ინტერვიუ თბილისის "დინამოს" ახალწვეულ გიორგი თევზაძესთან
ეტყობა, ევროპის ლიგიდან გავარდნილ თბილისის "დინამოს" "ახალი სისხლი" დასჭირდა და გია გეგუჩაძემ "საბურთალოსა" და საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მარცხენა მცველი გიორგი თევზაძე დაიმატა.

ის სამტრედიაშია დაბადებული, სადაც ბავშვობიდან ჯიმი ტაბიძესთან ერთად იზრდებოდა და "ბაიაშიც" მასთან ერთად ვარჯიშობდა. მერე, ასევე ერთად, ისინი "საბურთალოში" გადავიდნენ და ამ კლუბში ჩამოყალიბდნენ იმ ფეხბურთელებად, რომლებზეც დიდი მოთხოვნაა და ქართველი გულშემატკივარიც სერიოზულ იმედებს უკავშირებს.

შეგახსენებთ, რომ ახლახან ტაბიძე ბელგიის ჩემპიონ "გენტში" ჩაირიცხა...

დავუბრუნდეთ თევზაძეს. ბოლო 6 წლის განმავლობაში ის "საბურთალოს" ფეხბურთელი იყო. თამაშობდა საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებში (5 მატჩი, 1 გოლი), 19-წლამდელთა მაისურით კი 9 შეხვედრაში 2-ჯერ შეძლო მეტოქეთა კარის აღება (მაის-ივნისში, თბილისში გამართულ ელიტრაუნდის მატჩებში ესპანეთსა და თურქეთს გაუტანა).

ზამთარში თევზაძე იჯარით "სამტრედიაში" წავიდა, მაგრამ ისევ "საბურთალოს" დაუბრუნდა. ესეც დროებითი იყო - 19 წლის ტალანტი ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან კლუბს დასჭირდა. ეს "საბურთალოსა" და თბილისის "დინამოს" შორის მეორე გარიგებაა: შეგახსენებთ, რომ ახლახან გეგუჩაძემ თავდამსხმელი ბაჩანა არაბულიც მიიწვია.

"ლელო" თბილისის "დინამოს" ახალწვეულ გიორგი თევზაძეს დაუკავშირდა...

- კულუარებში ამბობდნენ, რომ ელიტრაუნდის შემდეგ თქვენით რამდენიმე ევროპული გუნდი იყო დაინტერესებული, მაგრამ საქართველოში დარჩენა და "დინამოში" თამაში ამჯობინეთ...

- რა თქმა უნდა, ვამჯობინე, რადგან დიდ კლუბში ჩავირიცხე. "დინამოს" ევროტურნირებზე ღირსეულად თამაშის დიდი შესაძლებლობები აქვს. ცხადია, საქართველოს ჩემპიონატსა და თასზეც მხოლოდ მოგებისთვის ვიბრძოლებთ - ამის პოტენციალიც გაგვაჩნია. ახლა შეკრება დავიწყეთ და ვეცდებით, ჩემპიონატისთვის კარგად მოვემზადოთ.

- ...თუმცა "დინამოს" ძირითად შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული არ გექნებათ...

- ეს მეც მესმის, მაგრამ ვეცდები, ძირითად შემადგენლობაში ადგილი რაც შეიძლება სწრაფად მოვიპოვო. ამის იმედიც მაქვს.

- კონტრაქტი რა ვადით გააფორმეთ?

- 3 წლით და ყოველგვარი ოფციონის წესის გარეშე.

- როგორც ვიცი, "დინამოში" აქამდეც გიწვევდნენ...

- დიახ, იყო ლაპარაკი. ეს ერთი წლის წინათ ხდებოდა. მაგრამ ახლა კონკრეტულად დავილაპარაკეთ და სიამოვნებით დავთანხმდი. აქვე, მადლობა მინდა გადავუხადო "საბურთალოს". ამ კლუბმა ბევრი შემძინა და ფეხბურთში რომ დავწინაურდი, ეს მისი დამსახურებაა.

- ცნობილია, რომ შარშან "გენტში" უნდა დარჩენილიყავით, მაგრამ ტრავმამ შეგიშალათ ხელი. წლეულს ევროპული ვარიანტები არ გქონიათ?

- იყო რაღაც, მაგრამ კონკრეტული - არაფერი. იმ დროს, როცა თბილისის "დინამო", გია გეგუჩაძე გიწვევენ და სრულიად კონკრეტული წინადადებაა, დასაფიქრებელი არაფერი იყო და სიამოვნებით დავთანხმდი.

დიდ ფეხბურთში დამკვიდრებაზე თუ ფიქრობ, "დინამოს" სკოლა აუცილებლად უნდა გაიარო. ესაა დიდი ისტორიის მქონე კლუბი, სადაც მოხვედრა ყველა ჩემი თანატოლის ოცნებაა.

- ბოლო პერიოდში ტრავმა გაწუხებდათ. უკვე მომჯობინდით?

- რა თქმა უნდა. "გენტში" ყოფნის შემდეგ მთელი სამი თვე გამიცდა. მერე ამას "სამტრედიაში" უთამაშებლობა დაემატა და ელიტრაუნდის დროს ფორმაში არ ვიყავი. მაგრამ ახლა უკვე ჯანმრთელად ვარ და არაფერი მაწუხებს.

- "დინამოში" მისვლამდე თუ ელაპარაკეთ გეგუჩაძეს?

- მეც ველაპარაკე და "საბურთალოს" ხელმძღვანელობაც. ვთქვი, რომ ყველა ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი "დინამოში" მოხვედრაზე ოცნებობს. იმავეს ვიტყვი გეგუჩაძეზეც - ყველამ იცის, რა დონის მწვრთნელია და იმედია, მასთან მუშაობით კიდევ უფრო გავიზრდები, როგორც ფეხბურთელი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gio-gio
შენ ღმერთმა წარმატებული საფეხბურთო წინსვლა მოგცეს და გისურვებ მართლა ეზიარო დიდ ფეხბურთს. რაც შეეხება დინამოს ქებას არ გინდა ასეთი რამ, რადგან დინამო რაც არის ბოლო წლებია კარგად ჩანს. დინამოს სკოლა რას ნიშნავს? ხომ ვერ ახსნი უფრო კონკრეტულად. თუ არ იცი არაფერს, მარტო სახელი და აჩრდილია დინამოსი.
:D:D:D
ხოო მაგიტომაც ყვავის ქართული ფეხბურთი,,,დინამოს სკოლა როაქვთ გავლილი ეხლანდელ თაობას:D:D:D
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
არაბულმა ისევ გაიტანა - მისი გუნდი მარცხს გადაურჩა
[ექსკლუზივი] ეგ იყო ყველაფრის თავიდათავი! რამ გაზარდა საბა კვირკველიას ფასი?
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
"რუსთავმა" 22 წლის მცველი დაიმატა
Geo Team: გია გეგუჩაძემ ბათუმის "დინამო" დატოვა
ბაჩანა არაბული კარიერას რუმინეთის ჩემპიონატში განაგრძობს
არაბულის გოლმა "ლამია" "პანათინაიკოსთან" მარცხისგან ვერ იხსნა
წასვლიდან ორ კვირაზე ოდნავ მეტში ბრუნდება - თბილისის შემდეგ ჭიაბრიშვილი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი ხდება
ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება - "ჟილინამ" გიორგი თევზაძე წარადგინა
ტრავმა საქართველოს ნაკრებში - იმედია, გაგრძელება აღარ მოჰყვება...
ბაჩანა არაბული დუაიტ იორკთან - ავსტრალიაში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს
არაბული ბერძნული გრანდების რისხვაა - მისი გუნდი ისევ დამარცხდა [VIDEO]
ისევ ეროვნული ლიგიდან - ცნობილია, ვინ ჩაანაცვლებს ჯიმი ტაბიძეს ეროვნულ ნაკრებში
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
კორღალიძემ "იბერია" დატოვა - მისი შემცვლელი ცნობილია
კახა კაჭარავა: არ მინდა, ჯოხი გადატყდეს ფეხბურთელებზე...
GEO TEAM : გეგუჩაძემ "იბერია 1999" დატოვა
არაბულმა თავის გუნდს ქულა მოუპოვა
ჯიმი ტაბიძემ თბილისის "დინამო" დატოვა
ლეგიონი: არაბულის გოლი და კიტეიშვილის საგოლე გადაცემა
"ეს საქმისადმი არასწორი მიდგომაა" - ჭიაბრიშვილი გეგუჩაძის "იბერიადან" წასვლას გამოეხმაურა
ტაბიძე ბერძნულ კლუბში შენგელიას თანაგუნდელი გახდა
"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ
"საბურთალომ" სლოვაკური "ჟილინადან" გიორგი თევზაძე დაიმატა
ჯიქია დიდ გასამრჯელოს ითხოვს და შესაძლოა, ტაბიძის თანაგუნდელი გახდეს
ჯიმი ტაბიძე თბილისის "დინამოს" ფეხბურთელია
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა