ჰოლანდიელი შვაინშტაიგერს ჯერჯერობით ნაკლებად ენდობა
ახლებური "მანჩესტერ იუნაიტედისგან" ძალიან ბევრს ელიან. ორი უტიტულო სეზონისა და წინა სეზონში ჩემპიონთა ლიგის გარეშე დარჩენილმა გუნდმა ამ ტურნირის გამარჯვებულ "ბარსელონას" მოუგო.

მართალია, შეხვედრა ამხანაგური გახლდათ, მაგრამ "წითელი ეშმაკების" კარგი თამაში ამით არ კნინდება, თანაც, ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელის გამოცდისა და ექსპერიმენტების ფონზე. ამერიკის ტურნეში მყოფმა მანჩესტერელებმა იქამდე "ამერიკა" და "სან ხოსე" დაამარცხეს. ლუი ვან გაალმა თითქოს, თავისი ფილოსოფია კარგად მოახვია ბიჭებს თავზე და ჰოლანდიელმა შემადგენლობაც გვარიანად გააძლიერა და კიდევ აპირებს გაძლიერებას.

ყოველივე ეს "ოლდ ტრაფორდის" ბინადართა ფანებს დიდი ოპტიმიზმის საფუძველს აძლევს და ვან გაალიც ყურადღების ცენტრშია. "ბარსასთან" ტრიუმფის შემდეგ მას ჟურნალისტებთან მორიგი ვრცელი გასაუბრება ჰქონდა.

მოგებასა და "მანჩესტერის" ძლიერ მხარეებზე

"ბალანსი ყველაზე მნიშვნელოვანია, გუნდში სიტუაცია დაბალანსებული უნდა იყოს. წინა წელს ჩვენ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულს მოვუგეთ - მადრიდის "რეალს" და ახლა იგივე გავაკეთეთ "ბარსელონასთან".

ასე რომ, როგორც ხედავთ, გამარჯვება შესაძლებელია, მაგრამ ცოტა გაგვიმართლა კიდეც. მეტოქემ რამდენჯერმე გაარტყა ბურთი ძელს, მაგრამ ჩვენი თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ. რაც მთავარია, მეორე ტაიმში, როდესაც მინდორზე ახალგაზრდები შევიდნენ, მებრძოლი სული და გუნდურობა დავინახე. ჩვენ იმდენივე მომენტი გვქონდა, რამდენიც "ბარსელონას" და ეს ყველაზე მეტად მომეწონა".

დე ხეას სათამაშო ფორმასა და მომავალზე

"ალბათ, ნახეთ, რომ 60 წუთის მანძილზე მშვენივრად ითამაშა, მიუხედავად იმისა, რომ ტრავმა ჰქონდა და ერთი კვირის უვარჯიშებელი იყო. თუმცა მას კლასის ჩვენება ასეც უპრობლემოდ შეუძლია. მან საკუთარი შესაძლებლობები გამოავლინა, როდესაც რთული ბურთი მოიგერია.

თავიდან მომენტი "ბარსელონას" ჰქონდა და როდესაც პირველ შეტევას მოიგერიებ, მერე უკვე შენც გეძლევა შანსი. პირველი გოლი ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია და დიდ გავლენას ახდენს შეხვედრაზე. დიახ, რასაკვირველია, მე მინდა, რომ დე ხეა დარჩეს და იმედი მაქვს, ასეც იქნება, მაგრამ საფეხბურთო სამყაროში არასდროს იცი, რა მოხდება".

დეპაისა და რუნის შეთამაშებაზე

"დიახ, ვფიქრობ, რომ ამ მხრივ, საქმე კარგად მიდის და ისინი მაქსიმალურად ცდილობენ, ურთიერთშეთანხმებულად იმოქმედონ, ზოგჯერ ზედმეტადაც. ყველაფერი კიდევ უფრო დალაგდება და გამოსწორდება, როდესაც უფრო თავისუფლად და მრავალმხრივად ვითამაშებთ.

თუმცა მეტოქეს მუდმივად საფრთხეს ვუქმნიდით და ეს ძალიან კარგი და მნიშვნელოვანია. "ბარსას" რუნისა და დეპაისთან გამკლავება გაუჭირდა, მაგრამ მეტოქეს ადნან იანუზაიმაც არანაკლები პრობლემა შეუქმნა 30 წუთის განმავლობაში, რომელიც თავდამსხმელის პოზიციაზე ჩაატარა. ეს კარგი სანახავი იყო".

ადნან იანუზაის გოლსა და შესაძლებლობებზე

"როგორც აღვნიშნე, იანუზაი ძალიან კარგი იყო. თანაც, იგი ყოველთვის აქტიურია, კარგად იხსნება და ნახევარმცველებსა თუ მცველებს დიდ არჩევანს სთავაზობს. მან ბრწყინვალე გოლი გაიტანა და ეს ყოველთვის მნიშვნელოვანია.

მას ორი მცველის წინააღმდეგ უწევდა ბრძოლა და ამას თავი მშვენივრად გაართვა. თუმცა მისთვის ეს შედარებით ადვილი გახლდათ, რადგან მეტოქეს ჟერარდ პიკეს მსგავსი მცველი არ ჰყავდა".

"მანჩესტერის" ახალგაზრდებზე

"ნამდვილად ძალიან კმაყოფილი და გახარებული ვიყავი ახალგაზრდების რეაქციით. მათ შანსი გამოიყენეს და მშვენივრად ითამაშეს. ისინი უფრო აგრესიულები იყვნენ და ყოველთვის მინდოდა, რომ ასე ყოფილიყო. ისინი თავს მშვენივრად იცავდნენ და წინაც მიდიოდნენ. ზოგჯერ არასწორ გადაწყვეტილებას იღებ და მარცხდები, მაგრამ ესეც სასარგებლოა ხოლმე. ეს იყო გუნდი მებრძოლი სულით. ახალგაზრდებმა ორი გოლი გაიტანეს და მომენტები შექმნეს. ასე რომ, ძალიან ბედნიერი ვარ".

ამერიკელ ფანებზე

"დიახ, ისინი ადრე დგებიან, რომ ჩვენ გვიყურონ, ეს ძალიან სასიამოვნოა. წინა წელსაც იგივე იყო. აქ 5 მატჩი ჩავატარეთ და ორ კვირაში 300 ათასი მაყურებელი გვყავდა. როდესაც სასტუმროსთან უამრავ ფანს ხედავ, რომლებიც ფეხბურთელების ნახვას ელოდებიან... ვცდილობ ხოლმე, ავტოგრაფები მრავლად დავარიგო და სურათებიც გადავიღო ქომაგებთან ერთად, მაგრამ ადამიანი ყოველთვის ვერ ახერხებს ყველას დაკმაყოფილებას, ჩვენ ძალიან დეტალურად გაწერილი და მჭიდრო გრაფიკი გვაქვს, რომელიც უნდა დავიცვათ - ვარჯიში, ჭამა, ძილი, ვარჯიში, შეკრება... და ასე შემდეგ. ამიტომაც ფეხბურთელებისთვისაც ძალიან რთულია, რომ ყველა ფანის მოთხოვნა დააკმაყოფილონ.

"ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია, მაგრამ ალბათ შეამჩნევდით, რომ წითელი მაისურები უფრო მეტი იყო, ვიდრე "ბარსას" ფორმები და ეს ფანტასტიკური სანახავია".

პირობები და ტურნეს მნიშვნელობა

"ჩვენ უკვე ბევრი რამ დავინახეთ და შევცვალეთ ამ ტურნეში და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. წინა წელს აღმოსავლეთ სანაპიროზე ვიყავით, იქ უფრო ცხელოდა და ეს უსიამოვნო ფაქტორი გახლდათ. ახლა დასავლეთისკენ ვართ, აქაც ცხელა, მაგრამ ზომიერად.

წინა წელს სავარჯიშო და სათამაშო ადგილების მხრივაც შედარებით შეზღუდულები ვიყავით, ახლა კი ყველაფრით კმაყოფილები ვართ, იდეალური პირობები გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ იყო მცირე პრობლემა მინდვრის საფართან დაკავშირებით.

რაც მთავარია, ორი საწვრთნელი ბაზაა ჩვენთვის განკუთვნილი და დღეში ორჯერ შეგვიძლია ვარჯიში. წინა სეზონში ერთი გვქონდა და "სუონსისთან" პრემიერლიგის პირველი ტურის მატჩი წავაგეთ. ახლა კი ბიჭებს ვახსენებ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი არა "ბარსელონასთან" იყო ან "პარი სენ-ჟერმენთან" იქნება, ანდაც "ჩელსისთან"... ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი ტურის შეხვედრაა "ტოტენჰემთან", რომლისთვისაც საუკეთესოდ უნდა მოვემზადოთ".

ითამაშებს შვაინშტაიგერი "ტოტენჰემთან"?

"ეს ნამდვილად არ ვიცი, რადგან მან უნდა დაამტკიცოს, რომ მზად არის და შემადგენლობაში ადგილს იმსახურებს. თითოეულმა მოთამაშემ უნდა დაამტკიცოს ეს, მათ შორის, შვაინშტაიგერმაც. ვფიქრობ, ბასტიანი პსჟ-სთან ითამაშებს და იმედია, ისე, რომ საკუთარ მზადყოფნაში დამარწმუნებს".

სუპერვარსკვლავი, მაგრამ არა რონალდო

"ჩვენ მეტი კრეატიულობა გვჭირდება. გვყავს რუნი, მატა, დეპაი, იანგი, იანუზაი, უილსონი, ერერა... იანგს ფანტასტიკური სეზონი ჰქონდა, მაგრამ ის ნეიმარი არ არის და ჩვენ ისეთ კლუბებს უნდა შევეჭიდოთ, რომლებსაც ასეთი დონის ვარსკვლავები და ტალანტები ჰყავთ. ჩვენი მიზანია სუპერვარსკვლავი ვიყიდოთ დასაშვებ ფასად.

ეს აუცილებლად გვჭირდება, რათა უმაღლეს დონეზე ავიდეთ. კრიშტიანო რონალდო? ამაზე საუბარი აღარ ღირს. მის "მანჩესტერში" დაბრუნებაზე უარს არავინ იტყოდა, მაგრამ ეს შეუძლებელია. რონალდო "რეალში" თამაშობს და ძალიან ძვირი ღირს, "მანჩესტერის" ფინანსურ რესურსს კი ზღვარი აქვს".

ფერგიუსონზე

"მასთან ლაპარაკი ახლაც მინდა და ვაპირებ. ხშირად ვესაუბრები ხოლმე. ჩვენ ერთად ვსადილობთ ხოლმე. იგი საბჭოს წევრია და შესაბამისად, ჩემი განსჯის უფლება აქვს. მე ეს ვიცი. თუმცა არ არსებობს არავინ ისეთი, საკუთარი თავის გარდა, ვინც მოტივაციას მომცემს".

ვან პერსიზე

"ახლა ამბობენ, რომ რობინი ნაწყენი წავიდა, ადრე კი ამბობდნენ, რომ მას ვმფარველობდი და ჩემი ფავორიტი ფეხბურთელი იყო. შესაძლოა, ასეც გახლდათ. გადაწყვეტილებას ვიღებ ცივ გონებაზე, შედეგების მიხედვით და არა რაიმე სხვა ფაქტორის გათვალისწინებით".

რუნიზე

"უეინი ამბობს, რომ მინიმუმ 25 გოლს გაიტანს. იმედია, ასეც იქნება. წინა სეზონში საუკეთესო ბომბარდირი 12 გოლით მყავდა, სწორედ რუნი. ვან პერსიმ 10 გაიტანა. მე მინდა გვყავდეს თავდამსხმელი, რომელიც 25 გოლს მაინც გაიტანს. რუნი ამბობს, რომ ამას შეძლებს და ეს მამშვიდებს. არა მხოლოდ რუნიმ, სხვებმაც უნდა გაიტანონ გოლები და ნაკლები უნდა გავუშვათ".

"ჩელსისთან" სხვაობის შემცირებაზე

"მთავარი სხვაობა წინა სეზონში შეტევაში სათანადო მრავალმხრივობის გარდა, ჩვენი ცუდი სტარტი იყო. როდესაც ასე ცუდად იწყებ, მერე ძნელია ჩამორჩენის აღმოფხვრა".

მეტოქეებსა და "ავტობუსზე"

"ჩელსის" აზარი ჰყავს, ის ყოველთვის გოლებს ქმნის და მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლია. ლონდონელებს ასევე ვილიანი და ოსკარი ჰყავთ, "მანჩესტერ სიტის" - აგუერო, მასზეც იგივე ითქმის. "ბარსელონას" - ლიონელ მესი, ნეიმარი და სუარესი. ჩვენ კი ამ კლუბებს უნდა შევებრძოლოთ და ასეთი ვარსკვლავები გვჭირდება.

კრეატიული ფეხბურთელები აუცილებელია, რადგან როდესაც მეტოქე საკუთარ საჯარიმოსთან "ავტობუსს" აყენებს, გამოსავალი სწორედ მათ უნდა იპოვონ. ამ სეზონში კი კიდევ უფრო მეტი ისეთი გუნდი შეიძლება იყოს, რომელიც "ავტობუსს" დააყენებს, შესაბამისად, შეტევაში უფრო დიდი ფანტაზია დაგვჭირდება".

ახალწვეულები და მეტი კრეატივი

"შნედერლენით, შვაინშტაიგერით, დეპაით და დარმიანით უფრო ძლიერები ვართ, ვიდრე წინა სეზონში ვიყავით, მაგრამ კიდევ გაცილებით უფრო უკეთესები უნდა გავხდეთ. შეტევაში მეტ კრეატივს ვგულისხმობ. "ჩელსისთან" საგარეო შეხვედრაში ჩვენ ვერ გავიტანეთ, მეტოქემ კი გაიტანა და სხვაობა ამაში გახლდათ.

არადა, რომ მოგვეგო, სხვაობა 5 ქულა გახდებოდა და მეტოქეზე დიდი ზეწოლა გვექნებოდა, ჩემპიონობის რეალური შანსი გაგვიჩნდებოდა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ყველაზე საშინელი მწვრთნელია ვინც კი მყოლია და ამის გამეორებით არ დავიღლები" - ანხელ დი მარია
"მანჩესტერ იუნაიტედი" სანდრო ტონალის ტრანსფერზე მუშაობს
“ჩემს ცოლს უთხრა, შენ ქმარს ძლიერი სპერმა აქვსო” - რუნიმ ვან გაალთან გატარებული პერიოდი გაიხსენა
ვან გაალი: მესი შეიძლება ჩვენთან ყველაზე სუსტი რგოლი გახდეს - ბრაზილია მხოლოდ კონტრშეტევის გუნდია
"რუნი გვაკრიტიკებს? წინა წელს სად იყო?" - "ლივერპულის" კაპიტანმა ინგლისელს უპასუხა
ადნან იანუზაი: პირველ გოლს ვან გაალს მივუძღვნი
შმეიხელმა დაასახელა ფეხბურთელი, რომლისაც ფერგიუსონს ეშინოდა
"ეკვადორის ნაკრები ნიდერლანდებთან გამარჯვებას იმსახურებდა" - ლუი ვან გაალი
ადნან იანუზაი ლა ლიგის მორიგ კლუბში გადავიდა
მშობიარობის შემდეგ ანა ივანოვიჩი შესანიშნავ ფორმაშია [PHOTO]
"ვან დეიკის გოლი უნდა ჩათვლილიყო" - რუნი მსაჯების გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
"მესი რონალდოს სწორედ ამიტომ მირჩევნია" - უეინ რუნი
ბასტიან შვაინშტაიგერმა ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
"ნიუკასლის" ფეხბურთელი რომ ვიყო, ისაკის გუნდში დაბრუნება არ მენდომებოდა" - უეინ რუნი შვედი თავდამსხმელის სატრანსფერო საგას გამოეხმაურა
ბრუნო და "მანჩესტერი" სრულდება? - პორტუგალიელი "იუნაიტედის" დატივებას სერიოზულად განიხილავს
Daili Mail: ჟოზე მოურინიო დიდ ფეხბურთს დაუბრუნდება - 8 ოქტომბრის დაიჯესტი
ადნან იანუზაი "რეალ სოსიედადში" გადასვლასთან ახლოსაა
"პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ტრანსფერია" - უეინ რუნიმ "სანდერლენდის" ფეხბურთელი გამოარჩია
"მე და დეპაი ერთმანეთს ტუჩებში ვკოცნით" - ვან გაალმა დი მარიას უპასუხა
რონალდო: ფერგიუსონი ჩემი საფეხბურთო მამაა
სიაში "მანჩესტერ იუნაიტედის" ორი ფეხბურთელია - ვინ გამოიმუშავებს პრემიერლიგაში ყველაზე მეტს?
ფერგიუსონის ყოფილ ასისტენტთან ერთად - ტენ ჰაგმა სამწვრთნელო შტაბი დააკომპლექტა
იბრაჰიმოვიჩი შვაინშტაიგერს: 50 წლის კვალობაზე, კარგად გამოიყურები
გამორჩეული სპორტსმენები, რომლებიც ელისაბედ მეორემ დააჯილდოვა
შვაინშტაიგერი: დე ხეა ძალიან გაბრაზდა, როცა ეს ვუთხარი...
"სინამდვილეში, რონალდინიოს ყიდვას ვაპირებდით, ფერგიუსონი სრულიად განადგურებული იყო..." - ფერდინანდმა გაიხსენა, როგორ შედგა კრიშტიანოს ტრანსფერი "მანჩესტერ იუნაიტედში"
ევრო 2016-ის ამბები: ინგლისმა სტარიჯი დაკარგა?
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
ენრიკემ "მანჩესტერ იუნაიტედს" პასუხი შეუთვალა - პსჟ-ის მწვრთნელმა თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
ვან გაალი: არგენტინის მსოფლიო ჩემპიონობა დაგეგმილი იყო
"ის ყველაზე მამაცი ფეხბურთელი იყო, ვინც კი მინახავს" - სერ ალექს ფერგიუსონი
"პსჟ-ს შემთხვევაში ამან გამაკვირვა" - შვაინშტაიგერი
31 წლის ასაკში შვაინშტაიგერი "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდულ გუნდში გადაიყვანეს
ტონალის გრანდების რიგი უდგას - დაბრუნება იტალიაში თუ პრემიერ ლიგის სხვა კლუბში გადასვლა
გერმანიის ნაკრები შესაძლოა ვან გაალმა გაწვრთნას
"სოსიედადში" გადაბარგებამდე იანუზაიმ ინგლისში სახლი 9.8 მილიონად შეიძინა