უელსის ნაკრების ცხრა ნომერმა დიკი ოუენმა ეროვნულ გუნდში 34-ე კეპი მოიხვეჭა, რითაც 11 წლით ადრე ბილი ბენკროფტის მიერ დამყარებული რეკორდი გააუმჯობესა...

1912 წელი

უელსის ნაკრების ცხრა ნომერმა დიკი ოუენმა ეროვნულ გუნდში 34-ე კეპი მოიხვეჭა, რითაც 11 წლით ადრე ბილი ბენკროფტის მიერ დამყარებული რეკორდი გააუმჯობესა. ოუენი "თვიქნემზე" ინგლისის ნაკრებთან 0:8 წაგებულ მატჩში გუნდის კაპიტანი იყო. ეს მისი ბოლო შეხვედრა გამოდგა ეროვნული გუნდის შემადგენლობაში. ოუენი რაგბიდან 34 წლის ასაკში წავიდა.

1923 წელი

ინგლისის ნაკრების მესამეხაზელ ლეო პარაისი ყველაზე სწრაფი ლელოს გამტანად მოევლინა რაგბის სამყაროსა. მან "თქვიქნემზე" უელსის ეროვნულ გუნდთან მატჩში ლელო მე-10 წუთზე გაიტანა. "პომებმა" მეტოქეს 7:3 მოუგეს. ერთი არეკნი ინგლისლეთა გარემარბის ალისტერ სმოლვუდის ანგარიშზეა.

1934 წელი

კარდიფში "არმს პარკზე" ჩრდილოეთის ტრიბუნა ოფიციალურად ინგლისის ნაკრებთან მატჩით გაიხსნა. უელსელებმა შეხვედრა მშრალი ანგარიშით - 0:9 წააგეს. თამაშის გმირი ინგლისელთა გარემარბი გრემ მეიკლი გახდა, რომელმაც ორი ლელო მიითვალა.

1968 წელი

გერეთ ედვარდსმა ეროვნული გუნდის შემადგენლობაში პირველი ლელო გაიტანა. უელსის ნაკრებმა "თვიქნემზე" "პომებთან" ფრეს მიაღწია - 11:11. უელსელთაგან მეორე ლელო ბობი უონბონის ანგარიშზეა, რომელმაც ეროვნულ გუნდში პირველად და უკანასკნელად ითამაშა.

1973 წელი

ტომ გრეისის ლელოს წყალობით ირლანდიის ნაკრებმა "ლენსდაუნ როუდზე" "ოლ ბლექსთან" ფრედ 10:10 ითამაშა. ახალზელანდიელებთან მიღწეული ეს შედეგი ირლანდიელებისთვის დღემდე საუკეთესოა. ვილი-ჯონ მაკბრეიდი იმ შეხვედრაში მეორე ხაზში იდგა. ტომ კირნენმა ორი საჯარიმო გაიტანა.

1979 წელი

უელსელებმა დაამტკიცეს, რომ ჯერარდ დევისის, გერეთ ედვარდსისა და ფილ ბენეტის რაგბიდან წასვლის მიუხედავად, მაინც სერიოზულ ძალას წარმოადგენენ და დიდი სლემი შეასრულეს. უელსის ნაკრებმა ხუთი ერის პირველ მატჩში, "მერიფილდზე" შოტლანდიის ეროვნულ გუნდს სძლია - 19:13. შესაძლოა, უელსელთა შორის ყველაზე მეტად ტერი ჰოლმსს გაუჭირდა. მან ლეგენდარული გერეთ ედვარდსის ადგილი დაიკავა და ერთი ლელოც მიითვალა.

1990 წელი

რორი ანდერვუდი ინგლისის ნაკრების საუკეთესო მელელოვე გახდა. მან ირლანდიის ნაკრებთან მშრალი ანგარიშით 23:0 მოგებულ მატჩში თავისი მე-18 ლელო გაიტანა და სირილ ლოუს რეკორდი გააუმჯბესა. ლოუ ინგლისის ეროვნული გუნდის ღირსებას 1913-23 წლებში იცავდა.

2009 წელი

ინგლისის რაგბის კავშირმა დაადასტურა, რომ "ბასის" შერკინების ბურჯი მეთ სტივენსი დოპინგ კონროლზე ჩავარდა. მას დროებით აუკრძალეს ნებსმიერ ტურნირში თამაში და ეროვნული ნაკრებიდანაც გარიცხეს. მოგვიანებით სტივენსს ორწლიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს. მას განაჩენი არ გაუსაჩივრებია.

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა