"დილას" ადმინისტრაცია, ქალაქის ხელისუფლებასთან ერთად, სტადიონის უეფას სტანდარტების შესაბამისობაში მოყვანაზე მუშაობს
ქართული ფეხბურთის ერთადერთი ევროიმედი - გორის "დილა" სერბეთშია და ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე "პარტიზანთან" მატჩისთვის იქვე აგრძელებს მზადებას.

კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, 12 ივლისს გუნდმა მორიგი წვრთნა სერბეთის ეროვნული ნაკრების ბაზაზე გამართა. გუნდში ყველა ფეხბურთელი მწყობრშია და სრული დატვირთვით ემზადება მოახლოებული შეხვედრისათვის.

დღეს, 13 ივლისს, საქართველოს ჩემპიონი მატჩისწინა ვარჯიშს "პარტიზანის" ცენტრალურ სტადიონზე გამართავს. წვრთნის დაწყებამდე კი "დილას" მთავარი მწვრთნელი უჩა სოსიაშვილი ადგილობრივი მედიის წინაშე წარდგება.

"პარტიზანი"-"დილას" დაპირისპირება 14 ივლისს, ჩვენი დროით 22:45 საათზე დაიწყება.

სოსიაშვილმა ბელგრადში შემდეგი ფეხბურთელები იახლა: შევჩენკო, მუჯრიშვილი; მარიამიძე, კვირკველია, კვახაძე, ღონღაძე, ქარქუზაშვილი, ხურცილავა, ბაგაევი, ნავალოვსკი, ცხოვრებოვი, გვალია, წიქარიძე, რაზმაძე, ფალავანდიშვილი, ძარია, კვირკვია, პაპავა, გორელიშვილი; ილურიძე, მოდებაძე, ერისთავი, მარცვალაძე, მაშუკოვი.

ამასობაში გარკვეული სიახლეებია "პარტიზანის" ბანაკში. გუნდმა დაიმატა 28 წლის კამერუნელი ფორვარდი - აბუბაკარ უმარუ. მისი ბოლო კლუბი ბელგიური "ბევერენი" იყო, უთამაშია სერბეთშიც, კერძოდ - "ცრვენა ზვეზდაში", ოფკ-სა და "ვოევოდინაში".

კლუბმა ასევე წარადგინა 19 წლის ახალწვეული ანდრეა ჟივკოვიჩი. სამაგიეროდ, სერბული მედიის ცნობით, "დილასთან" მატჩში გუნდს ვერ დაეხმარება ბრაზილიელი ნახევარმცველი ფაბრიციო, რომელიც დაშავებულია.

ამასობაში, გორში...

...ვიდრე "დილა" პირველი მატჩისთვის ემზადება, კლუბის მშობლიურ არენა "თენგიზ ბურჯანაძეზე" საპასუხო მატჩისთვის (21 ივლისი) მზადება მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ აქამდე, ამ სტადიონზე ევროტურნირის მატჩი არასოდეს გამართულა. "დილამ" ევროტურნირებზე მონაწილეობა პირველად 2004 წელს ("ინტერტოტოს" თასი) მიიღო და მას შემდეგ კიდევ ორჯერ იასპარეზა ევროპალიგაზე, ჩემპიონთა ლიგა კი პირველად დააჭაშნიკა საქართველოს პირველობაზე ტრიუმფის წყალობით...

ერთი სიტყვით, 21 ივლისის მატჩისთვის დიდი სამზადისია გაჩაღებული. "დილას" ადმინისტრაცია, ქალაქის ხელისუფლებასთან ერთად, სტადიონის უეფას სტანდარტების შესაბამისობაში მოყვანაზე მუშაობს.

უეფას წარმომადგენლების მიერ ამ რამდენიმე ხნის წინათ ადგილზე არსებული მდგომარეობის დათვალიერების შედეგად მიცემული რეკომენდაციით, ჩრდილოეთ ტრიბუნის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც აქამდე მხოლოდ მოხრეშილი იყო, ახლა ასფალტი დაიგება და შემოერტყმება ორი მეტრის სიმაღლის ღობე.

ანალოგიური დამცავი ღობე კეთდება დასავლეთ ტრიბუნასთანაც, სადაც მდებარეობს კლუბის ოფისი და ცალკეულ მატჩებზე დამსწრე ოფიციალურ პირთა შესასვლელი. შეიღებება სამხრეთ ტრიბუნის კედელი და განახლდება ტაბლო.

აღმოსავლეთ ტრიბუნის ქვეშ კი მოეწყობა ტუალეტები, რომელიც აქამდე მხოლოდ დასავლეთის მხარეს იყო.

პლუს ამას, დღემდე არსებულ ორ შესასვლელს კიდევ ორი დაემატება.

მიმდინარეობს ინდივიდუალური სკამების განახლება და დანომრვა გასაყიდი ბილეთების შესაბამისად.

უეფას რეკომენდაციით, უკვე განახლდა VIP-ზონისა და საპრესკონფერენციო ოთახები, აგრეთვე - პრესლოჟა. გაძლიერდება ინტერნეტის სიჩქარე და იქნება უზრუნველყოფილი მისი მიწოდება როგორც კაბელით, ისე WiFi-ს საშუალებით.

განახლდება გუნდების გასახდელები და საშხაპეები. წესრიგში მოიყვანენ მოედნის საფარის იმ მონაკვეთებსაც, რომლებიც დაზიანებული იყო.

"დილას" წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ 21 ივლისისთვის ყველა სამუშაო დასრულებული იქნება.

ალეკო კაკაურიძე

ვასილ ბალახაძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gori
სირცხვილი საზოგადობრივ მაუწყებელს თუ ეს თამაში არ გვაჩვენა,,სად უნდა უნდა ვუყუროთ ვერ გავიგე? ცხინვალის თამაში აჩვენეს რუმინეთიდან და ამას არ აჩვენებენ.ტფუუიი..
dato
ვერ მივხვდი ჩრდილოეთ თრიბუნაო, სამხრეთ ტრიბუნა, აღმოსავლეთ რიბუნაო და დასავლეთ ტრიბუნაო და მე რასაც ვხედავდი 2 ტრიბუნა იყო მხოლოდ გორის სტადიონზე.
gurami
სერბეთიდან ლივე თუ იქნება ნეტა?
imedioni
ანახლებენ არა აახლებენ #ელემენტარული გრამატიკა #ლელოს პრესტიჟი.
tito
რომელ არხზე იქნება თამაში?
555
დილაც იმ მოწინავე სამეულის ბედს გაიზიარებს, რადგან საქართველოში ფეხბურთის მენეჯმენტის გაგებაში არ არიან, ფულის ტომარა როგორც ასეთი ვერ აზროვნებს.
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
"სამგურალის" მწვრთნელად უჩა სოსიაშვილი დანიშნეს
სეზონის დაწყებიდან ეროვნული ლიგის გუნდი მეორე მწვრთნელმა დატოვა
"სიონის" მწვრთნელად სოსიაშვილი დანიშნეს
გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე რემონტი იგეგმება
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
"რუსთავში" რევაზ ძოძუაშვილი იმუშავებს
"პარტიზანი" არ არის ისეთი მეტოქე... ინტერვიუ ოთარ მარცვალაძესთან
"შუქურა" უჩა სოსიაშვილმა დატოვა
მონტენეგროში დამარცხებული კორონავირუსი ბელგრადულმა დერბიმ გააცოცხლა
სიურპრიზი გორელ ქომაგს: თუ "დილა" "პარტიზანის" ბარიერს დაძლევს...
"დილა" გორში ბელგრადის "პარტიზანთან" მარცხდება
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
ნახვამდის, ევროპავ - "დილა" ბელგრადის "პარტიზანთან" გორშიც დამარცხდა
"მადლობის ნაცვლად ქონება წამართვეს, ამიტომ ახლა ვითხოვ სტადიონს, ანუ - ჩემს ქონებას"
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
დილა-პარტიზანი 0:2 - აგვისტომდეც ვერ მივაღწიეთ... [VIDEO]
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
"სიონი" გიორგი ჭელიძემ ჩაიბარა