ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

გუცაევი: კობიაშვილი თუ მოისურვებს, ყველანაირად დავუდგები გვერდში

გუცაევი: კობიაშვილი თუ მოისურვებს, ყველანაირად დავუდგები გვერდში

"ერთი კი ვიცი ზუსტად - თუ მოვედი, მოგების გარდა, ვერაფერს შევეგუები. ეს ჩემი პიროვნული თვისებაა"
ქართულ ფეხბურთში ახლა მართლაც რომ კატასტროფული სიტუაციაა. ყველაფერზე მეტყველებს ჩვენი გუნდების მიერ ნაჩვენები შედეგები ევროპულ ტურნირებზე. მართლაც, საშინელებაზე მეტია - ევროპალიგის მონაწილე პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის საქართველო არის ერთადერთი, რომლის ვერც ერთმა წარმომადგენელმა ვერ დასძლია პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი.

გვესაუბრება ვლადიმერ გუცაევი - ქართული ფეხბურთის დიდი მიღწევების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი, თავისი დროის მსოფლიო ფეხბურთის გამორჩეული ვარსკვლავთაგანი...

- ჩვენი ინტერვიუ ქართული გუნდების მიერ ევროთასებზე ნაჩვენები შედეგების ანალიზით დავიწყოთ. რას იტყვით, როგორია თქვენი შთაბეჭდილებები?

- როგორ შეიძლება იმის შეფასება, რაც ვიხილეთ ქართული გუნდების შესრულებით? აქ ჩვენ შეგვიძლია ზოგადი შეფასება გავაკეთოთ - ქართულ ფეხბურთში უნდა მოვიდეს ის ხალხი, ვისაც უნდა მუშაობა. საუბარი მაქვს ნამდვილ მუშაობაზე.

რთულია, მაგრამ ასეა საჭირო - უნდა შეიცვალოს მთელი სისტემა - დიახ, სისტემა და არა მისი ცალკეული ნაწილები. კი ბატონო, ვთქვათ, დავიწყეთ ბავშვთა ფეხბურთიდან, მაგრამ მხოლოდ ერთ სფეროში ცვლილებები საკმარისი არამც და არამც არ იქნება.

- და მაინც, ელოდით ასეთ შედეგს?

- ეს პირველად არ ხდება. ხომ ასეა? გასაგებია, შეიძლება ერთი ეტაპი გაიარა სხვადასხვა წლებში ქართულმა გუნდმა, მაქსიმუმ - ორი. დიდი წარმატება ჩვენგან მაინც შორსაა. საშინელი რეგრესი აქვს ქართულ ფეხბურთს. მითხარით, ამაზე დაბლა სადღა უნდა დავეშვათ?! არადა, ისე ვაგრძელებთ ცხოვრებას, ისე ვსაუბრობთ და ისე ჩვეულებრივად ვიღებთ ამ ყველაფერს, თითქოს არაფერი ხდება. ასეთი შემგუებლობა ნამდვილად არ გამოგვადგება.

- როგორ ფიქრობთ, ეს 16-გუნდიანი ჩემპიონატის ბრალი ხომ არ არის?

- ჩემი აზრით, არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, საქართველოს ჩემპიონატში 12 გუნდი ითამაშებს თუ 16. მაშინ რას ვაკეთებდით ევროპულ არენაზე, 12 გუნდი რომ გვყავდა ჩემპიონატში? ბევრ არაფერს! რა, მაშინ რამე განსაკუთრებულ შედეგებს აჩვენებდნენ საერთაშორისო თამაშებში ქართული გუნდები? აქ საქმე ისაა, რომ ქართულ ფეხბურთს სჭირდება გადამწყვეტი რეფორმები. სჭირდება ხალხი, რომელიც საქმის კეთებაში დღე და ღამეს გაასწორებს.

არავინ მოიტყუოს - ამ საქმის გამოსწორებას ერთი და ორი წელი არ ეყოფა. ჩვენ უნდა ვუთხრათ ხალხს, რომ ვიწყებთ მუშაობას მდგომარეობის გამოსწორებისთვის და ამას სჭირდება დრო. ეს არის რეალობა და ვინც იტყვის, რომ მოვა და ხელის ერთი აქნევით გადაჭრის ყველა პრობლემას, არ იქნება მართალი. პროგრამას ყველა დაწერს. მთავარია, მისი თეზისები შესრულდეს.

ერთიც - ქართული ფეხბურთის საშველი არ იქნება, თუ სახელმწიფოს დიდი მხარაჭერა არ იქნება. მხარდაჭერა ერთია და მეორე ის, რომ სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი ფინანსები გონივრულად დაიხარჯოს.

- მაინც, საიდან უნდა დავიწყოთ ქართული ფეხბურთის შველა?

- იქიდან, რომ ყველამ თავისი საქმე გააკეთოს. ვიმუშაოთ ბევრი და მიზანმიმართულად.

- იქმნება შთაბეჭდილება, რომ ხშირად ქართული ფეხბურთის ვეტერანები არ ამბობთ სათქმელს...

- ვინ არის ისეთ ადგილზე, რომ რაიმე თქვას და რაღაც გავლენა მოახდინოს მიმდინარე პროცესებზე? არის ერთი 8 კაცი, ვინც დასაქმებულია ფეხბურთის ფედერაციაში და იღებს ხელფასს, მაგრამ ეს არის და ეს. ერთადერთი ვეტერანი, რომელსაც ასე თუ ისე აქვს თანამდებობა, არის ალექსანდრე ჩივაძე, მაგრამ მისი თანამდებობა ფეხბურთის ფედერაციაში არ არის ისეთი, რომ რაიმე გავლენა ჰქონდეს. მას აქვს სიმბოლური დატვირთვა.

ფაქტია - დღეს ვეტერანი არის დაჩაგრული. მას არ ეთქმის სიტყვა და გადასროლილია, საფრონტო ენით რომ ვთქვათ, შტაბში. არადა, საქმე იმან უნდა აკეთოს, ვისაც გამოცდილება აქვს, ვინც ფეხბურთი ითამაშა, ოფლი დაღვარა.

- ფაქტია ისიც, რომ აქამდე არ გვინახავს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატთა არც ერთი საარჩევნო პროგრამა. საქმე თეზისებს არ სცდება...

- კარგია პროგრამა და იმაშიც გეთანხმებით, რომ ის უნდა დაიწეროს, მაგრამ ნებისმიერი პროგრამა ფასდება იმით, თუ რამდენად სრულდება ის. ასე რომ, მთავარი ისაა, რას ვაკეთებთ და არა ის, თუ რას ვწერთ.

- სახელმწიფო და ქართული ფეხბურთი - ამ თემას როგორ უყურებთ?

- ზემოთაც ვთქვი, რომ სახელმწიფოს აქტიური მხარდაჭერის გარეშე ქართულ ფეხბურთს არაფერი ეშველება. აქ არის ერთი მომენტი: ჩვენ გვახსოვს, სახელმწიფოს მხრიდან რამხელა მხარდაჭერა ჰქონდა ქართულ ფეხბურთს. ამდენი თანხა დაიხარჯა და სად არის შედეგი? აქედან გამომდინარე, დასკვნა - ნებისმიერი თეთრი უნდა დაიხარჯოს მიზანმიმართულად და მოხმარდეს ქართული ფეხბურთის პროგრესს. აი, ეს არის გამოსავალი.

- უნდა გკითხოთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მოახლოებულ არჩევნებზე, აპირებთ მასში მონაწილეობას?

- ვაპირებდი და ვაპირებ კიდეც, მაგრამ საერთო ვითარებას რომ ვუყურებ, არ მაქვს ოპტიმიზმის საფუძველი. მე თუ მოვედი, მოვალ ერთი პირობით - უნდა ვიმუშაო დღე და ღამე, უნდა ვაკეთო საქმე და ქართულ ფეხბურთს დავუბრუნო ის დიდი გამარჯვებები, რომელიც ჩვენს დროს ჰქონდა.

ტრაბახით არ ვამბობ, მაგრამ ვიცი, რომ ვუყვარვარ ხალხს. ქუჩაში მხვდებიან ადამიანები, მოდიან ჩემთან, ტირიან, ძველ დროს იხსენებენ... არ მინდა, ეს სიყვარული ოდესმე გახუნდეს. არადა, დღეს საქმე ისეა, რომ ერთი კაცი, თუ არ შეიცვალა მთელი სისტემა, ვერაფერს შეცვლის და ვერაფერს გააკეთებს. არ მინდა, ხალხმა რამე სხვანაირად იფიქროს ჩემზე. ასეთ შემთხვევაში, არც ფეხბურთის ფედერაცია მინდა და არც არაფერი.

ერთი კი ვიცი ზუსტად - თუ მოვედი, მოგების გარდა, ვერაფერს შევეგუები. ეს ჩემი პიროვნული თვისებაა.

- როგორ შეაფასებდით ფეხბურთის ფედერაციის ამჟამინდელი ხელმძღვანელობის მუშაობას?

- თუ შეიძლება, ამავე კითხვას თქვენ დაგისვამთ...

- მე კრიტიკულად ვაფასებ...

- ჩემი აზრით, ეს ის სიტყვა არ არის, რომელიც ჩვენ აქ უნდა გამოვიყენოთ. მე ვიტყოდი, რომ ეს არის კატასტროფა! ფეხბურთის ფედერაციაში ჩემი ბევრი მეგობარი მუშაობს. მათ ძალიან დიდ პატივს ვცემ. ამის მიუხედავად, ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ. ყველა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკამ ერთი გუნდი მაინც გაიყვანა ევროპალიგის მეორე ეტაპზე. საქართველომ რამდენი გაიყვანა? არც ერთი! სად ვართ რეიტინგში?

სულ ცოტა ხნის წინათ ვადარებდი მონაცემებს და მხოლოდ ორ რესპუბლიკას ვუსწრებთ ფიფას რეიტინგში - ტაჯიკეთს და ყირგიზეთს. ყაზახეთმა გაგვისწრო, თან ძალიან. არადა, სად მათი ფეხბურთის ტრადიციები და სად - ჩვენი. მარტო ის ვნახოთ, ყაზახური გუნდები რას შვრებიან ევროპალიგაზე...

- განსაკუთრებით დაგწყვეტდათ გულს თქვენი მშობლიური "დინამოს" მარცხი...

- ნელ-ნელა ამასაც ვეჩვევით. ყაზახეთში ჩავედი "აქტობე"-"სტიაუას" თამაშის სანახავად. იცით, "აქტობეს" ვალერი გაზაევის ვაჟი წვრთნის. ვალერიმ მითხრა, ჩავიდეთ "სტიაუასთან" თამაშზე, დიდი სტიმული იქნება ჩემი ბიჭისთვისო და წავედით.

ჩავედით და დაგვხვდა მხარის გუბერნატორი. გეხსომებათ, მაშინ "აქტობეს" სულ ახალი გამოთიშული ჰყავდა თბილისის "დინამო". ჩამომართვა თუ არა ხელი გუბერნატორმა, ეგრევე მადლობა მოაყოლა. მე ვუთხარი, არც ვიცნობთ ერთმანეთს, რაშია საქმე, რაში მიხდით მადლობას, ვინმეში ხომ არ გერევით-მეთქი? არა, რას ამბობთო, მიპასუხა. მადლობას იმიტომ გიხდით, რომ ძალიან ბედნიერი ვარ - თბილისის "დინამოს" რომ მოუგო "აქტობემ", ჩვენმა პრეზიდენტმა ნაზარბაევმა დამირეკა და მითხრა - ეს რა გუნდი გყოლიათ, "დინამოს" როგორ აჯობეთო და წარმატება მომილოცა.

შვიდი წელიწადია, ამ მხარის გუბერნატორი ვარ და აქამდე, ნაზარბაევს ჩემთვის არ დაურეკავს, იმის შემდეგ კიდევ უფრო შემიყვარდა ფეხბურთი და მადლობას ამიტომ გიხდითო...

ხედავთ, როგორი სახელი გვქონდა? სად ვართ და სად ვიყავით? ასე ხომ არ შეიძლება?! ყველაფერს აქვს საზღვარი!

- საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში ლევან კობიაშვილი მიიღებს მონაწილეობას, ვისაც თქვენ კარგად იცნობთ. რას იტყვით მასზე?

- საერთოდ, ყველა ფეხბურთელი ძალიან მიყვარს, ვისაც ქართული ფეხბურთისთვის რაღაც გაუკეთებია. ლევან კობიაშვილს კი ჩვენი ფეხბურთისთვის მართლაც ბევრი აქვს გაკეთებული. ჩემი აზრია, რომ იმ პიროვნებას, ვისაც უნდა, რომ ქართული ფეხბურთის სათავეში მოვიდეს, უნდა ჰქონდეს გამოცდილება, კობიაშვილს კი ჯერ სერიოზულ დონეზე არსად არ უმუშავია, მაგრამ თუ მოისურვებს, ყველანაირად დავუდგები გვერდში, თუ რამეში დავჭირდები, სიტყვით გამოსვლა იქნება თუ სხვა...

ფაქტი ისაა, რომ დღეს ქართულ ფეხბურთს სასწრაფოდ სჭირდება შველა და ყველამ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ საამისოდ...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• გუჯა კახაძე

levani-ს! მადლობა ქართული ფეხბურთის გულშემატკივრობისთვის. ჩემს მეთოდთან დაკავშირებით ფეხბურთის ფედერაციის იმედი აღარ მაქვს, ამიტომ პროექტი სპორტის სამინისტროში შევიტანე და დამპირდნენ სექტემბერში გამოვცდითო.

• Dinamo

მთავარი მესიჯი: დამასაქმე!! დანარჩენი ლირიკაა :) რა გინდათ დინამოს გუბერნატორისთვის მაინც გაუკეთებია კარგი საქმე :)

• qutaiseli

ერთი ტოპ გუნდი კიარა საფეხბურთო მეურნეობა რასაც ქვია ნულიდან ასაწყობია რა ტოპ კლუბი რის ბიძინა წარმომიდგენია 50 მილიონი დოლარიანიბიუჯეტისმქონე გუნდი ეთამაშება ნებისმიერ ქართულ გუნდს. რა ანგარიშები დაფიქსირდება ამ თამაშებში ხო ადვილი მისახვედრია.

• kkk

ვოვას თამაში რომ მახსენდება, ეხლაც მბურძგლავს... მსოფლიოს დონე იყო! გაიხარე, ვოვა!!!!

• meras

შენ ხომ გესმის ფეხბურთი. ერთი ტოპ გუნდი ესეთ ჩემპში-წყალში გადაყრილი ფულია. აღარ უნდა დამთავრდეს ეს უაზრობა. საჭიროა ცვლილებები ქვემოდან ზევით. ფული ჯერ საძირკველში უნდა ჩაიდოს.

ჩვენს ფეხბურთს ჯერ სიჭინავა–არველაძის აურა და .. უნდა მოშორდეს და მერე უნდა მკურნალობა. ამ არევნებზე უნდა გაცხადდეს, ვინ ვის მისცემს ხმას და მერე ხალხი იზამს საქნელს

• მერა

შენ ღირსეული პიროვნება ხარ ვოვა,არც ერთ სიბინძურეში არ მიგიღია მონაწილეობა და არ გაგისვრია ხელი.ნამდვილად პატივსაცემი ადამიანი ხარ და მართალსაც ამბობ.უბედურება ისაა,რომ მიშა საერთოდ შორს იყო სპორტისგან და ბიძინასაც ნაკლებად აინტერესებს ფეხბურთი.არადა მას შეეძლო დიდი სტიმული მიეცა ფეხბურთის განვითარებისთვის.მარტო ფედერაცია ვერაფერს გახდება.კერძო კაპიტალია საჭირო რომ ერთი მაინც შევქმნათ ტოპ გუნდი,როგორც ბევრ ქვეყანაშია და ეს სწორედ ბიძინას შეეძლო გაეკეთებინა,მაგრამ არც იცის ფეხბურთი რა ხილია,ეტყობა და რა გინდა რომ ქნა?

• levani

ბიჭოო ! თქვენ .... ხართ თუ ვინ ხართ საერთოდ ფედერაციაში. ეს კაცი გუჯა კახაძეს ვგულისხმობ, უკვე მერამდენე წელია ცდილობს დაეხმაროს ფეხბურთელებს თავისი განსაკუთრებული მეთოდით, თანაც ფაქტები მოჰყავს განსაცვიფრებელი და რატომ არ აქცევთ ყურადღებას, იქნებ მართლა შეუძლია რაღაც საოცრების გაკეთება (სხვა ჩვენ ფეხბურთელებს არაფერი უშველით) ან თუ გამოსცადეთ, ჩვენც ჩაგვაყენეთ საქმის კურსში, გაგვაგებინე. ასე ფეხებზე დაკიდება, უგულვებელყოფა, ქართული ფეხბურთის, არ შეგრჩებათ არავის ....

• კარლ-ჰაინც შნელინგერი

ხალხო გაიგეთ, რომ სანამ სახელმწიფო სახელმწიფო არ გახდება, ფეხბურთს ვერც კობიაშვილები ვერც მაურინიოები უშველის. ეს ყველაფერი უბრალოდ ბრძოლა არის საკმაოდ შემოსავლიანი და თბილი ადგილისათვის და მეტი არაფერი. თუმცა რა თქმა უნდა ასეთ ადგილს გუცაევისნაირი ადამაინები ნამდვილად უფრო მეტად იმსახურებენ ვიდრე არველაძეების ოჯახი.

• vka

აქ ვერც კობიაშვილი ვერც არველაძე და ვერც გუცაევისთანა აფერისტი ვეტერანები უშველის ფეხბურთს ერთადერთი ხსნა ბატონი ბძინა და დიდი თანხაა საჩირო ძირეულად რომ შეიცვალოს ფეხბურთისადმი მიდგომა და რასაკვირველა სათავეშიცუნდა იკოს ბიძინასმიერ აგჩურვილი პირი აბა კბიაშვილები არველაძეები და მუქთა ვეტერანები არაფრს გამკეთებლები არარიან

• rogoric pexburteli iyo iseti kacia

აი როგორი არტისტი ფეხბურთელი იყო ისეთი არტისტი პიროვნებაა ............

• გუჯა კახაძე

ვლადიმერ გუცაევი: "ფაქტი ისაა, რომ დღეს ქართულ ფეხბურთს სასწრაფოდ სჭირდება შველა და ყველამ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ საამისოდ..." თუ სასწრაფო შველაზე მიდგა საქმე რატომ არ ინტერესდებით "47+5" მეთოდიკით, რომელიც უკვე რამდენიმე წელია დევს ფეხბურთის ფედერაციაში და გამოყენებას არავინ ჩქარობს? იქნებ ფეხბურთის ფედერაციის მესვეურებს დაუსვათ შეკითხვა თუ რატომ არ იყენებენ "47+5" ტექნოლოგიას და პასუხი ქართველ გულშემატკივარს გააგებინოთ? ამ ტექნოლოგიის დახმარებით ფიზმომზადების პრობლემა მოკლე დროში მოგვარდება, რაც თამაშის ხარისხსაც გააუმჯობესებს და გულშემატკივარსაც სტადიონზე დააბრუნებს!

• ramo

კარგია მაგრამ მაინც ზოგადი ფრაზებია. კონკრეტიკა არ ჩანს.

• bmb

აუ რა მხეცი იყო გუციკა!

"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა

"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი

შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

"შევურაცხვყვეთ, როგორც სტუმარი გუნდის ქომაგი, ასევე არ მიეცა საშუალება ნაკრებს ქომაგებთან ერთად გამარჯვება ეზეიმა" - ლევან კობიაშვილი სომხეთთან მატჩის შემდეგ გულშემატკივრის ნაწილის მოედანზე შეჭრას გამოეხმაურა

38 წელი ისტორიული გამარჯვებიდან: 1981 წლის 13 მაისი, "დინამო" – "კარლ ცაისი" 2:1 [VIDEO]

საქართველოსთან მატჩამდე სომხურ ფეხბურთში არეულობაა - ფედერაცია ახალ მწვრთნელზე საუბრობს, ფანები მათ გადაყენებაზე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ვლადიმერ გუცაევი: ცხოვრებაში რაც მინახავს, ყველაზე დიდი უსამართლობა ეს იყო...

სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა

სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს

სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა

ალექსანდრე ჩივაძე 65 წლის გახდა!

"დინამო არენაზე" 13 მაისს "დინამო"-"კარლ ცაისის" მატჩის ჩვენება გაიმართება

"ეს ადამიანი მწვრთნელია თუ ექსპერტი, ვერ ჩამოყალიბდა. სისულელეა, რასაც საუბრობს" - ლევან კობიაშვილი გიორგი ჭიაბრიშვილის განცხადებას გამოეხმაურა

სანიოლმა უეფას კონფერენციაზე ევრო 2024-ზე მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრა

სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით

ვლადიმერ გუცაევი: დი­დი პა­ტი­ვის­ცე­მის მიუ­ხე­და­ვად, პირ­და­პირ უნ­და ვთქვა ჩე­მი აზ­რი

15 ფეხბურთელი, რომლითაც კავკასია ამაყობს

"როდესაც გადაწყვიტეს, რომ გამხდარიყვნენ მწვრთნელები, თავიანთ განვითარებაზე უნდა ეზრუნათ...მათ დიდი წვლილი, პასუხისმგებლობა მიუძღვით, აი, იმ თაობის სათანადოდ ვერგამოყენებაში..." - რა განაცხადა გიორგი გველესიანმა ალექსანდრე ჩივაძესა და დავით ყიფიანზე?

"მისი შეფასება არაკორექტული იყო" - ჭიაბრიშვილმა კობიაშვილის განცხადებას უპასუხა

"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება

"დინამო არენას" სამხრეთ ტრიბუნის პირველ იარუსს ალქესანდრე ჩივაძის სახელი ეწოდა

"დინამო არენის" სამხრეთ ტრიბუნის პირველ იარუსს ალექსანდრე ჩივაძის სახელი ეწოდა

საბჭოთა კავშირის საუკეთესო ნაკრები 5 ქართველით - და როგორ გაწირა ბესკოვმა ყიფიანი...

გუცაევი რეალში არშემდგარი ტრანსფერისა და კვარაცხელიას შესახებ EFE-ის ესაუბრა

კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...