საქართველოს ჩემპიონმა გორის "დილამ" ახალწვეულები წარადგინა
საქართველოს ჩემპიონმა გორის "დილამ" ახალწვეულები წარადგინა. ფეხბურთელებს ახალი მაისურები გუნდის მთავარმა მწვრთნელმა უჩა სოსიაშვილმა, კლუბის მმართველმა დირექტორმა გიორგი ტუღუშმა და მისმა მოადგილე ალბერტ საყვარელიძემ გადასცეს.

უჩა სოსიაშვილმა ახალწვეულებს წარმატებები უსურვა, ხოლო გულშემატკივარს ეროვნულ ჩემპიონატში მორიგ გამარჯვებას დაჰპირდა. მწვრთნელმა გუნდიდან წასულ ათ ფეხბურთელს მადლობა გადაუხადა:

"მათ გარეშე გაგვიჭირდებოდა ჩემპიონატის მოგება. მინდა ყველას მადლობა გადავუხადო და წარმატებები ვუსურვო პირად და საფეხბურთო ცხოვრებაში", - აღნიშნა გორელთა თავკაცმა.

მისივე თქმით, "დილა" განსაკუთრებულად ელის სუპერთასის მატჩს (25 აგვისტო), რადგან თბილისის "დინამოსთან" მომავალ დაპირისპირებას ჩემპიონისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

ფეხბურთელთა წარდგენამდე მედიასა და გულშემატკივრებს მიმართა "დილას" დირექტორმაც.

გიორგი ტუღუშის თქმით, ახალგაზრდა და გამოცდილი ფეხბურთელების სინთეზი "დილას" წარმატების წინაპირობა იქნება. გუნდიდან წასული ფეხბურთელების მიმართ სამადლობელი სიტყვები არც დირექტორმა დაიშურა...

წარდგენის დასრულების შემდეგ უჩა სოსიაშვილმა ფეხბურთელებს მოედანზე უხმო და ვარჯიში გამართა.

აღსანიშნავია, რომ საჩემპიონო სეზონის შემდეგ "დილამ" 11 ფეხბურთელი დაიმატა, მათ შორის - ეროვნული ნაკრების ყოფილი და მოქმედი წევრებიც.

გუნდში მოვიდნენ: 12. ალექსეი შევჩენკო (დინამო კიევი, უკრაინა); 30. მიხეილ მუჯრიშვილი (სამტრედია); 16. დავით კვირკველია (სამტრედია); 21. თეიმურაზ ღონღაძე (ჩიხურა); 88. გიორგი ნავალოვსკი (ტოსნო, რუსეთი); 3. გიორგი პაპავა (ნეა სალამინა, კვიპროსი); 90. მათე კვირკვია (ზესტაფონი); 8. გიორგი ილურიძე (ზესტაფონი); 99. ოთარ მარცვალაძე (ტოსნო, რუსეთი); 14. ისლამ მაშუკოვი (სკა ენერგია, რუსეთი); 11. ლევან ნონიკაშვილი (დილას დუბლები).

გუნდი დატოვეს: ომარ მიგინეიშვილმა, გიორგი სომხიშვილმა, ლაშა ჯაფარიძემ, სლავკო მარიჩმა, გიორგი სეთურიძემ, ლუკა რაზმაძემ, თენგო წიქარიძემ, ნიკა კვეკვესკირმა, გიორგი თექთურმანიძემ და მიხაილ გორელიშვილმა.

fcdila.ge

1
ამიტომაა საქმე კარგად, ყოველ 6 თვეში 11 და მეტ ფეხბურთელს რომ ცვლიან.
goga
მაგარი პოლიტიკა აქვს კლუბს, ახალგაზრდები ყავდა ვინც ჩემპიონატი მოაგებინა და ყველა გაუშვა! ეხლა ეს "ასაკოვანი, მარად პერსპექტიული" ფეხბურთელები მოიყვანა და ამ სასტავით უნდა ევროპის დაპყრობა?!მაქსიმუმ ამ გუნდმა 6თვე გაქაჩოს...
Bacho
11 ფეხბურთელს რო გუნდი დაიმატებს ის გუნდი გუნდია?
chicharito
წარმატებები! იმედია ზამთარში არ დაიშლება ეს გუნდი და კიდევ ერთხელ იჩემპიონებთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"რუსთავში" რევაზ ძოძუაშვილი იმუშავებს
"სიონის" მწვრთნელად სოსიაშვილი დანიშნეს
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
"შუქურა" უჩა სოსიაშვილმა დატოვა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
"სიონი" გიორგი ჭელიძემ ჩაიბარა
"სამგურალის" მწვრთნელად უჩა სოსიაშვილი დანიშნეს
სეზონის დაწყებიდან ეროვნული ლიგის გუნდი მეორე მწვრთნელმა დატოვა