ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

­გაბალა-დინამო (თბ) 2:0 - მშვიდობით, ევროპავ! [VIDEO+PHOTO]

­გაბალა-დინამო (თბ) 2:0 - მშვიდობით, ევროპავ! [VIDEO+PHOTO]

ევროპალიგა. I საკვალიფიკაციო ეტაპი. საპასუხო მატჩი

მატჩამდე

თბილისიდან გაბალასაკენ გეზი დილის 8 საათზე ავიღეთ. ფეხბურთზე მწერალი სამი ჟურნალისტი ევროპალიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრის გასაშუქებლად თბილისიდან "დინამოს" ადმინისტრაციისა და აკადემიის წარმომადგენლებთან ერთად გავემგზავრეთ.

უნდა ითქვას, რომ რვასაათიანი გზის მიუხედავად, წამითაც არ მოგვიწყენია - მთელი ეს დრო ფეხბურთის პრობლემებზე საუბარს, ძველი ამბების გახსენებასა და მომავლის პერსპექტივაზე საუბარს დავუთმეთ.

საზღვარზე საპასპორტო ფორმალობების მოგვარებამ დაახლოებით საათს გასტანა. ჩვენ წინ გადაიშალა აზერბაიჯანი. გავიარეთ შამქორი - ქართველთა ისტორიული ძლევამოსილების უტყვი მოწმე და მივადექით განჯას, სადაც სასადილოსთან გავჩერდით.

განჯის შესანიშნავი რესტორნის მიმტანებმა "დინამოს" წარმატება უსურვეს - თქვენი გამარჯვება გაგვახარებს, რაკი ჩვენ "ქიაფაზის" ფანები ვართ და "გაბალა" ჩვენთვის ისტორიული მოწინააღმდეგეაო...

გაბალამდე ერთი საათი გვაკლდა. ამ დროს ქალაქ ევლახს გავცდით. იქვე პოლიციის ესკორტი დაგვხვდა და სტადიონამდე მიგვაცილა.

შევედით თუ არა გაბალაში, ადგილობრივ ქომაგთა განწყობა ეგრევე ვიგრძენით - ხელს გვიქნევდნენ, თითქოს გვაგრძნობინებდნენ, ამ თამაშში კარგი არაფერი გელითო...

სტადიონს რომ მივუახლოვდით, სასიამოვნოდ გავვოცდით - ხუთვარსკვლავიანი, დიდებული სასტუმრო დაგვხვდა, სადაც გუნდი ცხოვრობს. ვნახეთ უმაღლესი ხარისხის სამი სავარჯიშო მინდორი, ასევე, სტადიონი - რვაათასიანი კოხტა ნაგებობა, რომელიც ავ თვალს არ ენახვება...

თამაშს საპატიო სტუმართა ლოჟიდან უცქერდნენ "დინამოს" პრეზიდენტი რომან ფიფია და "ზესტაფონის" მფლობელი ილია კოკაია.

მატჩი

თავიდანვე გამოჩნდა, რომ "დინამო" შეტევაზე აკეთებდა აქცენტს. ყოველ შემთხვევაში, გია გეგუჩაძემ მეტოქის კარზე ერთბაშად ორი შემტევი მიუშვა - გიორგი ქვილითაია და თბილისური მატჩის ერთ-ერთი გმირი - ალექსანდრე იაშვილი.

"დინამოს" ვერ დაეხმარნენ დისკვალიფიცირებული გიორგი გველესიანი და ტრავმირებული ოთარ კაკაბაძე. მასპინძელთა შემადგენლობა კი ოპტიმალური იყო. ეგაა, რომან გრიგორჩუკმა პირველი შეხვედრის შემდეგ სასტარტო თერთმეტეულში კორექტივები შეიტანა...

პირველი მომენტისმაგვარი "გაბალას" ჰქონდა. ჰუსეინოვის ჯარიმის შემდეგ ზენიოვმა კუთხე დროულად ვერ ჩაკეტა.

მასპინძლებმა სწრაფ გოლზე გააკეთეს აქცენტი და თავიდანვე მძლავრად შემოგვიტიეს. სადიგოვის დარტყმა კარს სცდება...

"დინამომ" კარში პირველად მე-8 წუთზე დაარტყა - გიორგი პაპუნაშვილს "გაბალას" უკრაინელმა მეკარე დმიტრო ბეზოტოსნიმ იოლად აუღო.

