ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ტარიელ ხეჩიკაშვილი: სახელმწიფო ფეხბურთში 250 მილიონის დახარჯვას აპირებს, ოღონდ...

ტარიელ ხეჩიკაშვილი: სახელმწიფო ფეხბურთში 250 მილიონის დახარჯვას აპირებს, ოღონდ...

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი სახელმწიფო კომისიის მუშაობის ჩაშლის მიზეზებზე ღიად ალაპარაკდა

ფოტოზე: ტარიელ ხეჩიკაშვილი და კახა კალაძე

ტყუილად არ უთქვამთ, რომ ზოგი ჭირი მარგებელია. სწორედ იმიტომ, რომ ქართული ფეხბურთის ავადმყოფობა კლინიკურ სიკვდილში გადაიზარდა, მისი დახმარების სურვილი უფრო ძლიერდება...

ვერ ვიტყვით, რამდენად მართალია ბოლო დროს გავრცელებული იმედიანი ინფორმაციები, მაგრამ ყოფილ პრემიერთან დაახლოებული ადამიანები ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილი ქართული ფეხბურთის უმძიმესმა პრობლემებმა დააფიქრა და, შესაძლოა, ძველი ხელისუფლების დროს ქართული ფეხბურთის აღორძინებისთვის გათვლილი, მაგრამ დაბლოკილი 100-მილიონიანი პროექტი გაცოცხლდეს.

სხვათა შორის, როგორც გვითხრეს, ივანიშვილი ბავშვობიდან "ლელოს" მკითხველია და ქართული ფეხბურთის პრობლემებს, თურმე, ჩვენი გაზეთიდან ეცნობა.

ახლა საქმეზე. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა "ლელოსთან" უმნიშვნელოვანესი განცხადებები გააკეთა. მისი თქმით, სახელმწიფო მალე ფეხბურთში სერიოზულ კაპიტალდაბანდებას აპირებს და, რაც მთავარია, ხელისუფლება ეგრეთ წოდებული "გამგებლების მიდგომის" ერთიანი სახელმწიფო ხედვით შეცვლას აპირებს.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრთან ინტერვიუ კახა კალაძის იმ კომენტარით დავიწყეთ, სადაც ის ფეხბურთში სახელმწიფოს ჩარევის აუცილებლობაზე ლაპარაკობდა...

- დავიწყოთ ვიცე-პრემიერ კალაძის ბოლოდროინდელი სკანდალური კომენტარით, რომელშიც ის ფეხბურთის ფედერაციის საქმიანობაში ჩარევის აუცილებლობაზე ლაპარაკობდა...

- როცა ეს ინფორმაცია გავრცელდა, მაშინვე ვთქვი, რომ ეს სიტყვების არასწორი ინტერპრეტაცია იქნებოდა და კახას განმარტებამ ამაში ყველა დაარწმუნა. აქ ჩარევაზე კი არ არის ლაპარაკი - მე კახას და მთავრობის ნება ვიცი, ასე არავინ ფიქრობს. მთავრობას ჩარევის სურვილი რომ ჰქონოდა, ამას რევოლუციურ ტალღაზე მოახდენდა.

აქ ლაპარაკი სულ სხვა რამეზე იყო - ახლანდელ კრიზისულ ვითარებაში ფეხბურთში არსებული ვითარება მთავრობას ადარდებს და განზე ვერ დარჩება. მის გაჯანსაღებაში მონაწილეობა რომ არ მივიღოთ, ეს დანაშაული იქნება. ახლა ლაპარაკია, რომ ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამა უნდა დაიდოს! განვლილ წლებში დაშვებული შეცდომები უნდა გაანალიზდეს და უახლოეს წლებში განვითარების გეგმა უნდა შემუშავდეს.

კლუბებმა - კერძომაც და სახელმწიფომაც, ასევე ფედერაციამაც, უნდა იცოდნენ, რა გზით მიდის სახელმწიფო და თანხას რა შემთხვევაში გაიღებს.

- რა პროგრამაზეა ლაპარაკი?

