ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

გუბაზ დოლიძე: ბოლნისის "სიონის" ბოლო თამაშებში ბევრი რამ საეჭვო იყო...

გუბაზ დოლიძე: ბოლნისის "სიონის" ბოლო თამაშებში ბევრი რამ საეჭვო იყო...

"უფულობის გამო ფეხბურთის მიღმა არც ერთი ბავშვი არ უნდა დარჩეს, 300-ბავშვიან სკოლას 100 ათას ლარზე მეტი არ დასჭირდება"
ფოტოზე: მიხეილ ყაველაშვილი და გუბაზ დოლიძე

"იბერია 2010"-ის დამფუძნებელსა და მთავარ მწვრთნელს, გუბაზ დოლიძეს ჩვენი რუბრიკისთვის ბავშვთა ფეხბურთზე სასაუბროდ დავუკავშირდით. ის ბევრი ცნობილი მოთამაშის აღმზრდელია. ვასილ მაისურაძის ნაკრებში, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, დოლიძის 7 ფეხბურთელი თამაშობდა. არადა, მას საკუთარი მოედანიც არ გააჩნია!..

გუბაზ დოლიძე სხვა თემებსაც გადასწვდა და ლაპარაკი სხვა მიმართულებით წაიყვანა:

- ბევრი ცნობილი ფეხბურთელი აღზარდეთ, მაგრამ გაუგებარია, როგორ ახერხებთ ამას? გუნდს სად ავარჯიშებთ?

- სადაც შევიპარებით, იქ ვავარჯიშებ: ხან ჯიქიაზე, ხან იპოდრომზე, ხან კიდევ საგურამოს გვითმობენ და ბავშვებს უფასოდ ვავარჯიშებ... მეცოდებიან ეს ბავშვები, ხალხს ფული არ აქვს. ჩვენთან ნიჭიერები სულ იყვნენ და მომავალშიც იქნებიან, მაგრამ ახლა საქართველოში ისეთი ამბები ხდება...

ხომ ნახეთ, საქართველოს ნაკრები მე-6 კალათაში მოხვდა და ეს არის ქართული ფეხბურთის სამარეში გადასროლა. ამის უკან აღარაფერია, რადგან მოვხვდით სან მარინოსთან და გიბრალტართან. ამ დროს როგორ არის ყველაფერი კარგად? ფეხბურთის ფედერაცია ამაზე პასუხისმგებლობას ვერ გრძნობს? ბავშვთა ფეხბურთის განვითარების გრძელვადიან გეგმებზე ვიმუშავებთო. აქამდე სად იყვნენ?!

საქართველოს ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მცირე რაოდენობის ფეხბურთელი ჰყავს - 12 ათასამდე, ყველაზე ცოტა მსაჯი - 170-მდე და მაყურებელიც. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ასეთი გარემო ჩვენი მოთამაშეების აღზრდას ხელს არ უწყობს. ამავე დროს, ფეხბურთელები წლის განმავლობაში ცოტას თამაშობენ და ცხადია, ასეთ პირობებში ვერ გაიზრდებიან.

- ბავშვთა ფეხბურთზე ზრუნვა არ არის რუსთავში საფეხბურთო აკადემიის, ზუგდიდში კი მისი ფილიალის გახსნა?

- ერთი სკოლა საკმარისი არ არის, ასეთი 50 უნდა იყოს! ბავშვთა ფეხბურთის სელექციაში იმდენი შეცდომაა დაშვებული... მეორე უბედურება კერძო სკოლებში ხდება, სადაც ბავშვებს გადამხდელებად და არაგადამხდელებად ყოფენ. ვინ უყურებს ნიჭს? ბევრია ისეთი ბავშვი, ნიჭს მოგვიანებით რომ ავლენს. ჩემს მოთამაშეებს შორის, რომელთაც ევროპის ჩემპიონატზე უთამაშიათ და დღეს ნაკრებებში არიან, ბევრი დაწუნებული იყო.

მესმის, რომ შერჩევისას რაღაც კრიტერიუმები არსებობს, მაგრამ მთავარი სხვა რამ არის - უფულობის გამო ფეხბურთის მიღმა არც ერთი ბავშვი არ უნდა დარჩეს.

- ქვეყანაში ფული არ არის, სკოლებს დიდი გადასახადები აწევთ კისერზე...

- ფულის მეტი რა არის?! ნაკრების მწვრთნელებმა მილიონები წაიღეს და ფეხბურთს რაღა მოხმარდა? გადასახადების სისტემა უნდა მოიშალოს და მერე ნახავთ, ჩვენი ფეხბურთი როგორ განვითარდება.

უფასო სკოლები ბავშვებს!

- სკოლებმა ბავშვები გადასახადებისგან რომ გაათავისუფლონ, ამას დიდი ფული დასჭირდება...

- დიდი არაფერი ფული არ დასჭირდება. საქართველოში სოციალურად დაუცველი უამრავი ბავშვია და მათთვის მაინც გახსნან სკოლები. ესეც შეუძლებელია? არ მეგულება ბავშვი, რომელიც ასეთ შემთხვევაში ფეხბურთზე არ ივლის.

ახლა კი გადასახადების ხსენებაზე მშობლები შეშინებულები გარბიან. ცალკე ბუცები აქვთ საყიდელი, ფორმები და თან შეკრებების ფულსაც იხდიან - ამდენს ჩვენს ღარიბ ქვეყანაში ვინ გასწვდება?

შოთა არველაძე ამბობდა - ფულს ინგლისურში თუ იხდიან, ფეხბურთზე რატომ არ შეიძლებაო? წამყვან ევროპულ ქვეყნებშიც კი, სადაც ხელფასები ათიათასობით აქვთ, 200-250 ევროს იხდიან წელიწადში. ეს იგივეა, ჩვენთან თვეში ლარი რომ გადაიხადონ. სომეხ და აზერბაიჯანელ მწვრთნელებს ველაპარაკე და იქ ფულს არ ახდევინებენ. ეს არის სწორედ ფეხბურთზე რეალური ზრუნვა.

- სოციალურად დაუცველებისთვის სკოლის შენახვა სახელმწიფოს რა დაუჯდება?

- ეს დავითვალე და 300-ბავშვიან სკოლას 100 ათას ლარზე მეტი არ დასჭირდება. დათვლილი მქონდა ბურთები, ეკიპირება, მწვრთნელთა მინიმალური ხელფასები და ასე შემდეგ. ეს ფული სახელმწიფოს არ უღირს?

ლევან ყიფიანის მინისტრობის დროს ამაზე იყო ლაპარაკი, მაგრამ კაცი წავიდა და მერე საქმე გაჩერდა. ვიყავი თბილისის მერიაში, პროექტი შევთავაზე, მაგრამ სუპერთასისა და ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის დიდ სახსრებს ხარჯავენ და ამის თანხა ჯერ არ აქვთ. თუმცა ინტერესი არის. უსახსრობის გამო ფეხბურთიდან 80 პროცენტი გადის...

იცით, მე-6 კალათაში რატომ ვართ? ამ დიდი გადასახადების, არაორგანიზებულობის, გულგრილობისა და კორუფციის გამო. სისტემა არ არსებობს, არალიცენზირებული, ქუჩის დონის სკოლები ნიჭიერ თაობებს კლავენ. მაგრამ ამ პირობებშიც კი ბავშვები მაინც იზრდებიან და მერე მორიგი ბარიერები ხვდებათ - თამაშობენ ყველაზე ბინძურ გარემოში...

უნდა ნახოთ, პირველ და მეორე ლიგებში რა ხდება - იქ ტოტალიზატორების გავლენა უკვე ძალიან აშკარაა. სანამ უეფადან წერილი არ მოვიდა, მანამდე ხელი არავინ გაანძრია.

ბოლნისში პროექტი ჩაგვიშალეს

- აქვე ერთ ფაქტს მინდა გამოვეხმაურო: მცირე ხნის წინათ, ლადო ბურდულმა ჩემზე თქვა - თითქოს, მე და ჩემი მეგობარი მივედით და ბოლნისის "სიონიდან" წასვლა მოვთხოვეთ, რათა კლუბში მიხეილ ყაველაშვილი მისულიყო. ეს არის ტყუილი! რომ არ ახსენებს, ის მეორე გოჩა ჯამარაული იყო და მსგავსი ლაპარაკი არ გვქონია.

- სიტყვამ მოიტანა და, "სიონში" მთავარ მწვრთნელად თქვენ დანიშვნაზე მართლა იყო ლაპარაკი?

- გეტყვით, რაც ხდებოდა. ბოლნისის გამგებელს შევხვდით და ესპანური კლუბის, "ალბასეტეს" ხელმძღვანელები შევახვედრეთ. ისინი სერიოზული სელექციით გამოირჩევიან. მათ სერიოზული პროექტის განხორციელება სურდათ. უნდა აშენებულიყო საფეხბურთო სკოლა, რომლის მუშაობის დაგეგმვაში, მოთამაშეთა სტაჟირებით აყვანასა და ათას რამეში დაგვეხმარებოდნენ, მე და მიშა კი ხელმძღვანელები უნდა ვყოფილიყავით. მაგრამ მერე რა მოხდა, ვეღარ გავიგე. ფაქტია, რომ დღეისთვის ეს პროექტი ჩაიშალა.

- და ბურდული რა შუაშია?

- ჩვენი ხედვები ერთმანეთისას აბსოლუტურად არ ემთხვევა. გუნდი ბოლნისში არ ვარჯიშობს და არც თამაშობს, დუბლებს ყურადღებას არ აქცევს. ვინ ჩაერია ბურდულის მხრიდან და რატომ ჩაიშალა ეს პროექტი, არ ვიცი.

- იქნებ გამგებელმა თავად თქვა პროექტზე უარი?

- არ ვიცი. ფაქტია, რომ ეს საშური პროექტი ჩაიშალა. ამ დროს, "სიონში" მომავალ თაობებზე არ ზრუნავენ. არადა, დუბლები მაინც ლიდერებში იყვნენ. ჩემი შეთავაზების მიუხედავად, დუბლებიდან რამდენიმე ნიჭიერი ბავშვი დაეწინაურებინა, არანაირი რეაგირება არ მოუხდენია.

მაინტერესებს, "სიონი" საუკეთესო მენეჯმენტის მქონე კომპანიებს შორის ვინ დაასახელა? როდესაც გუნდი საკუთარ სტადიონზე ვერ თამაშობს, საკუთარ ქალაქში ვერ ვარჯიშობს, ტრანსფერიდან შემოსავალი არ გააჩნია, დუბლები და ჭაბუკები კი ორიოდე ბურთით ვარჯიშობენ... ახლაც კი ფეხბურთელების შარშანდელი დავალიანება აქვს. ბოლო თამაშებში კი ბევრი რამ საეჭვო იყო...

სხვათა შორის, ბურდულმა ყაველაშვილზე თქვა, "სიონს" ბურთებითაც არ დახმარებიაო. არადა, მიშამ შვეიცარიაში ორჯერ შეკრებაზე წაგვიყვანა და სერიოზულ ტურნირებშიც გვათამაშა, ბურთებსა და ეკიპირებაზე აღარაფერს ვამბობ. მინიმუმ 200 ათას ლარამდე აქვს დახარჯული. ამ ბავშვებიდან 7 იყო მაისურაძესთან, ახლა კი ახალგაზრდულ ნაკრებში ჩივაძემ 7 მათგანი გამოიძახა.

ბურდული ამის ნახევარს თუ გააკეთებს, ჩვენზე მერე ილაპარაკოს. სხვათა შორის, ყაველაშვილზე წინა ხელისუფლებას საქმე ჰქონდა აღძრული და ამიტომ ვერ ჩამოდიოდა საქართველოში. ამ დროს კი, ზოგიერთები ხმებს "ნაციონალებისთვის" აგროვებდნენ. ეგეც ვიცი.

სახელმწიფო სწორედაც უნდა ჩაერიოს...

- არჩევნებზეც ვილაპარაკოთ. თქვენი მეგობარი ყაველაშვილი საფეხბურთო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს, რადგან უმაღლესი განათლების არქონის გამო კანდიდატად ვერ დაარეგისტრირებენ...

- ძალიან მაინტერესებს, როგორ უნდა მიიღოს აქტიურმა ფეხბურთელმა განათლება, როცა კარიერის პიკშია?! მიშას პატრონი არ ჰყავდა და სხვებისგან განსხვავებით, უნივერსიტეტში, ეკონომიურზე მართლა თავისით ჩააბარა. მაგრამ ფეხბურთის გამო მეორე კურსიდან გამოვიდა...

- საფეხბურთო განათლება თუ აქვს?

- შვეიცარიაში მენეჯმენტის ლიცენზირებული კურსი აქვს დამთავრებული.

- მართალია, თითქოს მის ნაცვლად კანდიდატურის წამოყენებას ლევან ყიფიანი აპირებს?

- ეს არ ვიცი, ამას თავად ყიფიანი იტყვის. ისე, კარგი გადაწყვეტილება იქნება, რადგან ვხედავ, რომ დღეს ფეხბურთის მართვა ისევ იმ ძველი დინებით სურთ, რასაც 25 წელია მივყვებით. ყაველაშვილის შემდეგ ღირსეული კანდიდატია ლევან კობიაშვილი. ჩემს ბავშვებზე მასაც დიდი ამაგი აქვს, ბევრჯერ დაგვიდგა გვერდში...

სახელმწიფო არჩევნებში უნდა ჩაერიოს, ფეხბურთში გამეფებულ საშინელებას წერტილი რომ დაუსვას.

რედაქციისგან: ინტერვიუში მოყვანილი ფაქტების მიმართ ლადო ბურდულის პოზიციას "ლელო" ერთ-ერთ უახლოეს ნომერში შემოგთავაზებთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• Manana

მე მაინტერესებს აკ დიდისამბიტ რომ ცერია ატილის ნორმები დაიცავიტო!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! ამ საიტს არ ყავს ადმინისტრატორი. ასეტი ლანზგვა არაა არაეტიკური??? ან განმარტებას საჭიროებს ეთიკა რა არის. რა უგმერთობაა ამ ხალხის ასე ლანძღვა!!!!!!!

• dat

უნამუსო ადამიანი უნდა იყო ამ კაცზე ცუდს რომ იტყვი, სწორედ ამ ცუდ პირობებში თავისი ხარჯებით გაჭირვებით გაზარდა ის ფეხბურთელები რომლებსაც ხედავთ საქართველოს და მის ფარგლებს გარეთ, იმ ფეხბურთელებს რომლებიც ეროვნულ თუ ახალგაზრდულ ნაკრებებში არიან, ბავშვებს სახში აკითხავდა ვარჯიშზე წასაყვანად რადგან მათ იმის სახსრები არ ქონდათ ვარჯიშზე გადაადგილების. ეხლაც ავარჯიშებს ნიჭიერ ბავშვებს დიდი ენთუზიაზმით მთელი გულით და მითხარით რომელი მწვრთნელი გააკეტებს ამას უსასკიდლოდ? უბრალოდ ამ კაცს უყვარს ფეხბურთი და არ უყვარს უსამართლობა და მაგიტომ არ არის დღეს იმ წამკვან მწრტნელებს შორის რომლებიც თქვენ საუკეთესოები გგონიათ და არ ცდილობს ვიღაც-ვიღაცეებს ძალით შეეტენოს.

• 56789

უნდა ვაქებდეთ ამ ადამიანს იმის გამო რომ ამდენი ნიჭიერი ფეხბურთელი აღზარდა ესეთ რთულ პირობებში დასაფასებელია ნამდვილად

• renato avgusto

ქართულ ფეღბურთში ერთი ორი თუ იქნება გუბაზ დოლიძის ნაირი კაცი კაცი რომელიც მხოლდ ფეღბურთით ცხოვრობს და დძალიან ბევრს იმსახურებს აი ვის არ უფასდება შრომა

• daviti

Salo-ს რა ინფორმირებული ყოფილხარ გუბაზის ხელფასის ოდენობაც კი გცოდნია ბიჯო (სალო კია ქალის სახელი მაგრამ შენ ნაწერს არ ეტყობა ქალის ხელი )დაგდე პატივი და სიონმა რამდენი დახარჯა ბიუჯეტის ფული ბურდულის ბატონობისას იქ,ამ თანხიდან რამდენი მოხმარდა ხელფასებს ბურდულისას ცალკე და დანარჩენი სტაფისას ცალკე და ვიმსჯელოთ ამის შემდეგ შევაფასოთ.ტიპს მწვრთნელისთვისაც შეენანა ფული და მწვრთელობაც კი შეითავსა,ჩასვრილი სეზონის შემდეგ დაფიქრა (მთლად უტვინიც არაა) და ასეთ ცუდ შედეგზე ახლა თუ არა მომავალში ვინმემე ხომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობაო და მიხვდა მწვრთნელი უნდა მოიყვანოს რომ ისევ ცუდი შედეგი თუ იქნება პასუხი აგებინოს და გაუშვას თვითონ კი იქნება და იქნება...

• www

გიორგი პაპუნაშვილი,გიორგი აბურჯანია,გიორგი ბერიძე,ლევან შენგელია,ილია კერძევაძე ხო მოგცონთ? და თუ დადიხართ სტადიონზე ამათ ტაშს ხო უკრავთ? ზუსტად იმ შეპარულ სტადიონებზედა სახლიდან მოტანილი ფულებით ყავს დაზდილი და სტატიას ჩასაფრერებულო უსაქმურებო წადით რამით დაკავდით

• Giorgi

საერთოდ, ბოლნისში ერთადერთი მწვრთნელია უკმაყოფილო და ჩაგჰელიშვილი ქვია მაგას, იძახდა ბურდულთან აღარ ვიმუშავებო და იგინებოდა და კონტრაქტი რო არ გაუგრძელეს მაგის გამო, მერე ჩაეწერა თქვენნაირი გამწარებულების სიაში, თქვენ კიდე გამგებელთან რა ბლატებიც გაქვთ, კი ვიცით და უნდა გიტყდებოდეთ, რაა საამაყო მაგაში, მარა მშივრერბიდა ჯიბეგამოხეულები თქვენ იყავით, ბურდულმა რო საჭმლის ფული მოგცათ და ბურდულს ემადლიერება ყველა, ვინც გუნდშა დასაქმებული, თქვენ ხართეს არაფრისადგილი რო არ გაქვთ და ვერც ვერავინ გიშველით ისეთი საწყლები ხართ, გამოექანეთ გუბაზასთან ერთად

• gio

ბურდულმა დააქცია ბოლნისში ფეხბურთი, დამარხა, ამოძირკვა, ბავშვებს მშიერს კლავს, ბურთს არ ყიდულობს, სულ თავის ხელფასებზე და პრემიებზე ფიქრობს, თავის ძმაკაცებს ასაქმებს ბოლნისში ვერ ჩამოდის პოლიციის გარეშე, ეშინია ვინმემ არ აგინოს, ეგ არის ბურდული პიარშიკი, ახალი სახელი მაგის.

• Zura

რა გსურთ ბატონო გუბაზ?! როცა სიონში იყავით და ხელფასი გერიცხებოდა იზიარებდით გუნდის ინტერესებს, აზრებს.. ახლა როცა მოგაკლდათ ხელის მოსათბობი, შეურთდით ყაველას და მოგინდათ სიონისთვის ძირის მოთხრა ხო... კერძოდ ბურდულის ჯინი გჭირთ თორე კლუბი რამდენად გაინტერესებთ ძნელად სავარაუდოა.. ყველა ფულის კეთებაზე ხართ გადასულები და ომიტომაცაა ქართილი ფეხბურთი თქვენისთანების ხელში ყოველდღიურად უფსკრულისკენ რომ მიექანება

• alex

კიდევ ერთი "შედევრი" )) ინტერვიუების ინეტვიუ...ზე ინტერვიუ... სად იყო ეს ხალხი უფულო სიონის დროს ? ))) ა გამახსენდა ფულში იყვენენ ფულში ))) ალბათ შემდეგ ინტერვიუში გავიგებთ თუ როგორ ჩაძირა ტიტანიკი ლადო ბურდულმა ))) კობი გახდება პრეზიდენტი კობი და სულ ტყუილად იტკივებთ სკამებზე დასადებ ერთ ადგილს )) როდის უნდა დაიღალოთ ამ ბავშვური თითის გაშვერით და ლაყბობით ??? შეეშვით ამ ბრაზილიურ თურქულ და ინდურ სერიალებს !!! ხომ ხედავთ ყველგან როდრიგო გელანდებათ !!! არადა ლუის ალბერტოა მამა !!! )))

• Salo

სადაც შევიპარებით, იქ ვავარჯიშებ, ხან ჯიქიაზე, ხან იპოდრომზე, ხან კიდევ საგურამოს გვითმობენ და ბავშვებს უფასოდ ვავარჯიშებ - ასეა გუბაზ, ასე, ყველგან შესაპარად რომ გაქვს საქმე,შენ რომ კაცი იყო, საბურთალო არ მიგიწვევდა, ან ყიფიანი არ მოგცემდა რომელიმე ბაზას, გლდანი ხო საბურთალოს მისცეს და შენ არავის არაფერში სჭირდები, ყველამ იცის, რაც ხარ და ამიტომ. მარტო უნდა შეიპარო, მასე შეიპარე ყველგან და ვინც პატივი გცა, ის არ დააფასე. რომ ვარგოდე და რამე იცოდე, აგერ საბურთალო ან სხვა კლუბი რომელიმე ხო მიგიყვანდა, მაგრამ არა, შენც ხელმოცარული ხარ და შესაპარად გაქვს საქმე ყველგან

• Salo

კალაძე და კობიაშვილი და სხვები არ იყვნენ კარიერის პიკში, განათლება როგორ მიიღეს იმათმა, შენმა ყაველამ როდის დაასრულა კარიერა და იმის მერე მომხტარია რბილ სავარძელს შვეიცარიაში და მოქალაქეობაც იქაური მიიღო და ახლა ცრემლებს ნუ გვადენთ თქვენი ბოდვებით, საცოდავები ხართ. ან შენ ვინ გკითხა ჭკუა და ან იმას, სფფ ში თუ ვერ დაასაქმეს, მისი ძმაკაცი ყიფიანი რას აკეთებდა, სამინისტროში მიეყვანა და ერთად ეკეთებინათ გრანდიოზული საქმეები, მაგრამ არც იმას ჰქონდა ტვინი და არც ამას განათლება, ბურთებს რაც შეეხება კიდე, ჩადი და მოიკითხე ამბები, რა პირობებში მუშაობენ მართლა ასაკობრივი გუნდები და დუბლები, შენ პირად ჯიბეში რამდენს გიდებდა ყაველაშვილი, ეგ მე არ ვიცი, მარა შენც კაი .... ხარ და ეგ ყაველაშვილი კიდე შარლატანააა, მასე უნდა შევარქვა ზედმეტსახელად

• Salo

გუბაზ, ბიჭო, 800 ლარს რომ იღებდი ხელფასს ბურდულმა რომ მიგიყვანა, მაშინაც არ ემთხვეოდა აზრები ერთმანეთს თუ მას შემდეგ აგეწვა, რაც მთავარი მწვრთნელის პოსტი ვერ დაითრიე. თუ ბურდული გამოუცდელია, შენ სად მიიღე გამოცდილება, სასწრაფო წესით რომ გაიარე ლიცენზირების კურსი, არიქა სიონში მნიშნავენ ტრენერადო, ახლა გახდა ცუდი ბურდული, ხელფასში გაცვალე ღირსება? ბოლნისის დუბლების ფეხბურთელებს რომ არ იცნობ, კი გამოჩნდა შენი ინტერვიუდან, ოქმები მაინც ნახე და წაიკითხე, ბოლნისში იკითხე, რამდენი ფეხბურთელია დიდ გუნდში დუბლებიდან. ფულის კეთება გინდათ და არა საქმის. ყაველაშვილი კიდე საცოდავია, და შენც საცოდავი ხარ, თუ გგონია რო ყაველაშვილისთვის დააწესეს უეფაში უმაღლესი განათლების მოთხოვნა

"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა

"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი

შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

კვლავ ფორმაშია! - შოთა არველაძემ მადრიდის "რეალს" გაუტანა [VIDEO]

ვასილ მაისურაძე: ვთვლი, რომ ღირსეულად ვითამაშეთ

კურიოზი სფფ-ის ყრილობაზე: "ჯამარამ" ხომ საკმარისი ხმები მიიღო?..

"შევურაცხვყვეთ, როგორც სტუმარი გუნდის ქომაგი, ასევე არ მიეცა საშუალება ნაკრებს ქომაგებთან ერთად გამარჯვება ეზეიმა" - ლევან კობიაშვილი სომხეთთან მატჩის შემდეგ გულშემატკივრის ნაწილის მოედანზე შეჭრას გამოეხმაურა

ლუკა გადრანი "ალავესშია" და ფიფასგან თამაშის ნებართვას ელის

"არველაძე "ტრაბზონსპორში" ბრუნდება, თუმცა არა მწვრთნელის რანგში" - რას წერს თურქი ჟურნალისტი

"გიოს და "კვარას "ვუსურვებ, რომ ნაკრებში, გოლების რეკორდი წელსვე გააუმჯობესონ" - შოთა არველაძე

გეგა გეგეშიძე: ვნანობ ჩემს საქციელს, ეს არ არის კარგი

დიდი დაბრუნებები ქართულ ფეხბურთში - ლევან ყენიას წინამორბედები

ლადო ბურდული: ძალიან არ მსიამოვნებს ამის თქმა, მაგრამ "ყარაბაღი" ფავორიტია...

საქართველოსთან მატჩამდე სომხურ ფეხბურთში არეულობაა - ფედერაცია ახალ მწვრთნელზე საუბრობს, ფანები მათ გადაყენებაზე

[სპეციალისტის აზრით] "ჩიხურამ" და "ბათუმმა" კარი როგორმე "მშრალად" უნდა შეინახონ

ქართველები ვარსკვლავთა მატჩში - სავარაუდო შემადგენლობა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

"გულიაშვილის შეძენა ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა შესთავაზა" - გიორგი ახალ გუნდში გადასვლას უახლოვდება

19-წლამდელები პორტუგალიისა და დანიის წინააღმდეგ - მაისურაძე "პორტუსა" და "ბრაგას" ლეგიონერებით

ეროვნული ლიგა. XXX ტური. "სიონი" - "დინამო" თბ [LIVE]

თამაზ თევზაძე: ამის ავტორი ფეხბურთის ფედერაციაა?

ახლავე თუ ზაფხულში? გიორგი აბურჯანიას ლა ლიგაში თამაშის პერსპექტივაც აქვს

საქართველოს ორი ჩემპიონი ერთმანეთის პირისპირ - შესამჩნევი იაპონელი და განელებზე კარგი შთაბეჭდილებით

სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა

მაისურაძემ 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

შაბათს ექსფეხბურთელ ყაველაშვილს პრეზიდენტად აირჩევენ - გავიხსენოთ კარიერა

"გგონიათ, მაშინ ყველაფერი იდეალურად იყო და უკეთესი პირობები გვქონდა?"

ლადო ბურდული: შეიძლება, ფეხბურთელებს ეს აღარც ახსოვდეთ...

მიხეილ ყაველაშვილი: ეს ყველასთვის მიუღებელია, რა საქციელიც იყო ჩადენილი ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ

სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს

"პატრიოტი და ღირსეული კაცია!" - გაზაევი ყაველაშვილის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებამ აღაფრთოვანა

სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა

მასობრივი ფეხბურთი: რეალურია თითო გუნდი და სტადიონი ყველა სოფელში?

გიორგი აბურჯანია: მიყვარს რემარკი, ჭავჭავაძე, დოჩანაშვილი...

ბელორუსთან თავი ფავორიტებად არ უნდა ჩავთვალოთ - გოჩა ჯამარაული - 31 ოქტომბრის დაიჯესტი

ინფრასტრუქტურა: ძიუდოს ახალი დარბაზები

"გაგრამ " "ტორპედო" მინიმალური ანგარიშით დაამარცხა [VIDEO]

ბოლნისის "სიონმა" "საბურთალო" დაამარცხა [VIDEO]

სირცხვილია! - საფეხბურთო სამყარო "ოლიმპის" დანგრევას აპროტესტებს

გიორგი აბურჯანია: როცა წარმატებაზე ფიქრობ, ასეთი ნაბიჯი უნდა გადადგა...

"ეს ადამიანი მწვრთნელია თუ ექსპერტი, ვერ ჩამოყალიბდა. სისულელეა, რასაც საუბრობს" - ლევან კობიაშვილი გიორგი ჭიაბრიშვილის განცხადებას გამოეხმაურა

ჰეთ-თრიკი და ქამბექი - მაისურაძის 19-წლამდელების გამარჯვება [VIDEO]

სანიოლმა უეფას კონფერენციაზე ევრო 2024-ზე მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრა

ეროვნული ლიგა. XIV ტური. "სიონი" - "დილა" [LIVE]

"ფეხბურთელების უმეტესობა ძალიან ჭკვიანია... სსრკ-ის დროს..." - კავაზაშვილი ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევაზე

"ნუ უყურებთ იმას, რომ ფეხბურთელია" - ჯანაშია ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევაზე

ყრილობა ფეხბურთში - სფფ-ის ახალ აღმასკომში 11 წევრი აირჩიეს

სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით

ცნობილია, იმუშავებს თუ არა შოთა არველაძე "ტრაბზონსპორში"

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა მოდლოვური ტურნირი სომხეთის განადგურებით დაასრულა

"მისი შეფასება არაკორექტული იყო" - ჭიაბრიშვილმა კობიაშვილის განცხადებას უპასუხა

თურქულ კლუბთან შეთანხმება შედგა - არველაძე სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება

"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება

გოჩა ჯამარაულმა გამგებლის 2 წლის ხელფასი გაჭირვებულებს გადაურიცხა

"ისეთები გვითხრა, მზად ვიყავით რუსეთის ნაკრები შეგვეჭამა!" - ლადო ბურდულმა მოჰყვა, როგორ აუმაღლა ივო შუშაკმა მოტივაცია საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს რუსეთთან მატჩამდე

ნიკა კაჭარავა: არა, რა, საქართველოში ფეხბურთელობა ძნელია

"საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ვერ ახდენენ საკუთარი თავის 100 %-ით რეალიზებას"

ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ტორპედო" - "სიონი" [LIVE]

ქუთაისის "ტორპედო" წყალტუბოში "სამგურალთან" დამარცხდა [VIDEO]

კიდევ ერთი ქართველი აზერბაიჯანში - თამაზ ცეცხლაძე "სებაილში" ჩაირიცხა

კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...

U.21 ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

"მოულოდნელად გაუჩინარდა, არავის დამშვიდობებია" - ქართველები, რომლებსაც "ციურიხში" უთამაშიათ