"შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" საქართველოს რაგბის კავშირისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა
"შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" საქართველოს რაგბის კავშირისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა.

საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა ერიკა კვაპილოვამ მსოფლიოს თასზე გამგზავრებამდე "ბორჯღალოსნებს" კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა მხარდაჭერისთვის, რომელსაც წლებია მორაგბეები ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლასა და გაეროს გენერალური მდივნის კამპანიას "გავერთიანდეთ ქალთა მიმართ ძალადობის დასაძლევად" უცხადებენ.

პრესკონფერენციას საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გიორგი ნიჟარაძე და ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი ესწრებოდნენ.

გიორგი ნიჟარაძე, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი:

"რის წინააღმდეგაც ჩვენ ერთად ვიბრძვით, უბრალოდ, არ შეიძლება, რომ საქართველოში არსებობდეს.

პირობას გაძლევთ, რომ ჩვენზე დამოკიდებულს ყველაფერს გავაკეთებთ მომავალშიც საიმისოდ, რათა ერთობლივი ძალებით ეს ბოროტება აღმოიფხვრას, როგორც საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში.

მზად ვართ ნებისმიერი ახალი წამოწყებისთვის და რაც მთავარია, ამას გავაკეთებთ გულით. ქალთა მიმართ ძალადობა იმდენად ეწინააღმდეგება ქართველების კულტურას, ოჯახზე დაფუძნებულ საზოგადოებას, ქალისადმი პატივისცემის ტრადიციებს, რომ აუცილებლად ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რათა ეს სიმახინჯე დამთავრდეს.

ჩვენთვის უდიდესი პატივი და სიამოვნება იყო ამ ხნის განმავლობაში თქვენთან თანამშრომლობა და დიდი მადლობა იმისთვის, რომ კვლავ მოგვეცემა საშუალება, მსგავს კამპანიებში მივიღოთ მონაწილეობა".

მილტონ ჰეიგი, საქართველოს რაგბის ნაკრების მთავარი მწვრთნელი:

"დიდი მადლობა იმისთვის, რომ მოგვეცა ამ კამპანიაში ჩართვის შესაძლებლობა, რომელიც ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით. უკვე მეოთხე წელიწადია საქართველოში ვიმყოფები და როგორც მთელი გუნდი, ისე მენეჯმენტი, დიდი სიამაყით ვიღებთ მსგავს შემოთავაზებებს.

ჩვენ ვართ მორაგბეები, ვართ ქმრები, ძმები, მამები და მსგავსი აქტივობები ძალიან ახლოს არის ჩვენს გულებთან. მადლობა გაეროს ქალთა ორგანიზაციას, რომელიც ასეთი წარმატებით ახორციელებს ამ პროექტს. არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენ აქ ვთამაშობთ თუ საზღვარგარეთ, ჩვენ ყოველთვის გვერდით ვუდგავართ ამ ინიციატივებს და კვლავაც განვაგრძობთ თანამშრომლობასა და თანადგომას".

ერიკა კვაპილოვა, საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი:

"საქართველოს რაგბის კავშირს დიდი წვლილი შეაქვს საქართველოში ქალების, გოგონების და, აგრეთვე, ოჯახში ძალადობის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის დამკვიდრების საქმეში.

უკანასკნელ წლებში საზოგადოებრივი დამოკიდებულება ამ ფენომენის მიმართ შეიცვალა და დღეს ასეთი ტიპის ძალადობა უფრო მიუღებელი გახდა.

დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ჩვენს მორაგბეებს მათი ძალისხმევისთვის. გვჯერა, რომ რაგბის, ზოგადად სპორტს, შეუძლია პოზიტიური როლი ითამაშოს საქართველოში ძალადობისგან თავისუფალი საზოგადოების მშენებლობაში, ქალთა მიმართ ძალადობისა და გენდერული თანასწორობის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლის საქმეში".

ერიკა კვაპილოვამ "ბორჯღალოსნებს" საჩუქრად გაეროს გენერალური მდივნის კამპანიის "გავერთიანდეთ ქალთა მიმართ ძალადობის დასაძლევად" ლოგოტიპიანი სპორტული ატრიბუტიკა გადასცა.

შეგახსენებთ, რომ "ბორჯღალოსნები" აღნიშნულ კამპანიაში 2011 წლიდან აქტიურად მონაწილეობენ და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას ქართველმა მორაგბეებმა არაერთი საერთაშორისო მატჩი მიუძღვნეს.

რაგბის კავშირის პრესსამსახური

"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა
"ბორჯღალოსნები" | მეორე ტესტი "ვოლაბებთან" - 2029 წელს ავსტრალიაში
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
"კრიტიკა არ მადარდებს" - დემბელემ "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
არაბეთიდან კატარში - ბროზოვიჩი აზიურ ტურნეს აგრძელებს
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
"მსოფლიოს რაგბის" მაღალი ტრიბუნიდან - წარმატებული საქართველო!
"როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ჰეიგი საკუთარი წარმატების ტყვე გახდა და მოსალოდნელი მარცხის შიშით პრაგმატული თამაში დაგეგმა"
მილტონ ჰეიგი: ჩვენს ქვეყანას სიამაყის საბაბი მივეცით
მილტონ ჰეიგი: ავსტრალიური მედიის დამოკიდებულება აგდებული და უპატივცემულო იყო
ბორჯღალოსნები | სამოასთვის შემადგენლობა შეირჩა
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
უკრაინელებს უნდათ, რაგბი ევროპას სათავეში გიორგი ნიჟარაძე ჩაუდგეს
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
საქართველო ექვს ერს: 55 000 ქომაგი ყოველ მატჩზე პრობლემა არ არის!
ხაბი ალონსოს პატიმრობა ელის - 10 ოქტომბრის დაიჯესტი
ბორჯღალოსნები | ახალი მწვრთნელების პირველი რაზმი - დებიუტანტებით
"საქართველოში აუცილებლად ჩამოვლენ იტალია, შოტლანდია და ექვსი ერის სხვა ნაკრებები"
"All Blacks"-ის ვარსკვლავი მილტონ ჰეიგთან ითამაშებს
"უმცროსი ბორჯღალოსნები" "ვესტერნ პროვინსის" აკადემიის გუნდს უმასპინძლებენ
ბორჯღალოსნები | პირველი შეკრება ცვლილებით დაიწყო
რაგბი ევროპა - გიორგი ნიჟარაძე ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს