არასდროს ვყოფილვართ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრის წინ... VI კალათაში!
როგორც წესი, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს ახარისხებდნენ მაშინ, როცა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი მთავრდებოდა ხოლმე. ახლა ვადები შეიცვალა...

დღეს, 25 ივლისს, სანკტ-პეტერბურგში, ჩვენი დროით 19:00 სთ-ზე, დაიწყება 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრა და გაირკვევა, თუ რომელ გუნდებთან ერთად მოუწევს საქართველოს ნაკრებს ურთიერთობის გარკვევა. წილისყრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს I არხი წარმოადგენს.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპისგან განსხვავებით, მუნდიალზე მოხვედრა ბევრად უფრო გართულებულია. ყოველ შემთხვევაში, უკვე წლებია, რაც სავსებით სამართლიანი პრეტენზიები აქვთ ევროპულ ქვეყნებს: მუნდიალზე ხომ უეფას მხოლოდ 13 ადგილი აქვს გამოყოფილი...

არავინ უარყოფს, რომ დღესდღეობით ქართულ ფეხბურთში უამრავი პრობლემა დაგროვდა. თუ სად ვიმყოფებით საკლუბო დონეზე, ეს სულ ახლახანსაც ნათლად გამოჩნდა: ევროტურნირებზე მოასპარეზე ოთხივე ქართული გუნდი გათამაშებას პირველივე რაუნდის მერე გამოეთიშა!

ეს კი დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში მხოლოდ მესამე ფაქტია - 2000 და 2003 წლების მერე წლეულს მოხდა, როცა ჩვენი გუნდებისთვის ევროტურნირები ივლისში დასრულდა. სამაგიეროდ, უკვე ჩვეულებრივ ამბად უნდა აღვიქვათ ის ფაქტ(ებ)ი, როცა ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ვიხილავთ აზერბაიჯანის, ყაზახეთის, ალბანეთის, მოლდოვის გუნდებს...

არანაკლებ მტკივნეულია სანაკრებო თემაც: დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ჩვენი ნაკრები ფიფას რეიტინგში ასე ქვემოთ არასდროს ყოფილა! ისე, როგორც არასდროს ვყოფილვართ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრის წინ... VI კალათაში!

ეს კი არა, ევროპაში ჩვენ ქვემოთ მხოლოდ და მხოლოდ სამი ნაკრებია: მალტა, სან მარინო და ანდორა! გიბრალტარიც არ დაგვავიწყდეს - უეფასგან განსხვავებით, ეს ქვეყანა ჯერჯერობით ფიფას წევრი არ არის და ამიტომაც ვერ მიიღებს მონაწილეობას წილისყრაში.

რეგლამენტი

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ევროპიდან 52 ქვეყანა მონაწილეობს; ეს 52 გუნდი 9 შესარჩევ ჯგუფში გადანაწილდება და აქედან 8 ჯგუფი იქნება ექვსგუნდიანი, ერთი კი - ხუთგუნდიანი. მუნდიალის საგზურს ავტომატურად მიიღებს ცხრავე ჯგუფის გამარჯვებული.

დანარჩენი ოთხი საგზური კი შემდეგნაირად განაწილდება: ყველაზე უარესი შედეგის მქონე მეორეადგილოსანი "თამაშგარე მდგომარეობაში" ხვდება, დანარჩენი 8 მეორეადგილოსანი კი დაწყვილდება და ამ ორმატჩიან პლეი ოფში გამარჯვებული ოთხი ნაკრები მუნდიალზე იასპარეზებს.

და კიდევ ერთი განსხვავება ევროპის ჩემპიონატისა და მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპებს შორის: ევროპის შესარჩევზე ფეხბურთელი სამი გაფრთხილების მერე ტოვებს მომდევნო მატჩს, მსოფლიოს შესარჩევზე კი - ორი გაფრთხილების შემდეგ...

იმედიანი დასაწყისი და ქრონიკული რეგრესი

საქართველოს ნაკრებმა თავის სადებიუტო ციკლი (1996 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი) მესამე ადგილზე დაამთავრა და ეს შედეგი, რაღა თქმა უნდა, წარმატებად შეფასდა; სხვანაირად ვერც იქნებოდა: კონკრეტულ შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრებს იმის მერე 5 მატჩი არასდროს მოუგია, ეგ კი არა, არც - ოთხი!

ამის გამოც იყო, რომ ალექსანდრე ჩივაძის ხელმძღვანელობით მოასპარეზე საქართველოს ნაკრებს მომდევნო შესარჩევი ეტაპის დაწყების წინ, ფაქტობრივად, კონკრეტული მიზანიც დაუსახეს: 1998 წლის მუნდიალის საგზურის მოპოვება!

სამწუხაროდ, იტალიასთან (სტუმრად) და ინგლისთან (თბილისში) წაგებული ორი საწყისი მატჩის მერე ალექსანდრე ჩივაძე იძულებული გახდა, თავისი პოსტი დაეტოვებინა.

მის ნაცვლად ჩვენი ნაკრების თავკაცად ქართული ფეხბურთის კიდევ ერთი ცოცხალი ლეგენდა დავით ყიფიანი დაინიშნა და პოლონეთთან სტუმრად წაგებულ მატჩს თუ არ ჩავთვლით, ის შესარჩევი ციკლი საქართველოს ნაკრებმა ღირსეულად ჩაატარა.

აი, იმის მერე კი, არც ევროპის და არც მსოფლიოს ჩემპიონატების შესარჩევ ეტაპებზე მოხვედრის შანსი კი არა, ამბიციაც კი არა გვქონია...

სასურველი და არასასურველი

საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში დღესდღეობით 153-ეა და ამით ყველაფერი ნათქვამია; ისე, როგორც ძალიან ძნელია იმ რეალობასთან შეგუება, როცა 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრის წინ საქართველოს ნაკრები VI კალათაში!

თუმცა, არც იმას დავმალავთ, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად (ისე, როგორც ნებისმიერი წილისყრის წინ), ახლაც გვაქვს... გარკვეული იმედი! ყოველ შემთხვევაში, გვინდა გვჯეროდეს, რომ საქართველოს ნაკრების თითოეული წევრი ძალ-ღონეს არ დაიშურებს სასურველი შედეგის მისაღწევად.

თანაც, არც ის დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ ჩვენს უპირველეს გუნდს კონკრეტული მიზანიც დაუსახა: შესარჩევ ჯგუფში მინიმუმ მესამე ადგილის დაკავება!

შესაძლოა, ზოგისთვის "ხმამაღალი" განცხადებაა, ზოგისთვის - რეალობას მოკლებული, ზოგისთვის კი, პირიქით - ფეხბურთელებისათვის სტიმულის მიმცემი...

თუმცა, ერთ რამეში კი ყველა უნდა შევთანხმდეთ: ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იღბლიან წილისყრაზეც და მოდი, ვისურვოთ, რომ შესარჩევ ჯგუფში ერთდროულად რამდენიმე გრანდი როგორმე მაინც ავიცილოთ.

გადავხედოთ კალათებს და ჩვენთვის ყველაზე სასურველი ვარიანტ(ებ)იც შევარჩიოთ:

1. უელსი (რუმინეთი), 2. ისლანდია (სლოვაკეთი), 3. ჩრ. ირლანდია (ალბანეთი), 4. ფარერები (ესტონეთი), 5. მოლდოვა (ლიტვა).

რაც შეეხება ყველაზე არასასურველ ვარიანტ(ებ)ს, იმედია, მეტისმეტად კოშმარულ "გადანაწილებას" ავცდებით.

მაგალითად, ასეთს: 1. გერმანია (ესპანეთი), 2. იტალია (საფრანგეთი), 3. პოლონეთი (შვედეთი), 4. თურქეთი (ირლანდია), 5. კვიპროსი (ფინეთი)...

განთესვა

I კალათა

გერმანია (მე-2 ადგილი ფიფას რეიტინგში), ბელგია (3), ჰოლანდია (5), პორტუგალია (7), რუმინეთი (8), ინგლისი (9), უელსი (10), ესპანეთი (12), ხორვატია (14);

II კალათა

სლოვაკეთი (15), ავსტრია (16), იტალია (17), შვეიცარია (18), ჩეხეთი (20), საფრანგეთი (22), ისლანდია (23), დანია (24), ბოსნია (26);

III კალათა

უკრაინა (27), შოტლანდია (29), პოლონეთი (30), უნგრეთი (31), შვედეთი (33), ალბანეთი (36), ჩრ. ირლანდია (37), სერბეთი (43), საბერძნეთი (44);

IV კალათა

თურქეთი (48), სლოვენია (49), ისრაელი (51), ირლანდია (52), ნორვეგია (67), ბულგარეთი (68), ფარერები (74), ჩერნოგორია (81), ესტონეთი (82);

V კალათა

კვიპროსი (85), ლატვია (87), სომხეთი (89), ფინეთი (90), ბელორუსი (100), მაკედონია (105), აზერბაიჯანი (108), ლიტვა (110), მოლდოვა (124);

VI კალათა

ყაზახეთი (142), ლუქსემბურგი (146), ლიხტენშტეინი (147), საქართველო (153), მალტა (158), სან მარინო (192), ანდორა (202).

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატების შესარჩევ ციკლებში

მუნდიალი 1998. შესარჩევი ეტაპი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. ინგლისი 8 6 1 1 15-2 19

2. იტალია 8 5 3 0 11-1 18

3. პოლონეთი 8 3 1 4 10-12 10

4. საქართველო 8 3 1 4 7-9 10

5. მოლდოვა 8 0 0 8 2-21 0

მწვრთნელები: ალექსანდრე ჩივაძე (2 მატჩი), დავით ყიფიანი (6 მატჩი)

მუნდიალი 2002. შესარჩევი ეტაპი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. იტალია 8 6 2 0 16-3 20

2. რუმინეთი 8 8 1 2 10-7 16

3. საქართველო 8 3 1 4 12-12 10

4. უნგრეთი 8 2 2 4 14-13 8

5. ლიტვა 8 0 2 6 3-20 2

მწვრთნელები: დავით ყიფიანი, რევაზ ძოძუაშვილი (5 მატჩი), ალექსანდრე ჩივაძე (3 მატჩი)

მუნდიალი 2006. შესარჩევი ეტაპი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. უკრაინა 12 7 4 1 18-7 25

2. თურქეთი 12 6 5 1 23-9 23

3. დანია 12 6 4 2 24-12 22

4. საბერძნეთი 12 6 3 3 15-9 21

5. ალბანეთი 12 4 1 7 11-20 13

6. საქართველო 12 2 4 6 14-25 10

7. ყაზახეთი 12 0 1 11 6-29 1

მწვრთნელები: ალენ ჟირესი (7 მატჩი), გაიოზ დარსაძე (5 მატჩი)

მუნდიალი 2010. შესარჩევი ეტაპი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. იტალია 10 7 3 0 18-7 24

2. ირლანდია 10 4 6 0 12-8 18

3. ბულგარეთი 10 3 5 2 17-13 14

4. კვიპროსი 10 2 3 5 14-16 9

5. ჩერნოგორია 10 1 6 3 9-14 9

6. საქართველო 10 0 3 7 7-19 3

მწვრთნელი: ექტორ კუპერი (10 მატჩი)

მუნდიალი 2014. შესარჩევი ეტაპი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. ესპანეთი 8 6 2 0 14-3 20

2. საფრანგეთი 8 5 2 1 15-6 17

3. ფინეთი 8 2 3 3 5-9 9

4. საქართველო 8 1 2 5 3-10 5

5. ბელორუსი 8 1 1 6 7-16 4

მწვრთნელი: თემურ ქეცბაია (8 მატჩი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

svani_7
არასასურველი მეტოქე კვიპროსი რატომაა? :დ ბელარუსი უფრო ძლიერია ჩემი აზრით
კაკო69
პორტუგალია შვედეთი საბერძნეთი ჩრდ.ირლანდია ბელორუსია საქართველო
გიო14
უელსი ან რუმინეთი ისლანდია პოლონეთი ნორვეგია მაკედონია საქართველო,,,,,,
რატი
გერმანია შვეიცარია უკრაინა ნორვეგია სომხეთი საქართველო კაი ჯგუფი იქნება...
მერაბი
ა ჯგუფი 1. ბელგია 2. სლოვაკეთი 3. სერბეთი 4. ფარერები 5. ფინეთი 6. საქართველო როგორია??? მინიმუმ მესამეზე გავალთ??
Raul
ფარერები მეოთხე კალათაშია და ჩვენ მეექვსეში. წადი არველაძე - წადიიიიიიიიი!!
irakli
მოგვაშორეთ სიჭინავა-არველაძე!!!
"ჯვაროსნები". სიკვდილის ჯგუფი თუ უკეთესი ვარიანტი? - თებერვალში ერთა ლიგის წილისყრაა
"მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ" - ლევან კობიაშვილის განცხადება
საქართველოს ნაკრები 2026 წელს ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"შეძლებს ალისონის შეცვლას?" - liverpoolecho-მ მამარდაშვილის ტრანსფერი შეაფასა
დე ლაურენტისს კონტე ძალიან მოსწონს - ხელფასის გაზრდასა და ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
"კორინთიანსმა" "მილანს" ბრაზილიის ნაკრების მეკარე არ მიჰყიდა
20 წ. | ორი ტესტი მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
"გიორგი რუსეთის ნაკრებში დაბრუნებაზე ოცნებობს, ამხანაგურ მატჩში მაინც..." - ჯიქიას აგენტი
"პსჟ მადრიდის "რეალის" მცველს სარფიან კონტრაქტს შესთავაზებს" - ესპანური გამოცემა
"მიქაუტაძე "ვილიარეალს" წიტაიშვილის შეძენას ურჩევს, საქმეში სხვა კლუბებიც არიან" - რას წერს ფრანგული გამოცემა ქართველზე?
[VIDEO] რონალდოს ლამაზი საგოლე პასი და ფელიქსის ბრწყინვალე გოლი
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
"ბარსელონა" ბოლო წამებზე დამარცხდა - თორნიკეს ისევ არ უთამაშია
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
ხელფასის შემცირებაზე თანახმაა - ლევანდოვსკის მომდევნო სეზონშიც "ბარსელონაში" თამაში სურს
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ჯვაროსნები". სიკვდილის ჯგუფი თუ უკეთესი ვარიანტი? - თებერვალში ერთა ლიგის წილისყრაა
"თამაშის სტილით ყიფიანს შევადარებდი" - მიხეილ აშვეთია ხვიჩა კვარაცხელიაზე
GEO TEAM: ხიზანიშვილმა სანიოლის თანაშემწის პოსტი დატოვა
უსაზღვრო "კვარათამასა" - ის, რაც ხვიჩას უკავშირდება
ინციდენტი მუნდიალის ფინალში: Pussy Riot-ი მოედანზე, დაკითხვა და შეურაცხყოფა [VIDEO]
თითქმის ნახევარი სტანდარტებიდან - სულ რამდენი გოლი გავიდა მუნდიალზე
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
Mundo Deportivo: შენგელია თბილისში მაინც გაფრინდება - ეს სამშობლოსადმი უსაზღვრო სიყვარული და ერთგულებაა
ქართველმა ფეხბურთელმა სიმსივნე დაამარცხა და მოედანს დაუბრუნდება! - 22 ოქტომბრის დაიჯესტი
თემა განსჯისთვის | როგორ დავძლიოთ სანაკრებო კრიზისი?
დიდ კაცთან პატარა კაცსა, როდის გასვლია მართალი? - ანუ მსოფლიოს ჩემპიონატი ჩამთავრდა
მსოფლიო ჩემპიონატის "სასწაული": ირანში სტადიონზე ქალები შეუშვეს [PHOTO]
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის
ალექსანდრე ჩივაძე 65 წლის გახდა!
"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე
ქართველი ზიდანი თუ ფრანგი ყიფიანი - რომელია უფრო სწორი ეპითეტი?
15 ფეხბურთელი, რომლითაც კავკასია ამაყობს
"როდესაც გადაწყვიტეს, რომ გამხდარიყვნენ მწვრთნელები, თავიანთ განვითარებაზე უნდა ეზრუნათ...მათ დიდი წვლილი, პასუხისმგებლობა მიუძღვით, აი, იმ თაობის სათანადოდ ვერგამოყენებაში..." - რა განაცხადა გიორგი გველესიანმა ალექსანდრე ჩივაძესა და დავით ყიფიანზე?
ფიფამ გულშემატკივართა ვერსიით მუნდიალის სიმბოლური ნაკრები შეადგინა
"დინამო არენას" სამხრეთ ტრიბუნის პირველ იარუსს ალქესანდრე ჩივაძის სახელი ეწოდა
"დინამო არენის" სამხრეთ ტრიბუნის პირველ იარუსს ალექსანდრე ჩივაძის სახელი ეწოდა
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ულამაზესი ფანები [PHOTO]
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა
ცა ქუდად და დედამიწა ქალამნად...
საბჭოთა კავშირის საუკეთესო ნაკრები 5 ქართველით - და როგორ გაწირა ბესკოვმა ყიფიანი...