- სახელმწიფო ფეხბურთს ყოველწლიურად 40 მილიონ ლარზე მეტით აფინანსებს. ბევრი რამის გათვალისწინებით, ეს საქართველოსთვის სოლიდური თანხაა. მაგრამ, მეორე მხრივ, სრულიად არაეფექტურად იხარჯება.

დამრჩა შთაბეჭდილება, რომ კალაძის სიტყვების არასწორ ინტერპრეტაციას ცდილობდნენ. მიუხედავად იმ კონტექსტისა, რაც ვიცე-პრემიერმა თქვა, მის სიტყვებს მაინც ის მიმართულება მისცეს, რაც სურდათ, მაგრამ ეს სასაცილოა.

- არასწორი ინტერპრეტაციის ინტერესი ვის და რატომ უნდა ჰქონოდა?

- ამას ის ხალხი აკეთებს, ვინც ზუსტად ამ ჩარევით სარგებლობდა და სფფ-ში ამის შედეგად მოვიდა. არ ბნელა ამ ქვეყანაში, ეს ჩანაფიქრი ადვილად გასაშიფრია. მათგან ასეთი ლაპარაკი ცოტა უხერხულია.

ამ ყველაფერს მეორე მხარეც აქვს. არავინ ინტერესდება, ამ აჟიოტაჟის ავტორები, მარტივად რომ ვთქვათ, ასე რომ მსჯელობენ - ფული სახელმწიფოსი იყოს, თამაშის წესებს კი ჩვენ გიკარნახებთო. ისიც არ მესმის, სახელმწიფო მოხელეთა წუხილი პიროვნულ ჭრილში რატომ გადააქვთ - როცა ქართულ ფეხბურთში რეალურად მართლაც მძიმე მდგომარეობაა და ამას ჩვენ კი არ ვიგონებთ, ფიფას რეიტინგი მიგვითითებს - 208 ქვეყანას შორის 153-ე ადგილზე ვართ. გვისწრებენ ავღანეთი და გვინეა-ბისაუ, რომელთაც ყიფიანის, ჩივაძის, შენგელიას, დარასელიას, გუცაევის, მესხის, ხურცილავას და მეტრეველის დარი ვარსკვლავები არც დასიზმრებიათ.

ან მითხარით, არუბას და სვაზილენდის ფეხბურთელი გაგიგიათ? ისინიც გვისწრებენ? ვიეტნამის, ლიხტენშტაინისა და ლუქსემბურგის უკან რომ ვართ, ამაზეც თვალი დავხუჭოთ?

- ეს გასაგებია, მაგრამ რა პოზიცია ექნება სახელმწიფოს, თუ ფედერაციაში ხელმძღვანელობა არ შეიცვალა?

- სახელმწიფო ამბობს, რომ არსებული ვითარება არ გვაკმაყოფილებს. ფეხბურთზე პასუხისმგებელი ხომ ფეხბურთის ფედერაციაა? მაშინ არსებულ ვითარებაზე პასუხისმგებლობა აიღონ.

დღეს სახელმწიფოსთან თანამშრომლობა არ აქვთ და ელემენტარულ შეცდომაზეც პასუხისმგებლობას არავინ იღებს. განტევების ვაცს კი პოულობენ - ესაა და ეს. არარეალურ სამყაროში ცხოვრობენ. გავიდნენ ქუჩაში და ხალხს ჰკითხონ, მათზე რას ფიქრობენ. ქართული ფეხბურთი მარტო ფეხბურთის ფედერაციის მმართველები არ არიან. ზოგადად, ჩაკეტილ წრეში რომ არიან და ფეხბურთის ბედს მხოლოდ 35 კაცი წყვეტს, ესეც ძალიან ცუდია.

ახლა ისიც არასწორია, მხოლოდ ფედერაციის მომავალი პრეზიდენტის ვინაობა რომ აინტერესებთ. მთავარია, იქ ძლიერი ბორდი იყოს, რომლის საკითხებს აზრიანად გადაწყვეტს. ფედერაცია რამდენიმე კაცის ხუშტურებზე კი აღარ იქნება დამოკიდებული, არამედ მართვის გუნდური პრინციპი დამკვიდრდება.

- თქვენ ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო კომისიის წევრი ბრძანდებოდით. რეალურად რომ ვთქვათ, მისი მუშაობა ჩაიშალა. საინტერესოა, რა გახდა ამის მიზეზი?

- ფედერაციის პოზიცია დაახლოებით ასეთი იყო - წერეთ და იკითხეთ, ჩვენ რა გადაწყვეტილებასაც გვინდა, იმას მივიღებთ. გვინდა, უმაღლესში გუნდების რაოდენობას გავზრდით, გვინდა - შევამცირებთო. მაშინ გამოჩნდა, რომ საკითხებს ისე წყვეტდნენ, საზოგადოების აზრი არ აინტერესებდათ.

- ასე ვინ აკეთებს? სიჭინავა, არველაძე თუ ორივე ერთად?

- აქ მხოლოდ მათზე არ არის ლაპარაკი. მათაც ვგულისხმობ, ვინც აღმასკომშია, ყრილობაზე ხმები აქვთ და ფეხბურთის მომავალს წყვეტენ. გეკითხებით, სახელმწიფომ რა კრიტერიუმით უნდა გაზარდოს ფეხბურთის დაფინანსება, როცა შედეგს მნიშვნელობა არ აქვს? მწვრთნელმა 10 მილიონი რომ აიღო და შედეგი არ არის, ამაზე პასუხისმგებლობას ვინ იღებს?

ახლა არჩევნები მოდის და პირდაპირ ვამბობ - კანდიდატი და პროგრამა, რომელიც ხალხის ნდობას ვერ დაიმსახურებს, სპორტის ახალი სახელმწიფო პროგრამიდან დაფინანსებას ვერ მიიღებს.

- შესაძლოა, ბევრმა თქვენი ეს სიტყვები ისე გაიგოს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში რევაზ არველაძის გამარჯვების შემთხვევაში, ფედერაციას არ დააფინანსებთ...

- მე ეს არ მითქვამს, იყოს ის, ვინც საუკეთესოა. ახლა ვარაუდების დრო არ არის, ვარაუდები ასტროლოგების თემაა. სახელმწიფოს სხვა რამ აინტერესებს. კიდევ ერთხელ ვამბობ - ახლა უმოქმედობა დანაშაული იქნება. სამწუხაროდ, მთავარი ისაა, რომ ჩვენ ვამბობთ - ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ, მაგრამ ფედერაციის ხელმძღვანელობა არ გვეთანხმება.

ეს პიროვნული საკითხი არ არის, რეალურად, მართლა ცუდად ვართ. თუ ფედერაცია კარგ საქმეს აკეთებს, დიდი მადლობა მას! თბილისში ევროპის სუპერთასისა და ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის ჩამოტანა კარგია, მაგრამ უეფაში დავით პეტრიაშვილი ჩვენთვის დიდ საქმეს აკეთებს, რომლის სახელი ერთხელაც არ გაჟღერებულა.

- კარგით, მთავარზე ვთქვათ - ბოლოს და ბოლოს, სახელმწიფო ფეხბურთს დააფინანსებს?

- ამა თუ იმ ფედერაციის დაფინანსების კრიტერიუმი მალე განისაზღვრება და გათვალისწინებული იქნება სახეობის პოპულარობა, ტრადიცია, შედეგები, რამდენად დემოკრატიულად და სწორად იმართება ესა თუ ის ფედერაცია და ფულიც ამის მიხედვით განაწილდება. რა თქმა უნდა, აქცენტი იმ სახეობაზე უნდა გაკეთდეს, რაშიც წარმატების მეტი შესაძლებლობა გვაქვს.

- ბევრი ფიქრობს, რომ ფეხბურთი საერთოდ არ უნდა დაფინანსდეს...

- მერე სპორტის მოყვარულთა დიდ ნაწილს ამ სახეობაში წარმატების იმედიც უნდა ჩავუკლათ? ამ აზრს არანაირად არ ვეთანხმები - არასწორი მენეჯმენტის გამო არის კრიზისი, თორემ ჩვენს ფეხბურთს პერსპექტივაც აქვს, ტრადიციაც და რესურსიც.

რაც შეეხება სახელმწიფო დაფინანსებას, აქ პოზიცია ჩამოყალიბდა - აბსოლუტურად ყველა კლუბი, კერძოც და სახელმწიფოც, ერთნაირ დაფინანსებას მიიღებს - უმაღლეს, პირველ და, ჩვენი სურვილია, მეორე ლიგაშიც. იქნება საბაზისო და საპრემიო დაფინანსება. ფული გამოიყოფა ბავშვთა ფეხბურთის განვითარებისთვის, მწვრთნელთა განათლებისთვის და ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის.

ახლა ვეძებთ გზებს, რომ კერძო ინვესტორი მოვიზიდოთ და 5 წლის შემდეგ რაც შეიძლება მეტი კერძო კლუბის იყოს. კლუბებში კერძო მენეჯმენტი უნდა მოვიწვიოთ, რათა ისინი გავაძლიეროთ, შედეგზე იყვნენ ორიენტირებულები და ჯანსაღი პროცესები დაიწყოს. სახელმწიფო კლუბებში მენეჯმენტის კუთხით ბევრი რამაა შესაცვლელი.

- რა თანხაზეა ლაპარაკი და პროგრამა რა დროზეა გათვლილი?

- ეს პროექტი 5-წლიანი იქნება, მისი ღირებულება კი 220-დან 250 მილიონ ლარამდე, შესაძლოა - მეტიც. სანაცვლოდ კი რეფორმების გატარება იქნება საჭირო.

- ახლა ფეხბურთს სახელმწიფო წელიწადში ისედაც 44 მილიონით აფინანსებს - განსხვავება რა იქნება?

- ის, რომ რაიონში კლუბის დაფინანსება ამა თუ იმ გამგებლის სიმპათია-ანტიპათიაზე არ იქნება დამოკიდებული. შედგება საერთო პროგრამა, რომელიც მთელ ქვეყანაში უნდა განხორციელდეს. ამას უეფასთან ერთად ვაპირებთ და სასაცილოა, როცა უეფას სანქციებზე ლაპარაკობენ. ზუსტად უეფას სტანდარტებს ვითვალისწინებთ, რეფორმები სხვაგვარად ვერ გატარდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• maiko

რაიონში კლუბის დაფინანსება ამა თუ იმ გამგებლის სიმპათია-ანტიპათიაზე არ იქნება დამოკიდებული. ---მე ეს მომეწონა, თორემ რაიონების გამგებლებმა ვერ ამოივსეს ერთი ადგილი და ფეხბურთელები მშივრები თამაშობენ!

• გუჯა კახაძე

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი: ახლა არჩევნები მოდის და პირდაპირ ვამბობ - კანდიდატი და პროგრამა, რომელიც ხალხის ნდობას ვერ დაიმსახურებს, სპორტის ახალი სახელმწიფო პროგრამიდან დაფინანსებას ვერ მიიღებს. გაიხარეთ ბ-ნო ტარიელ!!!!

• Davit

სანაცვლოდ კლუბებმა უნდა აიღონ ვალდებულება სულ ცოტა 50 000 ბავშვი (საუკეთესო იქნება 100 000) ავარჯიშონ დაჩართონ ამ სპორტში. ბავშვები მოშორდებიან ქუჩას და ვინ იცის იქნებ კარგ ფეხბურტელებადაც ჩამოყალიბდნენ.

• Davit

ამ პრინციპით პირველ მეორე და მესამე ადგილოსანი გუნდები მიიღებენ 4.მილიონს, 4.5 მილიონს და 5 მილიონს, ეს თანხა რეგიონალური გუნდებისთვის საოცნებოა და შესაბამისად მონდომებაც ექნებათ. ამ თანხებს კერძო ფინანსებიც დაემატება, და მნიშვნელოვნად გაძლიერდება ჩემპიონატი..ასევე აღარიქნება ერთწლიანი გუნდები, და.ა.შ, მოკლედ ვფიქრობ კარგი მოსაზრებაა.. იგივე პრინციპი უნდა გავრცელდეს ქვედა ლიგაზეც,

• Davit

ალაგალაგ მსჯელობთ. მთავარი ფულის რაოდენობა კი არა ამ ფულის სწორად დახარჯვაა. რანაირად ითხოვთ ფეხბურთის განვითრებას რომცა ერთი თქვენგანი მაინც არ აპროტესტებს ბავშვების ფასიან ვარჯიშს? რა აზრი აქვს ფულის რაოდენობასთუ სწორად არ დაიხარჯა? კონკურენცია ნულის ტოლია ჩემპიონატში, რატომ არ აპროტესტებთ ამას? რა აზრი აქვს გუნდი დაიკავებს მე-6 ადგილს თუ მე-8 ? არანაირი. წეღანაც ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, 1. უნდა აიკრზალოს სახელმწიფო კულები. 2. ბავშვების ფასიანი ვარჯიში უნდა დასრულდეს, უფასოდ უნდა ივარჯიშონ. 3. უმაღლესის ყველა გუნდს უნდა ჰქონდეს საფეხბურთო სკოლა. 4. თანხა უნდა გადავიდეს საპრიზო ფონდში. ბოლო ადგილოსანმა მიიღოს 500 000 ლარი (ეყოფა ერთი წლით შესანახად. და ყოველ შემდგომი ადგილი პლუს 500 000, შესაბამისად იქნება სხვაობა მე-6 და მე-8 ადგის შორის. 10 გუნდიან ჩემპიონატში ეს თანხა არ გაცდება 28 მილიონს, 43 ილიონზე ნაკლებია. 5.სახელმწიფომ კლუბებს უნდა გადასცეს ქონება უსასყიდლოდ. და რაღაც პერიოდი სტადიონების მდგომარეობაზეც უნდა იზრუნოს. ეს უნდა იყოს არა მარტო სპორტული პრექტი არამედ, სოციალურიც,, ბევრი ბავშვი სპორტში,

• ქართლო განრისხებული ქუთაისიდან

ეხლა მანახა არველაძეები ლუდის რა სიბრაზით დალევენ, გაიგეთ გესმით, თუ არ გესმით უკანონო ფედერაციავ რომ, რაც შეიძლება მალე წადით, ნუ უცდით არჩევნებს, და ხალხს ნუ ეთამაშებით უწესოდ, თორემ როგორც ... დაამთავრა ისე დაამთავრებთ, და სამშობლო მოგენატრებათ, თქვენ ფეხბურთი დააქციეთ, და კიდევ დაქცევას არავინ დაუშვებს. გაეცალეთ, და წადით, წადით, წადით.

• qutaiseli

”იცით, რამდენი აქვს ხელფასი ქართველ ექიმს? - 5 ათასიდან 15 ათას დოლარამდე. და იცით, რატომ? - , რომ ჩვენ არ ვიპარავდით და შესაძლებლობის ფიმიტომარგლებში ყველაფერს ვაკეთებდით ხალხის დასახმარებლად”, - ეს განცხადება საქართველოს ექსპრეზიდენტმა და ოდესის ამჟამინდელმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ოდესის ოლქში, ქალაქ იზმაილის მოსახლეობასთან შეხვედრაზე გააკეთა. სააკაშვილი უკრაინელებს ისეთივე ხელფასებს დაჰპირდა, როგორიც საქართველოში დატოვა ფეხბურთის არვიცი მარა ამის მოცილების გულისთვის მადლობა ბიძინას რაც შეეხება 44მილიონს ის კლუბებში იხარჯება ყოველწლიურად რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლება ხარჯავს.და როარა ეს ფული პირველობა უბრალოდ ვერ ჩატარდება რადგან გუნდების 90 პროცენტი სახელმწიფო დოტაციაზეა.

• david

სახელმწიფო წელიწადში 7 მილიონ ლარს ხარჯავს ფეხბურთში და აქედან 25 პროცენტი უკან უბრინდება. საინტერესოა, საიდან მოაქვთ 44 მილიონი? იქნებ ვინმემ აგვიხსნას

• antibneleti

ჰო, საყდრისიც არ აუფეთქებიათ, თავისით აფეთქდა! კონკრეტულად ვის რა ეშველება, ეს არავის საქმე და არც ტაქტიანი გამოთქმა არ არის, მთავარია, ამ ქვეყანას ეშველოს როგორმე და ცხოვრების თითოეულ სფეროს!

• untibnelet-s

გეტყობა რუსთავი 2-ს უყურებ. თუ ეგრე გააგრძელე ქართულ ფეხბურთს უფრო ეშველება ვიდრე შენ.

• antibneleti

ამათ ხელში, 5 წელიწადში 250 მლნ ლარი 250 ათასი დოლარი გახდება, თუ უფრო ნაკლები არა! ადგეს და თავისი 1 მილიარდი ჩადოს, ხომ გაიზარდა მისი ბანკის შემოსავალი 17,5-ჯერ ამ 3 წელიწადში? ეს ხომ ხელისუფლებაში ყოფნის დროს მოხდა? მოაშოროს იქიდან სიჭინავაც, არველაძეც და სხვა მუქთამჭამელებიც და მოიყვანოს ისინი, ვინც მას უნდა, ოღონდ საქმე გააკეთონ! დაიმახსოვრეთ, სანამ კარგ ფეხბურთელს აქ, ადგილზე, იმდენივე ანაზღაურება არ ექნება, რამდენიც მას საზღვარგარეთ გაქცევის შემთხვევაში ელოდება, მანამდე მათ აქ ვერ დავაბამთ და ძალით ვერ ვათამაშებთ კარგ ფეხბურთს! საფეხბურთო სკოლებში კი, რათქმაუნდა, სწავლა-ვარჯიში აუცილებლად უფასო უნდა იყოს!!! ვინ იცის, რამდენი თვითნაბადი ტალანტი დაიკარგა და იკარგება უფულობის გამო?!!!!!

• Unknown

ვეთანხმები გიოს, რაგბის მაგალითი თვალსაჩინოა, პოფესიონალიზმით, მონდომებით და ფულით, შეიძლება ამ მძიმე მდგომარეობიდან გამოსვლა!

• qutaiseli

1მილიარდი უნდა აქ ზოგიერთს რო ჩაიდოს ფეხბურთში თუ რაშია საქმე ბატე როა ბელორუსის გუნდი რამდენიაქ ბიუჯეტი ლიგაზე რო თამაშობს 100მილიონი კიარა საქმის მცოდნე უნდა იყო და მენეჯერიც უნდა გყავდეს გუნდს თორე არც 100მილიონია იმის გარანტია რო ლიგაზე ითამაშებ ფაქტები რამდენიც გინდათ იმდენს მოვიყვან ასე რო არავინ არავის აბოლებს და თუ საქმეს ხელს მოკიდებენ სერიოზულად შედეგიც იქნება.

• მამუკა

220 მლნ. ლარი ანუ 100მლნ.$ ეს თანხა საკმარისია მხოლოდ იმისთვის,რომ ერთი გუნდი ლიგაზე მხოლოდ ჯგუფურ ეტაპზე მოხვდეს.

• ,,ოროსანი,,

საბოლოოდ მარტივი მათემატიკით...მოკლედ სახელმწიფო ფეხბურთის დაფინანდების გაზრდას არ აპირებს,უბრალოდ ,,შეფუთეს,,,, რომ რაღაც შეიცვალება და ჯამში გამოდის 5 წელზე 250 მილიონამდე...კარგით რა ბ-ნო ტარიელ-კარგად მოგეხსენებათ,რომ 5 წელში 250 მილიონით დიდად არაფერი შეიცვლება და რატომ გვაბოლებთ?და ვერც ბიძინას ფულს ვხედავ,თუ ამასაც მომავალში,,შეფუთავენ,,...სეკვესტრია ბიუჯეტის ხალხო!!!კობის წესიერი სახელის გამოყენებაც უნდათ ...

• dato

ძლივს არ გავიგე 1 კარგი რამეეეე. მართალია სახელმწიფო ტუ დააფინანსებს ფეხბურტს მხოლოდ პროგრამის ფარგლებში.გამგებლების მიერ ფულის გატეტრების პროცესი უნდადასრულდეს

• gio

ვისაც ბიძინას დაფინანსების არ გჯერათ, ნახეთ რა გააკეთა მაგ კაცმა რაგბში. მაგის დამსახურებაა დღეს რაგბი ასეთ დონეზე როა და ცოტა მოუკელით რა უმადურობას. ეს მინისტრი ძაან მაგარი კაცია და სწორად ფიქრობს ყველაფერს. მიდი მიაწექი ძმააა!!!!

• Davit

თუ ამ თანხას საპრიზო ფონდში გადაიტანენ,, ბოლოდან- პირველ ადგილოსნამდე შესაბამისი პროპორციით გადაეცემა თანხა, ყოველი შემდგომი მაღალი ადგილის დაკავება, მომავალ წელს მეტ დაფინანსებას ქონის იმედ მისცემს კლუბებს, შესაბამისად კონკურენცია გაიზრდება. სახელმწიფო კლუბები კი უნდა გადაეცეთ იქაურ კოლექტივებს, რა ფორმით ამას დიდი მნიშნვნელობა არ აქვს. მთავარია სახელმწიფო გავიდეს მართვიდან. აუცილებელი კომპონენტი,, კლუბებმა სანაცვლოდ უნდა აიღონ ვალდებულება ბავშვები უფასოდ ავარჯიშონ.

• beso

ra bidzina shewuxebula fexburtis mdgomareobit, amxela xalxi egeti cxvrebi rogora xart? es xachikashvilia tu xachikiani memris main mococxavs mandedan tavis shushis kolbis beladtan ertad

• qutaiseli

საუბარია იმაზე რომ საერთოდ აღარ დააფინანსებს მუნიცპალიტეტები და გამგეობები გუნდებს.ფეხბურთის განვითარების კონკრეტული პროგრამა თუარ დაიდება ფული ისე არ ჩაიდება ფეხბურთში თორე ხეჩიკაშვილი საერთოდ რა შუაშია.და კიდე ერთი ცუდი ამბავი როგორც ამბობენ ორი გუნდი გვეყოლება აწი ევროთასებზე.

• ქართული ფეხბურთი

მოკლედ მცდელობა იმაშია, რომ პირადად ხეჩიკაშვილმაც მიიღოს ფინანსები ბიუჯეტიდან, იმდენივე რამდენიც ვთქვათ ქუთაისის ტორპედომ ))) რაც შეიძლება მეტი ნიჭიერი ბავშვი მიიზიდონ რაიონებიდან საბურთალოს ხელოვნურ მინდორზე :) თუმცა პირიქით, საჭიროა რეგიონებში სიტუაციის გამართვა, ფინანსები და ინფრასტრუქტურა, კერძო ინვესტორები უნდა დაინტერესდნენ ქუთაისის, ზუგდიდის, ბათუმის, ფოთის გუნდებით ...

• Davit

გააუქმეთ სახელმწიფო კლუბები, და 40 მილიონი საპრიზო ფონდში გადაიტანეთ. გუნდებს ვალდებულება აკიდეთ სანაცვლოდ ბავშვები უფასოდ ავარჯიშონ და საფეხბურთო სკოლები აუცლიებლად იქონიონ.

• Davit

გააუქმეთ სახელმწიფო კლუბები, და 40 მილიონი საპრიზო ფონდში გადაიტანეთ. გუნდებს ვალდებულება აკიდეთ სანაცვლოდ ბავშვები უფასოდ ავარჯიშონ და საფეხბურთო სკოლები აუცლიებლად იქონიონ.

• PSV

აუუ 250მილიონიოოო?! არველაძე თითებს ილოკავს... ჯერ ისედაც არსად წასვლას არ აპირებდა და ეხლა მითუმეტეს ამხელა თანხას შეეცილება რეზიაა?!

"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა

"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი

შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

ზურაბ პეტრიაშვილი: ქართულმა ფეხბურთმა არველაძეები არ უნდა დაკარგოს

[ოთხშაბათის საკითხავი] რატომ (არ) უნდა შევიყვანოთ ბავშვი ფეხბურთზე?

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

[ლელოს სტუმარი] გია ცეცაძე წარსულზე, კარიერაზე, ჩემპიონობაზე, ნაკრებზე...

სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა

"ამ სტადიონზე მისნაირი ანგელოზივით ბავშვები გაფრთიანდებიან" - "საბურთალოს" პრეზიდენტი შაქარაშვილის სახელობის სტადიონს აანონსებს [VIDEO]

Daily Mail: ივანიშვილი ექვს ერში საქართველოს მიღებისთვის წელიწადში 10 მლნ ევროს იხდის

სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს

ქრონოლოგია: რა მოხდა ქართულ ფეხბურთში ლევან კობიაშვილის მოსვლის შემდეგ

გვეყოლება თუ არა, კახა კალაძის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის კიდევ ერთი ქართველი გამარჯვებული?! - როდის ანთებს ხვიჩა ცეცხლს...

რატომ გავარდა "გურია" და სად მიგვიყვანს 5 მილიონის საქმე?

მან პრობლემების 10%-იც არ იცის - ავთანდილ ჭრიკიშვილი ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვს

სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა

ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ

ნიჟარაძე: არ იცით, ივანიშვილი რაგბისთვის რას აკეთებდა, არჩევნები ხელახლა უნდა ჩატარდეს

საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს გია გეგუჩაძეს ჩააბარებენ?

"რატომ უნდა ითამაშოს საქართველოს ნაკრებმა შემტევი ფეხბურთი?!" - რევაზ არველაძე

გოჩა სვანიძე: ბიძინა ივანიშვილის თანადგომა ქართული რაგბის მიმართ მსოფლიოში უპრეცედენტოა

ბათუ კევლიშვილი: ბიძინა ივანიშვილი ყველაფერს აკეთებს ქართული რაგბის აღორძინებისთვის

დინო ჰამზიჩი: ბიძინა ივანიშვილი? მსმენია, რომ...

"ვერ წარმოვიდგენდი, თუ ამ განცხადებას გავაკეთებდი" - ტარიელ ხეჩიკაშვილი "საბურთალოს" აღარ დააფინანსებს

ტარიელ ხეჩიკაშვილი: ორი კვირის წინ "საბურთალო" პატარა კრიზისის ზღვარზე იყო

ნოდარ ახალკაცი: პრეზიდენტობიდან გადადგომის მიზეზი მხოლოდ ეს არ ყოფილა...

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"ჩემთვის პასუხი აშკარაა" - კვარაცხელია სჯობს თუ კალაძე... ცნობილმა მწვრთნელმა არჩევანი გააკეთა

ესიენი, დეკო, არველაძე - ბაქოში "ვარსკვლავების ფინალი" გაიმართა

სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით

ეროვნული ლიგა. XVII ტურის წინ: ეძღვნება დავით პეტრიაშვილის ხსოვნას...

"არასოდეს ვაპირებ პოლიტიკაში წასვლას, ან რომელიმე მხარეს დავდგე" - დვალიშვილი საქართველოში მისი ყოფნის მიზეზზე და კალაძესთან შეხვედრაზე საუბრობს

"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება

ახალი სეზონიდან "საბურთალო" "იბერიას 1999"-ის სახელწოდებით იასპარეზებს

ეკიპირება, ტურნირები, აქტივობები - სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მემორანდუმი

მამუკა ფანცულაია: თამაში მინდოდა, მაგრამ ობოლ ბიჭს ხელის წამკვრელი არ მყავდა

შესაძლოა, ტაიმის შუაში საცეკვაო ნომრები დადგან - რევაზ არველაძე სუპერლიგაზე

"მახსოვს, რაც ხდებოდა მაშინ, მაგრამ პრეზიდენტობა არასდროს მინანია"

რევაზ არველაძე: იმედი მაქვს, ეს მატჩები საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული იქნება

[ერთი თავი დაუწერელი წიგნიდან] რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ჩემი ცხოვრებიდან

რევაზ არველაძე: ამ ფეხბურთელებით და ამ ჯგუფში, პლეი ოფში მოსახვედრად უნდა გვებრძოლა

ბეტონის ჯებირი და უეფას სტანდარტი - აჟიოტაჟი ზუგდიდის სტადიონის გამო

უკრაინამ კახა კალაძეს "უკრაინის სპორტის საერთაშორისო ოსტატის" წოდება ჩამოართვა

შეხვედრა საფრანგეთის საელჩოში და სამომავლო თანამშრომლობა სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდთან