რატომ ვერ თამაშობს ახალგაზრდა ქართველი დონეცკის "შახტარის" ოფიციალურ მატჩებში?
დიდი ხანი არაა, რაც 17 წლის შემტევი გიორგი არაბიძე თბილისის "ლოკომოტივიდან" დონეცკის "შახტარში" გადავიდა. ამ დროისთვის უკრაინელთა ახალწვეული მხოლოდ ამხანაგურ შეხვედრებში თამაშობს.

არაბიძე ერთ-ერთი იმ ფეხბურთელთაგანია, სამომავლოდ ჩვენი ფეხბურთი ამ ღრმა კრიზისიდან რომ უნდა გამოიყვანოს. ამიტომ, მას მუდმივი სათამაშო პრაქტიკა სჭირდება.

"ლელო" მას ამ არაერთ საინტერესო საკითხზე ესაუბრა...

- უკვე გარკვეული დრო გავიდა მას შემდეგ, რაც დონეცკის "შახტარში" გადახვედით. როგორ მიდის თქვენი საქმეები უკრაინულ გრანდში?

- ძალიან კარგად, თითოეულმა ფეხბურთელმა, კლუბის თანამშრომელმა თუ ხელმძღვანელმა ძალიან კარგად მიმიღო. მოკლედ, ყველაფრით კმაყოფილი ვარ.

- ძირითად გუნდთან ერთად ვარჯიშობთ?

- დიახ, ძირითად გუნდთან ერთად. სულ ასეა, რაც აქ ჩამოვედი.

- ...მაგრამ ოფიციალურ მატჩებში ჯერ არ ჩანხართ...

- ჯერ მხოლოდ ორი ამხანაგური მატჩი ვითამაშე. ოფიციალურად თამაშის უფლება არ მაქვს, პასუხს ფიფასგან ველოდები.

- რა ხდება? რა პრობლემაა?

- საქმე ისაა, რომ ქართველი ვარ და თან ჯერაც არ ვარ 18 წლის. მოკლედ, ზუსტად ის პრობლემაა, რაც ევროპაში.

- რას ამბობენ? მალე მოგვარდება ეს პრობლემა?

- წესით, მალე უნდა მოგვარდეს. რომ დავინტერესდი, მითხრეს, 70 პროცენტით მალე ეშველება ამ ყველაფერსო. ვნახოთ, რა იქნება. ახლა მოლოდინის რეჟიმში ვარ, ყოველდღე ველოდები პასუხს.

- გამოდის, რომ ამ უფლების გარეშე ვერაფრით ითამაშებთ?

- ვერა, გამორიცხულია. თუ ფიფასგან ნებართვა არ ჩამოვიდა, ისე ოფიციალურ შეხვედრაში ვერ მივიღებ მონაწილეობას.

- თქვენი აზრით, ეს უფლება რომ გქონდეთ, ძირითად გუნდში დამკვიდრებას შეძლებდით?

- ზუსტად ამის თქმა ცოტა ძნელია ამ ეტაპზე. გეტყვით მხოლოდ ჩემს აზრს - ასე მგონია, სათადარიგოთა შორის ვიქნებოდი. ეს ჩემი ვარაუდია.

- "შახტარში" რას ამბობენ? მათ ხომ იცოდნენ, რომ ეს პრობლემა იქნებოდა?

- კი, იციან ჩემი პრობლემის შესახებ. მე მათზე კარგის მეტს ვერაფერს ვიტყვი. ყველაფერს აკეთებენ, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს. ძალიან უნდათ "შახტარის" ხელმძღვანელებსა და მწვრთნელებს, რომ ვითამაშო.

- როგორი ვარჯიშები აქვს მირჩა ლუჩესკუს?

- ძალიან მრავალფეროვანი, სახალისო ვარჯიშებია.

- საქართველოს შემდეგ უკრაინული დატვირთვების ატანა ხომ არ გაგიჭირდათ?

- არა, საერთოდ არ გამჭირვებია.

- როგორი გუნდია "შახტარი"? განსაკუთრებით ვის დაუმეგობრდით?

- გუნდი შესანიშნავია... არც ვიცი, რა ვთქვა... შედეგები ყველაფერზე მეტყველებს. რაც შეეხება დამეგობრებას, ასე ვერავის გამოვყოფ, ყველასთან ძალიან კარგად ვარ.

- გასულ სეზონში, დონეცკში არსებული ვითარების გამო, "შახტარი" ძალიან ხშირად იცვლიდა საცხოვრებელ ადგილს. ახლა სად ცხოვრობს გუნდი?

- კიევში ვართ. ვისაც უნდა, უმაღლესი კლასის სასტუმროში ცხოვრობს, ვისაც არა და, სახლები აქვთ აღებული და იქ ცხოვრობენ.

- თქვენ სად დაბინავდით?

- სანამ თქვენს კითხვას გავცემდე პასუხს, უნდა ვთქვა, რომ "შახტარში" იმედი აქვთ, რომ ექვს-შვიდ თვეში გუნდი დონეცკში დაბრუნდება. ვნახოთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი მოვლენა იქნება. რაც შეეხება ჩემს საცხოვრებელ ადგილს, მეც სახლი მაქვს აღებული და იქ ვცხოვრობ. ერთი შემიძლია ვთქვა - კიევში "შახტარი" შესანიშნავ პირობებში ცხოვრობს და კლუბის ხელმძღვანელობა ყველაფერს აკეთებს საიმისოდ, რომ ფეხბურთელმა მხოლოდ ფეხბურთზე იფიქროს.

- რა შეგიძლიათ თქვათ უკრაინის ჩემპიონატის დონეზე?

- მაღალი დონეა. თავადაც იცით, "შახტარი" ფავორიტია, მაგრამ გუნდს ყველა შეხვედრაში ძალების ბოლომდე დახარჯვა სჭირდება საიმისოდ, რომ სასურველ შედეგს მიაღწიოს. უკრაინის ჩემპიონატს ასეთი სპეციფიკა აქვს - ყველა გუნდი ბოლომდე იბრძვის და თუ თავი არ დადე, ისე თამაშს ვერ მოიგებ. ერთი წამითაც კი არ უნდა მოდუნდე, თორემ ეს მაშინვე თამაშის შედეგზე აისახება.

- კიევი განსაკუთრებული ქალაქია ბევრი საცდურით. შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ბოლომდე ფეხბურთს ეკუთვნით?

- ზომიერების დაცვა ყველგან საჭიროა და ფეხბურთში ეს უმთავრესია. მე ჩემს საქმეს არასდროს არაფერს დავაკლებ...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
კვარაცხელიას შემცვლელი - "ნაპოლი" "შახტარის" ფეხბურთელის შეძენასთან ახლოსაა
არაბიძის ბრწყინვალე მატჩი - ქართველმა შემტევმა სამხრეთ კორეის ჩემპიონატში დუბლი შეასრულა [VIDEO]
შახტარი ჩემპიონთა ლიგაზე თამაშს გერმანიაში აპირებს
ოფიციალურად | გიორგი არაბიძე კვლავ ქუთაისის "ტორპედოს" ფეხბურთელია!
უკრაინის ფეხბურთის ფედერაციას პედრინიოს ნატურალიზაცია სურს
დღეიდან მბაპე ჩემპიონთა ლიგის მოგებას "რეალთან" ერთად ეცდება - ქართველების მატჩები, ვაკო და არაბიძე აზიაში...
ეროვნული ლიგა. XV ტური: ლოკომოტივი - დინამო თბ [LIVE]
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
ეროვნული ლიგა. XII ტური. "გაგრა" - "ლოკომოტივი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XXXIII ტური. "ლოკომოტივი" - "დინამო" თბ [LIVE]
"ტორპედოს" პრეზიდენტი ადასტურებს: გიორგი არაბიძე ბრუნდება!
ირაკლი აზაროვი "შახტარის" ფეხბურთელია!
თურქეთში ვიზიტი ვერ შედგა - ლუჩესკუს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა შეექმნა
თბილისის "ლოკომოტივმა" ექვსი ზამბიელი ფეხბურთელი დაიმატა
მირჩა ლუჩესკუ სიკვდილს გადაურჩა
სკანდალი. ლუჩესკუმ განაცხადა, რომ ყაზახეთის ევროზე შესაძლო გასვლა არანორმალურია - ყაზახები აღშფოთებული არიან
"ნახავთ, პსჟ-ს მცველებიდან ყველაზე ხშირად ის ითამაშებს" - ლუჩესკუმ ზაბარნიზე ისაუბრა
რუსებს ოკუპირებულ დონეცკში ახალი "შახტარის" შექმნა უნდათ
ჭოხონელიძემ ლუჩესკუს დაბრუნება შესთავაზა - მწვრთნელი გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს
ეროვნული ლიგა. X ტური. "თელავი" - "ლოკომოტივი" [LIVE]
ლუჩესკუ არ ჩერდება - 79 წლის ასაკში თავისი ქვეყნის ეროვნული ნაკრები ჩაიბარა
[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა
ეროვნული ლიგა. XIII ტური. "ლოკომოტივი" - "ტორპედო" [LIVE]
არაბიძე: რამ შემიშალა ხელი დიდი ფეხბურთის თამაშში - "უფრო ცხოვრებისეულ პრობლემებზე ვფიქრობდი"