ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

გია ცეცაძე: აფხაზეთშიც ვიყავი, მაგრამ ომი საჩემო საქმე არ იყო...

გია ცეცაძე: აფხაზეთშიც ვიყავი, მაგრამ ომი საჩემო საქმე არ იყო...

"მხოლოდ სულელები ფიქრობენ, რომ ფეხბურთი მარტივი სახეობა და მხოლოდ კუნთების შეჯიბრებაა. ახლა ის უკვე მეცნიერებაა"

ფოტოზე: გია ცეცაძე და კახა ცხადაძე

ბოლო დროს ქართულ ფეხბურთში წარმოჩენილ რამდენიმე საინტერესო სპეციალისტს შორის გია ცეცაძე ერთ-ერთი გამორჩეულია. სამწვრთნელო კარიერა ისე დაიწყო, დიდი ფეხბურთი არც უთამაშია, მაგრამ ჩამორჩენილი საფეხბურთო ქვეყნის მწვრთნელის კვალობაზე ბევრს მიაღწია - ინგლისს, ბელგიასა და შოტლანდიას ჯგუფში რომ ჩატოვებ და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებ, პატარა საქმე არაა.

ცეცაძე იმ იშვიათი სპეციალისტების კატეგორიას განეკუთვნება, რომელიც ქართველ გულშემატკივრებს აიმედებს და პატივს სცემენ. იმიტომ, რომ მისი გუნდები ფეხბურთს თამაშობენ და არ წვალობენ.

მაგრამ ცეცაძეზე გულშემატკივარმა ბევრი რამ არც იცის - ვინ არის, ფეხბურთში როგორ მოხვდა და ასე შემდეგ. არადა, საინტერესო ადამიანია.

მთაწმინდაზე

- მთაწმინდაზე ვიზრდებოდი. ეს სხვა უბანია. ხალხს სალამი არ ეშლება და ურთიერთობები ესმის. მე ბევრი კარგი ადამიანის თვალწინ ვიზრდებოდი, რომლებიც ღირსებით ცხოვრობდნენ და ბავშვებს მაგალითს გვაძლევდნენ. ჩვენ კი ვცდილობდით, ოჯახები არ შეგვერცხვინა - პრინციპში, ყველა თბილისელი ბიჭი ასეც იზრდებოდა. ჩვენს ბავშვობაში უფრო მშვიდი გარემო და ხალხში მეტი სითბო ოყო.

ახლა ქართველებს ერთმანეთის მიმართ სიყვარული და სითბო გვაკლია. ადვილია ჭკუის სწავლება და ვიღაცაზე ხელის გაშვერა, მაგრამ სიყვარული ყველაზე ძნელი ყოფილა. ელემენტარულად, ქუჩაში რომ დადიხარ, მაშინ გრძნობ, რომ ხალხში დიდი აგრესიაა.

თუ გვინდა ერთმანეთს რამეში შევეჯიბროთ, უპირველესად, ამაში გვიჯობს. დანარჩენი ყველაფერი მეორეხარისხოვანია და მოგვარდება. ევროპელებს ამაში უნდა მივბაძოთ, ხალხი ერთმანეთს კი არ უბღვერს, პირიქით - უღიმიან. ჩვენთან გაჭირვებაა, მაგრამ ისეთ დღეშიც არ ვართ, ერთმანეთს სიხარული და სითბო არ ვაჩუქოთ.

მაინც მგონია, რომ რაღაც დალაგდება. ეს კი მხოლოდ რწმენით არის შესაძლებელი. მეტი დათმობა და სიყვარული ასე თუ გამოჩნდება. სიყვარული ნებისმიერ სფეროს და საქმეს დაალაგებს.

პირველი ნაბიჯები მწვრთნელობაში

- ყველამ იცის, დიდი ფეხბურთი არ მითამაშია. ღმერთმა თამაშის გამორჩეული ნიჭი არ მომცა. ვერის პარკის წრეშიც დავდიოდი და "ნორჩ დინამოელშიც". 16 წლამდე კი 35-ე სკოლაში თემურ ლორთქიფანიძესთან ვვარჯიშობდი, რომელთანაც ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. ამიტომ იყო, გორის "დილასა" და 19-წლამდელთა ნაკრებში რომ მივიწვიე - უნიკალური კაცია და მისი გვერდში დგომით ბევრს ვიძენ.