"გაბალას" სასტარტო შეტევების შემდეგ თამაში თანდათან დაწყნარდა და პოზიციურ ორთაბრძოლაში გადავიდა. მასპინძელთაგან განსაკუთრებით ჰუსეინოვი გამოირჩეოდა, რომელმაც, ჯერ კიდევ თამაში საწყის 20 წუთში, მარცხენა ფლანგზე უამრავი თავსატეხი გაუჩინა "დინამოს".

21-ე წუთზე ანტონოვმა ერთი მცველი მოატყუა, მეორეს თავზე გადაუგდო ბურთი და იგივე დაუპირა ლიბორ ჰრდლიჩკასაც, მაგრამ იმ ეპიზოდში უკრაინელს კოვზი ნაცარში ჩაუვარდა. ბურთი ზემოდან გადასცდა კარს.

24-ე წუთზე აზერბაიჯანელმა ქომაგებმა გაშალეს რუკა, რომელზეც საქართველოს ტერიტორიები აზერბაიჯანის კუთვნილებად იყო გამოცხადებული. ჩვენგან ეს შორს მოხდა. ამ შემთხვევაში ვეყრდნობით თვითმხილველთა ინფორმაციას.

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ფოტოგალერეა

32-ე წუთზე რიკარდინიომ მარცხენა ფლანგიდან ჩაჰკიდა ბურთი საჯარიმოში. ჰრდლიჩკამ გამოსვლაზე კარგად ითამაშა. იქვე ფლორესკუმ გაუშვა დაბალი ბურთი - საკმაოდ არაზუსტად.

როგორღაც გადავაგორეთ პირველი ტაიმი. მეორე ტაიმში "გაბალამ" უფრო შემოგვიტია. "დინამო" ძალიან ღრმად იხევდა უკან და კონტრშეტევაში ელოდა შანსს. ჰრდლიჩკა მეორე ტაიმშიც საქმეში იყო და ერთ ეპიზოდში სასწაულით მოიგერია ახლო მანძილიდან დარტყმული (თუმცა გამოსვლებისას ყოველთვის ვერ იყო დამაჯერებელი).

...ამასობაში "დინამომ" გაიტანა. მეკარის მიერ მოგერიებული ბურთი ქვილითაიას მოხვდა და კარში შეგორდა, მაგრამ... მსაჯმა გოლი არ ჩათვალა - "დინამოს" ფორვარდს ბურთი ხელზე მოხვდა. სამართლიანობა მოითხოვს, ვთქვათ - მსაჯი მართალი იყო...

რაც დრო გადიოდა, "გაბალა" სულ უფრო აძლიერებდა დაწოლას. ვერ ვიტყვით, რომ ეს კარგად გააზრებული სვლები იყო, მასპინძელთა შეტევებში ქაოსი სჭარბობდა, მაგრამ დინამოელთა შეცდომები გრიგორჩუკის შეგირდებს საგოლე მომენტების შექმნის საშუალებას აძლევდა...

71-ე წუთზე, ისევე, როგორც თბილისურ მატჩში, "დინამო" 10 კაცით დარჩა. ლაშა თოთაძე გაშლილი ფეხით წავიდა მეტოქეზე და ფრანგმა რეფერიმ უმალ "წითელი" აუნთო. ძნელია ამ ეპიზოდზე კამათი. არბიტრს შეეძლო, არ გაეძევებინა თოთაძე და ყვითელ ბარათს დასჯერებოდა, მაგრამ მთლად ვერც იმაში გავამტყუნებთ, რა გადაწყვეტილებაც მიიღო.

ისე, თოთაძე გუშინ ნამდვილად არ ჰგავდა საკუთარ თავს. პირველ ტაიმში, ორწუთიანი ინტერვალით, ორჯერ ჩააბარა ბურთი მეტოქეს საკუთარი კარის სიახლოვეს... შეიძლება, ლოგიკურიც იყო, რაც 71-ე წუთზე მოხდა...

ამის მიუხედავად, "დინამოც" არ მჯდარა ყრუ დაცვაში, როგორც კი შანსი ეძლეოდათ, გეგუჩაძის ბიჭები კონტრშეტევებს არ იზარებდნენ, თუმცა ბურთს ძალიან მალე კარგავდნენ. მაგრამ იყო ეპიზოდი, როცა გიორგი პაპუნაშვილის დარტყმული გაჭირვებით მოიგერია ბეზოტოსნიმ.

იგივე პაპუნაშვილს ფლანგური გარღვევის შემდეგაც შეეძლო გატანა, მაგრამ მახვილი კუთხიდან მარჯვენათი დასცხო და ააცილა...

ბოლო წუთების კოშმარმა შარშანდელი "აქტობე"-"დინამო" გაგვახსენა. 88-ე წუთზე გავიდა გოლი, რომელმაც "გაბალას" ფრთები შეასხა.

"დინამოს" მაინც რჩებოდა შანსი, წინაც წავიდა, მაგრამ საპასუხო კონტრშეტევისას ოთხი აზერბაიჯანელის წინააღმდეგ ორი დინამოელი დარჩა და მეორედაც შეირხა ჰრდლიჩკას კარის ბადე. ეს იყო საბოლოო წერტილი - 2:0.

ქართული ფეხბურთის ფლაგმანი ევროპის მიღმა დარჩა.

მატჩის შემდეგ

გაბალადან ესკორტის თანხლებით გამოვაღწიეთ. იყო ქართული დროშების დაწვა და ფიზიკური დაპირისპირების მცდელობა. ამაზე უფრო ვრცლად შთაბეჭდილებებში დავწერ. მანამდე კი ორიოდ სიტყვით პრესკონფერენციაზე:

გია გეგუჩაძე: "მსაჯების შეცდომებზე არ ვლაპარაკობ ხოლმე. სამწუხაროა, რომ დავმარცხდით, მაგრამ ბიჭებს ვერ დავუკარგავ მონდომებას".

რომან გრიგორჩუკი: "მსაჯების შემფასებელი ვერ ვიქნები. ეს არ იყო მთავარი ამ მატჩში. საბედნიეროდ, გავიმარჯვეთ, მაგრამ არ შეიძლება, არ ვთქვა - ჩემი პატივისცემა "დინამოს" ახალგაზრდულ გუნდს".

ევროპალიგა. I საკვალიფიკაციო ეტაპი. საპასუხო მატჩი

09.07. გაბალა. 5 000 მაყურებელი

გაბალა-დინამო თბ 2:0

პირველი მატჩი 1:2

გოლები: 1:0 ზენიოვი (88), 2:0 ანტონოვი (90)

გაბალა: (4-4-2): ბეზოტოსნი - რიკარდინიო, ვერნიდუბი, რაფაელი, აბასოვი (86. დაშდამიროვი) - ჰუსეინოვი, ფლორესკუ (77. დოდო), გაი, სადიგოვი (82. მამადოვი) - ზენიოვი, ანტონოვი.

სათადარიგოები: პოპოვიჩი, სტანკოვიჩი, მირზაბეკოვი, ზარგაროვი.

მწვრთნელი: რომან გრიგორჩუკი

დინამო (4-4-2): ჰრდლიჩკა - ტვილდიანი (84. ჯანელიძე), ჭელიძე, რენე ფერეირა, თოთაძე - პაპუნაშვილი, ჯიღაური, ცინცაძე, ჭანტურიშვილი - იაშვილი (61. კიტეიშვილი), ქვილითაია (74. გურული).

სათადარიგოები: ბეგაშვილი, არაბული, პარუნაშვილი, ლობჟანიძე.

მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

გაფრთხილება: ვერნიდუბი (37), ფლორესკუ (49), ჰუსეინოვი (54)

გაძევება: თოთაძე (71)

არბიტრი: ამორი დელერუ (საფრანგეთი)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• irakli apkhaidze

ბარე ორი მოშორებულა და ახალი მოსულა, მარა მანამდე არაფერი გვეშველება სანამ ჩვენ წილ 2 კაპიკს საქართველოს ჩემპიონატის თამაშებზე არ გადავიხდით და სუპერთასის ბილეთებზე კიდე კლინიკებში არ გახდება ხალხი წასაყვანი...

• rezi

მოაცილეთ არველაძეები ქართულ ფეხბურთს და გვეშველება..

• F

დაერქვას 'დიდუბე'...ჰა?

• თაზო

mvx-ს 100% ხარ ,,დინამო,,ჩვენი თაობის ხალხისთვის სიცოცხლე იყო,თაობების ნაღვაწ-ნაშრომი წყალშია გადაყრილი,მარტო ამ ერთი თამაშით კი არა,ვისაც აუდგება ყველა ხმ..ობს,გაბალა რომ გაგაფარჩაკებს?მდიდარი გუნდიაო!-მერე რა რა ფეხბურთელები ყავდა,ბურთს ვერ აჩერებდნენ და ჩვენ გადაგვიარეს! სახელი შეუცვალონ ნუ არცხვენენ!....

• თაზო

ჩასვრილი ჩემპიონატი,ჩასვრილი გუნდები,ჩასვრილი ნაკრები!.... ფედერაცია! იტყვიან ქვეყანაა ჩასვრილიო,მორაგბეები,რა სხვა ქვეყანაში ცხოვრობენ?რაგბს პატრონი ყავს!კვიპროსი,აზერბაიჯანი,რუმინეთის ჭ გუნდი,მალე ფარერები,მალტა და ვანუატუც ....!

• mvx

თბილისის ,, დინამო" ყოველთვის იყო სახალხო გუნდი. ჩვენი სიამაყე. გულშემატკივრები ტიროდნენ სიხარულის ცრემლებით დინამოს გამარჯვების შემდეგ და ასევე ტიროდნენ წარუმატებლობის დროს. ,,დინამო" კრავდა და აერთიანებდა ერს. ხალხი მოუთმენლად მოელოდა ყოველ შემდგომ მატჩს. თანამედროვე პერიოდში ,,დინამოს" დიდი გამარჯვებები იყო ჩვენი ,,დიდგორი". მე არ მინდა ახალგაზრდა ფეხბურთელებზე რაიმე აუგი ვთქვა, მაგრამ ვფიქრობ, რომ მათ უზარმაზარი შრომა სჭირდებათ იმისათვის, რომ ,,დინამოს" ნათამაშევი ფეხბურთს დაემსგავსოს. ეს ბიჭები ჯერ-ჯერობით არც ფსიქოლოგიურად, არც ფიზიკურად, არც ტაქტიკურად და რაოდენ გასაკვირიცაა, არც ტექნიკურად მზად არ არიან ბრძოლისათვის. და ერთიც, ,,დინამოს" პრეზიდენტმა, მწვრთნელებმა და მოთამაშეებმა ბოდიში უნდა მოიხადონ ქართველი ხალხის წინაშე. (ოღონდ გულწრფელად და არა ისე მხოლოდ ,,ბოდიშის" გულისათვის), თუნდაც აზერების უსახურ გუნდთან ასეთი სამარცხვინო დამარცხებისათვის. ქირქილის და დაცინვის საგანი გავხდით სამეზობლოში. და მერე ვისგან? აზერებისაგან, რომლებსაც თავის ისტორიაში ნამდვილი აზერი, არც ერთი მაღალი კლასის ფეხბურთელი არ ჰყოლიათ!

• dave

დაბალ ბიუჯეტიანი კლუბები არც ხვდებიან ამ გათამაშებაში რადგან ტავის ჩემპიონატშიც ვერ არწევენ წარმატებას ( თუ არ ჩავთვლით ქართუ გუნდებს ისევ და ისევ, იმიტომ რომ აქ ყველა ეგეთია) და ამ ლოგიკით ვერასდროს ვერ უნდა გადავლახოთ პირველი ბარიერი. აქ ბიუჯეტზე არაა საქმე, აქ არის პროფესიონალიზმზე და სურვილზე რომელიც სამწუხაროდ ისევე როგორც სხვა ბევრ საქმეში ფეხბურთშიც ძალიან დაბალია :(

• yvelas

დავინახეთ რო ქართულ ფეხბურთს დედა არ ყავს!!! სოფლის გუნდი ეძახეთ და ჩვენს ფლაგმანზე 5ჯერ თუ 10ჯერ დიდი ბიუჯეტი აქვთ, რაღატო გვიკვირს რო ვაგებთ? მარა ფეხბურთელებს ნუ გათელავთ ერთი წაგების გულისთვის.!!! უმრავლესობამ გუშინ პირველად ითამაშა სტუმრად სავსე ტრიბუნების წინ, ჯერ პატარები არიან და გამოუცდელები. და ესეთი საშინელი კომენტარებით ნუ შეაზიზღებთ საკუთარ ქვეყანას რა! ეს გუნდი თუ შენარჩუნდა მწვრთნელიანად, მომავალ წელს ღირსეულად გამოვლენ.

• მერაბი

ძალიან საწყენია საქართველოს 3-ვე გუნდის ვერ გასვლა ევროპა ლიგის შემდეგ ეტაპზე. დაგვრჩა ერთდერთი იმედი გ ო რ ი ს "დ ი ლ ა",რომელიც რატომღაც მგონია რომ გააღწევს ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ეტაპზე.ამისთვის მას მოუწევს გაცილებით ძლიერი გუნდის დამარცხება."დილა" ამას შეძლებს,რათა საქართველოს საფეხბურთო იმიჯი ცოტათი მაინც გამოასწოროს.წინ "დ ი ლ ა".

• levani

დინამო ბევრ ეტაპს მაინც ვერ გადალახავდა,საწყენი ისაა რომ წავაგეთ აბსოლიტურად სუსტ გუნდთან,რომელმაც რაიმე გააზრებული არაფერი გაუკეთებია,გოლიც კურიოზული იყო,მაგრამ ჩვენ სულ ასეთი უაზრო გოლებს არ ვუშვებთ?ის დინამიკა რაც ქართულ ფეხბურთში მიმდინარეობს ასეთ შემთხვევაში მეშინია ის კერძო კლუბების სპონსორებიც არ დავკარგოთ მეშინია

• DK

პარლამენტმა კანონი უნდა მიიღოს საქართველოში ფეხბურთის აკრძალვის შესახებ. არ არის ფეხბურთი ქართველების საქმე.

• 1

და კიდევ - სიმართლე უნდა ისაუბროთ ძვირფასო ჟურნალისტებო, სი-მართ-ლე! არ არის შელამაზება საჭირო. რა მონდომება, უელემენტარულეს შეცდომებს უშვებდნენ თან გამუდმებით! ნუ მოიძულებთ თემო ქეცბაიას, როცა ამბობს - იქნება ფული - იქნება ფეხბურთი, არ იქნება ფული - არაფერი გვექნება! თუმცა დავამატებდი - ფული და კვალიფიციური სპეციალისტები, პირველ რიგში ბავშვთა მწვრთნელები!

• 1

მაპატიეთ მაგრამ დინამომ რაც გუშინ ითამაშა, ეს არ იყო ფეხბურთი. როცა აზერბაიჯანულ გუნდს შენს წინააღმდეგ ამხელა სათამაშო უპირატესობა აქვს, პრეტენიზა არაფერზე უნდა გქონდეს! რომც გასულიყო დინამო შემდგომ ეტაპზე, დამატებითი 180 წუთიანი მარაზმის მომხრეები გავხდებოდით. მაპატიეთ, მაგრამ ასეა. ყველაფერი ძირფესვიანად უნდა შეიცვალოს.

• ვავაააააააა

ფეხბურთის ფედერაციის მისამართით მინდა ვთქვა, მეტი რა უნდა მოხდეს უარესი, რაც ამ ბოლო 2-3 კვირაში ხდება, ბილეთების ვერ გაყიდვით ჩვენი რეპუტაცია მრავალი წლით შეგვილახეთ, გუშინ კიდევ ევროპულ "გრანდებთან" ჩატარებული მატჩებით ქართული ფეხბურთი საბოლოოდ დაასამარეთ! ნამუსი სულ აღარ გაქვთ თქვე ....? მოშორდით ფეხბურთს და ადგილი დაუთმეთ სხვას, ნუთუ ვერ ხვდებით, რომ არაფრის გამკეთებლები არ ხართ, ....

• FIONA

თოთაძეეეე გაააგდეთ რააააააააააააააააააა!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! ჯერ რაის მცველია ეგ, მე მაგის მაგარი თამაშ არ მინახავს და მერე ეს რა იყო დააღალატა გუნდი!!!!!!!! :@ .... მსაჯი გვერდზე იდგა გაშლილი ფეხით წავიდა და მერე კიდე დაამატა.... კაი რააა.... აქ ფეხბურთის თამაშობ არ თამაშობ არააა, ეს უკვე სიდებილეზე მეტყველებს .....

• dave

ერთას დავწერ !!! რა ფეხბურთზეა საუბარი, როცა ეროვნული ნაკრებიდან დაწყებული ნებისმიერი ქართული გუნდით დამტავრებული და დინამოც მშვენიერი ამის მაგალითი იყო, ვერ აწვდიან აუტს ! ანუ აუტიდან მოწოდებული ბურთი ყოველთვის იკარგება ! როდესაც სხვა ნებისმიერი გუნდი და იგივე გაბალაც, აუტის მოწოდებიდან ჩვენს ნახევარზე ამწვავბდა სიტუაციას და მინიმუმ ტავისანს აწვდიდა, და საკუთარ ნახევარზე არ კარგავდა ! ალბათ გუნდის მწვრთნელმა აუტის მოწოდების ვარჯიშიდან უნდა დაიწყოს გუნდის გაწვრთნა ! სამწუხაროა მაგრამ ეგრეა !!!!

