საქართველოს XXVII ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. II ტური
ხუთწლიანი პაუზის მერე კიდევ ერთი დედაქალაქური "დერბი" დაგვიბრუნდა: უმაღლეს ლიგაში აღზევებულმა ახალგაზრდულმა "ლოკომოტივმა" ჩვენს ყველაზე ტიტულიან გუნდს უმასპინძლა.

სამწუხაროდ, მეორე ტურის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი, ფაქტობრივად, ცარიელი ტრიბუნების წინ ჩატარდა; არადა, ამინდიც იდეალური იყო და თამაშის დაწყების დროც (20 საათი), მაგრამ ეს უხვგოლიანი და სანახაობრივი მატჩი თითქმის უმაყურებლოდ ჩატარდა...

პირველ ტურთან შედარებით, ორივე გუნდის თავკაცმა გარკვეული გადაადგილებები მოახდინა თავისი გუნდის ძირითად შემადგენლობაში; მასპინძელთა მთავარმა მწვრთნელმა ვასილ მაისურაძემ სამი ახალი ფეხბურთელი (ლაზარე კუპატაძე, გიორგი ხიდეშელი, გიორგი კიკნაძე) გამოიყვანა, მისმა კოლეგამ, გია გეგუჩაძემ კი - ორი (გიორგი ბეგაშვილი, არჩილ ტვილდიანი).

თუმცა "დინამოს" ცვლილებები უფრო იძულებით ხასიათს ატარებდა: ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო დედაქალაქურ "დერბის" ლიბორ ჰრდლიჩკა და ოთარ კაკაბაძე ტოვებდნენ. თუმცა, ეს დინამოელთა თამაშზე ნეგატიურად არ ასახულა: ჩემპიონობის ერთ-ერთმა ფავორიტმა ზედიზედ მეორედ მოიგო და ზედიზედ მეორედ შეძლო მეტოქის კარში 4 გოლის გატანა.

ეგ კი არა, კიდევ... ორჯერ ამდენის გატანა შეეძლო (განსაკუთრებით - მეორე ტაიმში), თუმცა, ხან მასპინძელთა 19 წლის მეკარე ლაზარე კუპატაძე თამაშობდა უშეცდომოდ, ხან კიდევ დინამოელები ვერ ურტყამდნენ ზუსტად.

ეს ყველაფერი კი, გარკვეულწილად, იმანაც გამოიწვია, რომ "ლოკომოტივი" თითქმის ტაიმ-ნახევარი კაცნაკლული თამაშობდა და "დინამოს" შემტევებიც ერთობ იოლად პოულობდნენ თავისუფალ სივრცეებს და მომენტს-მომენტზეც ქმნიდნენ.

არადა, მატჩის დასაწყისი ისეთი იყო, მეტი ინტრიგა რაღა უნდა ყოფილიყო: მეექვსე წუთი იყო, მასპინძელთა შემადგენლობაში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელის, ალექსი ბენაშვილის კუთხურს ის მოჰყვა, რომ "ლოკომოტივის" მარჯვენა გარემარბმა გიორგი დიასამიძემ დაახლოებით პენალტის ნიშნულიდან ზუსტად დაარტყა და ანგარიშიც გახსნა!

თუმცა, ფავორიტ სტუმრებს ათიოდე წუთი დასჭირდათ სიტუაციის გამოსასწორებლად: "დინამოს" ახალწვეულმა, 18 წლის მარცხენა მცველმა გიორგი თევზაძემ დაახლოებით 35 მეტრიდან მძლავრი "ცაციათი" ბურთი მეკარისაგან მარცხენა მაღალ კუთხეში ზუსტად გაგზავნა!

ისეთი ეფექტური გოლი იყო, სეზონის საუკეთესოობაზე რომ ექნება პრეტენზია.

არანაკლებ ლამაზი ეპიზოდი ვნახეთ სულ მალე: მართლაც უბერებელი ალექსანდრე იაშვილი ბურთიანად მარცხნივ წავიდა და მერე "ცაციათი", რბილი დარტყმით 25 მეტრიდან ბურთს მეკარეს თავზე უგდებდა, მაგრამ სულ მცირედი დააკლდა გოლ-შედევრამდე...

