ორი მატჩის ჯამში, ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე "გაბალა" გავიდა..
9 ივლისს თბილისის "დინამომ" სტუმრად აზერბაიჯანულ "გაბალასთან" ევროპალიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩი გამართა და ანგარიშით 0:2 დამარცხდა, რითაც ტურნირში გამოსვლა დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი დაპირისპირება თბილისში დინამოელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა და ორი მატჩის ჯამში, ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე აზერბაიჯანული გუნდი გავიდა...

მატჩის პირველი ტაიმი მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა, თუმცა რეალურ საგოლე მომენტამდე საქმე 45-ე წუთამდე არ მისულა. ზედ შესვენების წინ კი ახლო მანძილიდან რაშად სადიგოვის თავურის შემდეგ მეკარე ლიბორ ჰრდლიჩკამ "დინამო" აშკარა გოლისგან იხსნა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ჯერ ფლორესკუს შეეძლო დინამოელთა მცველების არეულობით სარგებლობა და ბურთის კარში გადაგზავნა, შემდეგ კი მშვენიერი სოლო-რეიდის წარმატებული დარტყმით გიორგი პაპუნაშვილმა ვერ დაასრულა.

66 წუთზე "გაბალას" მეკარემ ბურთზე მთლად კარგად ვერ ითამაშა, რის შემდეგაც ბურთი გიორგი ქვილითაიას მოხვდა და კარში შეგორდა. თუმცა, ფრანგმა მსაჯმა ამორი დელერუმ დინამოელთა ფორვარდზე ხელით თამაში დააფიქსირა და გოლი არ ჩათვალა.

71-ე წუთზე კი "დინამო" 10 კაცით დარჩა - მსაჯმა მოედნიდან უწყინარ სიტუაციაში უხეშობისთვის თბილისელთა კაპიტანი ლაშა თოთაძე გააძევა. შეიძლება ითქვას, ამ ეპიზოდმა დიდად განაპირობა მატჩის შედეგი...

ამის შემდეგ "გაბალა" დიდი ძალებით გადავიდა დინამოელთა ნახევარზე. ერთ ეპიზოდში პაპუნაშვილს სწრაფი კონტრშეტევის შესაძლებლობა მიეცა, თუმცა მისი დარტყმის შემდეგ მასპინძელთა მეკარემ ბურთის კუთხურზე მოიგერიება შეძლო.

"გაბალამ" ბოლო ხუთი წუთი თბილისის "დინამოს" კართან შტურმი მოაწყო და 88-ე წუთზე სერგეი ზენევის დარტყმულის შემდეგ ანგარიში გაიხსნა კიდეც - 1:0.

ბოლო წუთებზე "დინამომ" სცადა გარდატეხის შეტანა, თუმცა ამაოდ - მსაჯის მიერ კომპენსირებულ მესამე წუთზე "გაბალას" ქომაგი ალექსეი ანტონოვმა გააბედნიერა - 2:0.

თბილისის "დინამომ" მატჩი ამ შემადგენლობით ჩაატარა: ჰრდლიჩკა, თოთაძე, ტვილდიანი (84, ჯანელიძე), რენე ფერეირა, ჭელიძე, ცინცაძე, პაპუნაშვილი, ჯიღაური, ჭანტურიშვილი, იაშვილი (61, კიტეიშვილი), ქვილითაია (74, გურული).

dudu
ჯალათი თოთაძე გაუშვით, ჯერ ჩაარტყა და მერე მიაწვა, წითელია ეგ
dudu
ყასაბი თოთაძე მოაცილეთ
irakli apkhaidze
საინტერესოა რამდენმა შეიძინა გუშინ ცხინვალის თამაშზე ბილეთი, რომლის შეძენა ნებაყოფლობითი იყო. ვინ გითხრათ რო მილიონები მიდის ქართულ ფეხბურთში? და .... ყველა სპორტსმენ-პარლამენტარს
antifutbol
დედა, რა იყო ეს, ა? ნიკანდროსაც გაუკვირდა, როდესაც ეს ანტიფეხბურთი ნახა...
leqsusi
თოთაძე გასაგდები იყო, ძალიან უხეშად ითამაშა თუ კარგად დააკვირდებით, ყველანი გასაყრელები არიან ესენი, ეზოში უნდა ითამაშონ მხოლოდ. ჩვენი ფეხბურთი მოკვდა რა ხანია, მკვდრები კი ვერც თამაშობენ და ვერც ცოცხლდებიან. მაგრად მრცხვენია. აღარ დააფინანსონ აჯობებს და რაგბს და კალათბურთს მივხედოთ სანამ ესენიც არ გარდაცვლილა.
Bacho
გულშემატკივარმა თუ არ გაუპრორესტა არველაძეს არაპერი გამოვა,არავინ არაფერს დაუშლის მას არაფერს ისე აქვთ ყველაფერი გაპრავებული და ყველა დელეგატი ფედერაციაში მათი დამქაშები არიან,გულშმატკივარმა არ უნდადაუშვას რომ არველაძე რეზომ კანდიდატურა ცამოაყენოს,ეს კლუბების და ნაკრების ფან კლუბებმა უნდა გააკეთონ და მერე გულშემატკუვარი უნდა დაუდგეს გვერდით თორემ ხელისუფლებაც არ დაუშლის მას არაფერს,,ეგენი ხომ ყველა ერთმანეთზე უარესები არიან,ჩვენ ხალხნო ჩვენ უნდა გავაკეთოთ ქართული საქმე!!!
Bacho
გულშემატკივარმა თუ არ გაუპრორესტა არველაძეს არაპერი გამოვა,არავინ არაფერს დაუშლის მას არაფერს ისე აქვთ ყველაფერი გაპრავებული და ყველა დელეგატი ფედერაციაში მათი დამქაშები არიან,გულშმატკივარმა არ უნდადაუშვას რომ არველაძე რეზომ კანდიდატურა ცამოაყენოს,ეს კლუბების და ნაკრების ფან კლუბებმა უნდა გააკეთონ და მერე გულშემატკუვარი უნდა დაუდგეს გვერდით თორემ ხელისუფლებაც არ დაუშლის მას არაფერს,,ეგენი ხომ ყველა ერთმანეთზე უარესები არიან,ჩვენ ხალხნო ჩვენ უნდა გავაკეთოთ ქართული საქმე!!!
patikoo11@mail.ru
ვისაც ცოტა კიდევ ეჭვი ეპარებოდა გეგუჩაძის "სუპერ მწვრთნელობაში" მემგონი დარწმუნდებოდა...
dave
უბედურება ისაა, ჩამოვლენ ეხლა ეს ჩვენი "ვარსკვლავი" ბიჭები ტავის "უგამოცდილესი" მწვრთნელით და მოიხდიან ბოდიშს, ეს რა დაგვემართაო, მთელ სეზონს მოსამზადებლად გამოვიყენებთ და ნახეთ მომავალ წელს ქვას ქვაზე არ დავტოვებთო :) მაგრამ მომოავალ წელსაც იგივე განმეორდება, გაბალა კვლავ ....!! ეს უკვე სირცხვილზე მეტია, როდესაც აზრბეიჯანის სოფლის გუნდი უგებს საქარრთველოს არაერთგზის ჩემპიონს !!! ძალიან დიდი შრომაა საჭირო რომ ამ სასწაული ჭაობიდან ამოვიდეს ქართული ფეხბურთი...
Levan
ამას საზღვარი აღარ აქვს. ეს უკვე მეტზე მეტია. საქართველოში 100 კაცი ვერ შეგიკრეფიათ ვისაც ფეხბურთის თამაში უყვარს, ვინც ჯანმრთელია, ვისაც სამშობლო უყვარს ვისაც ბოლო-ბოლო სინდისი და ნამუსი გააჩნია. ფედერაცია, სპორტის სამინისტრო, თქვენ ვინა ხართ ... ..... როგორ ყველაფერში .... უნდა იყოთ. სპორტის ეს სახეობა მაინც გამოაჯანმრთელეთ, რომ ხალხს ერთი გასახარი მაინც ჰქონდეს სხვა თუ არაფერი. სად მიგაქვთ ფულები თქვე .... .... ფედერაცია და გააკეთოს კომენტარი, მაინტერესებს რას იტყვიან. ..... დაუყოვნებლივ დატოვეთ სკამები მთელმა შემადგენლობამ და გადაშენდით ფეხბურთიდან ......
ემზარი
სამწუხაროდ დავმარცხდით თუმცა ზალიან ახალგაზრდები არიან და რაც შეეზლოთ ითამაშეს მგონი ფიფიამ შეცდომა დაუშვა რომ ყველა გამოცდილი ჩამოყალიბებული ფეხბურთელი გაუშვა გასაგებია და მოსაწონი ახალგახრდებს გზა უნდა გაუკვალომაგრამ ყველას გაშვება გამოცდილების ჩამოყალიბულების არასწორი ნაბიჯი იყო არც ისინი იყვნენ მსოფლიო კლასის მაგრამ ამ კარგ ბავშვებს გამოცდილი ფეხბურთელები უნდა ყავდეს გვერდში აბა რავა გინდა არც ფული დახარჯო და ევროპის ლიგაზე მიაღწიო წარმატებას? გოგიჩაიშვილიც რა დამნაშავე იყო ასეთი?
kakhaber
Yoveli celi velodebit imedit da meramdened UKve.modi exla da nuga itkvi misha rom ikos kvelas daicherda da girsebic forbidden.an saxelmwifos mmartbelebma mainc amoigon xma tu ukvart es kvekana ver xedaven rogor anadgureben kveknis saxels?
Vaso
არ ვიცი რა დავწერო საქარველოში რაც ხდება ეს საშინელებაა ნუთუ ქართველი ერი და ფეხბურთის გუშემატკივრები 26 წლის მანძილძე იმის ღირსები არ ვართ რომ ჩემპიონთა ლიგა ვითამაშოთ სირცხვილი ქართულ ბიზნესს ნუთუ,ყველა ვხდებით, რომ,ამ სუბიექტებს ვისაც დავასახელებ ეს შეუძლიათ მაგ; მინერალური წყლების კომპანიას მეტი რეკლამა რა უნდა გააკეთო ალბათ წყალი ისედაც კარგად იყიდება ზედაზენს, ნატახტარს,კოკა-კოლას,მადნეულს.ავერსს, პეესპეს,ეკოფუდს ..... და ყველას ერთად აღებულს არ შეუძლიათ იქნებ ჩვენ შევძლოდ თბ. დინამო ხომ ნამდვილი გრანდია სირცხვილია ნეტავ როგორ არჩევენ ფეხბურთელებს სტადიონი კი როგორი აქვთ ორ წელში გუნდი არ კეთდებაო მე ორ დღეში გავაკეთებდი
soso
სირცხვილია ასეთი თამაში ქართული კლუბების მიერ. ბათუმის "დინამო" რომელიც მეორე ადგილზე გავიდა კუნძულის კლუბთან არ უნდა აგებდეს. რუმინეთი,კვიპროსი და აზერბაიჯანი , ეს ის ქვეყნებია სადაც ფეხბურთის დონე ძაან დაბალია და ყველაზე სამწუხარო ისაა რომ ჩვენთან ასჯერ უფრო დაბალი დონეა.
ნუკრი
ასეთი არაფერი მინახავს: დინამო მთელი თამაში ცდილობდა წაეგო და მიაღწია საწადელს. განსაკუთრებით თოთაძე აქტიურობდა
Goga
რისთვის იხარჯება მილიონები? ჩვენი ჯიბიდან ამოღებული ფულია, გადასახადებით რომ ვიდით. ამათზე ხარჯვას დაეხმარონ ვისაც უჭირს, მაგათ მეტი რა არის ჩვენ დაქცეულ ქვეყანაში. ესენი კი უხელფასოდ უნდა ამუშაო სახელმწიფოს სასარგებლოდ და რაც აქვთ აღებული, უკან უნდა დააბრუნებინო. აქ მარტო დინამოზე არ არის საუბარი, სამივე კლუბზე ვამბობ
sagoll
საგოლ დინამოსს და ქარტუ ფეხბურთს სანამ კლანები იქნება არაფერი გვესჰველეებაა!!!
svani_7
ჩვენი დროშაც დაწვეს ამათი... მერე პლაკატიც გადმოფინეს მარნეული აზერბაიჯანიაო აუ რავთქვა არვიცი ვნახოთ მთავრობა რას მოიმოქმედებს! მოდი გავაუქმოთ ეს სპორტი რა წარსული მაინც არ გვქონდეს ასეთი დიდი და სახელოვანი კიდე აიტანდა კაცი და პრეტენზია არ გექნებოდა რამეზე! ასეთ სირცხვილს მირჩევნია ვაბშე არ გავიდეს არცერთი კლუბი!! და ნაკრები კიდეეე
raShid
ფუ საზიზღარი გუნდი ფეხბურთის გარდა ყველაფერი იყო ეს მატჩი! სირცხვილია,მთელი თამაში აზერები აჯდნენ დინამოს ცალკარა იყო! უდისციპლინობა, თავს არ აწევენ ზევით პასი რომ მიცენ თანაგუნდელს,ფიზიკურად სუსტები, კაროჩე სამივე ქართული გუნდი გამოვარდა და ქართული ფეხბურთის მამებს რომ კითხო ყველაფერი კარგად არისო, მაშ მტყუანის......
Goga
სამარცხვინოები ხართ, ვერც ერთმა გუნდმა ვერ დაძლიეთ პირველი ეტაპი და თავის მართლებას დაიწყებთ მერე... მართლა "ჭ"კლასი ხართ თქვენი სამარცხვინო ძალით ფეხბურთელობა რა ვთქვი მე. ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს, თქვენ კი ჩვენო დიადო ვითომ ფეხბურთელებო ფეხბურთელობას ნუ დაიბრალებთ...
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
დავით ვოლკოვი გუნდს იცვლის, ქართველს ახალი ვარიანტი აქვს
[ევროტურნირების წინ] თბილისის "დინამო" - შარშანდელი არ უნდა განმეორდეს!
უმაღლესი ლიგა. XXV ტური: ორივე "დინამო" დამარცხდა [VIDEO]
თბილისის "დინამო": მატიას კურიე არის, რემი ამიო და ერიკ საბოც მოდიან
"სამტრედიამ" ახალწვეულების პრეზენტაცია მოაწყო
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
ლეგიონის უქმეები: ჯანოს დებიუტი და გოლები რუსეთში, ირანში, ალბანეთსა და ლიეტუვაში [VIDEO]
ბაჩანა არაბული ცეცაძესთან - ვის ემშვიდობება თბილისის "დინამო"
იმერული დერბი თბილისში "სამტრედიამ" საეჭვო პენალტით მოიგო [VIDEO]
შენგელიას ორი ულამაზესი გოლი და კარიკარის ყუმბარისებური - "დინამომ" "გაბალა" გაანადგურა [VIDEO]
მოსალოდნელი ტრანსფერი: გიორგი ლომაია თბილისის "დინამოში" ბრუნდება
ლევან სალუქვაძე: ამ სიტუაციას არ უნდა მოჰყვეს ზედმეტი დაძაბვა
Associated Press თბილისის "დინამოს" შესახებ ლოზანის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წერს
"გაბალას" ტრავმირებულ ფეხბურთელს ოპერაცია გაუკეთეს [VIDEO]
"აზერბაიჯანულ მედიაში არ შემხვედრია სტატია, სადაც "დინამოს" მიმართ დამაკნინებელი სიტყვები ეწერა"
ლაშა თოთაძე "დინამოს" დაემშვიდობა და კარიერას ირანში გააგრძელებს
ეროვნული ლიგის XVII ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით
რევაზ ჩიტეიშვილის გასროლა "დინამოსთან" მსოფლიოს TOP-გოლებში მოხვდა! [VIDEO]
დავით ვოლკოვმა 1 წუთში 2 გოლი გაიტანა და "გაბალა" თასის 1/2-ფინალში გაიყვანა [VIDEO]
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა