ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

"ყიჟინატორები" - "ბორჯღალოსნების" მხარდამჭერთა არმია ყოველდღიურად იზრდება

"ყიჟინატორები" - "ბორჯღალოსნების" მხარდამჭერთა არმია ყოველდღიურად იზრდება

"ჩვენი მიზანია, რომ ჩვენი ყიჟინით ჩვენს მორაგბეებს ამოვუდგეთ გვერდში და მათთან ერთად შევერკინოთ მეტოქეებს"
19 სექტემბერს საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის პირველ მატჩს გამართავს. თამაშამდე თითქმის ერთ თვეა დარჩენილი, თუმცა გულშემატკივრები უკვე იწყებენ მზადებას.

ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში "ბორჯღალოსანთა" მხარდამჭერი გვერდი "ყიჟინატორი" გამოჩნდა. ვინ არიან "ყიჟინატორები", რა მიზნები აქვთ და საერთოდ, საიდან გაჩნდა ეს იდეა, ამაზე AMBEBI.GE-ს იდეის ერთ-ერთ ავტორი, ვანო ჩიკვაიძე ესაუბრა.

- მე და ჩემს მეგობრებს დიდი ხნის წინ გვქონდა სურვილი, რომ რაღაც მსგავსი გაგვეკეთებინა, მაგრამ აქამდე ვერ ვახერხებდით. თავდაპირველად იდეა წამოვიდა იქიდან, რომ ჩვენი მორაგბეები ყოველთვის ყველაფერს დებენ თამაშის დროს. შეიძლება წააგონ, მაგრამ ვერავინ იტყვის, რომ ისინი სრულად არ დაიხარჯნენ. იყო პერიოდი, ეს ბიჭები ასფალტზე ვარჯიშობდნენ და მერე გადატყავებული მუხლებით უდიდეს წარმატებებს აღწევდნენ. ამიტომ ამ ყველაფრისთვის გვინდოდა, რაღაც ფორმით მადლობა გადაგვეხადა და ჩამოვაყალიბეთ "ყიჟინატორების" არმია.

დღეს "ყიჟინატორების" რიგებში არიან ქართული რაგბის გულშემატკივარი მარკეტერები, სარეკლამო კომუნიკაციის სპეციალისტები, მუსიკოსები, მსახიობები, რეჟისორები, ოპერატორები, ხმის რეჟისორები და ოპერატორები, სარეკლამო სააგენტო, ხმის ჩამწერი კომპანია, ვებ-დეველოპერული სტუდია და სხვები.

მინდა გითხრათ, რომ "ყიჟინატორების" არმია ყოველდღიურად იზრდება.

- მსგავსი ტიპის იდეებს, როგორც წესი, გარკვეული ფინანსები სჭირდება, მით უმეტეს, იღებთ საიმიჯო ვიდეორგოლებს, რაც ასევე ფინანსებთანაა დაკავშირებული...

- შეგვეძლო სპონსორის მოძიება (სხვათა შორის, შემოთავაზებაც იყო), მაგრამ ჩვენი მიზანია, რომ ეს პროექტი იყოს მთლიანად მოხალისეობრივი. აქედან გამომდინარე, უარი ვთქვით რაიმე სახის დაფინანსებაზე და ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენ თვითონ. მაგალითად, საიმიჯო რგოლი, რომელიც უკვე გავრცელდა, გადაღებულია მთლიანად ჩვენ მიერ და იმის გამო, რომ არ გვქონდა განათების ფული, გადავიღეთ განათების გარეშე.

რგოლის გადაღების დროს ჩვენ ვდებდით ფულს (ხან ათ, ხან ოც ლარს), რათა მგზავრობის და კვების ხარჯები აგვენაზღაურებინა.

პროექტის ფარგლებში ვგეგმავთ კიდევ სხვა მხარდასაჭერი რგოლების გადაღებას. ასევე, დაგეგმილია სხვადასხვა მხარდასაჭერი აქტივობა, რომელიც უფრო მეტად გააღვივებს საბრძოლო სულისკვეთებასა და შემართებას "ბორჯღალოსნებსა" და გულშემატკივრებში მსოფლიო თასის წინ.

თითოეული მონაწილე უანგაროდ ჩაერთო აღნიშნულ პროექტში, რისთვისაც "ყიჟინატორების" საორგანიზაციო ჯგუფი მათ განსაკუთრებულ მადლობას უხდის და იმედს გამოვთქვამთ, რომ მათი გულითადი ყიჟინა წარმატებას მოუტანს "ბორჯღალოსნებს".

- რატომ "ყიჟინატორი"?

- დავსხედით იდეის ავტორები და უამრავი სახელი მოვიფიქრეთ, მაგრამ ბოლოს "ყიჟინატორზე" შევჩერდით, რადგან "ყიჟინატორი" არის ადამიანი, ვინც ავრცელებს ყიჟინას. მოგეხსენებათ, რომ ომის და ბრძოლის დროს ყიჟინით ენერგია გემატება ადამიანს, იმუხტები და უფრო მაგრად იბრძვი, ხოლო ვინც შენთან ერთად ყიჟინობს, შენი თანამებრძოლი ხდება.

ჩვენი მიზანიც ესაა, რომ ჩვენი ყიჟინით ჩვენს მორაგბეებს ამოვუდგეთ გვერდში და მათთან ერთად შევერკინოთ მეტოქეებს. ჩვენი საბრძოლო შეძახილი, მისალმება და დამშვიდობება არის - "ყიჟ!!!"

სასიხარულოა, რომ ხალხმა კარგად მიიღო ჩვენი ინიციატივა, ზოგმა კი გვითხრა, რომ სახელი არ მოსწონთ, მაგრამ უმეტესობა თბილად გვწერს. კრიტიკას არ გავურბივართ, მაგრამ ბუნებრივია, შექება უფრო გვიხარია.

- კარსაა მომდგარი მსოფლიოს ჩემპიონატი და თუ აპირებთ რაიმე აქციას?

- მსოფლიო ჩემპიონატამდე ცოტა დროა დარჩენილი და სამწუხაროდ, ჯერ ვერ ვასწრებთ რაიმე კონკრეტული აქციის ორგანიზებას. უბრალოდ, გვინდა, რომ ყველა "ყიჟინატორი" ერთად შევიკრიბოთ და სადმე ვუყუროთ. სამომავლოდ, მაშინ, როცა ჩვენი ბიჭების თამაშები იქნება, გაცილებით ორგანიზებულად ვაპირებთ დასწრებას.

იმედია, მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატზე დავესწრებით და ადგილიდან გავამხნევებთ ჩვენს ბიჭებს. სხვათა შორის, ბევრმა გვკითხა, ვუყიჟინებთ თუ არა სპორტის სხვა სახეობებს, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენ მხოლოდ რაგბიზე ვართ გადართულნი.

- უახლოესი გეგმები რა გაქვთ?

- ალბათ, ერთ კვირაში გვექნება ჩვენი ჰიმნი, გავავრცელებთ ახალ-ახალ საიმიჯო ვიდეოებს. ვცდილობთ, რომ ყიჟინასთან ერთად გარკვეული საგულშემატკივრო კულტურაც ჩამოვაყალიბოთ, რადგან რაგბის, სპორტის სხვა სახეობებისაგან განსხვავებით, გულშემატკივრობის ძალიან მაგარი კულტურა აქვს, სადაც არის დაუწერელი წესები, რომელთა დარღვევაც არაფრით არ შეიძლება.

მინდა ყველას, ვინც მონაწილებას იღებს ჩვენთან ერთად, ვინც უკვე მიიღო და სამომავლოდ მიიღებს, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო "ყიჟინატორების" მთელი გუნდის სახელით. ყიჟ!!!

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

• glaxuna

რა სისულელეები მოდით ამ ხალხს თავში, რა ბატებივით ყიყინი, სხვა ვერაფერი მოიფიქრეთ ?! იმღერეთ მაინც მოედანზე მაგალითათ: მაგ: ,,იბრძოლე ერო ,-ს,!!! დასაწყისი სტრიფი. ჰარი- ჰარალო, შევძახოთ ჰე-ჰეი - მებრძოლნო ჰეი-ჰეი, ქართველნო ჰე-ჰეი ბრძოლა ღ ი რ ს,ბძოლა ღ ი რ ს ე რ თ ა დ !!!

• avoiee

რა ყიჟინატორი და რისი ყიჟ)))))))))) ცოტა წესიერი რამე მოგეფიქრებინათ, იდეა კარგია მაგრამ ეს "ყიჟ,ყიჟ,ყიჟ ყიჟ ყიჟ ყიჟ ყიჟ ყიიიიიიიიიიიიჟ" მაგრად ტეხავს)))))))))))))))))))))))

"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის

ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია

[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!

ნუცა შამათავა - ერთადერთი ქალი ექიმი 2019 წლის მსოფლიო თასზე

არაოფიციალური ვერსია: "ბორჯღალოსნების" 31-კაციანი განაცხადი მსოფლიოს თასისთვის

მსოფლიოს თასის საზეიმო გახსნის კადრები [VIDEO]

"ბორჯღალოსანთა" ნაწილმა მსოფლიოს თასისთვის მომზადება უკვე დაიწყო

დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“

ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა

ლაშა ლომიძე: ეს ყველაზე ცუდი ათი წუთი იყო ჩემს კარიერაში

ბორჯღალოსნები | ახალი მწვრთნელების პირველი რაზმი - დებიუტანტებით

სავსე ტრიბუნების დროა!

კრისტიან კარამბე: მივესალმები საქართველოს!

ბორჯღალოსნები | პირველი შეკრება ცვლილებით დაიწყო