გორის "დილას" მთავარმა მწვრთნელმა "პარტიზანთან" თამაშის წინ პრესკონფერენციაზე ისაუბრა
დღეს, 14 ივლისს, საქართველოს ჩემპიონი გორის "დილა" უეფას ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველ შეხვედრას სტუმრად ბელგრადის "პარტიზანთან" გამართავს.

მატჩი "პარტიზანის" სტადიონზე თბილისის დროით 22:45 სთ-ზე დაიწყება. სამწუხაროდ, "საზოგადოებრივ მაუწყებელზე" მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია არ იგეგმება.

პარტიზანი VS დილა - დღეს ყველანი გორელები ვართ! [PHOTO]

თამაშის წინა დღეს გუნდების მწვრთნელებმა პრესკონფერენცია გამართეს.

"დილას" მთავარ მწვრთნელ უჩა სოსიაშვილთან ერთად მედიასთან შეხვედრაზე მივიდნენ კლუბის გენერალური მენეჯერი ვაკო დარსაძე, "დილას" მეორე მწვრთნელი მილოვან მატიასევიჩი და გორელთა ფორვარდი ირაკლი მოდებაძე. სოსიაშვილმა ეს თქვა:

"ვიცი, რომ "პარტიზანი" დიდი გუნდია. მათ აქვთ ჯგუფურ ეტაპზე გასვლის ამბიცია. ჩვენ ვნახეთ მეტოქის ძალიან ბევრი მატჩი. ეს არის მაღალორგანიზებული გუნდი, როგორც ტაქტიკური, ისე ტექნიკური თვალსაზრისით...

ბელგრადში ადრე იმიტომ ჩამოვედით, რომ კარგი პირობები დაგვხვდა და ლამაზი ქალაქია. ვიცით ისიც, რომ "პარტიზანსაც" აქვს შესწავლილი ჩვენი თამაში...

ჩვენ მათი 5 მატჩი ვნახეთ და ვფიქრობ, მეტი ინფორმაცია გვაქვს მათზე, ვიდრე მათ ჩვენზე. მეტოქე კარგადაა დაკომპლექტებული, გუნდურ ფეხბურთს თამაშობს, თუმცა არც ინდივიდუალისტები აკლია...

შედეგზე ვიტყვი, რომ კმაყოფილი ვიქნები, თუ არ წავაგებთ. რაც შეეხება მიზნებს, ჩვენ გვაქვს იმის ამბიცია, რომ მოვიგოთ საქართველოს ჩემპიონატი და თასი".

"პარტიზანის" თავკაცმა ზორან მილინკოვიჩმა განაცხადა:

"ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ საიმისოდ, რომ ჩემპიონთა ლიგის ეს ეტაპი გადავლახოთ. "დილა" - ეს არის გუნდი, რომელმაც იცის, თუ როგორ უნდა ითამაშოს დალაგებული ფეხბურთი და აქვს ამბიციები...

ჩვენ შევკრიბეთ საკმარისი ინფორმაცია მეტოქის შესახებ და მჯერა, მზად შევხვდებით ამ გამოწვევას. გუნდში ბევრი ცვლილება მოხდა, მაგრამ ეს არ გვაშინებს. პირველი თამაში არ იქნება გადამწყვეტი, მაგრამ მან ბევრ კითხვას უნდა გასცეს პასუხი...

"დილა" ფიზიკურად ძლიერი, შემტევი გუნდია. აქ არის რუსული სკოლის გავლენა. ერთია, რომ მათი თამაში უშუალოდ არ გვინახავს და ეს გარკვეულ სირთულეებს ქმნის...

ჩვენ ვიწყებთ ახალ სეზონს და გვჯერა, რომ გადავჭრით იმ ამოცანებს, რომლებიც ჩვენ წინაშე დგას. ამ ეტაპზე ერთადერთი პრობლემა გვაქვს: დაშავებულია ჩვენი ბრაზილიელი ლეგიონერი ფაბრიციო. მჯერა, მას უკვე მომავალ კვირაში ვიხილავთ მინდორზე...

აღარ ვართ ზესახელმწიფო ფეხბურთში და ყველა შანსს, ყველა ქულას უნდა მოვეჭიდოთ. "დილასთან" თამაში არ იქნება იოლი, მაგრამ მწამს ჩვენი გამარჯვების. მჯერა, "პარტიზანი" მომავალ სეზონში უფრო ძლიერი იქნება".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Badri
წარმატებები საქართველოს ბოლო იმედს
Veterani
რა პონტია რატო არ აჩვენებენ. ბოლო ბოლო ჩემპიონის თამაშია. ფუ ...ი. ლინკი დადეტ რამე სადაც თამაშის ნახვა შეიზლება
svani_7
არც არასდროს იყავით ზე სახელმწიფო და ძალიან ცუდად ურევთ სიტყვა ''რუსულს'' რაც ძალიან კარგად იცით რომ გვაღიზიანებს და ამათმაც თუ პროვოკაცია მოგვიწყვეს იქ ჯობია არ ჩამოვიდნენ ))))))))))
gori
ფეხბურთი ხო მოკალით საქართველოში და ეხლა ტელევიზიაც მიაყოლეეეთ,,ერთადერთი იმედია დღეს დილა ჩვენი ფეხბურთის და მაგასაც არ გვაჩვენებენ,,,ხააააააააალხოოოოოო.
ევრო 2026 | ფუტსალის ნაკრებმა თბილისური შეკრება დაასრულა
ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!
ერევნის ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა მოლდოვას დიდი ანგარიშით სძლია
ევრო 2026 | ფუტსალის ნაკრებმა რიგაში პირველი ვარჯიში ჩაატარა
შეცვლაზე შესულმა ტაბატაძემ ტრავმის გამო დატოვა მოედანი
ქართველებმა ითამაშეს - "მეცი" "სტრასბურგთან" დამარცხდა
ტიტე კალანდაძე: დავამტკიცეთ, რომ ყველას წინააღმდეგ შეგვიძლია თამაში - ახლა ჯგუფიდან გასვლას შევეცდებით
"სამგურალი" ბრაზილიელმა მწვრთნელმა დატოვა
არტეტა მთავარი სამიზნეა - "რეალს" მწვრთნელის პოსტზე რამდენიმე ვარიანტი აქვს
"ამისთვის ყოველთვის მზად ვარ" - ენრიკემ ფეხბურთში ნარინჯისფერი ბარათის შესაძლო შემოღებაზე საინტერესო კომენტარი გააკეთა
კონტრაქტი შეწყდა - ბოვე "რომას" ფეხბურთელი აღარაა
"ეს გუნდზე უარყოფითად აისახება" - ფიგუ ხაბი ალონსოს გათავისუფლებაზე
ფრანკის სამსახური დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა - ყველაფერს დირექტორთა საბჭო გადაწყვეტს
ყველაფერი მოგვარებულია - პსჟ "ბარსელონას" ახალგაზრდა ფეხბურთელს იმატებს
[VIDEO] ეგოიანის გოლი და წაგებას გადარჩენილი "ექსელსიორი"
[VIDEO] მიქაუტაძის სრული მატჩი და კაცნაკლული "ვილიარეალის" მარცხი "ბეტისთან"
ევრო 2026 | ფუტსალის ნაკრებმა თბილისური შეკრება დაასრულა
[VIDEO] ...აი, რატომ არ უნდა გააბრაზო "ბაიერნი" - საშინელი სამსჯავრო ლაიპციგში
[VIDEO] "არსენალმა" გაქცევის შანსი დაკარგა - ნულები ნოტინგემში
სამი ფრის შემდეგ - ლობოტკამ "ნაპოლის" გამარჯვება მოუპოვა
[VIDEO] არადა 6 ბურთით ვიგებდით - საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონთან დასანანი მარცხი განიცადა
[VIDEOS] შეფილდში ქართული ჰიმნი აჟღერდა - ნიკა ეგაძე ევროპის ჩემპიონია!
[VIDEO] ალისონი ისევ არადამაჯერებელია - "ლივერპულმა" "ენფილდზე" აუტსაიდერს ვერ მოუგო
ირაკლი მოდებაძემ საფეხბურთო კარიერა დაასრულა
მილოვან მატიასევიჩი: ქართველები წესიერებით გამოირჩევიან
გორის "დილას" ამბები: მოდებაძე კლუბში დაასაქმეს, შტაბი შაშიაშვილით გაძლიერდა
გიორგი დარასელია: არაფერია იმაზე იოლი, ადგე და წახვიდე...
"სამგურალის" მწვრთნელად უჩა სოსიაშვილი დანიშნეს
სეზონის დაწყებიდან ეროვნული ლიგის გუნდი მეორე მწვრთნელმა დატოვა
"სიონის" მწვრთნელად სოსიაშვილი დანიშნეს
დილა-ზუგდიდი 3:0 - ყოველგვარ ეჭვზე მაღლა... [VIDEO]
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
"პარტიზანთან" მეტოქეობა გამიხარდა - უჩა სოსიაშვილის ოპტიმიზმი
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
ეროვნული ლიგა. XIX ტური: "ჩიხურამ" შინ "დილას" მოუგო
დღეს სამი ქართული კლუბი ითამაშებს - წაგებით დავიწყეთ...
ქუთაისის "ტორპედოში" კობა ჟორჟიკაშვილს მილოვან მატიასევიჩი დაეხმარება
"რუსთავში" რევაზ ძოძუაშვილი იმუშავებს
"პარტიზანი" არ არის ისეთი მეტოქე... ინტერვიუ ოთარ მარცვალაძესთან
"შუქურა" უჩა სოსიაშვილმა დატოვა
მონტენეგროში დამარცხებული კორონავირუსი ბელგრადულმა დერბიმ გააცოცხლა
სიურპრიზი გორელ ქომაგს: თუ "დილა" "პარტიზანის" ბარიერს დაძლევს...
გია ცეცაძე: რაც ჰოლანდიაში ვნახე, აქამდე არ ვიცოდი...
"დილა" გორში ბელგრადის "პარტიზანთან" მარცხდება
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
ნახვამდის, ევროპავ - "დილა" ბელგრადის "პარტიზანთან" გორშიც დამარცხდა
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
დილა-პარტიზანი 0:2 - აგვისტომდეც ვერ მივაღწიეთ... [VIDEO]
ᓒᓝᓠᓘᓡ "ᓓᓘᓚᓐᓨᓘ" ᓡᓐᓛ ᓐᓮᓐᓚ ᓤᓔᓮᓑᓣᓠᓗᓔᓚᓡ ᓔᓚᓘᓐᓜ
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
"სიონი" გიორგი ჭელიძემ ჩაიბარა
ირაკლი მოდებაძე: ბატე-ში ჩემი ახლობელი მუშაობს და საინტერესო ამბავი მომიყვა
დილა-ბანანცი 3:1 - ოთხი გოლი, ოთხივე პირველ ტაიმში... [VIDEO]
ᓣᓩᓐ ᓡᓝᓡᓘᓐᓨᓕᓘᓚᓘ: ᓕᓤᓘᓥᓠᓝᓑ, ᓛᓐᓢᓘᓐᓡᓔᓕᓘᓩᓘ "ᓓᓘᓚᓐᓡ" ᓓᓘᓓ ᓡᓐᓠᓒᓔᓑᓚᓝᓑᓐᓡ ᓛᓝᓣᓢᓐᓜᓡ