ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

დაუშვით დროშები!.. პოსტსაბჭოეთში მხოლოდ საქართველო ჩარჩა

დაუშვით დროშები!.. პოსტსაბჭოეთში მხოლოდ საქართველო ჩარჩა

ქართული ფეხბურთი, რომელიც ინერციით მოდიოდა და დღემდე კიდევ ილუზიებით გვასაზრდოებდა, უფსკრულის პირას დგას
21 ივლისს, ევროტურნირებს საქართველოს ბოლო წარმომადგენელი გორის "დილაც" გამოეთიშა. კატასტროფაა, როცა ოთხივე გუნდი პირველივე ცდაზე ვარდება გათამაშებიდან.

ცხადია, უეფას მომდევნო წლის რეიტინგში ფარერები ისევ გაგვასწრებს, გულშემატკივარი ისევ გულდაწყვეტილი იქნება და თუ ასე გავაგრძელეთ, ხალხში ფეხბურთზე ლაპარაკი მართლაც სამარცხვინო ტონად ჩაითვლება.

ქომაგი მოვლენების ყველაზე ობიექტური შემფასებელია. "დილას" წაგებაზე ერთმა მათგანმა მრავლისმეტყველი კომენტარი დატოვა.

"16 არა, 20-გუნდიანი უმაღლესი ლიგა გააკეთეთ. ვაი, თქვენს პატრონს! 16 გუნდი კი არა, 50 საშუალო დონის ფეხბურთელიც არ გვყავს. არც მანამდე ვწყვეტდით ვარსკვლავებს, მაგრამ ახლა მთლად მოყვარულების დონემდე დავედით. 10-გუნდიანი უმაღლესი გაკეთდეს და მათში მოგროვდეს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელები", - წერს ახალგაზრდა გულშემატკივარი.

რაც ვითომ მასობრიობის (ამის წინააღმდეგნი როდი ვართ, მაგრამ მასობრიობა უმაღლეს ლიგაში სადაური ხილია?) ეგიდით ჩატარებულმა სატურნირო რეფორმამ ისედაც გაბითურებულ ქართულ ფეხბურთს დამართა, ეს ჩვენმა კლუბებმა გვაჩვენეს. არც ერთ მათგანში არ იყო თანამედროვე სისწრაფეები, გაუჩერებელი ბრძოლა 90 წუთის განმავლობაში, მოგების რეალური იმედი...

რაც არანაკლებ გულდასაწყვეტია - "საბჭოთა ბრაზილიელები" პოსტსაბჭოეთის მაჩანჩალებად ვიქეცით. საგულისხმო და გულისმომკვლელი ფაქტია, რომ ევროპალიგის მეორე ეტაპზე გავიდნენ ბელარუსის, აზერბაიჯანის, მოლდოვის, ყაზახეთის, სომხეთის, ლატვიის, ლიტვისა და ესტონეთის გუნდები, რუსები და უკრაინელები კი ამ ეტაპზე არც მონაწილეობდნენ.

გამოდის, რომ ყველაზე დაბალ ბარიერს 11 ქვეყნიდან მხოლოდ საქართველო ვერ გასცდა.

ისეთი ქვეყნების წარმომადგენლებმაც კი გვაჯობეს, რომლებთან დაწყვილების დროსაც შემდეგ ეტაპზე გასვლის იმედი გვქონდა. ვგულისხმობთ ჩრდილოეთ ირლანდიის, ლუქსემბურგის, ლიხტენშტაინის, მალტისა და ისლანდიის კლუბებს.

ესაა სრული დაცემა. ქართული ფეხბურთი, რომელიც ინერციით მოდიოდა და დღემდე კიდევ ილუზიებით გვასაზრდოებდა, უფსკრულის პირას დგას.

საქმე ნულიდანაა დასაწყები, ახალი "სახლის აშენება" გვჭირდება, ისეთის, რომელიც არც ტოტალიზატორს გაურიგდება, არც სახელმწიფო ბიუჯეტს გადააქცევს მეწველ ძროხად, ახლობლობა-მეგობრობაზე მეტად კლასსა და პროფესიონალიზმს დააფასებს და ასე შემდეგ.

ამას კი საბჭოური აზროვნებითა და ლიგის უაზრო გაბერვით ვერ შევძლებთ. ხარისხი რაოდენობაზეა დამოკიდებული, მაგრამ დაუფიქრებლად დაწყებული საქმე ხარისხს ვერასოდეს ასწევს მაღალ ნიშნულზე, თან ისეთი საქმე, რომელიც ქართული ფეხბურთის მომავალზე ზრუნვით კი არა, წლევანდელ არჩევნებზე ფიქრით იყო განპირობებული...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• 555

