საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა შოტლანდიასთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ შოტლანდიასთან ევრო 2016-ის შესარჩევი ეტაპის მატჩის წინ "დინამო არენის" საპრესკონფერენციო დარბაზში პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"ძალიან რთული მატჩები გველის ამ მოკლე პერიოდში. მნიშვნელოვანია, რომ ყველა გამოძახებული ფეხბურთელი კარგ ფორმაში იყოს, რადგან შოტლანდიასთან მატჩის შემდეგ ირლანდიასთან შევძლოთ კორექტივების შეტანა.

ორივე გუნდს, შოტლანდიასაც და ირლანდიასაც, სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, აქვს შანსი, ჯგუფიდან გავიდეს და დიდი მოტივაცია ექნება. ჩვენი კოზირი შოტლანდიასთან ის იქნება, რომ შინ ვთამაშობთ საკუთარი ქომაგის წინაშე. დიდი ხანია, ნაკრებს არ მოუგია და ეს არის ჩვენი მოტივაცია.

ეს მატჩები უნდა გამოვიყენოთ და ვაჩვენოთ ყველას, რომ შეგვიძლია ასეთ გუნდებთან თანასწორად თამაში.

ჩვენ კვალიფიციური მეკარეები გვყავს, რომლებსაც აქვთ პრაქტიკა. სიმართლე გითხრათ, გადაწყვეტილი მაქვს, ვინ იქნება კარში ხვალ, მაგრამ ამას ჯერ არ ვიტყვი.

ძალიან ბევრი ვიმუშავეთ პოზიციურ თამაშზე და ამ საკითხში პროგრესი გვაქვს.

შოტლანდია კომბინაციურ და ტექნიკურ ფეხბურთს თამაშობს. ისინი საკმაოდ კარგ, სანახაობრივ ფეხბურთს აჩვენებენ და საკუთარ სტილს არ ცვლიან.

პოლონეთში ძალიან ცუდი რამ მოხდა. ყველა მატჩს ვაანალიზებთ და ვცდილობთ, დაშვებული შეცდომები აღარ გავიმეოროთ. ფუნქციონალურად ფეხბურთელებს ვერ მოვამზადებთ. საამისოდ მათ თავიანთ კლუბებში უნდა ითამაშონ და პრაქტიკა მიიღონ.

პოლონეთთან მატჩის მიწურულს გადავიღალეთ და ფსიქოლოგიურად გავტყდით, მაგრამ ასეთ შეცდომებს აღარ დავუშვებთ", - თქვა ცხადაძემ.

პრესკონფერენციაზე კომენტარი მომავალი მატჩის შესახებ ზურა ხიზანიშვილმაც გააკეთა.

"ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, რომ მწვრთნელი მენდო და გამომიძახა. ნაკრებში თამაში ჩემთვის ყველაფერია.

ასევე განსაკუთრებულია ის ფაქტი, რომ ხვალ შოტლანდიის წინააღმდეგ ვითამაშებთ. შოტლანდიაში კარგი პერიოდი მაქვს გატარებული. იმედია, ხვალ ორივე გუნდი კარგ თამაშს ანახებს", - თქვა ხიზანიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და შოტლანდიის ნაკრებებს შორის მატჩი "დინამო არენაზე" 4 სექტემბერს, 20:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი განახორციელებს.

obieqturi-gulshematkivari
დავაი ბიჭები მონდომება არის მთავარი და შოტლანდია არაა ისეთი გუნდი რომ ვერ მოვუგოთ
kaka
jorj, თუ სადმე გეგულება უკეთესი ფეხბურთელი, რომელიც დღეს არ არის გამოძახებული ნაკრებში, იქნებ გვამცნო. სხვა ფორმაციის ნაკრები ამ ეტაპზე არის სადმე? იქნებ შენ იცი და გვითხარი რა!!!
Levan
ფუნქციონალურად თუ ვერ მოამზადებ აბა რა მნიშვნელობა აქვს შენ იქნები თუ სხვა. სწორედ რომ თამაში უნდა ასწავლო ამ ფეხბურთელებს. სხვანაირად არ გამოვა. მე თუ მკითხავთ, არავის არ გავუშვებ საზღვარგარეთ სათამაშოდ. მოვიწვევ ძლიერ მწვრთნელებს, იმიტომ რომ ჩვენ არ გვყავს, და აქ ვასწავლი ფეხბურთს. აგერ ნახავთ 1 წელიწადში თუ არ ივარგონ. ფიზიკური მომზადება არა, ტექნიკა არა, ტაქტიკა არა, ჭკუაც არა. ფსიგოლოგიურად დავრდომილი გუნდი რისი მაქნისია. ცოტა იფიქრეთ რა.
გუჯა კახაძე
პოლონეთთან მატჩში ბოლოსკენ გადავიღალეთ და ფსიქოლოგიურად გავტყდით, მაგრამ ასეთ შეცდომებს აღარ დავუშვებთ" - თქვა ცხადაძემ. ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად თუ იღლებიან ფეხბურთს როგორ ითამაშებენ?
oto
ხიზანიშვილის დაყენება ძალიან საშიშია - ნელია ბურთს კარგავს ადვილად - ქეცბაიას დროს ბოლო თამაშებში ერთი გოლი ყოველთვის მისი ბრალი იყო - იმედია ცხადაძე არ გარისკავს მისი დაყენებით ჯობია ისევ ვინმე ახალგაზრდას მიეცეს შანსი
jorj
ნუ აბოლებთ გულშემატკივრებს. ამ ფორმაციის ნაკრებს არაფრის მიღწევა არ შეუძლია სამწუხაროდ.
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
იჩქარე! - საქართველო-შვეიცარიის 41 537 ბილეთი გაყიდულია
ჩვენება "დინამო არენაზე" ბიუსჰალტერების გარეშე და ამერიკული ფეხბურთი [VIDEO]
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე
რუსეთის ნაცვლად საქართველო! - შევთავაზოთ უეფას ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობა
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
საქართველო-ლატვიის მატჩის ბილეთების გაყიდვა დაიწყო
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის
გორის "დილა" "დინამო არენაზე" მასპინძელი გახდება...
23 მარტს "დინამო არენის" სალაროები 22:00 საათამდე იმუშავებს