რატომ გაუფასურდა ქართული ფეხბურთი?
ევროთასებზე ჩვენი მეოთხე გუნდიც ჩაერთო: ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გორის "დილა" ბელგრადში "პარტიზანთან" 0:1 დამარცხდა.

ზოგადი სურათი აშკარად გამოიკვეთა. ვერც ერთ გუნდზე ვერ ვიტყვით, რომ არ იბრძოლა და თავი არ დადო. მაგრამ ეს ევროპასთან მიახლოებისთვის საკმარისი არ არის. ჩვენი ფეხბურთელების კლასი, სისწრაფეები, გამძლეობა და ასე შემდეგ, ევროპულს მეტისმეტად ჩამორჩება...

ამ ყველაფერს კი საფუძველი ეროვნულ ჩემპიონატში ეყრება. რუმინულ "ბოტოშანთან" გავარდნის შემდეგ "ცხინვალის" მთავარმა მწვრთნელმა კახა კაჭარავამ საგულისხმო კომენტარი გააკეთა:

"ჩვენთან ბურთის მისაღებად თუ 3 წამია საკმარისი, ევროპაში საამისოდ წამნახევარსაც არ გაცლიან. წაგება ელემენტარული, ბავშვური შეცდომების შედეგია, რასაც საქართველოს ჩემპიონატში მივეჩვიეთ.

ევროპელები პატარა შეცდომებსაც არ გპატიობენ. კარგი ის იყო, რომ ბიჭებმა ნახეს, რამხელა განსხვავებაა ევროპასთან. არადა, "ბოტოშანი" ნამდვილად არ არის გრანდი.

საერთოდ, საფეხბურთო სამყარო უნდა დავფიქრდეთ, საით მივდივართ, რა უნდა გავაკეთოთ, რა უნდა გამოვასწოროთ და საერთოდ - რა გვჭირს".

სწორედ ეროვნული ჩემპიონატის თემა გახდა გულშემატკივართა მსჯელობის საგანი. უმრავლესობა 16-გუნდიანი ჩემპიონატის მოწინააღმდეგეა. მაგრამ ისიც ცხადია, რომ კრიზისის მიზეზი მხოლოდ ეს არ არის და მას გაცილებით ღრმად აქვს ფესვები გამჯდარი.

გულშემატკივრები სწორედ ამაზე მსჯელობენ. მათ შორის, რამდენიმე საინტერესო გამოვარჩიეთ.

"ევროპაში საქართველოს ჩემპიონიც ვნახეთ და ჩვენი საშველი არაა. გამოდიან და 16-გუნდიან ჩემპიონატს ამართლებენ.

გუნდები გამგეობებზე არიან დამოკიდებულები და სახელმწიფო გუნდებს სხვადასხვა თანხას რომ აძლევს, ეს რას ჰგავს? "სამტრედიას" 2 მილიონი, "ზესტაფონს" კი 200 ათასიც ვერა?! სირცხვილია! სახელმწიფოს ფეხბურთი არ ადარდებს და ყველაფერი ამის ბრალია. ვიყოთ ახლა ასე და მოგვიგოს "გაბალამ".

სანამ კიდევ შეიძლება ქართული ფეხბურთის გაცოცხლება, მოაშორონ ეს ფედერაცია, რომელმაც ის მოკლა. ამაში მაინც ივაჟკაცოს მთავრობამ. ბავშვთა ფეხბურთი დაღუპეს, ეროვნულ ჩემპიონატს დედა უტირეს, ყველანაირი ინტრიგა მოსპეს და მთელი პრობლემა, თურმე, მსაჯები ყოფილა და საქმე "შეტენეს". მაგრამ მსაჯი მითითების გარეშე ვერაფერს იზამდა.

ყველას გვახსოვს გორის "დილასა" და "ზესტაფონის" თასის ფინალი (მიშას დროს). მსაჯები ფეხბურთიდან იმის გამო მოკვეთეს, თურმე, ყვითელი ბარათის გამო ფული აიღო. ეს მიუღებელია, მაგრამ მსაჯს რა პირობას უქმნი? პირველ ლიგაში ასისტენტს რაიონში თავისი ხარჯით უშვებ, თამაშში 75 ლარს აძლევ და ამ მსაჯმა გინდათ პატიოსნად გიმსაჯოთ?

სირცხვილია, როცა ასაკობრივ ნაკრებებს თბილისში შეკერილი "ადიდასები" აცვიათ, უხარისხო და პატენტი. აი, ესაა თქვენი მიდგომა. 16 გუნდი გინდოდათ და მიიღეთ, არ გვყავს ამდენი ფეხბურთელი, მაგრამ თავი ხომ უნდა მოიტყუონ", - წერს ახალგაზრდა მწვრთნელი დავით თაქთაქიშვილი.

"ფეისბუქზე" ცნობილი წერილების ავტორი ზაზა ახალაია კი პრობლემას მხოლოდ უმაღლესი ლიგის გაზრდაში არ ხედავს:

"10-გუნდიანი ჩემპიონატი რომ ყოფილიყო, მე-2 წრეში რამდენი გუნდი გავიდოდა? სისტემის ბრალია ყველაფერი: თუ არ მოვთხოვეთ თითოეული კლუბის ხელმძღვანელობას, მწვრთნელებსა და ფეხბურთელებს შედეგი, თუ მათ პირად პასუხისმგებლობაზე არ გავამახვილეთ ყურადღება, ვერანაირი ფედერაცია ვერ დადებს კონკრეტულ თამაშებში დადებით შედეგებს!

ქართული ფეხბურთის პრობლემები 80-იან წლებში დაიწყო - არაპროფესიონალიზმი, არაკომპეტენტურობა"....

"ვერც ერთმა ქართულმა გუნდმა თამაში ვერ აჩვენა. ამას მსაჯების უნამუსობა ემატება და შედეგიც შესაბამისია! გუგა ფალავანდიშვილი გასაგდები არ იყო, მაგრამ ამით ძირეულად არაფერი შეიცვლება.

უზარმაზარი სხვაობაა ტექნიკაში და ერთადერთი შანსი, ეს ჩამორჩენა რომ გააბათილო, არის მაგარი "ფიზიკა" და სისწრაფეები, რაც ასევე არ აქვთ.

რა დროს მოვესწარი ქართულ ფეხბურთში? არც ბურთის ტარება, არც პასი"...

"ქართული ფეხბურთი მოკვდა, სან მარინოსა და ანდორას დონეზე დავეშვით"...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

rezi
როდის მოაცილებენ ამ სიჭინავას ქართულ ფეხბურთს
dato
ფედერაციას რომელსაც არ შეუძლია ელემენტარულად ბილეტების გაყიდვის მოწესრიგება რაზე უნდა ელაპარაკო
გუჯა კახაძე
მერაბ მამულაშვილი: "ჩვენი ფეხბურთელების კლასი, სისწრაფეები, გამძლეობა და ასე შემდეგ, ევროპულს მეტისმეტად ჩამორჩება..." თუ სისწრაფის და ამტანობის მომატება სჭირდებათ რატომ არ ინტერესდებიან "47+5" მეთოდიკით, რომელიც უკვე რამდენიმე წელია ფეხბურთის ფედერაციაში დევს და გამოყენებას არავინ ჩქარობს? იქნებ ფეხბურთის ფედერაციის მესვეურებს დაუსვათ კითხვა ჟურნალისტებმა თუ რატომ არ იყენებენ "47+5" ტექნოლოგიას და პასუხი ქართველ გულშემატკივრებს გააგებინოთ? ამ ტექნოლოგიის დახმარებით ფიზმომზადების პრობლემა მოკლე დროში მოგვარდება, რაც თამაშის ხარისხსაც გააუმჯობესებს და გულშემატკივარსაც სტადიონზე დააბრუნებს!
djkllkjh
ქართული ფეხბურთი თოვლის ბაბუასავით არის. გვინდა გვჯეროდეს მაგრამ , არ არსებობს ;)
gogia
ქართულ ფეხბურთში ყველა და ყველაფერი შესაცვლელია, ძირეული რეფორმებია საჭირო! რამდენი წელია ერთიდა იგივე ხალხი ტრიალებს ყველა შესაცვლელია დაწყებული ფედერაციის ხელმძღვანელობიდან ბავშვთა მწვრთნელებით დამთავრებული! ყველგან არაპროფეზიონალიზმის ბუმია და აგერ რა დღეშია ქართული ფეხბურთი კარგად გამოჩნდა ევროთასებზე!წაგება ერთია და სამარცხვინო თამაში ქვეყნის ჩემპიონი კარისკენ 90წთ ერთხელ რომ დაარტყავს და ისიც არაზუსტად,იქ რა ფეხბურთზეა ლაპარაკი! თვით პარტიზანის მწვრთნელს გაუკვირდა "როგორ გახდა ეს გუნდი ჩემპიონიო"!
[VIDEO] ტრაპიზონში საგიჟეთია - სალაჰს 25 ათასი ფანი დახვდა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
სუპერთასების "სერია" ხვიჩას და "ჩაკვე" "ბარსას" წინააღმდეგ - რას ვნახავთ აგვისტოში
"მეცს" წიტაიშვილის დაბრუნება სურს
65 მილიონი ფერანის სანაცვლოდ - ფეხბურთელს პსჟ-ში სურს, "ბარსა" კი სოლიდური თანხის მიღებას გეგმავს
როგორ ზრდიდა ფეხბურთელების თანხას - ნეიმარის ყოფილმა აგენტმა სქემა გაამხილა
თუ უკეთესი ვარიანტი არ იქნება - ჯეიმი ვარდი შესაძლოა, ინგლისში დაბრუნდეს
მორატას MLS-ში ეპატიჟებიან, თავად კი ფაბრეგასის გადაწყვეტილებას ელის
"ნაპოლის" ლუკაკუს გასხვისება უნდა, მაგრამ თურქებს თანხაზე ვერ უთანხმდება
U18. საქართველოს ვაჟ ხელბურთელთა ნაკრები Championship I-ში დაწინაურდა
ლუკა დინი პსჟ-ში დაბრუნდა
ლევან შენგელია ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
"ტრაპზონსპორი" "ლივერპულის" კიდევ ერთ ფეხბურთელს შეიძენს
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 1-2 სამგურალი. ასე უცებ ვერ გამოსწორდება...
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ევრობასკეტზე ესპანეთთან დამარცხდა
"ამას მოურინიოსგან არ ველოდი" - ფედე ვალვერდე
"იტალიური ფეხბურთის ძალიან მჯერა" - სესკ ფაბრეგასი
"ნეიმარმა "ოქროს ბურთი" მესის გამო ვერ მოიგო" - ბრაზილიელის ყოფილი აგენტი
"ასეთი ფიზიკური ფორმა მის სტანდარტებს არ შეეფერება" - მოურინიომ "რეალის" ახალწვეული გააკრიტიკა
"ტოტენჰემის" კაპიტანმა "არსენალში" გადასვლის სურვილი გამოთქვა
დავითაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სენტ-ეტიენმა" "სოშოს" მოუგო
აბუაშვილმა "მეცს" "გენგამთან" გამარჯვება მოუპოვა
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ბაჩანა არაბულმა თავის ბერძნულ გუნდს გამარჯვება მოუპოვა
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
ევროპა ლიგა. ანონსი: "ატრომიტოსიდან" "ესპანიოლამდე" - რა შანსები აქვს ქართულ ლეგიონს?
ᓐᓛᓑᓘცᓘუᓠᓘ "ᓡᓐᓡᓙᓝ" ᓡᓐᓥᓐრᓗᓕეᓚᓝᓡ ᓜᓐᓙᓠᓔᓑᓘᓡ ᓧᓝᓤიᓚ ᓛᓝᓗᓐᓛᓐᓨᓔᓔᓑᓡ ᓘᓛᓐᓢᓔᓑᓡ
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
100 ათასი ლარით ჩემპიონთა ლიგაში?! - ნიგერიელი ბიზნესმენის გეგმები საქართველოში
კახა კაჭარავა "ოდიში 1919"-ის სათავეშია - ახალი ამბიციების და გამარჯვებების დრო!
კახა კაჭარავა: ყველას გვინდა, რომ შვეიცარიასა და ხორვატიას მოვუგოთ, მაგრამ...
ამის უთამაშებლობა იქნება? - ნინუამ კოხტა გოლი გაიტანა [VIDEO]
ეროვნული ლიგა 2. IX ტური: "თელავმა" "ზუგდიდს" მოუგო და ლიდერ "მერანს" 2 ქულით ჩამორჩება
კახა კაჭარავამ და მისმა თანაშემწეებმა "სამტრედია" დატოვეს
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
ეროვნული ლიგა 2. VII ტური: "ქამბექი", რომელიც "მანჩესტერ იუნატედსაც" შეშურდებოდა
ევროპა ლიგა: ვაკომ და "ლეგიამ" გოლის გატანა დაივიწყეს, "გენტმა" კი - ქართველები
როდემდე უნდა ეხმარებოდეს ფიფა რუსეთს და როგორ მოგვპარეს რეიტინგი?
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
ბათუმის "დინამომ" გამოცდილი ნახევარმცველი დაიმატა
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
"ლეო, "ბარსელონაში" დაბრუნება მინდა" - ნეიმარი - 13 ნოემბრის დაიჯესტი
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
პრობლემები, რომლებიც სფფ-ის ახალმა პრეზიდენტმა უნდა მოაგვაროს
სფფ-ის აღმასკომზე "ცხინვალის" შესახებ იმსჯელეს
"პანჩო არენა" და საქართველო: გვექნება ანალოგი?
ჩხუბი მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის - "იბერიამ" ღუდუშაური მთავარი გუნდიდან მოკვეთა
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
"ცხინვალი" მესამე ლიგაშიც კი ვეღარ იასპარეზებს
ეროვნული ლიგა 2. III ტური: ორი მატჩი და ორი ფრე
კახა კაჭარავა: ჩემპიონატის განახლებას ვემხრობი, რადგან ევროტურნირებს ქართული გუნდები კარგ ფორმაში უნდა შეხვდნენ
"ჟალგირისთან" მატჩში თბილისის "დინამოს" შემადგენლობა ცნობილია
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
[VIDEO] 2:7. ისტორიული სირცხვილი - თბილისის "დინამო" "ჟალგირისთან" განადგურდა და კონფერენს ლიგიდან გამოვარდა
"ჟალგირისის" ფეხბურთელებს შვებულება გადაედოთ - კიდევ ერთი სენსაცია კვიპროსში მოხდა
"დინამოს" ეს ფეხბურთელი უღირსად მოიქცა, ქართველებმა ბოდიში მოგვიხადეს..." - "ჟალგირისის" პრეზიდენტი მიმართვას ავრცელებს
ეროვნული ლიგა 2. V ტური: "სამტრედია" და "თელავი" წაუგებლად წინ მიიწევენ
თბილისის "დინამომ" 21 წლის შემტევი დაიმატა
[წარდგენა] ბიჭები ძმობისა და მეგობრობის ქალაქიდან...
ოფიციალურად: საბერძნეთის სუპერლიგაში მეორე ქართველი ითამაშებს
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
"ახალი სისხლი" საქართველოს ნაკრებისთვის: სხირტლაძე, რენე ფერეირა, ლაზები...