როცა სახელმწიფო ყოველგვარი პროგრამის გარეშე აფინანსებს კლუბებს, ეს მილიონები წყალში იყრება...
ფოტოზე: ცუდი საცქერია, როცა ფეხბურთელი საკუთარი გუნდის ქომაგს ეკამათება, ამ დროს კი მეტოქე შეტევას ავითარებს

პარადოქსია, მაგრამ ფაქტია - ევროსეზონი სულ ახლახან დაიწყო, ქართველი გულშემატკივარი კი უკვე... ახალ სეზონს ელის. შემოდგომას ვინ ჩივის, ჩვენმა კლუბებმა აგვისტომდეც ვერ გაიხანგრძლივეს ევროპული ოდისეა. ეს უკვე ტრაგედიაა და სირაქლემის პოზაში ყოფნა არ გამოგვადგება.

ჩვენ შემოგთავაზებთ მხოლოდ ფაქტებს და თავად განსაჯეთ, ვინ არის დამნაშავე, ვინ მიიყვანა ქართული საკლუბო ფეხბურთი (უკეთესობა არც სანაკრებო ასპარეზზე გვაქვს) ასეთ მდგომარეობამდე...

წლევანდელი მონაგარი

თავი დავანებოთ ჩვენი გუნდების მიერ წლეულს ევროარენაზე ნაჩვენები თამაშის ხარისხის ანალიზს და მხოლოდ ზოგადი სტატისტიკით შემოვიფარგლოთ. 2003-04 წლების სეზონის შემდეგ პირველად მოხდა, რომ ვერცერთმა ქართულმა კლუბმა ვერ გადალახა პირველი ევრობარიერი.

წლეულს ჩემპიონთა ლიგასა და ევროპალიგაზე ქართულმა კლუბებმა გამართეს 8 მატჩი. აქედან წააგეს 5, ფრედ ითამაშეს 1 და მოიგეს - 2. შეფასება მკითხველისთვის მიგვინდვია.

აქვე ვთქვათ, რომ ჩვენს კლუბებში უმდაბლეს დონეზე დგას სათამაშო დისციპლინა. ამაზე მეტყველებს 5 წითელი და 24 ყვითელი ბარათი. ამის ასახსნელად, შესაძლოა, ერთი ფაქტორიც გამოდგეს - საქართველოს ჩემპიონატში ძალიან ლმობიერად მსაჯობენ.

ვისღა უნდა მოვუგოთ?

წლევანდელ ევროთასებზე ქართული კლუბების მეტოქეები იყვნენ "გაბალა" (აზერბაიჯანი), "ბოტოშანი" (რუმინეთი), "ომონია" (კვიპროსი) და "პარტიზანი" (სერბეთი). თუ არ ჩავთვლით "პარტიზანს" (ისიც ბალკანური საფეხბურთო სკოლის ხათრით), არცერთი მათგანი ევროპის საშუალო გუნდების მარაქასაც არ მიეკუთვნება.

აქედან გამომდინარე, ვერ გავიზიარებთ მოსაზრებას, რომლის თანახმადაც, ჩვენს გუნდებს ძლიერი მეტოქეები შეხვდათ და ამის გათვალისწინებით, კატეგორიულად არ უნდა მოგვეთხოვა მათთვის პირველი ეტაპის გავლა.

გამონაკლისი ისევ და ისევ "პარტიზანია", თუნდათ თავისი სტატუსით, ისტორიითა და დღევანდელი სათამაშო ფორმით, მაგრამ აქვე ისიც ვთქვათ, რომ ჩემპიონთა ლიგა ევროპის უმთავრესი საკლუბო ტურნირია და როცა იქ თამაშობ, იმისთვისაც მზად უნდა იყო, რომ სულ მცირე, ასეთი გაქანების მოწინააღმდეგე გეყოლება.

ისმის კითხვა: თუ არა ამათ, მაშ, ვისღა უნდა მოვუგოთ?

უკან მივდივართ

იმის მაგივრად, რომ ჩვენი ფეხბურთი პროგრესირებდეს, სულ უკან და უკან მივდივართ. რამდენიმე წლის წინათ სხვანაირი სურათი გვქონდა და, რაღა დავმალოთ, პროგრესისთვის ნიადაგი შემზადებული გვეგონა.

ავიღოთ 2011-12 წლების სეზონი, როცა "დინამოსა" და "ზესტაფონს" ერთი ნაბიჯი დააკლდათ ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპამდე. შეიქმნა განცდა, რომ ეს ნაბიჯი სულ მალე გადაიდგმებოდა...

მერე იყო გორის "დილას" ჩაუქობა და საჩხერის "ჩიხურას" გმირული მატჩები ევროპალიგაზე.

სამწუხაროდ, წლევანდელ სეზონში მსგავსი არაფერი ყოფილა და დასრულებული ევროსეზონი მხოლოდ უარყოფითი კუთხით დაგვამახსოვრდება.

ფაქტია, ამ უკუსვლას თავისი მიზეზები აქვს და ჩვენი ვალი სხვა არაფერია, თუ არა მათზე პირუთვნელად წერა.

ჩემპიონატი

რატომ ვიხევთ უკან და ვთმობთ პოზიციებს? ამას შეიძლება ერთბაშად რამდენიმე მიზეზი ჰქონდეს. ვეცდებით, უმთავრესი გამოვარჩიოთ. მივყვეთ თანმიმდევრობით.

საქართველოს ჩემპიონატის სათამაშო დონის განმსაზღვრელი ერთადერთი ასპარეზი არის ევროთასები. ნაადრევად დასრულებულმა ევროსეზონმა გვიჩვენა, რომ 16-გუნდიანი პირველობა არაფრად ვარგა. ის ხელს კი არ უწყობს ქართული ფეხბურთის განვითარებას, არამედ აკნინებს მას.

მართლაც, როცა გაჭირვებით ვატარებდით 12-გუნდიან ჩემპიონატს, სად გვქონდა რესურსი 16-გუნდიანი პირველობის ჩასატარებლად? ამაზე ვინმე დაფიქრდა? ან მზად იყო ჩვენი საფეხბურთო ინფრასტრუქტურა ახალი გამოწვევისთვის?

პასუხი ერთმნიშვნელოვნად უარყოფითია.

ბიუჯეტი

დღევანდელ ფეხბურთში ბიუჯეტი ძალიან ბევრს განსაზღვრავს. ამ მხრივ კი მართლაც ძალიან ჩამოვრჩით. თავი რომ დავანებოთ აზერბაიჯანულ და პოსტსაბჭოთა ქვეყნების სხვა კლუბებს, გაგვისწრეს ალბანელებმა, მალტელებმა...

როცა მთელი ქართული საკლუბო ფეხბურთი დამოკიდებულია გამგებლის, გუბერნატორისა თუ საკრებულოს წევრების კეთილ ნებაზე, უკეთესს არც უნდა ელოდო.

ის კი არა, რაოდენ სამწუხაროც უნდა იყოს, დღევანდელი მოქმედებით, როცა სახელმწიფო ყოველგვარი პროგრამის გარეშე აფინანსებს კლუბებს, ეს მილიონები წყალში იყრება და არა ქართული ფეხბურთის განვითარებას, არამედ მხოლოდ იმას ემსახურება, რომ რაიონში ასამდე კაცი (ლაპარაკია წარმოუდგენლად გაბერილ საკლუბო შტატზე, რასაც ცალკე კვლევა სჭირდება) დასაქმებული იყოს.

ამა თუ იმ კლუბის მთავარი პრინციპი ის კი არ უნდა იყოს, როგორმე 6 თვით გაიტანოს თავი, არამედ ის, რომ განვითარებაზე იზრუნოს. ამას კი, ერთი-ორი ქართული კლუბის გარდა, არავინ აკეთებს.

ერთადერთი გამოსავალი

შექმნილ სიტუაციაში ერთადერთი გამოსავალი ქართულ ფეხბურთში კერძო ინვესტიციის ზრდაა. თუმცა რა ზრდა - კერძო ინვესტიცია დღეს ერთადერთ კლუბში, თბილისის "დინამოში" იდება. მართლაც და, აფერუმ რომან ფიფიას, შექმნილ სიტუაციაში ფარ-ხმალს რომ არ ყრის.

არც ერთი პარამეტრითა თუ მახასიათებლით ქართული ფეხბურთი დღეს მომგებიანი არ არის. თუ სახელმწიფომ არ შეუქმნა პირობები ბიზნესმენებს, ასევე გაგრძელდება მომავალშიც.

რამდენიმე ინვესტორმა მკვეთრად შეამცირა კლუბების დაფინანსება. სწორედ ამიტომ არიან დღეს პირველ ლიგაში "ვიტ ჯორჯია" და "გაგრა".

ქართულ ფეხბურთს გაეცალა ილია კოკაია. კოკაიამ ზესტაფონში შექმნა სტადიონი და ბაზა, გააკეთა გუნდი, რომელმაც თავისი სიტყვა თქვა ევროპაში, თუმცა ახლა ის გვერდზეა გამდგარი და პროცესებს შორიდან აკვირდება. ამბობენ, კოკაიას რთული ხასიათი აქვსო და იქნებ ეს ასეცაა, მაგრამ ვინ რა გააკეთა იმისთვის, რომ კაცი, რომელმაც 12 მილიონი დაახარჯა "ზესტაფონს" ისე, რომ მოგება არ უნახავს, ქართული ფეხბურთისკენ მობრუნებულიყო?

არადა, გვინდა თუ არა, კერძო ინვესტორის, ასეთი ხალხის შემობრუნება ერთადერთი გამოსავალია შექმნილ სიტუაციაში...

ახლა საქმე ასეა - საქართველოში უფეხბურთოდ დარჩენილ ქალაქთა რიგს ზესტაფონიც მიემატა. რა იოლად იწერება და რა რთულად გადასატანი იქნება ეს ქართული ფეხბურთისთვის...

ვინც უნდა იყოს ფედერაციის ახალი ხელმძღვანელი, უნდა იცოდეს - ამ ხალხთან ჯიბრში დგომა არ შეიძლება. არ შეიძლება, რადგან სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული კლუბები ერთი დღით ცხოვრობენ. კერძო ინვესტორი კი ქართულ ფეხბურთში თავის ფულს ხარჯავს და "ხვალეშიც" იყურება. ეს "ხვალე" კი ისევ ფედერაციის წისქვილზე ასხამს წყალს.

უარი ექვს თვეს

ქართული კლუბების უმრავლესობა ექვსი თვით კეთდება. მერე ძველები მიდიან და ახლები მოდიან (კიდევ კარგი, მინიმუმ ერთწლიანი კონტრაქტები ვალდებულება გახდა). გადის კიდევ 6 თვე და კარუსელი თავიდან იწყებს ტრიალს (ეს კარუსელი ახლა წელიწადში ერთხელ თუ იტრიალებს, ვერც ეს იქნება დიდი შეღავათი).

ერთადერთი გუნდი, რომელმაც, ასე თუ ისე, შეთამაშებული შემადგენლობა გაიყვანა ევროთასებზე, ბათუმის "დინამო" იყო.

არსად და არასდროს მიუღწევია ვინმეს წარმატებისთვის ორი დღის შეკრებილი ფეხბურთელებით, რადგან ფეხბურთში გამარჯვებას, სხვა ფაქტორებთან ერთად, სტაბილურობა და შემადგენლობის შეთამაშებაც განაპირობებს, ამას კი დრო სჭირდება.

გავწეროთ და შევასრულოთ სამ-ოთხწლიანი პროგრამა. თუ არ გვაქვს ამის თავი და შესაძლებლობა, მაშინ რა გვინდა საერთოდ? უკეთესია, ასეთმა კლუბებმა არც იარსებონ, რადგან ისინი იმთავითვე განწირულნი არიან წარუმატებლობისთვის.

როგორ დავუბრუნოთ ხალხი სტადიონს?

კითხვა, რომელიც ერთ-ერთი საჭირბოროტოა დღეს. ფეხბურთს მაყურებლისთვის თამაშობენ, ქართულ სტადიონებზე კი მაყურებელი არ არის.

ნიშანდობლივი ფაქტი მოხდა "დილა"-"პარტიზანის" მატჩის მსვლელობის დროს. რა თქმა უნდა, ეს აღარ უნდა განმეორდეს. ცუდი საცქერია, როცა ფეხბურთელი საკუთარი გუნდის ქომაგს ეკამათება, ამ დროს კი მოწინააღმდეგე შეტევას ავითარებს.

ეს გასაგებია, მაგრამ ფეხბურთელიც ადამიანია. მასაც აქვს საკუთარი თავმოყვარეობა და ღირსების გრძნობა...

ფაქტი ერთია: ხალხი დაიღალა ამდენი წაგებით. მას მოენატრა გამარჯვება და ის ღირსია, რომ იხილოს მონატრებული წარმატება. ხალხის სტადიონზე დაბრუნებას კი მხოლოდ იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ ფეხბურთელსა და მაყურებელს შორის ჩატეხილი ხიდი აღდგება.

ქომაგმა უნდა ნახოს, რომ ფეხბურთელსა თუ კლუბის ხელმძღვანელს არანაკლებ სტკივა მარცხი, ვიდრე მას. არადა, არცთუ იშვიათია ასეთი სურათი - გულდასაწყვეტი მარცხიდან სულ ცოტა დროა გასული და ამ დროს ფეხბურთელი სოციალური ქსელით სალაღობო ფოტოებს აქვეყნებს.

არ მოვსწრებივარ, მაგრამ გამიგონია და ჩვენს ლეგენდებს ჩემთვის პირადადაც უთქვამთ - რომ წავაგებდით, რამდენიმე დღის განმავლობაში ქუჩაში ვეღარ გამოვდიოდით, ისე გვრცხვენოდაო. პარალელის გავლება თქვენთვის მოგვინდვია...

ყველამ ერთმანეთის უნდა დავიჯეროთ!

დღეს ქართულ ფეხბურთში უმწვავესი კრიზისია. ხალხს ხელმძღვანელობის, ფეხბურთელისა და, ასე განსაჯეთ, არცთუ იშვიათად, აღარც ჟურნალისტის სჯერა. ქომაგი გაღიზიანებულია და ყველაფერს მტკივნეულად აღიქვამს. დაცემულია ფეხბურთის ფედერაციის ავტორიტეტი და, რაც მთავარია, ფეხბურთელის პროფესია ძველებურად პრესტიჟულად აღარ ითვლება.

ნებისმიერ ფასად უნდა შევცვალოთ ეს სიტუაცია, თორემ ფეხბურთი დაგვეკარგება, ფეხბურთი - ერთ დროს ჩვენი არსობისა!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გიგა
ზესტაფანს. მე ვისაც მივმართე,ის გაიგებდა და შენ თუ ვერ გაიგე,რაღას ეჩრები.კარგ მთქმელს კარგი გამგები უნდა.
magari texavs ai dzaalian
ვის რა უნდა მოთხოვო საერთოდ, ამაზრზენია ეს ყველაფერი, 1) ელემენტარულ ორგანიზებას ვერ აკეთებენ, მოედანზე განათება არ აქვთ, და ფეხბურთელებს შუა დგის 40 გრადუს სიცხეში ათამაშებენ ყველა რო ჩრდილს ეძებს, როცა გოლი გვაქვს გასატანი და ტემპია საჭირო 2) გულშემატკივრის თემა ცალკე, ბათუმში ვარ და ტელევიზორით ვუყურებდი, ტრიბუნები სავსე იყო, და გეგონება რომელიმე სპექტაკლს უყურებდენ, 10 კაცი სერბი გულშემატკივრის ხმა ისმოდა მარტო. მოედნის პრობლემები, ინფრასტრუკტურა, ნორმალური ხელფასები და კონკურენცია თუ არ იქნება მალე სამოყვარულო დონეზეც ვეღარ ვითამაშებთ ფეხბურთს სამწუხაროდ
zestafan
GIGA-ს შენ რაღაც ზესტაფონის ბოღმა გკლავს და ავტორთან რა გინდა. მე მგონი ვერ იგებ რასაც კითხულობ
fexburteli
ერთი იმ სიმართლეს რატო არავინ ამბობთ რო ეს ერთწლიანი კონტრაქტებიც ბლეფი როა და 6 თვეში სადაც უნდა და როგორც უნდა ისე წავა ფეხბურთელი ან გუნდი გაუშვებს და თუ ფეხბურთელი წავა აღებული ხელფასი რო უკან უნდა მიიტანოს რაგაც პროცენტი ან თავს იდებილებთ ეს ჯურნალისტები და არაფერი იცით ან კიდევ შეგნებულად მალავთ სიმართლეს კარგი რაა მესმის რო ოჯახი გყავს და ფულიუნდა გამოიმუშავო მარა სიმართლის წერის თუ გეშინია სხვა რამით გამოიმუშავებ სხვა პროფესია მოძებნე მწვრთნელების უმეტესობა რო წილში ზის ხელფასების ეგეც არ გაგიგიათ ხომ მესმის რო ვერ ამტკიცებთ მარა რო იცით ის მაინც დაწერეთ აბა ვინ დაწერს ოფიციალურად კონტრაქტში ნახევარს მწვრთნელს ვაძლევო ფედერაციას არ ვამათლებ მარა კანონი შემოიღო მარა როგორ ასრულებენ კლუბები და ფეხბურთში მოტრიალე ხალხი თქვენც კარგათ იცით
გიგა
ალეკო,ხომ არ იცი 2011-2012 წლების მართლაც კარგი გუნდი ვინ დასალა? ან ვინ არ მისცა იმ გუნდის სამწვრთნელო შტაბს დასახული გეგმების განხორციელების საშუალება? მაგრამ ეს რომ აღიარო შემდეგ ვეღარ დაუწყებ ქება-დიდებას მარჩენალს და მამა-ღმერთს.რაც შეეხება ზესტაფონის ბაზის საუკეთესობას,მაგაზე უკეთესი არ გენახოთ..... .ყველა ჩემს კომენტარს ბლოკავ,ამ კომენტარის გამოქვეყნებას ორი დღეა ვცდილობ, მაგრამ არ უშვებ.იცოდე,სიმართლეს ვერავინ დაამარცხებს,ბატონო ....
avto
პრეზიდენტი არველაზე გენმდივანი არველაზე მწვრტნელი არველაზე გვესველებაააააააა7
გუჯა კახაძე
გია გეგუჩაძე: "ევროპაზე გაზრდილია სისწრაფეები, აბსოლუტურად სხვა გარემოა და გიწევს შეჩვევა. შეუჩვეველია ფეხბურთელი იმ სისწრაფეებზე, ალბათ, კონცენტრაციაც მართებს, სხარტი და გონიერი უნდა იყოს. ეს არის ჩვენი ფეხბურთელების პრობლემა". ექვსთვიანი გუნდები ფეხბურთის დაღუპვას ნიშნავს, მაგრამ ფეხბურთელის გასაყიდად მოსამზადებლად სრულიად საკმარისია. მაშინ რატომ არის ქართული ფეხბურთი წამგებიანი ბიზნესი?
zoro
სანამ ეგენი ზიან მანდ არაპერი არ გამოვა ,არაპერს არ აკეტებენ პულის კეტების გარდა ,კობიასჰვილი უნდა მოვიდეს პრეზიდენტად და ნახავტ როგორ კარგად წავა საკმე ,
lola
რა საღოლ, ყველაპერი გასაგებია მარა ჯუღელისნაირი ხალხი რო შხამავს ქართულ ფეხბურთს მაგაზე დაწერეთ რამე, მიეცი მოეცი რო აქვთ, დიდად მეპარება ეჭვი დილას გარიგებული თამაში არ ეთამაშა პარტიზანთან, ვინც ნახა დაინახავდა... სანამ სუფთა ხელები არ იმუშავებს არაპერი არ გამოვა
ROMA
განა მარტო ფეხბურთია მწვავე კრიზისში? არა ბატონებო დავანებოთ თავი ნახევრად სიმართლის თქმას,დღეს ჩვენს ქვეყანაში ყველა დარგი კრიზისშია და ფეხბურთის ასეთი მდგომარეობა რატომ გიკივირთ,საქრთველო პოლიტიკურად კრიზისშია დღეს და ისეთ კრიზისშია,რომ იქედან გამოსვლა თითქმის შეუძლებელია.გაიგეთ ადამიანებო სანამ ეკონომიურად არ გავძლიერდებით და გუნდებს არ ექნებათ ნორმალური ინფრასტრუქტურა ნურაფლის იმედი ნუ გვექნება,სანამ ჩვენი 16-20წლის ბიჭები საზღვარგარეთ მიდიან და უმეტესობა იქვე იკარგება,არაფერი არ გვეშველება,ჩემპიონატში,სადაც მომავალი სეზონიდან შემადგენლობის 70-80პროცენტი ახალია,ასეთმა გუნდებმა რა უნდა აჩვენონ,ყოველ წელა აკლიათ გამოცდილება და ასე გრძელდება უკვე 25-ი წელია,ბევრი ფულის დახარჯვის შემდეგ ვითარდება ფეხბურთი,ქართულ ფეხბურთს სჭირდება 3,5-4-იმილიარდი ლარი და ეს ასეა,სანამ ასე არ მოხდება მანამ არც უნდა ვიოცნებოთ რამეზე,ასევე საჭიროა მკაცრი კონტროლი,რომ ეს თახა სწორად დაიხარჯოს,თორემ ამ ფულს ისე გააქრობენ, როგორც ჩვევიათ.
suxumski
ყველაზე მაგარი ანალიზი, რაც ბოლო დროს წამოიკითხავს. ალეკო, არ გეთანხმები ქეცბაიაში. დანარჩენში ასპროცენტიანი ხარ, გაიხარე ძმაო
sandro
საღოლ ავტორს!
irakli apkhaidze
ყველაფერს ვეთანხმები ამ სტატიაში გარდა იმისა რომ ჩვენი მეტოქეები წელს გაცილებით მსუყე ბიუჯეტიანები იყვნენ და შესაბამისად ჩვენზე ძლიერები, საშუალო ევროპულს მიახლოებულიო რომ ვამბობთ ჩვენი ჩემპიონატი რა დონეზეა მიახლოებული ევროპული საზომით საშუალოს?... ცოტა წილისყრამაც არ გაგვიმართლა თუმცა მაინც სამარცხვინო ფაქტია რო ივლისის პირველ დეკადაში დაგვენძრა
"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი
შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
"უოტფორდმა" ჩიქოვანის ტრანსფერი დეტალების გარეშე დაადასტურა
“დაგვეხმარეთ, გადავარჩინოთ ბათუმის "დინამო" - "შავი ზღვის პირატების" განცხადება
ეროვნული ლიგა. I ტური. "დინამო" (ბთ) - "დინამო" (თბ) [LIVE]
"დღეს როგორც არასდროს ამაყი ვარ" - რომან ფიფიამ ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მოგება მიულოცა
ლევან კობიაშვილი: ილია კოკაიას მოუწევს, უპირველესად, "ზესტაფონის" გულშემატკივრებს უთხრას სიმართლე
ერთი გოლის ფასი: ბათუმელებმა, ფოთელებმა და გორელებმა მოიგეს [VIDEO]
"ზესტაფონის" გამოხმაურება ლევან კობიაშვილის განცხადებაზე
ეროვნული ლიგა 2. IX ტური: "თელავმა" "ზუგდიდს" მოუგო და ლიდერ "მერანს" 2 ქულით ჩამორჩება
ეროვნული ლიგა 2. VII ტური: "ქამბექი", რომელიც "მანჩესტერ იუნატედსაც" შეშურდებოდა
"ძალიან დაბალი დონის ჩემპიონატი გვაქვს, ყოველი წელი უარესია" - გიორგი ჭიაბრიშვილი "გარეჯთან" გამარჯვების შემდეგ
ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა
"მომავალი წლიდან ძირითადი აქცენტი აკადემიის აღზრდილებზე გაკეთდება, მწვრთნელი კი ეს ადამიანი იქნება..." - რომან ფიფია განცხადებას ავრცელებს
ილია კოკაია მწვერვალ დედაენაზე დაიღუპა
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
"როგორც ფეხბურთში ერკვევა, ისე ერკვევა პოლიტიკაშიც" - რას აცხადებს ირაკლი კობახიძე რომან ფიფიაზე?
თბილისის "დინამო" სახალხო კლუბია, რომელიც მუდმივად დგას ქართველ ხალხთან ერთად" - ფიფიას პასუხი კობახიძეს
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
თბილისის "დინამო" კლუბის ნაწილობრივ გაყიდვას არ ადასტურებს
არასაკმარისი ხალხი ქართულ ფეხბურთში, ცოდნის არასწორად გადაცემა და რესურსი, რომელიც იკარგება...
დღეს სამი ქართული კლუბი ითამაშებს - წაგებით დავიწყეთ...
სფფ-ის აღმასკომის სხდომაზე "ზესტაფონის" საკითხზე იმსჯელეს
გიტის პაულაუსკასმა ბათუმის "დინამო" დატოვა და სლოვაკეთში გადაბარგდა
სფფ-ის აღმასკომზე "ცხინვალის" შესახებ იმსჯელეს
Geo Team: "უოტფორდში" ქართველი თავდამსხმელი გადადის
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
"ცხინვალი" მესამე ლიგაშიც კი ვეღარ იასპარეზებს
ხარატიშვილი თურქეთის ჩემპიონატში? - "ეიუფსპორმა" ბათუმის "დინამოს" ოფიციალური წინადადებით მიმართა
ეროვნული ლიგა 2. III ტური: ორი მატჩი და ორი ფრე
ლევან კობიაშვილის პასუხი ილია კოკაიას: თუ ასე ფიქრობს, მაშინ...
ილია კოკაია: ტოტალიზატორის ხალხი უკვე მუქარებზეა გადასული
ეროვნული ლიგა 2. V ტური: "სამტრედია" და "თელავი" წაუგებლად წინ მიიწევენ
"2026 წლიდან, 10 წლის თავზე, დიდი ძალისხმევის შედეგად, სამართლიანობა იზეიმებს და "დინამო თბილისს" ექნება დაფინანსების სხვადასხვა წყარო" - რომან ფიფიას განცხადება
Geo Team: ჩიქოვანმა "უოტფორდთან" კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ ჯერ ბელგიაში ითამაშებს
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა