ქართული კლუბები ევროპალიგაზე - რატომ დავრჩით ისევ არაფრის ამარა

ქართულმა ტელევიზიებმა სანახევროდ შეასრულეს დანაპირები და 9 ივლისს ევროპალიგის შეპირებული 6 ტაიმიდან 3 გვიჩვენეს. თუმცა ქართულმა კლუბებმა კიდევ უფრო გაგვიცრუეს იმედი - სამში არაფერი, დიახ, აღარაფერი დარჩა ევროპალიგაზე ქართული დესანტისაგან, უკვე პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე!

გაბალა-დინამო (თბ) 2:0 - მშვიდობით, ევროპავ! [VIDEO+PHOTO]

ომონია-დინამო (ბთ) 2:0 - ცალკარა, 11:0 და 20:1 [VIDEO]

ცხინვალი-ბოტოშანი 1:3 - ყველაფერი ლოგიკურად... [VIDEO]

მაშ ასე, სამმა ქართულმა კლუბმა: ბათუმის "დინამომ", თბილისის "დინამომ" და "ცხინვალმა" 6 თამაშიდან 2 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა და 3 წააგო; გაიტანა 5 გოლი და გაუშვა - 9. თან, რაც მთავარია, ეს ერთი შეხედვით, არც ძალიან კატასტროფული ციფრები ისე გადანაწილდა, რომ სამივე მათგანისთვის ევროთასები დასრულებულია.

სამივე კლუბმა ქვეყნის საკლუბო რეიტინგის კალათაში 0,625 ქულა შეიტანა. ეს კი შარშანდელი ძალიან ცუდი ევროსეზონის ნახევარია. რჩება მხოლოდ გორის "დილა"...

მესამე სეზონია, ქართველთა გამოსვლა უარესდება ევროტურნირებზე. არადა, ეს ხომ ეროვნული ნაკრების ასპარეზობასთან ერთად, ლაკმუსის ქაღალდია, თუ როგორ მუშაობს ქვეყნის მთავარი საფეხბურთო ორგანო - ფედერაცია. ნაკრებზე კი უკვე ისეთი სიტუაცია შეიქმნა, როცა ან კარგს ამბობენ, ან არაფერს - ბოლო რეიტინგით, ჩვენი ქვეყნის უპირველესი გუნდი მსოფლიოში 153-ე ადგილზეა.

ქვემოთ შევეცდებით ავხსნათ, თუ რა მიზეზებია წარუმატებლობის. ბუნებრივია, ეს ჩვენი აზრია და თავს ვერავის მოვახვევთ.

ფინანსები

ის, რაც ქართულ კლუბებში იხარჯება, ძალიან ცოტაა საიმისოდ, რომ საშუალოზე ოდნავ სუსტი ევროპული კლუბები ვაშენოთ - ისეთები, როგორებადაც გახდომა "გაბალას", "ომონიას" და "ბოტოშანის" სურთ და შესაძლოა, გამოუვიდეთ კიდევაც.

გულისმომკვლელი იყო იმის მოსმენა, რაც ამას წინათ შევიტყვეთ - ფინანსურ კრიზისში მყოფი ბაქოს "ინტერი" მაინც უკეთეს პირობებს სთავაზობდა ერთ ფეხბურთელს, ვიდრე ეს ყველაზე წელგამართულ ქართულ კლუბს შეეძლო.

არის მეორე მომენტიც, არანაკლებ სამწუხარო - არ არის არანაირი გარანტია, რომ დაფინანსების გაზრდასთან ერთად, გაიზრდება გუნდების სასიკეთოდ დახარჯული თანხის ოდენობა.

მოკლედ რომ ვთქვათ, დღევანდელ ქართულ ფეხბურთში ბლომად არის დაკავებული ისეთი ადამიანი, რომელთა ნდობაც საზოგადოების დიდ ნაწილს, უბრალოდ, არა აქვს და არცთუ უსაფუძვლოდ.

ინფრასტრუქტურა

ევროასპარეზზე სამმა კლუბმა ითამაშა, ერთსაც ელის თამაში, მაგრამ თბილისის "დინამოს" გარდა, შინ თამაშის უფლება ბოლო დრომდე არცერთს ჰქონდა. უბრალოდ, ნონსენსია, წარმატებული (თუნდაც მეტ-ნაკლებად) გუნდი იყო და არ შეგეძლოს საკვალიფიკაციო ეტაპის მასპინძლობისთვის თავის მობმა.

ბათუმის "დინამოს" სულაც საკუთარ ქალაქში არ აქვს სტადიონზე თამაშის საშუალება, "ცხინვალი" ხომ საერთოდ უქალაქოდ დარჩენილი გუნდია.

რაზეა საუბარი, როცა საქართველოს ჩემპიონმა ძლივს მოაგვარა ელემენტარული - ისე მოემზადებინა ქალაქი და სტადიონი, რომ საკუთარი გულშემატკივარი გაახაროს ევროთასების ცქერის სიამოვნებით, საკვალიფიკაციო ეტაპზე მაინც.

კომპეტენცია

ცუდი ინფრასტრუქტურა, ცუდი ფინანსების გარდა, არაკომპეტენტური ხალხის ბრალიცაა. სამწუხაროდ, ბევრ ქართულ კლუბში გაცილებით მნიშვნელოვანი პრესის კონტროლი მიაჩნიათ, რა იწერება მათ გუნდებზე გაზეთებში, რამდენად კეთილგანწყობილნი არიან ჟურნალისტები, აქვთ "მტერი" ჟურნალისტების შავი სია.

ამას კიდევ აიტანს კაცი, მათი საქმიანობის ძირითადი ნაწილი რომ სწორად მიმდინარეობდეს. საქმეც იმაშია, რომ ზოგან თავიანთი მოვალეობის ძირითად ნაწილად ის ჰგონიათ, რაზეც ზემოთ მოგითხრეთ.

ქართულ გუნდებში კი უამრავი პრობლემაა, იმპულსური, არათანმიმდევრული პრეზიდენტები. შემადგენლობებს ხშირად მწვრთნელები კი არა, პრეზიდენტები და საფეხბურთო აგენტები აყენებენ. გუნდები აქცენტს ხან ძლიერი ლეგიონერების ჩამოყვანაზე აკეთებენ, ხან კი ახალგაზრდების აღზრდაზე; მერე, უცბად, აუქმებენ სარეზერვო გუნდებს.

შეუძლებელია, დღეს თანამედროვე მენეჯერი ისე ფიქრობდეს, რომ საკლუბო საიტზე ამხანაგური მატჩების ტექსტური "ლაივები" გააუქმებინოს, მეტოქეებმა არ გაგვშიფრონო. ეს ხომ ძალიან სასაცილო იქნებოდა, სადმე, შორეული მიკრონეზიიდან რომ შეგვეტყო.

16-გუნდა ჩემპიონატი

ანუ ის, რისი "პოზიტივად" შემოსაღება სურთ. მოგეხსენებათ, ჩემპიონატის ფინიშამდე ყველა კლუბმა ვერც მიაღწია, ზოგის არსებობას ჩემპიონატის ბოლოსკენ აზრიც აღარ ჰქონდა.

ასეთ გუნდებთან თამაშში კი ვერაფერს შეიმატებენ ის გუნდები, რომელთაც ევროარენაზე საქართველოს სახელი უნდა დაიცვან.

სტუმრად თამაშის უცოდინრობა

ან საიდან უნდა შეიმატოს კლუბმა ეს გამოცდილება, თუკი ის საკუთარ წვენში იხარშება, გადის ევროარენაზე და მარცხდება, იშლება და მის ადგილს მისი ანალოგი იკავებს. არ არსებობს სტაბილურობის შეგრძნება, ერთადერთი სტაბილურობა, სწორედ ისაა, რომ არავინ და არაფერია სტაბილური.

ორივე "დინამოს" და "ცხინვალის" საგარეო მატჩებს თამამად შეიძლება ვუწოდოთ ცალკარები, რომელთა ყურებითაც ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებს გული მოუკვდებოდათ.

უდისციპლინობა

საპასუხო მატჩებში "ცხინვალსაც", ბათუმის "დინამოსაც" და თბილისის "დინამოსაც" ფეხბურთელი გაუძევეს. ამასთან, თბილისელებმა 10 კაცით ჩაამთავრეს პირველი შეხვედრაც.

ვისაც უნდა, დააბრალოს ეს ქართული კლუბების მიმართ მიკერძოებულ დამოკიდებულებას, მაგრამ ეს არც სიმართლე იქნება და არც სწორი ანალიზი. ჩვენ არავინ "გვძირავს", ჩვენ უკვე ჩაძირულები ვართ.

ფიზიკა და ფსიქოლოგია

ფიზიკური გამძლეობა კვლავ უცხო ხილია ქართული კლუბებისთვის. მხოლოდ ერთხელ, ამ ექვსი მატჩიდან, "დინამო"-"გაბალას" თამაშში მოხდა, როცა მატჩის მიწურულს გიორგი პაპუნაშვილმა შესანიშნავი სიჩქარე განავითარა და მნიშვნელოვანი გოლიც გაიტანა.

სხვა მხრივ - "დინამო" აზერბაიჯანში ბოლო წუთებზე გატყდა, "ბათუმმა" "ომონიას" მასირებულ შემოტევებს მეორე ტაიმამდე გაუძლო, მერე კი...

დაბოლოს, რაში ვხედავთ გამოსავალს?

პანაცეა არ არსებობს და ისეთი მძიმე სიტუაციაა, არც გამოსავალი ჩანს.

მაგრამ, პირველ რიგში, რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ, ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვთქვათ, რომ დიახ, ჩვენ გვქონდა სასახელო საფეხბურთო ისტორია, გვყავდა მრავალი კაშკაშა ვარსკვლავი, მაგრამ ახლანდელ ქართულ ფეხბურთს თავის ისტორიასთან სინათლის წლები აშორებს.

უნდა მივიღოთ, რომ კარგ შემთხვევაში, საფეხბურთო ალბანეთი ვართ, ცუდში კი - საფეხბურთო ლიხტენშტაინი (სხვათა შორის, ორივე ქვეყანა რეიტინგში გვისწრებს) და შევეცადოთ, დღეს ალბანეთს ვაჯობოთ, ხვალ - მასზე ოდნავ ძლიერს. იქნებ გამოსავალიც გამოჩნდეს.

თორემ ისევე ვიქნებით რეალობას აცდენილები, როგორც ის "ფანები", რომლებიც სპორტულ თამაშებზე დარუბანდიდან ნიკოფსიამდე გადაჭიმული რუკებით "შეიარაღებულნი" დადიან. ხოლო, რა უკუშედეგები მოჰყვება რეალობიდან აცდენას, ჰკითხეთ გაბალაში ნამყოფებს...

nika
სანამ სიჭინავა და არველაძეები არ მოცილდებიან ქარტულ ფეხბურთს არაფერი არ გვეშველება
irakli apkhaidze
ზოგი ჭირი მარგებელია - ერთი გუნდი რო მაინც გასულიყო სამში ერთი გვექნებოდა და მაგას ისევ არაფერი ჯობია :)))) შორს იყოს და თუ დილაც გამოვარდა, ჟურნალისტებს საინტერესო და სახალისო ვერსიას ვთავაზობ სათაურისთვის უფასოდ :))) ,,ოთხში ამოგვიღეს" :)))) სატირაა მთელი ქართული ფეხბურთიიი
goga
ყოჩაღ სტატიის ავტორს :) ძაან მაგარი სათაური და სტატიაა! პირველად დავიტერესდი ვინ იყო ავტორი :)
gela
რა გვარები არიან არც გამიგია ფედერაციაში მუშაობენ ვაი ტქვენს პატრონს უბედურს რა მდენი მუქთა მჩამელი კავს ფეხბურთს უბედურო ქართულო ფეხბურთო ამ ვიგინდარების ხელში
zviadi
ფირცხალავა შენიკავი ერთი ცესიერი ბიჩი და ამათმა დაგადუმეს დაგამუნჯეს რას გიხთიან ასეთს რომ შუბლზე ძარგვის გაცკეტა გირჩევნია თუმცა რაუნდა მოგეკითხოს ტალახას კორგალიძის ქასრაშვილის მეგობარს და არველაზე დომენტისგან დამონებულს გაიზახი გარედან არავის მოუშვებთო შენ რისი არმომშვები ხარ ან რისი მაქნისი მუქთა ჯერ სად ხართ არჩევნების ცინ პანგურიისკვრით გამოკვრას დაელოდეთ მუქთახორებო მაქედან
Raul
საღოლ ნუკრი. კარგი სტატია იყო. "ფანებიც" რომ დროზე დაფიქრდნენ და გონს მოეგონ ეგეც არ იქნება ურიგო.
თენგო
აქ ლაპარაკიც ზედმეტია, ფეხბურთის ფედერაციის მართველი ყველ სუბიექტი უნდა გადადგეს, არჩევნებში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს დღევანდელმა მაღალჩინოსნებმა. არ არსებობს ქვეყანა სადაც ამდენ კრახს აპატიებდნენ ფედერაციას. ნაკრები და კლუბები სავალვალო მდგომარეობაშია, ბავშვთა ფეხბურთი ფაქტიურად არ არსებობს, საერთოდ რაზეა ლაპარაკი, ეს სუპერთასი ქონდათ ამოჩემებული და აქაც სამარცხვინოდ მოიქცნენ. თუ ესენი არ წავიდნენ გულშემატკივრებმა უნდა გამოვხატოთ ერთიანობა და შტურმით ავიღოთ ფედერაცია, რათა ეს ქართული ფეხბურთის მკვლელები გავაძევოთ იქედან.
Sebastian Chabal France
აბრევიატურა აქარქართულია. ამ უტვინოთა ერთდღიან გუნდების , მექრთამე დედერაციის ხელში, ხვედრი ,ქართველი იტყოდა :სამში გრძელიაო! ტატო, მაგარი ქართველი ხარ შენი მესიჯი უმაგრესია .სხარტად ქართული უადგილო და არაფრის მომცემი-ვიშვიშის გარეშე
ნუკრი
ემზარის ვეთანხმები. უდისციპლინობას დავამატებ. თოთაძეს ყველა საყვედურობს,სწორიცაა ძალიან მკაცრადაა დასასჯელი.კაჭარავაზე რატომ არავინ ლაპარაკობს? ხომ აშკარად ჩანდა ეკრანზე,რომ ძალით ჩაარტყა იდაყვი მცველს. ყველა საფეხბურთო რგოლში პროფესიონალიზმი, საქმის ცოდნა და სიყვარული გვაკლია. პ.ს. სამწუხაროდ არა მხოლოდ ფეხბურთში
levani
ფირცხალავა ჩივადზე რას აკეთებენ მაქ მუქთა ხელპას იგებენ როგორც ვიცე პრეზიდენტები ან ვეტერანები მუქთას ჩამენ ბილიარდს აგორებენ და დარმავოი ხელფას იგებენ კიდე გაიზახიან გარედან არავის მოუშვებთო ვაი თქვენს პატრონს პანგურისკვრით გამოგკრით მაქედან ფირცხალავა დომენტი რეზო ვეტერანებო ჩივაძეებო გასაგებია ჯერ სადა ხართ რა გელოდებათ რაიცით თქვენ
dato
ჩივაძეს ან ფირცხალავას დანიშნულება რა არი იმ თანამდეობაზე რაც უკავიათ არაფერი მუქთა ფული ან ვეტერანების როლი ფედერაციაში ბილიარდის გორაობა და მუქთა ჩამა დიდი ხელფასები უბედურო საქართვე
vako
დომენტი პირველ რიგში თავის მონა ვეტერანებთან ერთად სასცრაფოდ უნდა დატოვოთ ფედერაცია არველაძეებზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია ან ჩივაძე ან ფირცხალავა რას აკეთებენ ვიცე პრეზიდენტის ადგილებზე მუქთახორები საზიზგრები ხართ და კიდე გაიზახით გარედან არავის მოუშვებთო სულ პანგურისკვრით გამოგკრით მაქედან
samtredia
sascrafot mocildes fexburts arvelaceeebi da sijinava,,,,katastrofu dgeshi vart yvelam gagvascro reutingshi
მამლუქი ქუთაისელი
მთელი ქვეყანა ფეხზე დადგეს და არველაძეებს არ მიაღებინოთ არჩევნებში მონაწილეობა, რადგან ყველა ხელის ამწევი სუბიექტი მათი დანიშნულია, დაეს კი 35- დან 23 ხმა გამოდის, სასწრაფოდ ამოიღონ ხმა ყველა გუნდის ნამდვილმა კაცებმა, და არჩევნებში მონაწილეობის ნება დართონ ყველა უმაღლეს და პირველ ლიგის წარმომადგენლებს.
edo
egre gadachimuli ruqebit vinc dadis jobia svistokit iaron da ustvinon,gulsac moioxeben da qomagobac gamouvat.politikur skandalsac gadavrchebit
Tato
3-ში გრძელი
Bacho
დღევანდელი ფეხბურთის ფედერაციის მესვეურებს არ მივცეთ კანდიდატურს ცამოყენების უფლებაც კი თორემ ხედავთ უსინდისოებ არიან და ისევ ცდილობს არველაძე კანდიდატურის ცამოყენებას,სირცხვილია,პროტესტი არველაძე რეზოს!!!
grisha
Dინამოთბილის მთლად ცალკარაც არ იყო, უფრო ნახევრად ცალკარა, :))) და იმ მართლა დამღალატებელ თოთაძეს რო არ ევაჟკაცა დიდი ალბათობით დინამო მეორე წრეში იყო. იქ კი დარწმუნებული ვარ ცოტა უფრო დამაჯერებლად იასპარეზებდა
ემზარი
ჩვენი მთავარი სისუსტე მგონი არის იმაში რომ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მომზადებაში გვაქვს ნაკოლვანებები ახლა აბრალებენ 16 გუნდიან ჩემპიონატს რა 12 რო იყო ვბრწყინავდით? ჩვენი ფეხბურთელები ტექნიკურები და აზრიანები არიან მაგრამ მოწინააღმდეგე ხშირად გვჯაბნის ფიზიკური და ფსიქოლოგიური კუთხით მგონი ამიტომაა რომ ხშირად მატჩის ბოლოს იჩენს თავს დაღლილობა ფეხბურთელები ელიან როდის დაამტავრებს მსაჯი თამაშს ჩვენები ეშვებიან და დასანან გოლებს და მწარე მარცხს ხშირად მატჩის ბოლო პერიოდის სუსტად თამაშის გამო ვაგებთ რა თქმა უნდა სხვა პრობლემებიც არის
pero
მშვენიერი იყო.
"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი
შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
"უოტფორდმა" ჩიქოვანის ტრანსფერი დეტალების გარეშე დაადასტურა
გიორგი პაპუნაშვილმა და კიდევ ოთხმა ფეხბურთელმა "ტორპედო" დატოვა
გიორგი პაპუნაშვილი: "ტორპედოს" შეუძლია ჩემპიონობისთვის იბრძოლოს
“დაგვეხმარეთ, გადავარჩინოთ ბათუმის "დინამო" - "შავი ზღვის პირატების" განცხადება
ეროვნული ლიგა. I ტური. "დინამო" (ბთ) - "დინამო" (თბ) [LIVE]
ერთი გოლის ფასი: ბათუმელებმა, ფოთელებმა და გორელებმა მოიგეს [VIDEO]
"ძალიან დაბალი დონის ჩემპიონატი გვაქვს, ყოველი წელი უარესია" - გიორგი ჭიაბრიშვილი "გარეჯთან" გამარჯვების შემდეგ
ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა
ქართული კლუბები ევროტურნირების გზაზე - კონკურენცია, პრობლემები და ნაკრების კანდიდატები
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
თბილისის "დინამო" კლუბის ნაწილობრივ გაყიდვას არ ადასტურებს
დღეს სამი ქართული კლუბი ითამაშებს - წაგებით დავიწყეთ...
გიტის პაულაუსკასმა ბათუმის "დინამო" დატოვა და სლოვაკეთში გადაბარგდა
Geo Team: "უოტფორდში" ქართველი თავდამსხმელი გადადის
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
ხარატიშვილი თურქეთის ჩემპიონატში? - "ეიუფსპორმა" ბათუმის "დინამოს" ოფიციალური წინადადებით მიმართა
Geo Team: გიორგი პაპუნაშვილი კარიერას სერბეთში გააგრძელებს
ვოლკოვის და პაპუნაშვილის "ზირამ" "ომონიას" მოუგო, მაგრამ ევროტურნირებს გამოეთიშა
"2026 წლიდან, 10 წლის თავზე, დიდი ძალისხმევის შედეგად, სამართლიანობა იზეიმებს და "დინამო თბილისს" ექნება დაფინანსების სხვადასხვა წყარო" - რომან ფიფიას განცხადება
Geo Team: ჩიქოვანმა "უოტფორდთან" კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ ჯერ ბელგიაში ითამაშებს
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
"ტორპედოს" მძლეველმა "ომონიამ" ვოლკოვის "ზირა" გაანადგურა