• dave

ავოიიიიიიიიიიიიიიიიე !!! რა ექსკურსიებს ატარებთ, ის დაწერეტ რომ თავს ლაფი დავისხით !! ბიჭების მოდნომება არა ტაშტი ! სად იყო მოდომება.. აგებ ჩვეულებრივი აზერბაიჯანის ჩვეულებრივი სოფლის გუნდთანნ, რომლის მსგავსი ევროპაში უამრავია ! ამ ტამაშით გინდათ ევროპა და ჩემპიონტა ლიგა ! ფუ ტქვენი, წამრომიდგენია რა დღეში ჩაგვაგდებს სხვა ნებისმიერი ქვეყნის სოფლის გუნდი.. კიდევ კარგი არ შევხვდიტ ვინმე ირლანდიურს ან რაიმე მსგავსს !!! უპასუხისმგებლობაა და მეტი არაფერი როგორც ფეხბურტელების ასევე მწვრთნელის მხრიდან ! ამათთან მეოე ნომრად თამაში !!! უბედურებაა.. წარმოგიდგენიათ რამხელა პროგრესი განიცადა აზებაინანის ფეხბურთმა, რომელიც სულ 10 წლის წინ, ასეთ გუნდებს 5:0 უგებდა დინამო... აზერების პროგრესიც სახეზე და ჩვენი რეგრესიც !!! მეტი გზავნილი რაღა გინდათ, მაგრამ რად გინდა, მაინც არავინაა რამის გამკეთებელი

• თბილისი

წადი პაპუნ თავს უშველე და ჩვენ კიდე რამეს ვიზამთ, ცოდვა ხარ აქ :( სიჭინავას და არველაძეები პერსონა ნონ გრანტად რომ გამოვაცხადოთ არ შეიძება? მეტი ცუდი რა უნდა მოხდეს, ყველა გუნდი პირველი ეტაპიდან ვარდება, ნაკრები 153 ადგილზეა, მეტი რას ველოდებით ალყას რომ დაგვარტყამენ? :(

• დინამო

თოთაძე გაუშვით რა გთხოვთ! უდისციპლინო ადამიანიიაა... ფეხბურთელიც დიდი ვერაფერიი.... ეჰ ჭანტურიაა :(

"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა

"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი

შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

"უოტფორდმა" ჩიქოვანის ტრანსფერი დეტალების გარეშე დაადასტურა

გიორგი პაპუნაშვილმა და კიდევ ოთხმა ფეხბურთელმა "ტორპედო" დატოვა

გიორგი პაპუნაშვილი: "ტორპედოს" შეუძლია ჩემპიონობისთვის იბრძოლოს

დავით ვოლკოვი გუნდს იცვლის, ქართველს ახალი ვარიანტი აქვს

Geo Team: გია გეგუჩაძემ ბათუმის "დინამო" დატოვა

"დღეს როგორც არასდროს ამაყი ვარ" - რომან ფიფიამ ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მოგება მიულოცა

დავით ვოლკოვმა 1 წუთში 2 გოლი გაიტანა და "გაბალა" თასის 1/2-ფინალში გაიყვანა [VIDEO]

[ევროტურნირების წინ] თბილისის "დინამო" - შარშანდელი არ უნდა განმეორდეს!

ლევან კობიაშვილი: ილია კოკაიას მოუწევს, უპირველესად, "ზესტაფონის" გულშემატკივრებს უთხრას სიმართლე

"ზესტაფონის" გამოხმაურება ლევან კობიაშვილის განცხადებაზე

წასვლიდან ორ კვირაზე ოდნავ მეტში ბრუნდება - თბილისის შემდეგ ჭიაბრიშვილი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი ხდება

ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა

ქართული კლუბები ევროტურნირების გზაზე - კონკურენცია, პრობლემები და ნაკრების კანდიდატები

"მომავალი წლიდან ძირითადი აქცენტი აკადემიის აღზრდილებზე გაკეთდება, მწვრთნელი კი ეს ადამიანი იქნება..." - რომან ფიფია განცხადებას ავრცელებს

ილია კოკაია მწვერვალ დედაენაზე დაიღუპა

უმაღლესი ლიგა. XXV ტური: ორივე "დინამო" დამარცხდა [VIDEO]

"როგორც ფეხბურთში ერკვევა, ისე ერკვევა პოლიტიკაშიც" - რას აცხადებს ირაკლი კობახიძე რომან ფიფიაზე?

თბილისის "დინამო" სახალხო კლუბია, რომელიც მუდმივად დგას ქართველ ხალხთან ერთად" - ფიფიას პასუხი კობახიძეს

თბილისის "დინამო": მატიას კურიე არის, რემი ამიო და ერიკ საბოც მოდიან

თბილისის "დინამო" კლუბის ნაწილობრივ გაყიდვას არ ადასტურებს

არასაკმარისი ხალხი ქართულ ფეხბურთში, ცოდნის არასწორად გადაცემა და რესურსი, რომელიც იკარგება...

სფფ-ის აღმასკომის სხდომაზე "ზესტაფონის" საკითხზე იმსჯელეს

"სამტრედიამ" ახალწვეულების პრეზენტაცია მოაწყო

კორღალიძემ "იბერია" დატოვა - მისი შემცვლელი ცნობილია

Geo Team: "უოტფორდში" ქართველი თავდამსხმელი გადადის

გეგუჩაძე უნდა წავიდეს, ამას აღარ მოვითმენთ! - ბათუმის "დინამოს" გულშემატკივრები

ლეგიონის უქმეები: ჯანოს დებიუტი და გოლები რუსეთში, ირანში, ალბანეთსა და ლიეტუვაში [VIDEO]

ბაჩანა არაბული ცეცაძესთან - ვის ემშვიდობება თბილისის "დინამო"

იმერული დერბი თბილისში "სამტრედიამ" საეჭვო პენალტით მოიგო [VIDEO]

შენგელიას ორი ულამაზესი გოლი და კარიკარის ყუმბარისებური - "დინამომ" "გაბალა" გაანადგურა [VIDEO]

Geo Team: გიორგი პაპუნაშვილი კარიერას სერბეთში გააგრძელებს

მოსალოდნელი ტრანსფერი: გიორგი ლომაია თბილისის "დინამოში" ბრუნდება

ლევან სალუქვაძე: ამ სიტუაციას არ უნდა მოჰყვეს ზედმეტი დაძაბვა

Associated Press თბილისის "დინამოს" შესახებ ლოზანის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წერს

"გაბალას" ტრავმირებულ ფეხბურთელს ოპერაცია გაუკეთეს [VIDEO]

"აზერბაიჯანულ მედიაში არ შემხვედრია სტატია, სადაც "დინამოს" მიმართ დამაკნინებელი სიტყვები ეწერა"

ლევან კობიაშვილის პასუხი ილია კოკაიას: თუ ასე ფიქრობს, მაშინ...

ილია კოკაია: ტოტალიზატორის ხალხი უკვე მუქარებზეა გადასული

ვოლკოვის და პაპუნაშვილის "ზირამ" "ომონიას" მოუგო, მაგრამ ევროტურნირებს გამოეთიშა

"მჯერა, ყველაფერს ჩვენ სასიკეთოდ დაასრულებთ" - კვარაცხელიას გზავნილი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელებს "ტირანასთან" მატჩამდე [VIDEO]

ლაშა თოთაძე "დინამოს" დაემშვიდობა და კარიერას ირანში გააგრძელებს

"2026 წლიდან, 10 წლის თავზე, დიდი ძალისხმევის შედეგად, სამართლიანობა იზეიმებს და "დინამო თბილისს" ექნება დაფინანსების სხვადასხვა წყარო" - რომან ფიფიას განცხადება

Geo Team: ჩიქოვანმა "უოტფორდთან" კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ ჯერ ბელგიაში ითამაშებს

ეროვნული ლიგის XVII ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით

რევაზ ჩიტეიშვილის გასროლა "დინამოსთან" მსოფლიოს TOP-გოლებში მოხვდა! [VIDEO]

"ტორპედოს" მძლეველმა "ომონიამ" ვოლკოვის "ზირა" გაანადგურა

გია გეგუჩაძე: ყველას იმედი გვქონდა, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდოდით