ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნები: ვეტერანების არჩევანი და პროტესტი

სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნები: ვეტერანების არჩევანი და პროტესტი

გუბაზ დოლიძე ვეტერანების არჩევანზე: "უბედურება ისაა, რომ თბილად არიან და თეთრზე შავს ამბობენ..."
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატთაგან ოფიციალური განაცხადი ჯერ არც ერთ მათგანს არ წარუდგენია.

გუშინ, 20 აგვისტოს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ვეტერან ფეხბურთელთა კავშირის წევრები ფეხბურთის ფედერაციის მოქმედ გენერალურ მდივანს, პრეზიდენტობის კანდიდატ რევაზ არველაძეს შეხვდნენ. მან ვეტერანებს ფეხბურთის განვითარების 4-წლიანი გეგმა გააცნო, რის შემდეგაც არველაძის კანდიდატურის მხარდაჭერაზე ღია კენჭისყრით ერთხმად შეთანხმდნენ.

"ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობა თუ გსურს, უპირველესად, იმ ხალხს უნდა ესაუბრო და იმათგან მიიღო თანხმობა, ვინც ქართულ ფეხბურთს ემსახურა და მისი ისტორია შექმნა", - განაცხადა შეხვედრიდან გამოსულმა რევაზ არველაძემ.

"არველაძეს ვეტერანთა კავშირი იმიტომ წარვადგენთ, რომ ის არის მცოდნე ადამიანი და იცის, სად რა არის გასაკეთებელი", - ასეთია "ვეტერანთა კავშირის" პრეზიდენტ ვაჟა ჟვანიას პოზიცია.

მოწინააღმდეგენი

ვეტერანთა კავშირს ყრილობაზე ხმის უფლება აქვს და მათი კანდიდატურა, უმთავრესად, პრეზიდენტი ხდება კიდეც. ამჯერადაც, როგორც ამტკიცებენ, არველაძეს სხვა კანდიდატურებთან შედარებით უპირატესობა აქვს და მას ყრილობის მონაწილე დელეგატთა უმრავლესობა ემხრობა.

თქვენ წარმოიდგინეთ, ბევრისთვის ხმების კონკრეტული განლაგებაც ცნობილია - არველაძეს 35-დან 28 სუბიექტი დაუჭერს მხარსო...

თუმცა, ეს ჯერ მხოლოდ ვარაუდია. არავინ უწყის, არჩევნებამდე ძალთა განლაგება როგორ შეიცვლება. საინტერესოა, რომ არველაძესთან ერთსაათიანი შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. ეს ბოლო დროს წესად დამკვიდრდა.

საინტერესოა, რა აქვს საფეხბურთო საზოგადოებას დასამალი მედიისგან? ისედაც ხომ ყველაფერი ცნობილი გახდება?

საინფორმაციო წყაროებმა ეს მოვლენა რომ გააშუქეს, მნიშვნელოვანი დეტალი გამორჩათ. შეხვედრის დაწყებამდე კავშირის წევრთა განცხადებასთან შეერთება ორმა ვეტერანმა ფეხბურთელმა არ ისურვა - ოლიმპიურმა ჩემპიონმა გელა კეტაშვილმა და უფროსმა დავით მუჯირმა.

მიუხედავად ჩვენი მცდელობისა, მათ ამ თემაზე კომენტარი არ ისურვეს, მხოლოდ ის ფაქტი დაგვიდასტურეს, რომ შეხვედრა მის დაწყებამდე დატოვეს.

როგორც აღმოჩნდა, ვეტერანები არველაძესთან შეხვედრაზე მიიწვიეს და იქ მოულოდნელად შეიტყვეს, რომ სფფ-ის გენერალური მდივნის კანდიდატურა უნდა წარედგინათ. მათი პოზიცია კი ასეთია - ნუ ვჩქარობთ, სხვა კანდიდატურებსაც მოვუსმინოთ და საუკეთესო მხოლოდ ამის შემდეგ შევარჩიოთო...

სურთ თუ არა ვეტერანების შეხვედრა?

რატომ არ ისურვეს სხვა კანდიდატებმა ვეტერანთა კავშირის წევრებთან შეხვედრა? ამის თაობაზე მურთაზ ხურცილავამ ფეხბურთის ფედერაციის გაზეთისთვის ("ჩვენი თამაში") მიცემულ ინტერვიუში თქვა - დასანანია, რომ ერთის გარდა, სხვა კანდიდატებს ჩვენთან შეხვედრის სურვილი არ გასჩენიათო.

"პირადად, რევაზ არველაძეს ვუჭერ მხარს. მას ვიცნობ ჯერ კიდევ ფეხბურთელობის, შემდეგ მწვრთნელობის, კლუბის ხელმძღვანელობის პერიოდიდან. დიდი ხანია, ფედერაციაში მუშაობს, აქვს უზარმაზარი გამოცდილება, ძალიან უყვარს ქართულ საფეხბურთო ოჯახს, მჭიდროდ თანამშრომლობს უეფას ხელმძღვანელებთან და აქვს შესანიშნავი პირადი კონტაქტები, არის ყოველმხრივ განათლებული და ღირსეული პიროვნება.

მისი ხედვა ფეხბურთთან დაკავშირებით კარგად ვიცით და ყველანაირად ვემხრობით ამ ხედვას. წინასაარჩევნოდ მას კიდევ რამდენჯერმე შევხვდებით.

სხვა მხრიდან კი, ჯერჯერობით, ვეტერანებთან საუბრის სურვილი არავის გამოუთქვამს და ეს ძალიან მაკვირვებს. ნუთუ იმდენი არ გაგვიკეთებია ჩვენი ქვეყნისა და ფეხბურთისთვის, რომ შეგვხვდნენ, თავიანთი მოსაზრება გაგვაცნონ, ჩვენი აზრიც მოისმინონ და ჩვენი ხედვა გაითვალისწინონ.

შეხედეთ, ამ მხრივ რა ხდება ევროპულ ქვეყნებში, ნებისმიერ საფეხბურთო საკითხზე ადგილობრივი ვეტერანების მოსაზრება ყველასთვის გასათვალისწინებელია, ჩვენი უგულებელყოფა კი, რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია", - ამბობს ხურცილავა.

ჩარევა თუ ფალშ-სტარტი?

ვეტერანთა კავშირის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი გამოეხმაურა. მან ხურცილავასგან განსხვავებული განმარტება გააკეთა. მისი თქმით, ვეტერანმა ფეხბურთელებმა პრეზიდენტობის მსურველ ყველა კანდიდატს უნდა მოუსმინონ.

"როგორც ვიცი, ვეტერანებთან შეხვედრა იმ პირობით გაიმართა, რომ ბატონ რევაზს თავისი საარჩევნო პროგრამა და ხედვები უნდა გაეცნო. იმედია, ვეტერანები სხვა კანდიდატებსაც შეხვდებიან და ამის შემდეგ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ.

ისე, მიკვირს, არავისზე ნაკლები დამსახურება არ აქვთ თენგიზ სულაქველიძესა და კარლო მჭედლიძეს, მაგრამ მათი აზრით ვინმე დაინტერესდა? ამ ხალხმა საფეხბურთო სკოლები ააშენეს და ფეხბურთს სულითა და გულით ემსახურებიან", - ამბობს მინისტრი.

საფეხბურთო არჩევნებამდე მდგომარეობა დაძაბულია. არველაძის მხარდამჭერები სახელმწიფოს ჩარევაზე ალაპარაკდნენ. მინისტრს კომენტარი ამ საკითხზეც ვთხოვეთ:

"რომელ სახელმწიფოს ჩარევაზე ლაპარაკობენ, როცა ჯერ საარჩევნო კამპანია მხოლოდ ერთმა კანდიდატმა წამოიწყო. საინტერესოა, ვინმეს რამე პრობლემა შეექმნა?

საერთოდ, ფალშ-სტარტი სპორტსმენის ნერვიულობაზე მეტყველებს და ასე ხომ არ მოსდით? ჩარევაზე ის ხალხი ლაპარაკობს, ვისაც ფეხბურთი პრივატიზებული აქვს.

სახელმწიფოს სურს არა ჩარევა, არამედ, სფფ-სთან თანამშრომლობა. რომ ამბობენ, სუპერთასი კარგად ჩავატარეთო, ეს სახელმწიფოსთან ერთობლივი თანამშრომლობით არ მოხერხდა? სწორედ ამაზეა ლაპარაკი. რა შუაშია ჩარევა"?

მიხეილ ყაველაშვილისა და ლევან ყიფიანის გუნდის წევრი გუბაზ დოლიძე კი ამბობს, რომ ვეტერანთა კავშირმა გადაწყვეტილება ძალიან იჩქარა:

"ახლა მორიდებით ლაპარაკის დრო არ არის. არველაძეს ხმა იმიტომ მისცეს, რომ სხვა კანდიდატები არ შეხვდნენ? არ მესმის, ეს რა ლოგიკაა? ვინმესთან თავად ისურვეს კი შეხვედრა ან დაინტერესდნენ? იქნებ ასეთი მცდელობა სხვებსაც ჰქონდათ. საკუთარ ხმას რომ აძლევენ, იქნებ არველაძეზე უკეთესი პროგრამაც გააცნონ, რატომ ჩქარობენ?

ისიც საინტერესოა, არველაძესთან შეხვედრაზე მას თუ უთხრეს, ქართულ ფეხბურთში რა პრობლემებია?

მათ საქციელზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული და თუ სიმართლე თქვეს, ამით ბევრ რამეს შეცვლიან. მაგრამ უბედურებაც ისაა, რომ თბილად არიან და თეთრზე შავს ამბობენ. მათი დუმილით კი ქართული ფეხბურთი საბოლოოდ დაიღუპება და რაც ქვეყნისთვის გააკეთეს, წყალში გადაყრილი იქნება.

ნუ იფიქრებენ მხოლოდ საკუთარ თავზე, იფიქრონ ქართულ ფეხბურთზეც, რომელიც ფიფას რეიტინგში 154-ე ადგილზეა, ქართველი კაცის გულში კი ადგილი დაკარგა".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• ana

ვეტერანებო გცხვენოდეთ......

• Bacho

alzoნ რათ ნდათ აზერებს და თურქებს ეს გაერთიანებული ლიგა ომხებთან და საქართველოსთან?ისინი ხომ თავისთავად ვითარდებიან?

• Bacho

gatuzo ეს ანტი მეგრული განცხადებაა.მე გეტყვი,არც არველაძები ჩამოუვარდებიან მს,არც კკილაშვილი და სხვა დანარჩენები შე კვერცხო

• obcheli

მურთაზ ხურცილავა, საშა ჩივაძე, ოთარ გაბელია, თენგიზ სულაქველიძე და ყველა ვეტერანო, გთხოვთ ვინც მოიპოვეთ ქართველი ხალხის დიდ სიყვარული, შეინარჩუნეთ ღირსება და ნუ გადაცვლით ამ სიბერის ჟამს ამ დიდ მონაპოვარს (გაიხსენეთ რუსთაველი ბოლოს და ბოლოს -სჯობს სახელისა მოხვეჭა ...) არველაძის გროშებზე. ეცით პატივი პირველ რიგში საკუთარ თავს, თქვენს ოჯახებს, და ჩვენ -გულშემატკივრებს

• gatuzo

გაბელია და ხურცილავა ერტ ტეფსჰ ელარჯზე გაყიდიან ქვეყანას...

• გოგა 68

არველაძე ფაქტიურად პეზიდენტი იყო დომენტის დროს და რას დაამსგავსა ფეხბურთი ყველა ხედავს. ვეტერანებს კი ფული და თბილი ადგილები აინტერესებთ. ვინმემ თუ იცის, რაზეა პასუხისმგებელი ფედერაცია ფეხბურთზე, თუ ბალეტზე?

• alzo

ძალიან ცოტაა დამოკიდებული იმაზე, თუ ვინ იქნება ფედერაციის პრეზიდენტი. შეიძლება რომელიმემ უკეთ მოაგვაროს კორუფცია, მაგრამ ამით ქართული ფეხბურთის დონე ვერ ამაღლდება. იმიტომ, რომ საქართველოს ჩემპიონატი დაბალი დონისაა და კარგი ფეხბურთელი ვერ გაიზრდება. ვფიქრომ ამ საქმეს უშველის, თუ ფეხბურთის "მამანი" მოახერხებენ შეთანხმებას მეზობელ სახელმწიფოებთან- აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი, ა.შ. და ჩამოაყალიბებენ ლიგას ამ ზონაში. საჭირო იქნება ლიგაში გასვლის პირობების დაზუსტება, სახელდობრ, ქვეყნის პირველობიდან რადენ-რამდენი გუნდი შევა ლიგაში და როგორი იქნება ლიგაში მოხვედრის წესი, ეს საგრძნობლად გაზრდის ფეხბურთელთა და მაყურებელთა მოტივაციას და სასიკეთო შედეგს გამოიღებს. კარჩაკეტილობამ რაც მოგვიტანა, სახეზეა. დაახლოებით ასეთ რამეს ფიქრობდა დიდი ანდრო ჟორდანია, ოღონდ საბჭოთა კავშირის ფარგლებში. ახლა გეოგრაფია უფრო გაფართოვდა და მეტი საშუალებები ჩნდება. წაიკითხეთ ბატონ ა.ჟორდანიას ცნობილი წიგნი "ფიქრები ქართულ ფეხბურთზე" და ნახავთ, რომ იქ რაც წერია, არ არის "მოძველებული" და დღესაც გამოგვადგება,

• Beqa

Aი ზუსტად მაგ VეტერAნებმა მიიყვანეს ქარტული ფეხბურტი UფსკრულDე მხოლოდ ტავის თAვზე ფიქრობენ...... ნაროდია

• ქართლო განრისხებული ქუთაისიდან

ვეტერანები კი არა შადიმანები არიან. სამშობლო მათტვის არაფერია, ოღონდ თვითონ და ოჯახის წევრები ყავდეთ კარგად , და ფეხბურთი თუგინდ საერთოდ არ აინტერესებთ.. ხმა ამოიღონ სხვა ვეტერანებმა და კობიაშვილს და სამშობლოს დაუჭირონ მხარი.

• juudo

ხეჩიკაშვილი 100% მართალია, რაც შეეხება არველაძეს და ამ ვეტერანებს, მგონია ხალხი მოუწყობს სირცხვილის კორიდორებს და არა მარტო ფედერაციასთან, არამედ მათ სახლებთანაც. არჩევნების დღეს ხალხი ფედერაციასთან იქნება და ვნახოთ როგორ გამოვლენ შენობიდან ეს ფეხბურთის დამღუპველი მლიქვნელი დელეგატები. ------------------------------------ არჩევნების დღისით ფედერაციასთან

• svani_7

კარგით ეხლა ხალხო! სანამ არველაძეები იქნებიან ფეხბურთში მანამდე შემახსენე david მერამდენე ადგილზე ვართ?! ისიც შემახსენე ჩვენი ჩემპიონატი მერამდენე ადგილზეა?! ეს თურმე კლუბების ბრალი ყოფილა ფედერაცია არაფერ შუაშია და ცოდნას რაც შეეხება არამგონია კობიაშვილი არველაძეზე ნაკლები გამოცდილი იყოს ))) Walkabout

• David

არველაძის დროს ფეხბურთის ფედერაციამ რამდენი კარგი საქმე გააკეთაა - ამაზე რატომ არ გინდათ ლაპარაკი? თუ ჩემი არ გჯერათ, შემიძლია ჩამოვთვალო

• Dato

მე ვუსმინე კობიაშვილს და სავსებით სწორი ხედვა აქვს. წარადგენს პროგრამას და დარწმუნდებით ამაში. არველაძე ვნახეთ უკვე და ფაქტია, მან თავისი მისია ამოწურა. სხვებს კი მოვუსმინოთ, შევაფასოთ რა ბაგაჟის პატრონები არიან. ვეტერანების და არველაძის დახურულ შეხვედრას, ფაქტია, რომ არაჯანსაღი გარიგების ელფერი დაჰკრავს. როგორც წესი, წინასაარჩევნო შეხვედრები ღია უნდა იყოს. გარდა მაგისა, რომ აიჩემეს, ვეტერანები ვართ და დამსახურება გვაქვსო, ფეხბურთში ყველა ვეტერანია, აბა მარკშეიდერები კი არ არიან.

• Walkabout

Bacho სად მიწერია რომ არველაძეს ცოდნა აქვს? ცვლილებაა საჭიროა მაგრამ არა იმისთვის რომ თქვა რომ აი ხომ შევცვალეთო, ცვლილება იმისთვისაა საჭირო რომ სასიკეთო რეფორმები გატარდეს? და ვინ გაატარებს ამ რეფორმებს? ვის აქვს იმის უნარი რომ ჩიხიდან გამოგვიყვანოს? კობიაშვილს? თუ ყაველაშვილს? ბრმად დავუჭიროთ მხარი? ამდენი რაღაც ხდება ჩვენს ფეხბურთში (სამწუხაროდ ნეგატიური) და ერთი ინტერვიუ არ მახსოვს მაგათი გამოსავლის გზებზე ესაუბროთ... მხოლოდ იმას ამბობენ სიჭინავა უვიცია, ცვლილებებია საჭირო, ჩვენი ფეხბურთი ჩიხშია და ა.შ. ეგ კიდევ უმაგათოდ ვიცი... მაგათ (ხუთივემ) იმაზე ლაპარაკს თუ რა ცუდ დღეში ვართ ჯობია პროგრამა შეადგინონ პრობლემების ჩამონათვალით, ამ პრობლემების გამომწვევი მიზეზებით, და მერე როგორ ესახებათ ამის გამოსწორება... თორემ ეგრე სადაა არაფერს ვიტყვი, ამირჩიეთ და მერე გავაკეთებ საქმესო... ყაველაშვილი გაიძახის მე შვეიცარიაში ვცხოვრობ და უეფას სასადილოში ვიღაცას ვიცნობო, ჟორდანია იძახის მე გამოცდილება მაქვსო, კობიაშვილი იძახის მე შალკეში ვთამაშობდი და პატიოსანი ვარო, გუცაევი იძახის მაგარ პენლებს ვიკიდებდიო, არველაძე იძახის პლატინის ვიცნობო, და რეალურად საქმეზე არავინ ლაპარაკობს, კლუბების პრობლემებზე, ბავშვთა ფეხბურთზე, ინვესტიციების მოზიდვაზე, საკანონმდებლო ინიციატივებზე, შემოჩვეულ აგენტებზე, კლუბებში ატკატებზე და არც სხვა უამრავ პრობლემაზე... კაცს პრეზიდენტობა გინდოდეს და ხმას არ იღებდე? არ ამბობდე რას გააკეთებ? ესე იგი არც არაფერი არ იცი და ტყუილად უნდა დაიკავო სკამი ხო? მერე იტყვი პესიმისტურად რატომ ხარო?)) პესიმისტურად ვიქნები აბა რა ხუთი კანდიდატი გვყავს და არც ერთი იმის გარტყმაში არ არის რას გააკეთებს პრეზიდენტად თუ აირჩევენ...

• Bacho

Walkabout მაშინ მოდი საფეხბურთო მონარქია შევქმნათ საქართველოში გვარად არველაძე.ახლი სისხლი გვჩირდება და შენ თუ მომავლის არ გჯერა მიდი და მოიკალი თავი.ჩვენ პესიმისტები არ გვჭირდება რომლებიც განჭყობას აფუჭებენ.ესეიგი არველაძეს ცონდა აქვს?კიი,აქვს მაგრამ რაში იყენებს ეგ არის საქმე

• Walkabout

იმ პროფესორებს ვინც არველაზეს პროტესტს უცხადებს: არველაძე არც მე მეხატება გულზე და მიმაჩნია რომ ის არ უნდა გახდეს ფედერაციის პრეზიდენტი... კარგად ჩანს რომ 11 წელი მას არაფერი გაუკეთებია... მაგრამ ერთი არგუმენტი მაინც მითხარით რითი სჯობიან არველაძეს სხვა კანდიდატები (ჟორდანია, გუცაევი, ყაველაშვილი, კობიაშვილი), რა შეუძლია გააკეთონ მეტი ვიდრე არაფრისმკეთებელი არველაძე? ის არგუმენტი რომელიმე კანდიდატზე რომ პატიოსანიაო არ მიიღება, ჩვენი ფეხბურთის შველას პატიოსნება კი არა ცოდნა სჭირდება...

• დინამო

ამ ვეტარანებს ვინც საჭმლის ფულს მისცემს იმათ მისმენ არ არის პრობლემა.... ამათ გარდა ხო არის კიდე უამრავი სუბიექტი.... კობიაშვილი რომ მოვა მერე იტყვიან მაგას უჭრდით სულ მხარსო :D საბჭოთა აზროვნება აქვს ყველას...

• Bacho

გულშემატკივრებო ვინც სარგებლობთ ამ საიტით,მოდიიტ როგორმე ორგანიზება გავუციოთ ჩვენს შეხვედს დაპროტესტი გამოვუცხადოთ არველაძეს.აქ დუკავშირდეტ ერტმანეთს ვინც თანახმაა და შევხვდეტ,მოვილაპარაკოთ,თანამოაზრეები გამოვიყვანოთ,ხომ ხედავთ ქართული ფეხბურთი გულშემატკივრის გადასარჩენი გახდა და გადავარჩინოთ ჩვენ.ვინც თანახმა ხარ აქ დატოვეთ კომენტარო ან კიდევ ჩემს საკონტაკტო ნომერზე 599 35 51 17 დამიკავშირდით ვისაც გული შეგტკივათ ჩვენს ფეხბურთზე.ჩვენი ფეხბურთი ჩვენგან ითხოვს შველას!!!

• Bacho

უბედურებაც ისაა, რომ თბილად არიან და თეთრზე შავს ამბობენ. მათი დუმილით კი ქართული ფეხბურთი საბოლოოდ დაიღუპება და რაც ქვეყნისთვის გააკეთეს, წყალში გადაყრილი იქნება. მე ეჭვი შემაქვს იმაში რომ ვეტერანი ფეხბურთელები კეთილსინდისიერად ებყრობიან ჩვენს ფეხბურთს,ამ საქმეს ისეთი პირი უუჩანს რომ აქ ისინი საკუთარ ბედზე ზრუნავენ და არა ქართულ ფეხბურთზე და ძველ წარმატბას ამოფარებულები მიწას უთხრიან ჩვენს ფხბურტს უკვე წლებია.მოცილდით ყორნებო ამ საქმეს.ჩვენ ფეხბურთი გვიდა და არა თქვენი კეთილდღეობა ფეხბურთის ხარჯზე.ვეთანხმები ამ სიტყვებს სრულიად: ნუ იფიქრებენ მხოლოდ საკუთარ თავზე, იფიქრონ ქართულ ფეხბურთზეც, რომელიც ფიფას რეიტინგში 154-ე ადგილზეა, ქართველი კაცის გულში კი ადგილი დაკარგა" თუ საჭირო იქნა ჩაერიოს სახელმწიფოც და გულშემატკივარიც,ქართული ფეხბურთი არველაძეების გარეშე,ეგენი ვინები ყოპილან!!!!!!!!!........

• Bacho

საფეხბურთო ოჯახში მარტო თქვენ ვეტერანი და მოქმდი ფეხბურთელი თუ იგულისხმებით არ ვიცი თქვენი პოზიცია მაგრმ მე,გულშემატკივარი ვთვლი რომ ჩვენ გულშემატკივარიც ვართ ამ ოჯახის წევრი და მათი სახელით გებნებით რომ ჩვენი პოზიცია ასეთია:სანამ არველაძეები არ ჩამოშრდებიან ქართულ ფეხბურთს მანამ არაფერი გვეშველება,დიდი ხანია ამ აზრზე ვართ ჩვენ გულშემატკივრები.ეხლა თქვნ თქვნი კარიერის და ცხოვრების მოწყობის ქართული ფხბურთის ხარჯზე მოწყობა გადაგიწყვეტიათ მაშინ იგივეს ვიტყვით თქვენზეც,გულშემატკივრის ფავორიტი კობიაშვილია!!!

• Unknown

ვეტერანების ასეთი ერთსულოვანი მხარდაცერა,როცა სხვა კანდიდატებისთვის არც კი მოუსმენიად, ბევრ რამეზე მეტკველებს!

• Dato

დავით, 2004 წლიდან არველაძე ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი იყო, 2009 წლიდან გენმდივანი. ამ 11 წლის მანძილზე შენ დიდი აღმავლობა შეატყვე ქართულ ფეხბურთს? არველაძეს ნამუსი რომ ჰქონდეს, ფეხბურთის დაქცევაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და საერთოდ დატოვოს ფედერაცია. ის კი პრეზიდენტობას აპირებს და დიდი ალბათობით, ფედერაციაში მოკალათებული წურბელების წყალობით, ვეტერანობაზე რომ აქვთ მონოპოლია გამოცხადებული,მიაღწევს კიდევაც ამას. არ გვძულს არველაძე, მაგრამ ხანდახან უნდა იგრძნო, რომ რაღაცაში დამნაშავე ხარ და გვერდზე გადგომა უნდა მოახერხო. რეზი კი აქეთ გვამადლის თავს და ჰგონია, რახან თბილისში სუპერთასი ჩაატარა, სანთლები უნდა ავუნთოთ. მე ჩემი გაჭირვებული ფეხბურთი მადარდებს, თორემ მესი უჩვენოდაც მიხედავს როგორმე თავს.

• albert

შარშან შეიქმნა ფეხბურთის განვითერების სამთავრობო კომისია, რომელსაც პრობლემები უნდა გადაეჭრა და ფულიც ჩაედო ფეხბურთში, რასაც ხელი შეუშალა არველაძემ და სიჭინავამ. 16 გუნდი იდიოტობა იყო და ამაში სახელმწიფო ფულს არ ჩადებდა კარგად იცოდნენ, არ ითანამშრომლეს კომისიასთან, რაც გვინდა იმას ვიზამთო და შედეგიც მოიმკეს ევროტურნირებზე

• david-s

სიძულვილი რა შუაშია? რამდენ ხანს უნდა იყოს ფედერაციაში? საქმე უკან მიდის ყოველ წელს. იგივე კურსის გაგრძელება სრული კატასტროფა იქნება. არველაძეს რომ კითხო, ფედერაცია ყველაფერს აკეთებს. ახალი ხალხი და ახალი ხედვაა საჭირო.

• 1

არველაძის მხარდაჭერა ნიშნავს ქართული ფეხბურთის გაწირვას და მტრობას საკუთარი კეთილდღეობის სანაცვლოდ. რცხვენოდეს ვეტერანებს. ბევრს ძალიან ვაფასებდი და დღეს კაპიკია ჩამთვის მათი ფასი.

• hhgjc

Meti ra faqti ginda 156 reitingshi nakrebi klubebi 1 raunds ver cdebian. Visi bralia es ???????

• მერაბი ლოლომაძე

არველაძე არაფრის გამკეთებელი არაა ვეტერანებმა კი არა მთელი მსოფლიოს ვეტერანებმა რო დაუჭირონ მხარი მისი არჩევა ქართულ ფეხბურთს საბოლოოდ დაუსვამს წერტილს ესაა ჩემი აზრი.

• zura

არველაძის მხარდამჭერი ყველა ქართული ფეხბურთის მტერია,რა ფეხბურთიც არ უნდა ქონდეს ნათამაშები

• David

რა სირცხვილის კორიდორზეა ლაპარაკი? რას ერჩით არველაძეს? იქნებ ფაქტებით და არგუმენტებით დაასაბუთოდ, თუ რატომ გძულთ არველაძე?

• David

რა სირცხვილის კორიდორზეა ლაპარაკი? რას ერჩით არველაძეს? იქნებ ფაქტებით და არგუმენტებით დაასაბუთოდ, თუ რატომ გძულთ არველაძე?

• zura

ვეტერანები პენსიაზე

• juudo

ხეჩიკაშვილი 100% მართალია, რაც შეეხება არველაძეს და ამ ვეტერანებს, მგონია ხალხი მოუწყობს სირცხვილის კორიდორებს და არა მარტო ფედერაციასთან, არამედ მათ სახლებთანაც. არჩევნების დღეს ხალხი ფედერაციასთან იქნება და ვნახოთ როგორ გამოვლენ შენობიდან ეს ფეხბურთის დამღუპველი მლიქვნელი დელეგატები.

"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა

"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი

შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

SOS! "ბამბის ნართი" ქართული ფეხბურთის წინააღმდეგ!

ვაჟა ჟვანია: ვლადიმირ ვაისს ქება ეკუთვნის!

კურიოზი სფფ-ის ყრილობაზე: "ჯამარამ" ხომ საკმარისი ხმები მიიღო?..

ლუკა გადრანი "ალავესშია" და ფიფასგან თამაშის ნებართვას ელის

"სამწუხარო რეალობა გვაქვს" - მუჯირის განცხადება კვარაცხელიაზე...

გეგა გეგეშიძე: ვნანობ ჩემს საქციელს, ეს არ არის კარგი

VAR-ის სისტემა ეროვნული ლიგის მატჩებზე - სიახლე მიმდინარე წლიდან იგეგმება

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები "დინამო არენას" უბრუნდება - რამდენი სექტორი იქნება დაკეტილი სომხეთთან მატჩზე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ყალბი "ადიდასი", სურკისი და არველაძე, თამადა მცხეთაში - ვაჟა ჟვანია ალაპარაკდა

თამაზ თევზაძე: ამის ავტორი ფეხბურთის ფედერაციაა?

ახლავე თუ ზაფხულში? გიორგი აბურჯანიას ლა ლიგაში თამაშის პერსპექტივაც აქვს

სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა

შაბათს ექსფეხბურთელ ყაველაშვილს პრეზიდენტად აირჩევენ - გავიხსენოთ კარიერა

"ამ სტადიონზე მისნაირი ანგელოზივით ბავშვები გაფრთიანდებიან" - "საბურთალოს" პრეზიდენტი შაქარაშვილის სახელობის სტადიონს აანონსებს [VIDEO]

როდის და რატომ დაიწყო "დინამოსა" და "ტორპედოს" დაპირისპირება? [VIDEO]

"ზუგდიდის" მთავარ მწვრთნელად უკრაინელი ვლადიმირ ლიუტი დაინიშნა

დავით მუჯირმა ახსნა, როდიდან და სად შეეძლება გულშემატკივარს ესპანეთთან მატჩის ბილეთის ყიდვა

გელა კეტაშვილი: ბარემ თქვან, რომ ამ ქვეყანაში ფეხბურთი აღარ აინტერესებთ!..

მიხეილ ყაველაშვილი: ეს ყველასთვის მიუღებელია, რა საქციელიც იყო ჩადენილი ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ

სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს

ქრონოლოგია: რა მოხდა ქართულ ფეხბურთში ლევან კობიაშვილის მოსვლის შემდეგ

"პატრიოტი და ღირსეული კაცია!" - გაზაევი ყაველაშვილის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებამ აღაფრთოვანა

დავით მუჯირი კარიერას სლოვაკურ გუნდში გააგრძელებს

სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა

მასობრივი ფეხბურთი: რეალურია თითო გუნდი და სტადიონი ყველა სოფელში?

ვინ არის დამნაშავე? როცა გაზეთი და ჟურნალისტი დაბალი ღობე ჰგონიათ...

გიორგი აბურჯანია: მიყვარს რემარკი, ჭავჭავაძე, დოჩანაშვილი...

"რატომ უნდა ითამაშოს საქართველოს ნაკრებმა შემტევი ფეხბურთი?!" - რევაზ არველაძე

ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში

სირცხვილია! - საფეხბურთო სამყარო "ოლიმპის" დანგრევას აპროტესტებს

"ვერ წარმოვიდგენდი, თუ ამ განცხადებას გავაკეთებდი" - ტარიელ ხეჩიკაშვილი "საბურთალოს" აღარ დააფინანსებს

ტარიელ ხეჩიკაშვილი: ორი კვირის წინ "საბურთალო" პატარა კრიზისის ზღვარზე იყო

გიორგი აბურჯანია: როცა წარმატებაზე ფიქრობ, ასეთი ნაბიჯი უნდა გადადგა...

"ნუ უყურებთ იმას, რომ ფეხბურთელია" - ჯანაშია ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევაზე

"ფეხბურთელების უმეტესობა ძალიან ჭკვიანია... სსრკ-ის დროს..." - კავაზაშვილი ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევაზე

ყრილობა ფეხბურთში - სფფ-ის ახალ აღმასკომში 11 წევრი აირჩიეს

ესიენი, დეკო, არველაძე - ბაქოში "ვარსკვლავების ფინალი" გაიმართა

სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით

როგორც იქნა!.. ანდრო ჟორდანიას მემორიალი გაიხსნა

[ფარულად გადაღებული კადრები] არველაძე: წავაგებ, ავდგები, ხელს ჩამოვართმევ

15 ფეხბურთელი, რომლითაც კავკასია ამაყობს

"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება

ახალი სეზონიდან "საბურთალო" "იბერიას 1999"-ის სახელწოდებით იასპარეზებს

ეკიპირება, ტურნირები, აქტივობები - სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მემორანდუმი

ასე იწყებოდა, ასე მოდიოდა... რა უნდა ვიცოდეთ ახალ ჩემპიონ "სამტრედიაზე" [ნაწილი I]

ისტორია - როგორ გაეხუმრნენ ქართველ ლეგენდას უკრაინელი თანაგუნდელები

ნიკა კაჭარავა: არა, რა, საქართველოში ფეხბურთელობა ძნელია

შესაძლოა, ტაიმის შუაში საცეკვაო ნომრები დადგან - რევაზ არველაძე სუპერლიგაზე

27 წლის წინ - პირველი ეროვნული ჩემპიონატის პირველი მატჩი [VIDEO]

მამუკა კვარაცხელია: იქნებ ეს კობიაშვილმა მოახერხოს...

არჩილ არველაძე: ჩვენს საქმეს აუცილებლად გავაკეთებთ

ჩაერია თუ არა ხელისუფლება სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში?

ქართველები ევროპის ჩემპიონატებზე - იყო დრო, ჩემპიონებიც გვყავდა და ვიცეჩემპიონებიც!

რევაზ არველაძე: იმედი მაქვს, ეს მატჩები საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული იქნება

საერთაშორისო სკანდალის საფრთხე: სფფ "ადიდასის" ნიშნებს უკანონოდ იყენებს?!

კიდევ ერთი ქართველი აზერბაიჯანში - თამაზ ცეცხლაძე "სებაილში" ჩაირიცხა

კახა ჭუმბურიძე: ფეხბურთისკენ ბევრი შემოტრიალდება

[ოთხშაბათის საკითხავი] რას გვასწავლის ანდაზები?

ამ დღეს, 28 წლის წინ საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატი დაიწყო [PHOTO]

"ადიდასის" წარმომადგენელი: ვაჟა ჟვანიამ ყველაფერი აღიარა

ქუთაისის "ტორპედო" წყალტუბოში "სამგურალთან" დამარცხდა [VIDEO]

რევაზ არველაძე: ამ ფეხბურთელებით და ამ ჯგუფში, პლეი ოფში მოსახვედრად უნდა გვებრძოლა

შეხვედრა საფრანგეთის საელჩოში და სამომავლო თანამშრომლობა სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდთან

ვახტანგ ქორიძე: სირცხვილი იქნებოდა, გელა კეტაშვილი არ დაგვეფასებინა