ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის წარმომადგენელმა ირაკლი ხინთბამ მწვავედ გააკრიტიკა ახალგაზრდები
გაგრაში ჩემი ნათესავების მეზობლად ცნობილი ფეხბურთელი გიორგი სიჭინავა ცხოვრობდა... უფრო სწორად, ის ახლაც იქ ცხოვრობს ოჯახთან ერთად, ჩემი ნათესავები კი უკვე დევნილები არიან... გიორგის აფხაზი მეუღლე ჰყავს, თავად ქართველობს, მაგრამ აფხაზები ძალიან ამაყობენ, რომ იქ ცხოვრობს, რადგან ეს ის გიორგი (ჟორა) სიჭინავაა, რომელსაც ლეგენდარულმა პელემ თამაშის შემდეგ მაისური გაუცვალა... სიჭინავა ფეხბურთის ცოცხალი ლეგენდააო, დღემდე ამაყად ამბობენ უფროსი თაობის აფხაზები და პატივისცემით მოიხსენიებენ...

ასეთ დროს მგონია, რომ არის რაღაც პოლიტიკაზე მნიშვნელოვანი, რაც ხელოვნურად გახლეჩილ ქართველებსა და აფხაზებს მაინც აერთიანებს... ასეა თუ ისე, წლების წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ აფხაზი ახალგაზრდების ჯგუფი ენგურს აქეთ გამართულ ღონისძიებაზე დასწრებას გადაწყვეტდა, წელს კი ისინი ანაკლია-განმუხურში გამართულ ელექტრონული მუსიკის ფესტივალსაც დაესწრნენ და თბილისში სუპერთასის თამაშსაც...

აშკარაა, რომ აფხაზეთში ახალი თაობა წარსულის შთაგონებიდან - "ქართველი მტერია!" - თანდათან გამოდის, უფროსი თაობა კი ჯერ კიდევ დაუნდობლად კიცხავს ახალგაზრდებს, რომლებმაც გაბედეს და მესის სანახავად ენგურის საზღვარი გადაკვეთეს...

"ვინ არის "ქრისტინა სი" და რატომ წავიდა თბილისში სუპერთასის თამაშის საყურებლად? ან ვინ არიან ის ბიჭები, ვინც იმის გამო, რომ მესი ენახათ, ის მსხვერპლი დაივიწყეს, რაც ჩვენმა ხალხმა გადაიტანა?" - ის ფაქტი, რომ უეფას სუპერთასის თამაშს თბილისში ბევრი აფხაზი ახალგაზრდა დაესწრო, აფხაზი საზოგადოების ნაწილის მიერ სოციალურ ქსელში ღალატად შეფასდა...

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის წარმომადგენელმა ირაკლი ხინთბამ მწვავედ გააკრიტიკა ახალგაზრდები. "თუ ვინმე წავიდა იქ მატჩის საყურებლად, არასწორად მოიქცა", - ბრძანა მან და "იმედოვნებს", რომ თბილისში არც ისე ბევრი აფხაზი ახალგაზრდა წავიდა, როგორც ამბობენ...

"ჩეგემსკაია პრავდას" რედაქტორი ინალ ხაშიგი კატეგორიულად არ ეთანხმება აზრს, რომ სპორტი პოლიტიკის მიღმაა, რადგან, მისივე თქმით, "აფხაზური ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ მოხვდა ნაციონალურ გუნდებს შორის, რომლებიც ფიფას შემადგენლობაში არ შედიან, რადგან ეს ფაქტი საქართველომ გააპროტესტა...

ფეხბურთი უნდა გვიყვარდეს, მაგრამ, ვფიქრობ, ჩვენი ახალგაზრდები თბილისში არ უნდა წასულიყვნენ. აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ შორის ისევ საომარი მდგომარეობაა. იმის გამო, რომ მესი ენახათ, არ უნდა დაგვევიწყებინა ის მსხვერპლი, რაც ჩვენმა ხალხმა გაიღო. არ ვისურვებდი, რომ ეს ბიჭები გამყიდველებად შერაცხონ, მაგრამ სანამ იმოქმედებ, უნდა იფიქრო", - განაცხადა ხაშიგმა.

"კვირის პალიტრა" იმ რამდენიმე აფხაზ ახალგაზრდას ესაუბრა, ვინც სუპერთასის თამაშსაც დაესწრო და ანაკლია-განმუხურში "გემ ფესტსაც" ესტუმრა.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

ავტორი: ლალი პაპასკირი

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] გოლი და თანაგუნდელისთვის დათმობილი პენალტი - მესიმ, დიდი ალბათობით, არგენტინაში ბოლო მატჩი ჩაატარა
"2020 წელს მესის "ბარსელონადან" წასვლა უნდოდა" - ბართომეუმ თქვა, იღებდა თუ არა ლეო ტრანსფერებზე გადაწყვეტილებას
რეალი-მანჩესტერ იუნაიტედი 2:1 - მშიერი "რეალის" პირველი სუპერლუკმა [VIDEO]
ზინედინ ზიდანი: სწორედ ასეთი შრომის შედეგი იყო ჩვენი გამარჯვება
"მარადონა ძაღლივით მოკვდა, ის ვერ დავიცავით" - ბატისტუტამ დიეგოს გარდაცვალებაზე ისაუბრა
ის, რაც აქამდე ვერც ერთმა ფრანგულმა გუნდმა ვერ შეძლო - პსჟ ისტორიის წერას აგრძელებს
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
მესისთან გამოირიცხა - სალაჰი სავარაუდოდ, საუდის არაბეთს მიაშურებს
"რეალი" VS "ატლეტიკო" - უეფას სუპერთასი მადრიდში რჩება, გასარკვევია, ვისთან?
უეფას 2020 წლის სუპერთასის მასპინძლობა 9 ასოციაციას სურს
[VIDEO] მესის გენიალურობა კიდევ ერთხელ დამტკიცდა - ლეო პირველი მოქმედი სპორტსმენი გახდება, რომელიც ასეთი პატივით დაფასდება
ჟოზე მოურინიო: არადა, ვიდეოგამეორება რომ გამოეყენებინათ...