მამულაშვილი შენი სტატიები ახლოს არის ობიექტურობასთან, მაგრამ რჩება შტაბეჭდილება, რომ რაღაცის გეშინია და სათქმელს ბოლომდე არ ამბობ, ამ სტატიაშიც შეაპარე ქართული ფეხბურთის დაქცევის ძირითადი მიზეზი --"ახლობლობა- მეგობრობაზე მეტად კლასს და პროფესიონალიზმს დააფასებს", მაგრამ ღრმად არ აანალიზებ ამ უდიდეს პრობლემას, რომელიც ნიჭიერ ფეხბურტელებს გზას უკეტავს ფეხბურთის სათამაშოდ და შესაბამისად გვაქვს უნიჭოების პარადი, როგორც ნაკრებ გუნდებში ისე საკლუბო ფეხბურთში, იქ სადაც ხელფასი და შედარებით კარგი პირობებია ახლობლობა-მეგობრობის ან კიდევ დიდი კაცის გარეშე მესიც, რომ იყოს არ გააკარებენ, ამაზე იმსჯელე და გაბედულად დაწერე სტატიები ნუ გეშინია, მაგალითად, რატომ იყო ნაკრებში ერთი მაღალჩინოსანის ძმისშვილი, როცა, მან ელემენტარულად ბურთის გაჩერება არ შეეძლო, რატომაა დღევანდელ ნაკრებებში ფეხბურთის ჩინოვნიკების შვილები დაუმსახურებლად, როცა სხვები მასზე გაცილებით ნიჭიერები არიან და ნაკრებს არ აკარებენ, შენ ჩემზე მეტი ინფოირმაცია გაქვს და ეს უნდა გამოაშკარავო. მსჯელობის საგანი გახადო, რომ ეს პრობლემა ამ დონეზე, რომ მაინც არ იყოს.

• luka

ფუტსალს მიხედოს ფედერაციამ აჭარის ნაკრები სომხეთს რომ შეახვედრეს ავადმყოფებმა განგაშია ასატეხი

• paata

ჩვენი ფეხბურთი ერთი-ერთში ჩვენი სახელმწიფოს მდგომარეობის სახეა...რა გიკვირთ ძმურად, წლებია ყველაფერი შერჩათ, ფეხბურთი დააქციეს. შეხედეთ ბოლო 25 წელს და მიხვდებით...რაგბში მოვიდნენ თავდადებული ხალხი და მე-14 ადგილზე ვართ, ეს უთავმოყვარეოები კიდევ სად დაეშვენ ხო ხედავთ. ამოვიდა ყელში რა

• kaxi

არ გვინდა ზედმეტი პათეტიკა და ემოციები! ჯობს ვიფიქროთ რეალურ გამოსავალზე, ანუ როგორ მოვიზიდოთ ინვესტიციები. და მუდამ ველაპარაკოთ ამაზე ფექბურთის მესეურებს.

• Bacho

თან ისეთი საქმე, რომელიც ქართული ფეხბურთის მომავალზე ზრუნვით კი არა, წლევანდელ არჩევნებზე ფიქრით იყო განპირობებული...ეს არის ყველაზე დიდი სიმართლე და მეორე წითანავა არა სიჭინავაა ის ვეიზც შენ ლაპარაკობ მაო მაგრამ სიჭინავა არ არის ჩვენი პრობლემა იმდენად რამდენადაც რეზო არველაძეა

• a

ფეხბურთის ფედერაციას წააკითხეთ ბ-ნ ანდრო ჟორდანიას წიგნი "ფიქრები ქართულ ფეხბურთზე", რომელიც ახლაც აქტუალურია!

• mao

მოაცილეთ ფეხბურთს ჭითანავები და ყველაფერი კარგად იქნება!

• სერგო

ქართული ფეხბურთის ჩინოვნიკებს ცოტაოდენი ნამუსი რომ მაინც ქონდეთ, არათუ ფეხბურთში, ქვეყანაშიც არ უნდა გაჩერდნენ. საკუთარ თავს (ჯიბეს) გადააყოლეს ქართული ფეხბურთი, რომელიც 1990 წლის მერე უკან მიდიოდა, ამათმა სულ დაასამარეს.

• tornike

"რომელიც არც ტოტალიზატორს გაურიგდება, არც სახელმწიფო ბიუჯეტს გადააქცევს მეწველ ძროხად, ახლობლობა-მეგობრობაზე მეტად კლასსა და პროფესიონალიზმს დააფასებს და ასე შემდეგ. " - ეს ქართულ ფეხბურთში ყოველთვის იარსებებს..

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?

"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა

[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"

ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო

როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა

ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...

თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა

"დინამო ბათუმის" წარმომადგენლები TransferRoom-ის ღონისძიებას დაესწრნენ

ეროვნული ლიგა 2. IX ტური: "თელავმა" "ზუგდიდს" მოუგო და ლიდერ "მერანს" 2 ქულით ჩამორჩება

ეროვნული ლიგა 2. VII ტური: "ქამბექი", რომელიც "მანჩესტერ იუნატედსაც" შეშურდებოდა

იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ

ბათუმის "დინამოს" განცხადება სატრანსფერო სანქციის შესახებ

ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი გუნდს თურქეთში ესტუმრა

კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა

თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა

თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა

სფფ-ის აღმასკომზე "ცხინვალის" შესახებ იმსჯელეს

ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?

საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა

"ცხინვალი" მესამე ლიგაშიც კი ვეღარ იასპარეზებს

ეროვნული ლიგა 2. III ტური: ორი მატჩი და ორი ფრე

ბათუმის "დინამოს" გასხვისების პროცესი დასრულდა - კლუბს ახალი მესაკუთრე ჰყავს

ბათუმის "დინამომ" 2026 წლის სეზონისთვის მზადება დაიწყო

ეროვნული ლიგა 2. V ტური: "სამტრედია" და "თელავი" წაუგებლად წინ მიიწევენ

"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა

კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა