ ვიქნებოდი
მსოფლიოს ჩემპიონატის 12 მონაწილე და ევროპიდან პლეი-ოფში ყველა გასული გაირკვა [VIDEO]
"არარაობანი - რებროვს არ გააგდებენ, რადგან შევჩენკოს მეგობარია" - ყოფილი უკრაინელი ფეხბურთელი
უკრაინამ ისლანდიას სძლია და მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფში გავიდა
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
უკრაინის გასაოცარი ქამბექი - პლეი-ოფის ყველა ფინალისტი გაირკვა
წინ, რუსეთისკენ! - ფიქრები საქართველოს ნაკრებზე
შვედეთის ნაკრებმა იბრაჰიმოვიჩის გარეშე გაიმარჯვა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
საფრანგეთმა უკრაინას სძლია - დემბელემ ტრავმა მიიღო
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
საფრანგეთმა უკრაინა გაანადგურა და მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდა
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
უთავმოყვარეო და მშიშარა უწოდეს - სანტუშს აზერბაიჯანის ნაკრების დატოვება მაინც მოუწია
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