ამის მერე მოედანზე იაშვილის შოუ დაიწყო: დინამოელთა 37 წლის კაპიტანმა ჯერ ოთარ კიტეიშვილი გაიყვანა უზადო პასით დასარტყამ პოზიციაზე, მერე კი არანაკლებ დიდოსტატური გადაცემა გაუკეთა გიორგი ქვილითაიას, რომელიც მეკარესთან პირისპირ რჩებოდა, როცა უკნიდან მოცელეს. ფიფას არბიტრ ლაშა სილაგავას ვერდიქტი მკაცრი, თუმცა სამართლიანი იყო: პენალტიც დანიშნა და მასპინძელთა ცენტრალური მცველი კონსტანტინე ღაღანიძეც გააძევა.

11-მეტრიანი კი აუღელვებლად და ზუსტად შეასრულა მათე ცინცაძემ, რომელმაც ყოფილი გუნდის კარში გატანილი გოლი არ აღნიშნა...

რიცხობრივ უმცირესობაში ყოფნის მიუხედავად, "ლოკომოტივს" უკან არ დაუხევია და დროდადრო მწვავე კონტრიერიშებსაც ახორციელებდა; აქტიურობდა გიორგი დიასამიძე, მერე დავით უბილავა და უმცროსი გიორგი კიკნაძე ურტყამდნენ შეუჩერებლად; თუმცა "დინამომ" პირველ ტაიმშივე გადაწყვიტა მატჩის ბედი: კიტეიშვილი-თევზაძის კომბინაცია ჯაბა ჯიღაურმა ახლო მანძილიდან გატანილი გოლით დაასრულა.

მეორე ტაიმში თამაში "გაიხსნა" და მცირერიცხოვანი გულშემატკივარიც "ღია" თამაშის მომსწრე გახდა; სახიფათო მომენტების ჩამოთვლა კი შორს წაგვიყვანს და მხოლოდ იმას ვიტყვით, რომ ლაშა პარუნაშვილსა და შეცვლაზე შემოსულ ახალგაზრდა ფორვარდს, დავით ვოლკოვს ჰეთ-თრიკის შესრულება შეეძლოთ.

ერთი-ორჯერ მასპინძლებმაც შეუტიეს მწვავედ და ის ეპიზოდი გვინდა გამოვყოთ, როცა "ლოკომოტივის" 17 წლის საყრდენმა დავით სამურკასოვმა ასაკთან შეუფერებელი დიდოსტატური პასით მამია გავაშელიშვილი ხელსაყრელ პოზიციაზე დატოვა, მაგრამ წინა სეზონში პირველი ლიგის საუკეთესო ბომბარდირმა ბურთი "დინამოს" კარს გარედან გაარტყა.

ბოლოს კი "იაშკას" მორიგი საგოლე პასი ვნახეთ, რასაც სტუმართა გამოცდილი ახალწვეულის, ზაზა ჭელიძის ზუსტი თავური დარტყმა მოჰყვა...

საქართველოს XXVII ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. II ტური

21.08. თბილისი. "მიხეილ მესხი". 400 მაყურებელი

ლოკომოტივი-დინამო (თბ) 1:4

გოლები: 1:0 გ. დიასამიძე (6), 1:1 გ. თევზაძე (16), 1:2 ცინცაძე (26-პენ), 1:3 ჯიღაური (36. თევზაძის პასით), 1:4 ზ. ჭელიძე (82, ა. იაშვილის პასით).

ლოკომოტივი (5-4-1): კუპატაძე - ბენაშვილი, გეთიაშვილი, ღაღანიძე, ხიდეშელი, უბილავა - გ. დიასამიძე (70. ჩიხლაძე), სამურკასოვი (78. ქანთარია), ქიქავა, კიკნაძე (57. არდაზიშვილი) - მ. გავაშელიშვილი.

სათადარიგოები: მაკასარაშვილი, დუმბაძე, თექთურმანიძე, მიქავა

მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე

დინამო (4-4-2): ბეგაშვილი - ტვილდიანი, გველესიანი, ზ. ჭელიძე, გ. თევზაძე - ჯიღაური, პარუნაშვილი, ცინცაძე (55. ჯანელიძე), კიტეიშვილი (62. ჭანტურიშვილი) - ა. იაშვილი, გ. ქვილითაია (70. ვოლკოვი).

სათადარიგოები: გ. გურული, არაბული, კაკაბაძე, კულუა

მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

გაფრთხილება: უბილავა (14), იაშვილი (45), ქიქავა (52), ბეგაშვილი (72)

არბიტრი: ლ. სილაგავა

ბომბარდირები:

გ. ბერიაშვილი (დინამო ბთ) 4

ი. სიხარულიძე (სამტრედია) 4

ჯ. ჯიღაური (დინამო თბ) 3

ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 2

ო. მარცვალაძე (დილა) 2

გ. გოშთელიანი (საბურთალო) 2

თ. წიქარიძე (შუქურა) 2

სუპერთასი

25 აგვისტო

დილა-დინამო (თბ)

25-26 აგვისტო

დ. ყიფიანის სახ. თასი. 1/16-ფინალი. საპასუხო მატჩები

უმაღლესი ლიგა. III ტური

29 აგვისტო, შაბათი

დინამო (თბ)-საბურთალო

30 აგვისტო, კვირა

დინამო (ბთ)-კოლხეთი

ტორპედო-დილა

ცხინვალი-ზუგდიდი

ჩიხურა-მერანი

სამტრედია-ლოკომოტივი

გურია-საპოვნელა

სიონი-შუქურა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სვანის
სვანი მაგ აზერბაიჯანმა ჩვენს შემდეგ სერბები გაისროლა უპრობლემოდ შემდეგ კვიპროსული გუნდი 8 პორტუგალიელით გაისროლა და ახლა პანათინაიკოსს გაისვრის პლეიოფიდან მეორე აზერბაიჯანული გუნდი ყარაბახი კი იანგ ბოიზს გასვლა მოუგო და ჯგუფშია ფაქტიურად შესული აზერბაიჯანული პირობითად ქვიათ მაგათ თორემ 9 ლეგიონერით რომ გეთამაშება რაღა აზერბაიჯანულია ჩათვალე ინტერნაციონალურ მაღალი დონის ფეხბურთელებით დაკომპლეკტებულ გუნდს ეთამაშები მაინც გამოაგდებდა დინამო მაგათ 10 კაცით რომ არ დარჩენილიყვნენ ორივე თამაშში
svani_7
ერთი გამახსენე ავტორო! ეს ის დინამო არ არი გაბალასთან რომ შერცხვა?!!!!!! ევროპალიგაზე მაინც ხომ მოვიდა ხალხი მით უმეტეს რომ, ყველა დასასვენებლად იყვნენ წასულნი ზაფხულში და მაინც რამდენი ადამიანი მივიდა სტადიონზე მაგრამ რად გინდა)))) და ამ თამაშს რაც შეეხება ტელევიზორშიც მშვენივრად ვუყურე ''ჭ'' კლასის თამაშს თუარ უყურე ეხლა )) ეგ კლასი შეგეფერებათ აზერბაიჯანთან რომ წააგებ
qomagi
მეტი რეკლამაა საჭირო მაყურებლები რომ მიიზიდოთ, ხანდახან ტური ისე ჩაივლის საერთოდ ვერ გაიგებ თუ განსაკუთრებით არ შეხვედი ს.ფ.ფ. ვებგვერდზე. ფეხბურთში ფულის დახარჯვა არავის არ უნდა და ჰაერზე თავისთვის არაფერი გამოსწორდება...
დათო
ისედაც ცოტა ხალხი დადის ხალხო და კიდევ აკლებთ იმ გულშემატკივარს? 800-900 კაცი ხო მაინც იქნებოდა მინიმუმ და თქვენ ნახევარს რატომ წერთ?
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
"საქართველო საოცარი ქვეყანაა, მათ რუსები არ მოსწონთ და ჩვენი მსგავსი მენტალიტეტი აქვთ" - ინტერვიუ "გაგრას" უკრაინელ ფორვარდთან
"იბერიამ" "ლეგანესიდან" მცველი დაიმატა
სამიდან სამი გამარჯვება - კვიპროსიც დამარცხებულია
სლუცკის ჩასვრილი და "რუბინის" განავალში ჩამგდები უწოდეს - სიომინმა დაიცვა
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
ქორწილის წინ რონალდოს საცოლეს სქელი უწოდეს - ის კრიშტიანომ დაამშვიდა და მორგანიც გამოექომაგა
"ნაპოლიმ" "ბაიერს" მცველი 30 მილიონად მიჰყიდა
[PHOTO] "ჩემი სათამაშოები" - რონალდომ თავისი ძვირფასი ავტოპარკი აჩვენა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
"რეალმა" სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მასტანტუონო იტალიაში გაანათხოვრა
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
"ერთადერთი, გული ამაზე მწყდება... "იბერია" კარგი გუნდია, მაგრამ..." - "ლარნეს" მწვრთნელმა მატჩი შეაფასა და თბილისში თავდაჯერებული გუნდი მოჰყავს
მიდის თუ რჩება - ილია ზაბარნიმ თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
აკრძალული ნივთიერება მუდრიკის ორგანიზმი საქართველოსთან მატჩის წინ მოხვდა - უკრაინელი ჟურნალისტი ფეხბურთელის დისკვალიფიკაციაზე ინფორმაციას ავრცელებს
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
შეთანხმება შედგა, სამედიცინო შემოწმება კვირის ბოლოს - ესპანურმა პრესამ ქოჩორაშვილის ახალი გუნდი დაასახელა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
"შალკემ" 40 წლის ჯეკოს კონტრაქტი გაუგრძელა
ვასილ მაისურაძე: ვთვლი, რომ ღირსეულად ვითამაშეთ
[ექსკლუზივი] ეგ იყო ყველაფრის თავიდათავი! რამ გაზარდა საბა კვირკველიას ფასი?
მჭედლიძესთან ერთად 2 ფეხბურთელი წავიდა, არის შევსებაც - ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეებია
ისტორიული რეკორდი დამყარებულია - ქართველი ფეხბურთელების ფასი სულ უფრო იზრდება
"რუსთავმა" 22 წლის მცველი დაიმატა
[VIDEO] მამაგეიშვილმა ლამაზი გოლი გაიტანა - "შტურმმა" გაიმარჯვა, მაგრამ ჩემპიონი ვერ გახდა
ვოლკოვის ზღაპრული გოლი 90-ე წუთზე - მისი გუნდი პლეი-ოფში გავიდა [VIDEO]
Geo Team: გია გეგუჩაძემ ბათუმის "დინამო" დატოვა
19-წლამდელები პორტუგალიისა და დანიის წინააღმდეგ - მაისურაძე "პორტუსა" და "ბრაგას" ლეგიონერებით
მაისურაძემ 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
"მთავარი მიზანი ჩემპიონობაა, მეორე და მესამე ადგილი არ განიხილება" - გიორგი დიასამიძე "დინამოსთან" მატჩის წინ
წასვლიდან ორ კვირაზე ოდნავ მეტში ბრუნდება - თბილისის შემდეგ ჭიაბრიშვილი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი ხდება
სანიოლი: ნებისმიერი შანსი, რომელიც დიდ ტურნირთან დაგვაახლოვებს, უნდა გამოვიყენოთ
ეროვნული ლიგა. XV ტური: ლოკომოტივი - დინამო თბ [LIVE]
ჯიღაურის დუბლი აზიის ჩემპიონთა ლიგაზე - ორი ქართველის გუნდი პლეი-ოფში გავიდა, მესამეს კარგი შანსი აქვს [VIDEO]
ბათუმის "დინამო" ტრანსფერების მოლოდინში - არჩილ ბერიძე საქართველოს ნაკრების ორ წევრზე საუბრობს
ეროვნული ლიგის XVI ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით
ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება - "ჟილინამ" გიორგი თევზაძე წარადგინა
ბათუმის "დინამო" ორმა ფეხბურთელმა დატოვა, 1 მივიდა
გია გეგუჩაძე: ვცდილობთ, წარსული შეცდომები გავითვალისწინოთ
[მკითხველთა ფორუმი] ნაკრების პრობლემა - ვინ დაგვიცავს მარჯვენა ფლანგზე?
ეროვნული ლიგა. XII ტური. "გაგრა" - "ლოკომოტივი" [LIVE]
ეროვნული ლიგის IX ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
"თუ ეს სიტუაცია დიდ ხანს გაგრძელდება, დიდ პრობლემად იქცევა" - რა თქვა სანიოლმა თურქეთთან და ბულგარეთთან მატჩების წინ
ეროვნული ლიგა. XXXIII ტური. "ლოკომოტივი" - "დინამო" თბ [LIVE]
კიტეიშვილის და გ. მამაგეიშვილის "შტურმი" ჩემპიონთა ლიგის შესარჩევი ეტაპის მესამე რაუნდში გავიდა
კიტეიშვილის საგოლე გადაცემა - "შტურმი" ჩემპიონთა ლიგისკენ მიიწევს
2023 წლის შემდეგ პირველად - სანიოლმა ეროვნულ ნაკრებში ვოლკოვს უხმო
"კაპიტნისა და ვიცე-კაპიტნის საკითხი ჯერ არ გადამიწყვეტია" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
ალექსანდრე იაშვილი: დარწმუნებული ვარ, ჩაკვეტაძე ისევ ისეთი ძლიერი დაგვიბრუნდება
ტაბატაძემ გაიტანა, ნეიმარი მსაჯმა დაინდო - გველესიანი რონალდოს დაუპირისპირდება [VIDEO]
[VIDEO] როგორც ქოჩორაშვილმა ალბანეთში... პაპუნაშვილის სუპერგოლი აზერბაიჯანის პრემიერ ლიგაში!
თბილისის "ლოკომოტივმა" ექვსი ზამბიელი ფეხბურთელი დაიმატა
ჰეთ-თრიკი და ქამბექი - მაისურაძის 19-წლამდელების გამარჯვება [VIDEO]
კორღალიძემ "იბერია" დატოვა - მისი შემცვლელი ცნობილია
კახა კაჭარავა: არ მინდა, ჯოხი გადატყდეს ფეხბურთელებზე...
GEO TEAM : გეგუჩაძემ "იბერია 1999" დატოვა
კოხრეიძე საფრანგეთის ლიგა 2-ში? გიორგი ერთ-ერთ ლიდერს აინტერესებს
ბათუმის "დინამომ" ახალწვეულები წარადგინა
"ტორპედომ" კიდევ ერთი ფეხბურთელი დაიბრუნა
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა მოდლოვური ტურნირი სომხეთის განადგურებით დაასრულა
"ჟალგირისთან" მატჩში თბილისის "დინამოს" შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] 2:7. ისტორიული სირცხვილი - თბილისის "დინამო" "ჟალგირისთან" განადგურდა და კონფერენს ლიგიდან გამოვარდა
ლეგიონი: არაბულის გოლი და კიტეიშვილის საგოლე გადაცემა
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
"ჟალგირისის" ფეხბურთელებს შვებულება გადაედოთ - კიდევ ერთი სენსაცია კვიპროსში მოხდა
ეროვნული ლიგის III ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით
"ეს საქმისადმი არასწორი მიდგომაა" - ჭიაბრიშვილი გეგუჩაძის "იბერიადან" წასვლას გამოეხმაურა
ალექსანდრე იაშვილი: ერთა ლიგაზე რთულ ჯგუფში ვართ, თუმცა ჩვენი მიზანი გამარჯვებაა
"ვილი საქართველოს ნაკრებისთვის საუკეთესო მწვრთნელია და მომავალშიც იქნება" - სანიოლის და იაშვილის პრესკონფერენცია
[VIDEO. ლეგიონი] აშორტიას შორეული გასროლა, ჯიღაურის მაგარი პასები...
ქართველების "ზირა", რომელმაც "ტორპედო" გაანადგურა, ესტონურ "პაიდესთან" გამოვარდა
კიტეიშვილი ზედიზედ მესამედ აღიარეს ავსტრიის ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელად
ეროვნული ლიგა. X ტური. "თელავი" - "ლოკომოტივი" [LIVE]
"დინამოს" ეს ფეხბურთელი უღირსად მოიქცა, ქართველებმა ბოდიში მოგვიხადეს..." - "ჟალგირისის" პრეზიდენტი მიმართვას ავრცელებს
ვოლკოვის და პაპუნაშვილის "ზირამ" "ომონიას" მოუგო, მაგრამ ევროტურნირებს გამოეთიშა
"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ
ტელეარხების რიგი ბელარუსის ჩემპიონატს - მალე საქართველოშიც?
თბილისის "დინამომ" 21 წლის შემტევი დაიმატა
"საბურთალომ" სლოვაკური "ჟილინადან" გიორგი თევზაძე დაიმატა
ეროვნული ლიგა. XIII ტური. "ლოკომოტივი" - "ტორპედო" [LIVE]
გიორგი დიასამიძე "შახტიორში" გადავიდა და წარმატებულად ასპარეზობის იმედი აქვს
მარუსიჩმა თბილისის "დინამო" დატოვა და უკვე ახალ გუნდშიც წარადგინეს
"ტორპედოს" მძლეველმა "ომონიამ" ვოლკოვის "ზირა" გაანადგურა
U.21 ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს