17 წლის ქართველი შემტევი კარიერას დონეცკის "შახტარში" გააგრძელებს
17 წლის ქართველი შემტევი გიორგი არაბიძე კარიერას დონეცკის "შახტარში" რომ გააგრძელებს, ეს უკვე გამცნეთ.

ცხადია, აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში ჩვენებურის გადასვლა ვერაფრით იქნება რიგითი ამბავი. მირჩა ლუჩესკუს გაწვრთნილი "შახტარი" ევროპაში ერთ-ერთი გამორჩეული კრებულია, ჩემპიონთა ლიგაზე სისტემატურად თამაშობს და ბებერ კონტინენტზე თავისი ნიშა უჭირავს...

არაბიძეს უკრაინაში შევეხმიანეთ და ინტერვიუ ვთხოვეთ:

- როგორ შეაფასებდით მოსამზადებელ პერიოდს, რომელიც "შახტართან" ერთად გაიარეთ? კონტრაქტზეც გვითხარით...

- კლუბთან კონტრაქტი უკვე გაფორმებულია. მოსამზადებელ პერიოდს რაც შეეხება, თავიდან ცოტა გამიჭირდა, უვარჯიშებელი ვიყავი. ორიოდე დღეში ყველაფერი თავის კალაპოტში ჩადგა.

- მირჩა ლუჩესკუ თუ გესაუბრათ?

- კი, ვილაპარაკეთ. ჩვეულებრივი საუბარი იყო, ისეთი, როგორიც მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის უნდა შედგეს. ძირითადი ყურადღება ტაქტიკურ ნიუანსებზე იყო გადატანილი.

- ადაპტაციის პროცესი როგორ მიდის?

- ყველამ დიდებულად მიმიღო. ამ მხრივ, არანაირი პრობლემა არ არსებობს. უბრალო ბიჭები არიან...

- სად ივარჯიშებთ, ძირითად გუნდთან ერთად?

- კი, ძირითად გუნდთან ერთად ვარ, მაგრამ თავიდან დუბლებში ვითამაშებ, რადგან სათამაშო პრაქტიკა მჭირდება.

- ცხადია, ძირითად გუნდში წარმატებით თამაშის იმედიც გაქვთ...

- ღმერთის წყალობით, იმედი მაქვს, რომ ამას შევძლებ. ცდას და მონდომებას არ დავაკლებ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

dato
და რისი იმედი გაქვთ აბა? 17 წლის ბიჭს სახტარის ძირითადში დააყენებენ ეგრევე? მერე ორ წელიწადში რეალი იყიდის და ოქროს ბურთს მოიგებს კიდევ. ცოტა რეალობა რა ...
koki
გასაგებად ცერია პირველი გუნდი ნუ იბოგმებიტ
geofootball
არა რა ბიჭო არა! შახტარის დუბლები, მერე ილიჩევეცი ან ჩერნომორეცი უთამაშებლობა და მერე ვინ იცის რა უბედურება. თუ გადადიხარ გადადი როგორც ძირითადი გუნდის წევრი მითუმეტეს ასეთი პერსპექტიული ბიჭი . თუარადა დაიცადე აქ ითამაშე ერთი ორი წელი და უკეთეს სიტუაციაში წახვალ და არა შახტარის დუბლებში
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
ირაკლი აზაროვი "შახტარის" ფეხბურთელია!
დღეიდან მბაპე ჩემპიონთა ლიგის მოგებას "რეალთან" ერთად ეცდება - ქართველების მატჩები, ვაკო და არაბიძე აზიაში...
თურქეთში ვიზიტი ვერ შედგა - ლუჩესკუს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა შეექმნა
"ნახავთ, პსჟ-ს მცველებიდან ყველაზე ხშირად ის ითამაშებს" - ლუჩესკუმ ზაბარნიზე ისაუბრა
კვარაცხელიას შემცვლელი - "ნაპოლი" "შახტარის" ფეხბურთელის შეძენასთან ახლოსაა
ოფიციალურად | გიორგი არაბიძე კვლავ ქუთაისის "ტორპედოს" ფეხბურთელია!
რუსებს ოკუპირებულ დონეცკში ახალი "შახტარის" შექმნა უნდათ
ჭოხონელიძემ ლუჩესკუს დაბრუნება შესთავაზა - მწვრთნელი გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს
"ტორპედოს" პრეზიდენტი ადასტურებს: გიორგი არაბიძე ბრუნდება!
მირჩა ლუჩესკუ სიკვდილს გადაურჩა
არაბიძე: რამ შემიშალა ხელი დიდი ფეხბურთის თამაშში - "უფრო ცხოვრებისეულ პრობლემებზე ვფიქრობდი"
ლუჩესკუ არ ჩერდება - 79 წლის ასაკში თავისი ქვეყნის ეროვნული ნაკრები ჩაიბარა
არაბიძის ბრწყინვალე მატჩი - ქართველმა შემტევმა სამხრეთ კორეის ჩემპიონატში დუბლი შეასრულა [VIDEO]
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა
სკანდალი. ლუჩესკუმ განაცხადა, რომ ყაზახეთის ევროზე შესაძლო გასვლა არანორმალურია - ყაზახები აღშფოთებული არიან
შახტარი ჩემპიონთა ლიგაზე თამაშს გერმანიაში აპირებს
უკრაინის ფეხბურთის ფედერაციას პედრინიოს ნატურალიზაცია სურს