ქართველი ძიუდოისტები მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადებიან, რომელიც ასტანაში 24 აგვისტოს დაიწყება
საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრები დაბრუნდა იაპონიიდან, სადაც ტოკიოსთან ახლოს, კოკუშიკანის უნივერსიტეტში მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადების მიზნით ერთობლივი შეკრება გაიარა.

ჩვენს ნაკრებთან ერთად იქ სამხრეთკორეელებიც ემზადებოდნენ ერთი-ორი ლიდერის გამოკლებით და იყვნენ ჩეხებიც, პერიოდულად კი სავარჯიშოდ იაპონიის ეროვნული ნაკრების წევრებიც მიდიოდნენ. ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელი ირაკლი უზნაძე კმაყოფილია ამ შეკრებით. ნაკრები ჯერჯერობით თბილისშია, 7 აგვისტოს კი ლიკანში გაემგზავრება დასკვნით შეკრებაზე.

როგორც უზნაძემ და გუნდის ექიმმა ზურაბ კახაბრიშვილმა გვითხრეს, ტრავმების მხრივ სერიოზული გართულება არაა, თუმცა პატარ-პატარა პრობლემები მაინც არისო.

ყველაზე რთულად ისევ უშანგი მარგიანია (81), რომელსაც მანამდეც ხომ აწუხებდა ფეხი, იაპონიაში პირველივე ვარჯიშზე თურმე უხეშად მიარტყეს და ტრავმა გაუმიზეზდა. იაპონიაშივე ბოლოსწინა ვარჯიშზე ბარძაყის კუნთი დაეჭიმა ვალერი ლიპარტელიანსაც (90), თუმცა ის და ლევან მატიაშვილიც (+100) წელის ტკივილის გამო უკვე გამოიკვლიეს თბილისში და სერიოზული არაფერია, სულ მალე სრულად დაიტვირთებიან.

თბილისშივე გამოიკვლიეს გერმანიიდან დაბრუნებული ეროვნული ნაკრების კანდიდატი გურამ თუშიშვილიც (100), რომელმაც წინა უქმეებზე ბერლინში ახალგაზრდების ევროთასზე მძიმე წონაში იჭიდავა, თუმცა ტრავმის გამო ფინალში ვერ იასპარეზა. როგორც ვწერდით, მაშინ მას კოჭი უტკენია, თუმცა ახლა ირკვევა, რომ ხელიც დაჭიმვია - ეტყობა, ჯერ მაინც შეუჩვეველია დიდ დატვირთვებს. სავარაუდოდ, ის 10-ოდ დღეში სრულად დაიტვირთება, მზადებას კი ახალგაზრდებთან გააგრძელებს. მას საგანგებო მკურნალობას და სავარჯიშო გრაფიკს გაუწერენ, რათა რეაბილიტაცია დროულად და სწორად წარიმართოს.

სარეაბილიტაციო პროცესი თითქმის დაასრულა ჭაბუკებში ევროპის ჩემპიონმა მარიამ ჯანაშვილმა (57). მან უკვე ჩაატარა საკონტროლო შეხვედრები და ყველაფერმა ნორმალურად ჩაიარა, თუმცა მასაც საგანგებო გეგმით გაუზრდიან დატვირთვებს. ვარაუდობენ, რომ სექტემბერში ევროპის ახალგაზრდულ პირველობაზე მის გამოსვლას ხელი არაფერმა არ უნდა შეუშალოს, თუმცა ის ეროვნული ნაკრების თვალთახედვის არეშიცაა და სალიცენზიო შეჯიბრებებშიც უპირებენ გამოცდას.

დასასრულ, ისევ ეროვნულ ნაკრებსა და მსოფლიოს ჩემპიონატს დავუბრუნდეთ, რომელიც 24 აგვისტოს იწყება ასტანაში. ჩვენი ნაკრები ყაზახეთში ორ ეტაპად გაემგზავრება: 18 აგვისტოს წავლენ ფალავნები 81 კილოგრამის ჩათვლით და მწვრთნელები, ხოლო დანარჩენები 22-ში დაადგებიან იმავე გზას.

უზნაძეს პირად პირველობაში ისევ ის 9 ფალავანი მიჰყავს, რომლებმაც ბაქოში პირველ ევროპულ თამაშებზე იასპარეზეს, გუნდურისთვის კი მათ ვაჟა მარგველაშვილი (66) დაემატება. ერთი მონაწილე გვეყოლება ქალთა ტურნირშიც - ესტერ სტამი (70).

ვაჟებში პირად პირველობაში მონაწილე კვლავ არ გვეყოლება ორ წონაში - 66-სა და 100-ში. ამ წონებში ჩვენი ძიუდოისტები მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ყველა დიდ ტურნირში იჭიდავებენ, რადგან რეიტინგში ქულები ჰაერივით სჭირდებათ.

ვაჟები

60 კგ. ამირან პაპინაშვილი

73 კგ. ლაშა შავდათუაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი

81 კგ. ავთანდილ ჭრიკიშვილი, უშანგი მარგიანი

90 კგ. ვალერი ლიპარტელიანი, ბექა ღვინიაშვილი

+100 კგ. ადამ ოქრუაშვილი, ლევან მატიაშვილი

გუნდური

66 კგ. ვაჟა მარგველაშვილი

ქალები

70 კგ. ესტერ სტამი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

:))-s
ამ გვაჯებს მოაქვთ ყველაზე დიდი მონაგარი ქართულ სპორტში. ....
Nodari
სპორტის ერთადერთი სახეობა,სადაც ჩვენი სიტყვა გვეთქმის.ბრავო,მაგრები ხართ.

რას გვანან :)) გვაჯები
დათო
მაგარი კაცები
[VIDEO] შავდათუაშვილი და დვალაშვილი ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლაში დამარცხდნენ - ტოკიოს გრანდ სლემის მეორე დღე
[VIDEO] მასპინძელი იაპონელი იპონით დაამარცხა! - ილია სულამანიძე ტოკიოს გრანდ სლემის გამარჯვებულია
[VIDEOS] ეთერ ლიპარტელიანმა და გიორგი ჯაბნიაშვილმა ტოკიოს გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
"ბარსელონა" ბოლო წამებზე დამარცხდა - თორნიკეს ისევ არ უთამაშია
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
ხელფასის შემცირებაზე თანახმაა - ლევანდოვსკის მომდევნო სეზონშიც "ბარსელონაში" თამაში სურს
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
უარი "ჩელსის, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" - სემენიომ არჩევანი სხვა ინგლისურ გრანდზე შეაჩერა
[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის 4 სამქულიანი და კარგი მატჩი - სანდრომ "ტორონტოს" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა
საზონოვს მალე, ალბათ, "ტორინოს" დატოვება მოუწევს
დასაევი: საფონოვი რა, ასეთი დიადია?
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
აბუ-დაბის გრან სლემს მხოლოდ ავთანდილ ჭრიკიშვილი შემორჩა, რომელიც 1/4-ფინალში გავიდა
დღეს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი იწყება - წილისყრამ ქართველები დაინდო
პაპინაშვილის ვერცხლი და ლიპარტელიანის ბრინჯაო ახალგაზრდული ევროპირველობიდან
ანტალიის გრან პრიზე 8 ქართველი ძიუდოისტიდან მედლისთვის მხოლოდ 1 იჭიდავებს [VIDEO]
დიუსელდორფის გრანდ სლემი: ქართული შვიდეულის გერმანული ხვედრი
[VIDEO] არის! საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა იაპონია დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოსთვის ცნობილია
[VIDEO] ისტორიული დღე - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია!
ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი: დღეს ჯანაშვილი და შავდათუაშვილი იჭიდავებენ
თბილისის გრან პრის საქართველოს ნაკრების ოთხი ლიდერი დააკლდება
"საჭიდაო არენა ხომ დაინგრა, ალბათ, მთელი დარბაზი მზად იყო, ნაკუწებად ვექციე"
ქართველი ძიუდოისტები თელ-ავივის გრან პრის პირველ დღეს წარუმატებლად გამოვიდნენ
ბექაური და თუშიშვილი ტოკიოს გრანდ სლემს ჩაეხსნენ
ძიუდო. "გოლდენ გორმა" ჩემპიონთა ლიგაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
"ზურა ექიმო, პირობა შესრულებულია!" - კახაბრიშვილის ცრემლები
ცინდაოს მასტერსი: ქართული ფინალი, ესპანეთის მონაწილეობით
თბილისის გრან პრის წინ: ვარსკვლავები დაგვიძვირდა
ირაკლი უზნაძე თურქეთის ძიუდოისტთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები: ირაკლი ცირეკიძე ირაკლი უზნაძის ნაცვლად?
საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნულ ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
[VIDEO] ზურაბ კახაბრიშვილის გმირობა - მადლიერი უნგრელი სპორტსმენის ინტერვიუ
იაპონიაში 13 ძიუდოისტით - ტოკიოს გრანდ სლემისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი აბუ-დაბის გრან სლემზე ბრინჯაოსთვის იბრძოლებს
ქართველი ძიუდოისტები თელ-ავივის გრან პრის პირველ დღეს უმედლოდ დარჩნენ
ვარლამ ლიპარტელიანი: თუ ვინმე ამას უარყოფს, მატყუარა მიწოდეთ!
აბუ-დაბის გრან სლემი. I დღე: ქართველი ძიუდოისტები უმედლოდ დარჩნენ
10-11 თებერვალს ქართველი ძიუდოისტები პარიზის გრანდ სლემზე იასპარეზებენ
ლიპარტელიანი, მატიაშვილი, თუშიშვილი და ღვინიაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებენ [VIDEO]
ზაალიშვილი და მატიაშვილი უნგრეთის გრან სლემზე ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ
ევროპის ჩემპიონატზე ღვინიაშვილმა, თუშიშვილმა და მატიაშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს [VIDEO]
[ირაკლი თავაძე ბუდაპეშტიდან] 6 ნემსი და გმირობის დასანანი დასასრული [VIDEO]
საქართველოს ძალოსანთა ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატიდან 4 მედლით დაბრუნდა
ზაგრების გრან პრი: ზაალიშვილისა და ღვინიაშვილის ოქროს მედლები და გუნდური პირველი ადგილი ვაჟთა შორის [VIDEO]
ნახევარფინალში თუშიშვილი დაამარცხა - საბა ინანეიშვილი ქართულ ჭიდაობაში პირველი მსოფლიო ჩემპიონი გახდა!
ძიუდოს მსოფლიო რეიტინგი: ქართველები ტოპებში
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები: კორეელები ქართველობენ