"მერანის" დირექტორის თქმით, გუნდის მიზანი უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება და ახალგაზრდა ფეხბურთელების დაწინაურება იქნება
ბოლო დროს მარტვილის "მერანში" ძალიან საინტერესო პროცესები ვითარდება. გუნდი ძირითადი შემადგენლობის, პრაქტიკულად, ყველა ფეხბურთელმა დატოვა, თუმცა კოლხები არ ჩერდებიან და ახალგაზრდულ გუნდს აყალიბებენ.

ამ თემებზე სასაუბროდ "მერანის" დირექტორ ელდარ ბაკურიას დავუკავშირდით...

- ბატონო ელდარ, თავდაპირველად მოსამზადებელი პერიოდის შესახებ გვიამბეთ...

- მომავალი სეზონისთვის მარტვილში ვემზადებით. ვატარებთ ამხანაგურ შეხვედრებს. არის მთელი რიგი სიახლეებისა. მომავალ სეზონში ძალიან ახალგაზრდული გუნდი გვეყოლება.

- უცხოეთში გამგზავრება და იქაური შეკრების მოწყობა ვერ მოხერხდა. ამან თქვენი გეგმები ხომ არ არია?

- რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, უცხოეთში წავსულიყავით, მაგრამ ჩვენი ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, ეს ვერ შევძელით. ამის მიუხედავად, გუნდი კარგად ემზადება. ჩვენთვის მისწრებაა ის, რომ დიდი სიცხეები არ არის.

- ვინ დარჩა "მერანში" ძველი გუნდიდან?

- ძველი გუნდიდან დარჩნენ ჯღამაია, გეგია და წურწუმია - ეს ის მოთამაშეები არიან, რომლებსაც უმაღლეს ლიგაში ასპარეზობის გამოცდილება აქვთ. გარდა ამისა, დავაწინაურეთ დუბლშემადგენლობის ნიჭიერი ფეხბურთელები.

- გვესმის, რომ ახალწვეულები ახალგაზრდა ფეხბურთელები არიან, მაგრამ იქნებ რამდენიმე ცნობილი გვარი მაინც დაგვისახელოთ...

- ალბათ, გახსოვთ რუსთავში მოთამაშე ფორვარდი ბროლაძე. მას, დიდი ალბათობით, დავიტოვებთ. ჩვენთანაა მეკარე ზარქუა, ვინც თავის დროზე თბილისის "დინამოში" იყო. ასევე გვყავს ახალგაზრდა რუსი გოლკიპერი. "მერანშია" უკრაინელი მცველი კოტი, ასევე - გამოცდილი უკანახაზელი პაჭკორია. ჩვენთან ითამაშებს პავლე ხორგუაშვილიც.

განსაკუთრებულ იმედებს ვამყარებთ დუბლებიდან დაწინაურებულ მოთამაშეებზე. მართლა კარგი ბიჭები გვყავს. გვინდა, ისინი შენიშნონ ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელებმა და საქართველოს გამოადგნენ.

- სამწვრთნელო შტაბი დაკომპლექტდა?

- როგორც იცით, მომავალ სეზონშიც გუნდის მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ლობასი იქნება. მოვიწვიეთ მხოლოდ მეკარეთა მწვრთნელი ღურწკაია, ვისაც "ვიტ ჯორჯიასა" და "ზესტაფონში" უმუშავია. ფიზმომზადებას კი ადგილობრივ სპეციალისტს მივანდობთ. მან უკვე მიიღო შესაბამისი ლიცენზია. ჩვენმა მთავარმა მწვრთნელმა კი უკრაინაში A ლიცენზია აიღო.

- რამდენია გუნდის საშუალო ასაკი?

- ჩემი გამოთვლით, 19 წელი.

- რა იქნება "მერანის" მიზანი მომავალ სეზონში?

- უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება და ახალგაზრდა ფეხბურთელების დაწინაურება. ამის მიუხედავად, "მერანი" საჩუქარი არავისთვის იქნება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
რატომ გაზარდა ფეხბურთის ფედერაციამ საწევრო გადასახადი? - კლუბების პოზიცია
მერანი-სამტრედია 2:3 - შეცვალე და მოიგე!
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
როგორ ემზადება მარტვილი საქართველოს სუპერთასის მატჩისთვის
"მაჭარაძე, მამაშენთან ერთად უნდა მო..." - მსაჯს ლამის კომენტატორმაც აგინა [VIDEO]
"მერანის" დირექტორი ქომაგთან კამათს უარყოფს და "ლელოს" სტატიას ეხმაურება
მერანი-კოლხეთი 1:1 - ისევ ბეწვის ხიდზე...
ფეხბურთის განვითარების ფონდმა კლუბების დაფინანსების პირველი ეტაპი დაასრულა
კუთხურიდან ჩახვეული ბურთი, წითელი ბარათები, პენალტები - ე-ლიგა 2-ის პლეი-აუტები დაძაბულად დასრულდა [VIDEO]
პლეი-ოფი. "ტორპედო" - "მერანი" [LIVE]
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
შოთა არველაძე: მადლობა "მერანს" - ქუთაისს, ბათუმის მსგავსად, ახალი სტადიონი სჭირდება
ქუთაისური დრამა - სეზონი "ტორპედოს" ბრწყინვალე ქამბექით დაიხურა! [VIDEO]
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
"ტორპედოს" რთული მისია და გაძევება სტარტზე - ქართული პლეი-ოფი [VIDEO]
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები