საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პრესსამსახური სფფ-ის აღმასკომის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის სხდომის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ "ზესტაფონი" არც პირველ ლიგაში ითამაშებს.

ამასთან დაკავშირებით, კლუბის პოზიცია დააფიქსირა მისი პრესსამსახურის ხელმძღვანელმა სერგო ფუტკარაძემ.

"პირველ რიგში, მთელი ეს მოვლენათა დანაშაულებრივი ჯაჭვი სათავეს იღებს არა აღმასკომის გადაწყვეტილებიდან, არამედ იმ დროიდან, როცა "ზესტაფონი", ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, მხოლოდ იმიტომ, რომ მონაწილეობა არ მიიღო გარიგებულ შეხვედრაში, მოხსნეს საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გათამაშებიდან.

ამ საფრთხის თაობაზე ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელი პირები ამომწურავად იყვნენ ინფორმირებულნი, მაგრამ ხელიც არ გაუნძრევიათ.

როგორც მოგეხსენებათ, ამ საქმეზე ჩვენ მივმართეთ სამართალდამცავ ორგანოებს და ველით, რომ დამნაშავენი უმოკლეს დროში დაისჯებიან.

ასევე, თავის წილ პასუხისმგებლობას ვერ ასცდებიან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ის ხელმძღვანელი პირები, რომლებმაც არაფერი მოიმოქმედეს ამ ფაქტის აღსაკვეთად და პირიქით, "ფეარ პლეის" ერთგული "ზესტაფონი" დასაჯეს თავის ფრთის ქვეშ არსებული იურიდიული სტრუქტურების მეშვეობით.

მაშინ, როცა მთელ მსოფლიოში სპორტული ტრიბუნალი და სათანადო იურიდიული ორგანოები მოქმედებენ სრულიად დამოუკიდებლად, ჩვენში ყველაფერი ორი ადამიანის, ზვიად სიჭინავასა და რევაზ არველაძის გუნება-განწყობაზეა დამოკიდებული. ეს ადამიანები იღებენ დანაშაულებრივ გადაწყვეტილებებს და მერე თვითონვე უწევთ მათი შეცვლა.

საგანგაშო არ არის ის, რომ პირველი ლიგის გარეთ დაგვტოვეს. საგანგაშო ისაა, რომ ქართული ფეხბურთი პირად, მერკანტილურ ინტერესებზე ორიენტირებული ჯგუფის მიერ იმართება და ეს შედეგებზე აისახება. "ზესტაფონი" არის ფედერაციის დღევანდელი ხელმძღვანელობის ოპონენტი და მას წაართვეს საარჩევნო ხმა.

გვეიმედება, რომ უახლოეს მომავალში ქართული ფეხბურთის სათავეში ჯანსაღ ძალებს ვიხილავთ, რომლებიც ამ სფეროში ბოლო წლებში მომხდარ ფაქტებს სათანადო შეფასებას მისცემენ, დამნაშავეებს დასჯიან და ჩვენი ფეხბურთის გადასარჩენად ძალ-ღონეს არ დაიშურებენ.

რაც შეეხება ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ჩვენ ვთქვით უარი პირველ ლიგაში მონაწილეობაზე, ეს არ არის მართალი. ჩვენ არ დავსწრებივართ სხდომას, მაგრამ არც უარი გვითქვამს.

ჩვენ მივიჩნევთ, რომ "ზესტაფონს" უმაღლეს ლიგაში უსამართლოდ წაართვეს ადგილი და სამართლებრივი გზით ვიბრძოლებთ ამ კუთვნილი ადგილის დასაბრუნებლად.

ჯერ ჩვენ აღმასკომის გადაწყვეტილება წერილობით არ მიგვიღია. როცა მას მივიღებთ, მკითხველს ვაცნობებთ, თუ სად იასპარეზებს "ზესტაფონი" და აღმასკომის ბოლო სხდომის დეტალებზე მერე ვისაუბროთ", - გვითხრა ფუტკარაძემ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ობიექტური გულშემატკივარი
"ყველაფერი იქიდან დაიწყო,რომ გარიგებული შეხვედრაში მონაწილეობა არ მივიღეთ"- ეს სულელური ნათქვამია გუნდის ხელმძღვანელობის მხრიდან.რატომ არ იძახით ვინ ვის გაურიგდა და თუ მართლა იყო მცდელობა თამაშის ჩაწყობისა,ფაქტი ან გამოგეაშკარავებინათ მტკიცებულებებით,რაც ვერ გააკეთეთ, ან კიდევ არ მიგეღოთ შეთავაზება გარიგებაზე და ჩეულებრივად გასულიყავით მინდორზე სათამაშოდ და ამით დამთავრდებოდა ყველაფერი.თქვენ უნდა გცოდნოდათ,რომ თამაშის ჩაშლა/გამოუცხადებლობა/არსებული დებულების თანახმად იჟჯება ჩემპიონატიდან გუნდის მოკვეთით,რაც გაკეთდა კიდეც.ამაში ფეხბურთის ფედერაცია მართალია.ყველა სხვა შემთხვევაში,რასაც თქვენ იძახით,თუ ეს დაამტკიცეთ, მართლები გამოდიხართ. "ზესტაფონი" დაღუპა კოკაიამ/მისმა თავდაჯერილობამ/,ალბათ იმიტომ,რომ უნდოდა გუნდის დაშლა. ასეა ეს...
vaishenspatrons
16 ანმა საბოლოოდ მოკლა ფეხბურთი. ამ იდეის ავტორიც კი (ფრიდონ ინჯია) მიხვდა რაც ქნა და ეხლა ფეხბურთს თავს ანებებს.
zesta-fan
კომენტარებს გადავხედე გამისკდა გული.. რახალხი არის ... თქვენი თქვენ თუარ დააფასეთ სხვა ვინ დააფასებს?თუ თქვენ გყავს უკეთესი ქუნდები (ქალაქებში) გამოჩნდა ყველაფერი... ქართული ფეხბურთი კაი ხანია მკვდარია არც ყოფილა ცოცხალი მარა ზზესტაფონი ალამააზებდა ამ ცოცალ-მკვდარ ქარტულ ფეხბურთს .....
shio
ჭიჭიკია შენ რაიცი ვინ აფინანსებდა და ვინ არა?? რესტორანი იმერეთი იცი საერთოდ ბევრს რო ლაპარაკობ? გამოვიდა ახლა ბიჭი მცოდნე...sazanoshi უკეთესი გუნდი გყავთ? არაფრის ღირსი არხართ ტქვენ რომელი გყავდათ ზესტაფონზე უკეთესი....
ჭიჭიკია
თურმე ზესტაფონს გარიგებულ თამაშში არ მიუღია მონაწილეობა.რატომ გონია ფუტკარაძეს,რომ ხალხს სკლეროზი აქვს? მაგ თამაშამდე სულ იწერებოდა, რომ ზესტაფონს სამგზავრო ფული არ აქვს,საჭმელის ფული არ აქვს,რომ ხან ერთი უცნობი ბიზნესმენი აფინანსებდა,ხან მეორე, რომ საჭმელს ნისიად აჭმევდათ რიკოთზე ერთ რესტორანი (რომლის ვალიც დღესაც გაუსტუმრებელი აქვთ),რომ გორის თამაშამდე ბოლო ორი კვირა გუნდი საერთოდ აღარ ვარჯიშობდა, რომ ფოთის კოლხეთთან გუნდი უვარჯიშებელი ჩავიდა და 4-0 დამარცხდა.ყველამ იცის,რომ ზესტაფონის სტადიონის მომსახურე პერსონალს და ადგილობრივ მწვრთნელებს 2015 წელს ერთი თეთრი არ აუღიათ.როდემდე უნდა აბოლონ ამათმა ხალხი? თუ რა გონიათ,გარეთ ბნელა?
giorgi
ზესტაფონს ნაშველი რო აქ მიტოა ამ დგეში ცოტაც ცოტაც და ტქვენც გეშველებატ
55
სიჩინავა წავა მარა შე ... შენ არაფერი გეშველება
dudu
სერგეი რო ... ენა და მუქთა ფულზე ... არ გეყო, შენ და ილიკო ბევრს ლაპარაკობთ და ხელფასებს არ აზლევთ ბიჩებს, სანამ არ ... სასამართლოში არ გადაიხდით, გაეცი პასუხი ბიჩებს.
sazano svieski
დაუშვათ დაგაბრუნეს უმაღლეს ლიგაში! მერედა ამით რა იცვლება. გაღლეტილი ბიუჯეტიც არარ გაქვთ. კარგით რა, ფუტკარაძე ხართ თუ ბუზაძე (ეს გვარი უფრო შეგეფერება), "წყალწაღებული ხავს ეკიდებოდაო", ისეაა თქვენი საქმე.
ირაკლი
მალე წავა ფედერაციის ეს შემადგენლობა, მაგრამ ეჭვი მაქვს ზესტაფონის ხელმძღვენელობას ფედერაციის არანაირი ხელმძრვანელობის არანაირი გადაწყვეტილება არ დააკმაყოფილებთ. თან არასოდეს!
ლიდერი შეიცვალა... "დილა" პირველია; ფოთელებმა კი "იბერია 1999"-ს მოუგეს
ბასილაძის ჰეთ-თრიქი; ფრე კახურ დერბიში; გაგრას ზედიზედ მეოთხე მოგება
ალთუნაშვილი "იბერია 1999-ში" დაბრუნდა
ასაკობრივი ჩემპიონატების მონაწილე გუნდებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
"ტოტენჰემთან" მატჩში "ვილიარეალის" სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას მდგომარეობის შესახებ ისაუბრა - მიზანი ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მეორედ მოგებაა
ზივზივაძე მკაცრად დასაჯეს - ერთი თვე უქმობა მოუწევს
7-კაცა | მზადება დაიწყო - ახალი მწვრთნელით, ახალი სისტემით და გაფართოებული შემადგენლობით
ყველაფერს ითვლიან - მესი და რონალდო ერთმანეთს გაფუჭებულ პენალტებშიც მიუახლოვდნენ
"ბრაზილიის ნაკრების შემდეგ მხოლოდ ამ კლუბში დავბრუნდები" - კარლო ანჩელოტი
"ერთადერთია, ვინც "ოქროს ბურთს" იმსახურებს" - პსჟ-ის სპორტულმა დირექტორმა მისი გუნდიდან Golden Ball-ის ფავორიტი დაასახელა
ბუნდესლიგის გუნდებმა მიმდინარე სეზონში 3 ტურის შემდეგ უკვე მეორე მწვრთნელი დაითხოვეს
გვარდიოლამ მისთვის ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელი და ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირი დაასახელა
ამორიმი პრემიერ ლიგაში დათხოვნის პირველი კანდიდატია და პორტუგალიაში დაბრუნების ვარიანტიც გამოუჩნდა
უჩივლა თუ არა "ორბიმ" "პარი ნიჟნი ნოვგოროდს" - ბედოშვილის ტრანსფერიდან 1 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ რუსული კლუბის წარმომადგენელმა კომენტარი გააკეთა
"ბურთები ძალიან მიყვარს" - პორნომსახიობი, რომელიც ამბობს, რომ ღამეში 1000-ზე მეტ მამაკაცთან ეძინა, "რეინჯერსის" თამაშს დაესწრო და მიზეზიც ახსნა
ხვიჩა ლიგაზე ნაცნობი მეტოქით და მსაჯით იწყებს - მიქაუტაძე დღეს გატანას ლონდონში ეცდება
უმტიტიმ 31 წლის ასაკში კარიერა დაასრულა
დვალმა პირველივე მატჩში საგოლე გადაცემა გააკეთა
"კვარასთვის" გადამწყვეტი მომდევნო 24 საათი იქნება" - პსჟ-ს დირექტორი
ყოჩაღი ფიზკულტურის მასწავლებელი - რუსეთში საფეხბურთო მოედანი ჩაინგრა
აბიდალმა თავისი გარდაცვალების ცნობა უარყო
ესპანეთში ლუკა გაგნიძის დებიუტი შედგა - ქართველი მწვრთნელმა შეაქო
სასიამოვნო სიახლე: "ზესტაფონმა" ეროვნული ლიგისკენ 1 ნაბიჯი გადადგა
ირაკლი ვაშაკიძე: პრობლემა მოგვარდა, "გურია" უმაღლეს ლიგაში რჩება!..
"პასუხისმგებლობა არა მხოლოდ კობიაშვილმა, აღმასკომმაც უნდა იტვირთოს!"
საქართველოს თასის ფინალი 26 მაისს არ ჩატარდება
"ზესტაფონი" VS სფფ - მზად ვართ, პრო ლიგა 2-ში ვითამაშოთ!
ჯაბა დვალთან ერთად - "ზესტაფონი" წინსვლისთვის ბრძოლას იწყებს
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
"ზესტაფონი" საფეხბურთო აკადემიას თბილისში ხსნის
[ლელოს სტუმარი] გია ცეცაძე წარსულზე, კარიერაზე, ჩემპიონობაზე, ნაკრებზე...
საქართველოს თასის გათამაშება დაიწყო
"ზესტაფონი": ჩვენი კლუბი დღესაც ელის ფეხბურთის ფედერაციის ვერდიქტს
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
კახა ჭუმბურიძე: აღმასკომმა თავი კვლავ შეირცხვინა!
"ზესტაფონისა" და "დინამოს" ექსფეხბურთელი "პორტუში" გადადის
მსაჯის შეურაცხყოფისთვის ოქრიაშვილი გააძევეს - "სამგურალმა" "საბურთალოს" მოუგო [VIDEO]
კონსესუსი ზესტაფონურად - "მარგვეთი 2006" "ზესტაფონის" ბაზაზე ითამაშებს
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
ქრონოლოგია: რა მოხდა ქართულ ფეხბურთში ლევან კობიაშვილის მოსვლის შემდეგ
რატომ გავარდა "გურია" და სად მიგვიყვანს 5 მილიონის საქმე?
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
"რატომ უნდა ითამაშოს საქართველოს ნაკრებმა შემტევი ფეხბურთი?!" - რევაზ არველაძე
ჩიხი: ინვესტორი მზადაა, "ზესტაფონში" 8-ციფრიანი თანხით მოვიდეს, მაგრამ...
ნოდარ ახალკაცი: პრეზიდენტობიდან გადადგომის მიზეზი მხოლოდ ეს არ ყოფილა...
ესიენი, დეკო, არველაძე - ბაქოში "ვარსკვლავების ფინალი" გაიმართა
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
[დღის თემა] სკ "ზესტაფონის" მიმართვა სფფ-ს: აღადგინეთ სამართალი!
შესაძლოა, ტაიმის შუაში საცეკვაო ნომრები დადგან - რევაზ არველაძე სუპერლიგაზე
"მახსოვს, რაც ხდებოდა მაშინ, მაგრამ პრეზიდენტობა არასდროს მინანია"
რევაზ არველაძე: იმედი მაქვს, ეს მატჩები საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული იქნება
სხვას რას ელოდით?! აღმასკომმა კლუბების გაწევრიანება რიგგარეშე ყრილობამდე გადადო
რევაზ არველაძე: ამ ფეხბურთელებით და ამ ჯგუფში, პლეი ოფში მოსახვედრად უნდა გვებრძოლა
ბეტონის ჯებირი და უეფას სტანდარტი - აჟიოტაჟი ზუგდიდის სტადიონის გამო