როდესაც მივხვდი, რომ გამორჩეული არ ვიყავი, ფეხბურთს აღარ გავყევი. იმ დროს დაიწყო თბილისში სამოქალაქო და რუსეთთან ომები და ვარჯიშს შევეშვი. სხვათა შორის, აფხაზეთშიც წავედი, მაგრამ მივხვდი, ომი საჩემო საქმე არ იყო. ომი დამთავრდა და მეგობრებთან ერთად ბიზნესის წამოწყება ვცადე, მაგრამ გული მაინც ფეხბურთისკენ მიმიწევდა.

ბავშვობიდან ფეხბურთის უსაზღვრო სიყვარული მქონდა და სრულად სკოლის შემდეგაც არ ჩამოვშორებულვარ. მწვრთნელობა 2000 წელს, კოტე ჯალიაშვილთან, სკა-ში დავიწყე. სხვათა შორის, მე და გელა სანაია ვეხმარებოდით.

მაშინ მეგონა, რომ ფეხბურთი მაგრად მესმოდა, მაგრამ 2002 წელს ლიცენზირებაზე რომ მივედი, მივხვდი, საქმე უფრო რთულად იყო. მერე ნელ-ნელა ალღო ავუღე. გამოცდილებას ცოდნა დაემატა, თავდაჯერებულობაც მოვიდა და მივხვდი, საინტერესო სამუშაო იყო.

ძმაკაცები

- მაშინ ფეხბურთში ძალიან ჭირდა, ნორმალური პირობები ახლა არაა და მაშინ საერთოდ. მაგრამ მადლობა ღმერთს, მყავს ძმაკაცები, რომლებთანაც ადრე ბიზნესიც მიკეთებია და გვერდში მედგნენ. იცოდნენ, რომ ქარხანაში ან მსგავს დაწესებულებაში წარმოუდგენელი იყო და ფეხბურთში ხელს მიწყობდნენ.

ჩემთვის კი ფეხბურთი არც მაშინ ყოფილა სამსახური და არც ახლაა. რა თქმა უნდა, კაცს ოჯახის შენახვა ევალება, მაგრამ მხოლოდ ამიტომ მუშაობა არ ღირს. ფეხბურთი ჩემი ცხოვრებაა და ვერ წარმომიდგენია, თუნდაც "მაიკროსოფტის" დირექტორად რომ დამნიშნონ. უფეხბურთოდ მოვკვდები...

2003 წელს კი "ოლიმპში" გადავედი და 1993-წლიანებში თემურ ფოცხვერიასთან ვმუშაობდი. დამოუკიდებლად პირველად 1994 წელს დაბადებულები ჩამაბარეს. 2008 წელს გიორგი დევდარიანი 16-წლამდელთა ნაკრებში დანიშნეს და ასისტენტად მიმიწვია. იმავე პერიოდში ფოცხვერია "საბურთალოში" გადავიდა და მალე მეც გავყევი, A კატეგორიის ლიცენზიაც ავიღე... მერე და მერე 19-წლამდელთა ნაკრებიც ჩამაბარეს.

მჯერა, რომ ამ საქმის კეთება შემიძლია და მინდა ქვეყანას გამოვადგე. ეს ერთხელ უკვე შევძელი, როდესაც 19-წლამდელების ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავიყვანე. წლის ბოლოს, დაჯილდოებაზე დავით პეტრიაშვილმა პრიზი რომ გადმომცა, ძალიან გამიხარდა და დიდი ენერგია მომცა.

კენიონები გვჭირდება

- მწამს და მჯერა, რომ საქმის კეთებაში სიკეთე, გულწრფელობა და გულიანი მიდგომა ყოველთვის გეხმარება. ადამიანს კი ამ თვისებების ჩამოყალიბებაში ეკლესია ეხმარება, რადგან იქ არის ყველა იმ კითხვაზე პასუხი, როგორი უნდა იყოს ადამიანი და სად რა გამოსავალი შეიძლება მოძებნოს. მართლმადიდებლობაა ამ ყველაფრის გასაღები.

მე მგონია, რომ ჩვენი საფეხბურთო წარმატების გასაღებიც რწმენაშია. თუ არ გჯერა, რომ მოწინააღმდეგესთან მოგება შეგიძლია და მოედანზე მუხლი გეკვეთება, მაშინ ვერაფერს მიაღწევ. მე ეს რწმენა იმიტომ მაქვს, რომ ბორის პაიჭაძიდან მოყოლებული, ქართველებს ნიჭიერი მოთამაშეები ყოველთვის გვყავდა.

ფეხბურთში კი თამაშის ბედს სწორედ ასეთები წყვეტენ. ნიჭის გარეშე დიდი შედეგის მიღწევა შეუძლებელია. მე მწვერვალებს ვგულისხმობ და არა უბრალოდ თამაშს.

მაგრამ ფეხბურთს მარტო ნიჭით ვერ ითამაშებ. აუცილებელია შრომა, მონდომება და მიზანსწრაფულობა. მათ გარეშე ნიჭი გაიფლანგება და ამის არაერთი მაგალითი გვქონია. ფეხბურთელისთვის პირველი უნარი მაინც ბრძოლისუნარიანობაა. ამის გარეშე შედეგის მიღწევა შეუძლებელია. მერე მოდის სათამაშო დისციპლინა, ადამიანი ცხოვრებაში და მოედანზე თუ მოუწესრიგებელია და თავის მოვალეობას არ ასრულებს, ვერასოდეს ვერაფერს მიაღწევს. მერე კი ფიზიკური და ტაქტიკური განათლებაა საჭირო.

ამ ყველაფერთან ერთად, მე გუნდში დიდ ყურადღებას ფსიქოლოგიურ მომზადებას ვაქცევ. ადამიანის ტვინს ისე თუ მომართავ, როგორც საჭიროა, წინ ვერაფერი დაგიდგება.

დღეს ქართული ფეხბურთი ცუდ დღეშია, მაგრამ მაჩანჩალა საფეხბურთო ერი არ ვართ. იმისიც მჯერა, რომ ადრე თუ გვიან აუცილებლად იქნება როკვა ქართული გენისა, როგორც გრიგოლ რობაქიძე ამბობდა. ამას ჩვენი ბიჭები ასაკობრივ ნაკრებებში ყოველდღიურად ამტკიცებენ. გაიზრდებიან და დარწმუნებული ვარ, ბევრსაც მიაღწევენ. ორჯერ ბოლო წლებში ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშეთ. ასეთი სიხარული არველაძე-ქინქლაძის თაობასაც არ განუცდია. მათ რომ ევროპის ჩემპიონატზე ეთამაშათ, დარწმუნებული ვარ, ბევრსაც მიაღწევდნენ.

დღეს ფეხბურთის განვითარება დიდი ფულის გარეშე წარმოუდგენელია, მაგრამ ფული არასწორად იხარჯება, ესაა უბედურება. მენეჯმენტი ყველას კი არ ესმის. აბრამოვიჩი "ჩელსიში" რომ მივიდა, პირველი რა გააკეთა? პიტერ კენიონი მიიყვანა, რომელმაც გუნდი დაალაგა. თორემ აბრამოვიჩმა ფეხბურთი კარგად არც იცის.

ჩვენი სტიქია, რომელზეც უარი ვთქვით

- ლორთქიფანიძე, დევდარიანი და ფოცხვერია ლაღი ფეხბურთის მიმდევრები არიან. საკუთარ თავს მათ თანამოაზრედ მივიჩნევ. თითოეული მათგანისგან ძალიან ბევრი ვისწავლე და დღემდე ვსწავლობ. საქართველოში მათზე პროფესიონალები მაჩვენეთ და ხელებს ავწევ. აქაც იგივე ხდება, რაც ფეხბურთელებთან მიმართებაში - ჩვენებს, რატომღაც, უცოდინრებად თვლიან. ეს "მეორე ნომრის" სინდრომია, რომელიც მალე უნდა მოვიშოროთ. ჩვენ კარგი მწვრთნელები გვყავს და არ ვაფასებთ.

ფეხბურთში ყველას მოგვწონს შემტევი გუნდები და მოთამაშეები, შემთხვევით ვიღაცას ბურთი რომ მოხვდება და გაიტანს, ეს ფეხბურთი არაა. ბავშვობიდან იმიტომ მიყვარდა თბილისის "დინამო", ჰოლანდიის ნაკრები და "ბარსელონა", რომ მათი ლაღი თამაში სიამოვნებას მანიჭებდა.

ქართული გუნდები ყველაზე წარმატებულ პერიოდებში შემტევ სტილში თამაშობდნენ, ასე იყო ბორის პაიჭაძიდან დაწყებული, 13 მაისის თაობით დასრულებული. მართალია, ცხადაძე-არველაძე-ნემსაძე-ჯამარაულის თაობას წარმატება არ ჰქონია, მაგრამ ლამაზ ფეხბურთს თამაშობდა.

ასეთი ფეხბურთის თამაშს გენეალოგიაც გვკარნახობს. ქართველებს გერმანელის ნებისყოფა და "ფიზიკა" არა გვაქვს, დაცვაში ჩამსხდრებმა ხანგრძლივ შეტევებს რომ გავუძლოთ. ჩვენი სტიქია შეტევაა.

ფეხბურთი მრავალფეროვანი თამაშია და ჩვენს პლუსზე - ფინტებზე, ტექნიკასა და მატაობის ნიჭზე თუ საკუთარი ნებით ვიტყვით უარს, მაშინ ქართული ფეხბურთისგან არაფერი დარჩება.

ქართველი ფეხბურთელების დიდ ნაწილს არასრულფასოვნების კომპლექსი ჩამოუყალიბდა, მაგრამ ჩვენ არ ვართ მეორეხარისხოვანი საფეხბურთო ქვეყანა, უამრავი ტალანტი გვეზრდება. სანამ ჩვენ "მეორე ნომრობას" არ შევეშვებით და საკუთარ ძალებს არ ვირწმუნებთ, არაფერი გვეშველება.

შეუძლებელია, ფეხბურთში არ გაითვალისწინო ფოლკლორი, რაც ქართულ ხასიათს ასახავს. ჩვენი ხალხური ცეკვები აიღეთ - სულ შეტევაა. ეს დიდი და საინტერესო თემაა, რომელზე ფიქრის დროსაც წარსულს, ისტორიას და ჩვენი ხალხის ხასიათს ვაანალიზებ და ვითვალისწინებ. ვინც ამას არ აკეთებს, ძალიან ცდება.

ფეხბურთი მეცნიერების დონეზეა

- ფეხბურთის განვითარებას მინიმუმ წელიწადში 100 მილიონი ლარი სჭირდება. ეს ფული ჩემს ხელში რომ იყოს, უპირველესად, სტადიონებს გავაკეთებდი, მაგრამ ბაზები ჰაერივით გვჭირდება. ამის გარეშე კლუბის განვითარება წარმოუდგენელია.

საგადასახადო შეღავათები რომ დაუწესდეს, ფეხბურთში მხოლოდ ფიფიას, რუხაძის, ხეჩიკაშვილისა და თოფურიას მსგავსი ხალხი კი არ იქნება, ბევრი ბიზნესმენი კომერციული ინტერესის გამო დაინტერესდება. შესაძლოა, ეს ეკონომიკის მდგომარეობის გამო არ კეთდება, მაგრამ გუნდებზე პირდაპირ ფულის ჩუქებას შეღავათები ნაღდად სჯობია. სულ არაფერს ისევ გუნდების დაფინანსება აჯობებს.

ცუდი მოედანი, ცუდ შეკრებას რომ გაივლის, ცუდი ეკიპირება ექნება და ნორმალური ბუცით ვერ ითამაშებს, საბოლოო ჯამში, ფეხბურთელი ვერ განვითარდება. მესმის, რომ ოდესღაც ფეხშიშველები ასფალტსა და ხრიოკ მინდორზე თამაშობდნენ, მაგრამ ახლა 21-ე საუკუნეა და სხვა მოთხოვნებია. ძველი დროის მიდგომები ახლა ვერ გაჭრის.

ფეხბურთი აღარაა გართობა, ის არის პროფესიული ბიზნესიც, პოლიტიკაც და მეცნიერების დონეზეა აყვანილი. იმიტომ, რომ შესაძლოა, ფეხბურთი უდიდესი შემოსავლის წყარო გახდეს. წარმოგიდგენიათ, აქ უკვე ჩარეულები არიან ფსიქოლოგიის, ფიზიოლოგიისა და მათემატიკის სპეციალისტები. ტაქტიკური მომზადებისა და ფეხბურთელების რაციონალური გადაადგილების მიზნით, სივრცის სწორად ასათვისებლად, ყურადღებას გეომეტრიის ელემენტებს აქცევენ.

მხოლოდ სულელები ფიქრობენ, რომ ფეხბურთი მარტივი სახეობა და მხოლოდ კუნთების შეჯიბრებაა. ახლა ის უკვე მეცნიერებაა, სადაც ლოგიკის, დიდი კვლევებისა და კაპიტალდაბანდების გარეშე ვერაფერს მივაღწევთ.

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"

• qomage

მკვეხარა

• jango

alex alfaidze ღმერთმა იმედი და სიკეთე ნუ მოუშალოს სამტრედიელებს,მაგრამ გიზო,გუჯა,საშკა და სხვანი დაუწყებენ ყველაფრის გინებას ცეცაძეს,ალბათ "დასროჩნად" გაიქცეს ეს "მთაწმინდაზე ჯიგრულად აღზრდილი კაცი"...სამტრედიაში 200-300 კაცი ისეთია რომ სტადიონზე არ უნდა შეუშვა,რომლებიც ფეხბურთს კლავენ და ფეხბურთელებს მორალურად ანადგურებენ. გუჯა კახაძე ოქრო კაცი ხარ,შენი ვიდეოებიც ნანახი მაქვს,შანსი იმისა რომ რომელიმე უმაღლესი ან პირველი ლიგის კლუბში დაგიძახონ არის სამწუხაროდ ნულის ტოლი,ალბათ როგორც უკვე გირჩიეს,სჯობს რომელიმე მეორე ლიგის კლუბს მოსთხოვოთ უფასოდ ერთი წლით თქვენი აყვანა რომ დამტკიცდეს გრძელვადიან პრაქტიკაზე თუ რა რეზულტატი გაქვსთ. წარმატებები !

• alex alfaidze

სამტრედიას გაუმარჯოოოოოს.......

• alex alfaidze

როგორც იქნა გვEგირსა განატლებული ინტელექტუალურად მოსაუბრე მცვრტნელი რაც უდავოდ გვჯირდებოდა გუნდსჰი არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე...ყველამ ტავის საქმე უნდა აკეტოს... (გამგები გაიგებს...)ცარმატებები გიას...გულსჰემატკივრები სჰენს გვერდიტ ვარტ...

• ჩემბერლენა

დამთავრებული არ მქონდა სტატიის კითხვა და უკვე ამ კაცზე ვფიქრობდი , აჰა პირველივე კომენტარი მაგისია : გუჯა კახაძე ! რატომ არ იყენებთ ადამიანებო ამ კაცის შესაძლებლობებს გამაგებინეთ ხალხი არა ხართ ?! ერთმა მაინც სცადეთ , იქნება და რა ხდება ... ვინღა მოვიდეს "ტრენერად" ნაკრებში , პრეზიდენტათ ფედერაციაში ?! გააკეთეთ ვინმემ , თან იძახით ჩაშვებულები" არა ვართო ფეხბურთში და შეხედეთ სადა ვართ ....... მიიყვანეთ ვინმემ ეს კაცი და სცადეთ იქნებ ამართლებს ტო ! თუ ამისთვისაც აქციების გამართვააა აუცილებელი , არ ექნება შედეგი , წავა დაიხურავს ქუდს და ჩვენც გვეცოდინება ! გამოიყენეეეეეეეეეეეეეეთ !

• გუჯა კახაძე

იმედისმომცემი სტატიაა! მხოლოდ "ფიზიკაში" ვერ დაგეთანხმებით!!!! გერმანელების "ფიზიკა" კი იმიტომ არ გვაქვს, რომ ვინც იცის გერმანელების "ფიზიკის" შესახებ იმას არ უსმენთ. მე ინსტრუმენტიც კი მაქვს, რომლითაც გერმანელები ვარჯიშობენ, მაგრამ ფედერაციაში ეს არავის აინტერესებს. 5 წლის წინ "ოლომპში" მოვიტანე პროექტი და 15 მწვრთნელი ესწრებოდით ჩემ საუბარს. რამდენიმემ იქვე აღნიშნა ვერაფერი გავიგეო. ამის შემდეგ იქვე, ჩემთვის უცნობ ფეხბურთელთან ჩავატერე ექსპერიმენტი - ნახევარსაათიანი მსუბუქი ვარჯიშით სასტარტო სისწრაფის მომატება, რამდენსაც ერთი წლის მძიმე დატვირთვით ვარჯიშით მივიღებდით. ექსპერიმენტს რატომღაც მხოლოდ პაატა მეტრეველი დაესწრო და აღნიშნა, რომ ერთი წლის ნაცვლად ორი წლის შედეგი მივიღეთ. ამის შემდეგ ქართულ ფეხბურთში "ფიზიკის" პრობლემებზე საუბარი ცოტა უხერხულია. აჯობებდა დაგესახელებინათ მიზეზი, თუ რატონ იბლოკება ჩემი მეთოდის გამოყენება ქართულ ფეხბურთში, როდესაც 12 წლის მანძილშე სწრაფი შედეგი ყველა ფეხბურთელთან მქონდა!

• jaju

შეტევა, სილაღე-შენ რა ჩაპაევი ხარ?

• jaju

ფეხბურთი თუ არ იცი, სტადიონი რად გინდა?

• რურუ

ცხოვრებაში პირველად ვწერ კომენტს! დიდი ხანია ასეთი სიამოვნება არ განმიცდია, მაგარი სტატიაა!!! ბრავო კორესპონდენტს და სუპერ რესპონდენტს!!! რაც მთავარია, გაჟღერებული პრობლემების მიუხედავად ოპტიმიზმით აღსავსეა. ქართულ გენიაში არსებული ფეხბურთის ნიჭი და შეტევითი შესაძლებლობები ადრე თუ გვიან თავისას იზავენ. ჩვენ ამ ეტაპზე გვაკლია გამარჯვებულის მენტალიტეტი, რომლის გარეშე წარმატება შეუძლებელია და ეს მხოლოდ დროის ამბავია.ზოგადად კარგი ანალიზი და სწორი აქცენტები იქნა დასმული. სხვა დანარჩენი ფიზიკა თაქტიკა ანუ პროფესიონალიზმი ასეთმა ადამიანებმა უნდა ასწავლონ ფეხბურთელებს ბავშობიდანვე და ეს არ არის გადაუჭრელი ამოცანა!!!

ძალიან ყინჩად კი იყვნენ - "იბერია 1999"-ის მძლეველი "მალმიო" "კოპენჰაგენმა" გააბითურა

"ბარსელონას" 8 წლიან კონტრაქტზე უარი ვუთხარი და ყველაფერი დავკარგე" - მესის ბავშვობის თანაგუნდელის ინტერვიუ

რიო ფერდინანდმა თავისი ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია

"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა

დევდარიანი, ფრუიძე თუ ისევ ჭიაბრიშვილი? - მწვრთნელის ვარიანტები "საბურთალოსთვის"

[ტრანსფერი] ლევან მაჭარაშვილმა უკრაინის პირველ ლიგას ლიტვის ჩემპიონატი ამჯობინა

დავით ჯიქია: ძალიან საინტერესო ჩემპიონატს ველი

ბაჩანა არაბული: ...ამიტომაც გავაკეთე ასეთი არჩევანი

"ტორპედომ" ცეცაძის გადადგომის შესახებ დაწერილი განცხადება არ დააკმაყოფილა

გელა სანაია: ზღვისპირეთში ბევრი ტალანტი იკარგება

"სამტრედია": გია ცეცაძის ეპოქა დასრულდა, ვინ გაწვრთნის ჩემპიონს?

გიორგი დევდარიანი: ღირსეული წაგებებით დავიღალეთ, მე ოპტიმიზმის საფუძველს ვერ ვხედავ

"ხვიჩას ვუყურებ და ვტკბები... მისთვის ვარსკვლავური სენის შეყრა? მგონია, რომ..." - დევდარიანმა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა

გადაწყდა: ფოთის "კოლხეთს" უკრაინელი ალექსანდრ შტელინი გაწვრთნის

"თელავის" მწვრთნელად დანიშნეს

"ტორპედოს" ცეცაძე აღარ გაწვრთნის, "დილასთან" გუნდს ანალიტიკოსი გაიყვანს

უცხოეთიდან ბევრი ქართველი ჩამოსულა და ქართულ ფეხბურთში ფული დაუბანდებია?!

უცნობი ისტორიები: ვაკო ყაზაიშვილი და გიორგი ჭანტურია აღმზრდელის თვალით

"ფეხბურთი არ არის ის სპორტი, სადაც ერთმანეთს გინებაში ეჯიბრებიან" - კერესელიძემ ცეცაძესა და ფანებს შორის მომხდარ კონფლიქტზე ვრცლად ისაუბრა

"შევარდენს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

გიორგი ბუხაიძე: კლუბთან კონტრაქტი ამომეწურა და არ ვიცი ჯერჯერობით სად წავალ

დავით ხოჭოლავა: ნაკრები? ამას სიტყვებით ვერ გადმოვცემ!..

დავით თარგამაძემ "ოლეკსანდრიაში" ბესიკ ამაშუკელი მიიყვანა

დევდარიანი: კვარაცხელია ორფაზიანი მოთამაშეა; ავხსნი, რას ვგულისხმობ...

გელა სანაიამ "შევარდენი" დატოვა - ახალი თავკაცის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია

"მზად ვარ, "ტორპედოში" სოლიდური ინვესტიცია დავაბანდო და "დინამოს" კონკურენტი გავხდეთ"

გელა სანაია: ნაკრებით ფეხბურთის მშენებლობის დაწყება წარმოუდგენელია

ვინ იყო ზარმაცი, ქინქლაძე?! რას იხსენებს მწვრთნელი, ვინც გიო ფეხბურთში დააბრუნა

გიორგი დევდარიანი: ჩვენ ვცდებით, როცა ვამბობთ, რომ ჩემპიონატის დონემ აიწია

"ვის აგინებ, შე ნაბო***რო" - "ტორპედოს" თამაშის მიმდინარეობისას, ცეცაძესა და გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა [VIDEO]

გიორგი გაბედავა: დროა, საჩხერის "ჩიხურამ" ჩემპიონობისთვის იბრძოლოს

10 გამორჩეული მოქმედი ქართველი მწვრთნელი - ვინ არის საუკეთესო?

''ჩვენი ფეხბურთი უცხოს არ დაუქცევია, ეს ისევ ჩვენი ხელით მოხდა"

"პროტესტი იქამდე გაგრძელდება სანამ ცეცაძე გუნდს არ დატოვებს" - "ტორპედოს" ფან-კლუბი "ჯუნგლები" განცხადებას ავრცელებს