რუდი გარსიამ შეტევის ხაზი გადაახალისა
პრაქტიკულად, გადაწყვეტილი ამბავია, რომ ედინ ჯეკო "რომაში" გააგრძელებს კარიერას. იტალიური კლუბი "მანჩესტერ სიტის" შეუთანხმდა და 29 წლის ბოსნიელი ფორვარდის სანაცვლოდ 23 მილიონ ევროს გადაიხდის.

ითქვა ისიც, რომ ჯეკო "რომასთან" 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და სეზონში 4.5 მილიონ ევროს მიიღებს. მოკლედ, ბოსნიელი რომაულ კლუბს ძვირი უჯდება, მაგრამ ამ ტრანსფერის გაჩარხვა თავიდანვე პრიორიტეტული იყო რუდი გარსიასთვის. დიახ, ედინის ტრანსფერი რომაელთა მთავარი მწვრთნელის ინიციატივა იყო და ამ თემაზე მანვე გააკეთა პირველი კომენტარი:

"ბოლო ინფორმაციით, კლუბებს შორის შეთანხმება მიღწეულია და ტრანსფერს წინ აღარაფერი უდგას. ამ ცნობამ ძალიან გამახარა, რადგან ჯეკო ის ფეხბურთელია, რომელიც გუნდის შეტევით პოტენციალს მნიშვნელოვნად გააძლიერებს. ჩემს ტაქტიკურ მონახაზში ედინი იდეალურად ჩაჯდება და მგონია, რომ იტალიურ ფეხბურთს კარგად მოერგება. საერთოდ, ბალკანელები აპენინებზე კარგად გრძნობენ თავს და ასე იქნება ჯეკოს შემთხვევაშიც".

თავად ჯეკომ "ტვიტერზე" დაწერა, რომ მალე "რომაში" გადავა - მართალია, მოგვიანებით წაშალა ეს ინფორმაცია, მაგრამ ტრანსფერს რომ წინ აღარაფერი უდგას, ამას ყველა მხარე ადასტურებს. ჯეკო "მანჩესტერ სიტიში" 2011 წლიდან ასპარეზობს, ამ პერიოდში 130 მატჩი აქვს ჩატარებული და 50 გოლი გატანილი.

იქამდე კიდევ უფრო შედეგიანი იყო "ვოლფსბურგში", სადაც 111 შეხვედრაში 66 გოლი შეაგდო და საუკეთესო სტატისტიკა მაინც ბოსნიის ნაკრებში აქვს, სადაც 72 მატჩი გამართა და 42 გოლი გაიტანა. მოკლედ, "რომა" გოლეადორით ძლიერდება, რაც გუნდის გულშემატკივრებს ძალიან ახარებთ...

სალაჰთან ტანდემში

რამდენიმე დღის წინ გადაწყდა, რომ "რომაში" გააგრძელებს კარიერას მოჰამედ სალაჰი, რომელმაც გასული სეზონის მეორე ნახევარი "ფიორენტინაში" გაატარა და ბრწყინვალედ წარმოჩინდა. მოკლედ, "რომაში" საინტერესო ტანდემი იკვეთება, რომელსაც მცველებისთვის ბევრი თავსატეხის გაჩენა შეუძლია - ერთი მხრივ, ტექნიკური და შემოქმედებითი სალაჰი, რომელიც სიღრმიდან თამაშობს, შეუძლია რამდენიმე მეტოქე მოატყუოს და გოლი არაფრისგან გამოჭედოს, ხოლო მეორე მხრივ, ჯეკო, რომელიც კლასიკური ცენტრფორვარდია და მეტოქის საჯარიმოში თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში.

ბუნებრივია, არ გვავიწყდება ფრანჩესკო ტოტი და თუნდაც, ადემ ლიაიჩი, მაგრამ ჟურნალისტთა პროგნოზით, აქცენტი სწორედ სალაჰი-ჯეკოს ტანდემზე გაკეთდება. სეზონი გრძელია და თავისი დრო სხვა ფორვარდებსაც მიეცემათ, მაგრამ ექსპერტთა ვარაუდით, "რომას" დატოვება მინიმუმ ორ თავდამსხმელს მოუწევს შემდეგი სამეულიდან: ვიქტორ იბარბო, ჟერვინიო, სეიდუ დუმბია.

ერთი სიტყვით, "რომა" საფუძვლიანად იცვლის სახეს და, როგორც რუდი გარსია გვპირდება, გაცილებით ძლიერი იქნება, ვიდრე გასულ სეზონში:

"გასული სეზიონის დასრულებისთანავე, კლუბის პრეზიდენტს სამომავლო გეგმებზე ვესაუბრე. გამოჩნდა, რომ ჩვენი ხედვები ემთხვეოდა ერთმანეთს და ამიტომ დარჩენა გადავწყვიტე. სწორედ მაშინ დავგეგმეთ ის სატრანსფერო პოლიტიკა, რომელსაც დღეს ვახორციელებთ. მერწმუნეთ, "რომა" გაცილებით ძლიერი იქნება, ვიდრე გასულ სეზონში იყო. ჩვენ ვიქნებით უფრო კონცენტრირებულები, უფრო შემოქმედებითები და ამავდროულად, უფრო პრაგმატულები".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
დაბრუნება სამშობლოში? - დიბალას ცნობილი არგენტინული გუნდი ეპატიჟება
ოფიციალურად: ედინ ჯეკო სერია A-ს დაუბრუნდა
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
[VIDEO] ფრე "რომასთან" - "მილანი" 21 მატჩში დაუმარცხებელია
ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
ედინ ჯეკო სავარაუდოდ, კარიერას კვლავ სერია A-ში განაგრძობს
გარსიამ მადრიდში ჩააკითხა - კურტუა ბელგიის ნაკრებში დაბრუნდა
"ნაპოლიდან" დათხოვნილ რუდი გარსიას სამწვრთნელო საქმიანობის სანაკრებო დონეზე გაგრძელების ვარიანტი გამოუჩნდა
ედინ ჯეკოს მორიგი უარი - ბოსნიელს რუსეთში ჩასვლა არ სურს
მამარდაშვილზე უარის მიღების შემდეგ, "ბეშიქთაშმა" კოლუმბიელი მეკარე დაიმატა
"ნაპოლიდან" გათავისუფლებული მწვრთნელი ბელგიის ნაკრებს ჩაიბარებს
"ამ სიახლემ შოკში ჩამაგდო" - რუდი გარსია
"როდესაც "კვარას" ვცვლიდი და უკმაყოფილებას გამოხატავდა, არავინ მიცავდა, დე ლაურენტისი? ფეხბურთის საერთოდ არაფერი ესმის" - გარსიამ "პარტენოპეიში" გატარებული პერიოდი გაიხსენა
შეთანხმება მიღწეულია - ედინ ჯეკო კარიერას გერმანიაში განაგრძობს
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
[VIDEO] ალისონმა "ნაპოლი" "რომასთან" წაგებას გადაარჩინა
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
"ფანტასტიური ფეხბურთელია... ხვიჩას ამის გასაანალიზებლად დრო სჭირდებოდა" - რუდი გარსიამ კვარაცხელიაზე ისაუბრა
ჯეკო გუნდის შეცვლასთან ახლოსაა - ვეტერან ბოსნიელს საფრანგეთში იწვევენ
ტოტიმ დაადასტურა - ლეგენდარული იტალიელი "რომას" უბრუნდება
ოფიციალურად: ედინ ჯეკო "შალკეს" ფეხბურთელია