საქართველოს საკალათბურთო ეროვნული ნაკრები ზაგრებშია
საქართველოს საკალათბურთო ეროვნული ნაკრები ზაგრებშია. იგორ კოკოშკოვის გუნდმა ხორვატიაში ჩასვლისთანავე ივარჯიშა. სლოვენიის დაბა პოდჩეტრტეკიდან ნაკრების ავტობუსი პირდაპირ "ზაგრებ არენაზე" მივიდა, სადაც ქართველებმა 2 საათის განმავლობაში ივარჯიშეს.

პოდჩეტრტეკიდან ზაგრებამდე 70 კილომეტრია. ასე რომ, მწვრთნელებმა ისე დაგეგმეს, რომ დილის ვარჯიში ოდნავ მოგვიანებით პირდაპირ ევრობასკეტის მასპინძელ არენაზე დანიშნეს.

სავარჯიშო ფორმებში გამოწყობილი საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები პოდჩეტრტეკიდან 3 სექტემბერს, დილის 11:00 საათზე დაიძრნენ და ნაშუადღევს, პირველ საათზე უკვე ზაგრებში იყვნენ. სლოვენია-ხორვატიის საზღვარზე ნაკრების ავტობუსი მცირედით შეფერხდა, მესაზღვრეებმა არაევროკავშირის ქვეყანაში შესვლისას ყველა მგზავრის პასპორტი გადაამოწმეს, თორემ ქართველები "ზაგრებ არენაზე" შედარებით ადრიანად მივიდოდნენ.

3 წლის წინ აშენებული "ზაგრებ არენა" 15 ათას მაყურებელს იტევს. ევრობასკეტისთვის ეს რიცხვი ოდნავ შემცირებულია, რადგან მედიის წარმომადგენლებს დამატებითი ტრიბუნები გამოუყვეს, რაც მანამდე არსებული სტანდარტული ტრიბუნების ხარჯზე მოხდა. მაყურებლების სიმრავლეს დიდი მნიშვნელობა ექნება, რადგან ზაგრები ძალიან ახლოსაა სლოვენიასთან და მაკედონიასთან, ამ ქვეყნებიდან დაძრულ გულშემატკივართათვის კი "ზაგრებ არენაზე" ადგილები უხვად მოიძებნება.

საქართველოს ნაკრების ვარჯიშმა 2 საათს გასტანა. იგორ კოკოშკოვმა გუნდი სათამაშო ეპიზოდებზე, სროლაზე ავარჯიშა. კალათბურთელებმა კომბინაციების გათამაშებაზე იმუშავეს, ფიზიკური ვარჯიშებიც გააკეთეს და "ზაგრებ არენას" ფარებიც შორი თუ ახლო დისტანციებიდან სროლებით მოსინჯეს. ნაკრებში კარგი განწყობაა. ტრავმირებული არავინაა და ზურგს ყველას ნაყოფიერად გავლილი შეკრება უმაგრებს.

იხილეთ ვარჯიშის ვიდეო

"ზაგრებ არენიდან" ნაკრები სასტუმრო "პანორმისკენ" გაემართა. სლოვენიიდან გამოყოლილ საქართველოს ნაკრების ავტობუსს ხორვატიის საზღვრიდან წინ პოლიციის ესკორტი მიუძღოდა, რომელმაც კოკოშკოვის გუნდი ჯერ არენაზე, შემდეგ კი სასტუმრომდე მიაცილა.

4 სექტემბრიდან საქართველოს ნაკრები, ისევე, როგორც სასტუმრო "პანორამაში" მცხოვრები ევრობასკეტის C ჯგუფის ყველა მონაწილე, ევროჩემპიონატის ბრენდირებული ავტობუსებით ივლის.

დაბინავებისთანავე ნაკრებმა ისადილა. სასადილო ოთახში ქართველები შეხვდნენ მეტოქე ნაკრებების თანაგუნდელ წევრებს. ზაზა ფაჩულიამ "მილუოკი ბაქსში" თავისი თანაგუნდელი და მეგობარი, საბერძნეთის ნაკრების ლიდერთაგანი იანის ადეტოკუმბო მოინახულა.

დიდი ოვაციებით შეხვდნენ ერთმანეთს გასულ წელს ყაზანის "უნიკსში" თანაგუნდელები - ვიქტორ სანიკიძე და ბერძენი კოსტას კაიმატოღლუ.

გულთბილი მოკითხვა ჰქონდათ ასევე გიორგი შერმადინს და ბერძნების ლიდერ ვასილის სპანულისს.

თორნიკე შენგელია:

- უკვე აქ ვართ, ხვალ ჰოლანდიასთან მატჩია და ჩვენი ნაკრები მზადაა. მიუხედავად იმისა, თუ მეტოქე ვინაა, მაქსიმუმი უნდა გავიღოთ, რადგან ევროპის ჩემპიონატზე იოლი მეტოქე არ არსებობს.

ზაზა ფაჩულია:

- განწობა შესანიშნავია. თვენახევარია, ერთად ემზადება გუნდი. ყველაფერს საიმისოდ ვაკეთებდით, რომ ევროპის ჩემპიონატს მზადყოფნაში შევხვედროდით და ახლა, როცა ზაგრებში ჩამოვედით, ყველას საბრძოლო განწყობა გვაქვს. გავიმეორებ არაერთხელ ნათქვამს, რომ თუ არასერიოზულად მოვეკიდებით ჰოლანდიის ნაკრებს, ისე დავისჯებით, როგორც 3 წლის წინ. ნაკრების ყველა წევრმა იცის ეს, მოდუნება არ შეიძლება და ყველა ბოლომდე უნდა დაიხარჯოს მიზნის მისაღწევად. 6 დღეში 5 თამაში გველის და ვნახოთ, დიდი გამძლეობა და ბრძოლისუნარიანობა გვმართებს.

მანუჩარ მარკოიშვილი:

- შესანიშნავი გარემოა. ამ ტრიბუნებზე, უმეტესწილად, ჩვენი მეტოქეების გულშემატკივრები ისხდებიან. ჩვენ ძალიან მობილიზებულად უნდა ვიყოთ. დაცვაში მეტი ყურადღება გვმართებს. ვიცი, რომ დიდი პასუხისმგებლობა გვეკისრება თითოეულს. მე პირადად იმას ვეცდები, რომ დაცვაში ვითამაშო კარგად, რადგან ვიცი, რომ თუკი ამ საქმეს წარმატებით გავართმევ თავს, შეტევაში თამაში გაგვიადვილდება.

წყარო: gbf.ge

შოთა გუგეშაშვილი
თქვენი იმედი გვაქვს ბიჭებო.
შოთა გუგეშაშვილი
ხვალ რომ არ მოიგოთ იმფაქტს მივიღებ
გიორგი
კარგი იქნებოდა, თუ მთელი ტურნირის არა, საქართველოს ნაკრების მატჩების კალენდარი და თამაშების დრო მაინც გამოგექვეყნებინათ. ეს ელემენტარული უნდა იყოს საიტისთვის. საქართველოს ნაკრებს კი წარმატებებს ვუსურვებ!
dato
თქვენი იმედი აქვს მთელ საქართველოს ბიჭებო და აბა თქვენ იცით, გვასახელეთ!
ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ვიქტორ სანიკიძე საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს
"როგორც არ უნდა გამაკრიტიკოს ყველამ, მინდა ეს საჯაროდ ვთქვა" - ვიქტორ სანიკიძემ თორნიკე შენგელიაზე ისაუბრა
საქართველო საჩუქრის გარეშე დარჩა - ვინ მიიღო ოლიმპიადაზე გასვლის შანსი?
"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს
მანუჩარ მარკოიშვილი "მონაკოს" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ძველი მეგობრის წინააღმდეგ: დღეს საქართველოს ნაკრები კოკოშკოვის სერბეთს შეხვდება
[VIDEO] ევროლიგის გამარჯვებული ფენერბაჰჩე გახდა
“თუ გინდა რაიმე დიდს მიაღწიო, წინ პატარა ნაბიჯებით უნდა იარო”- მანუჩარ მარკოიშვილის ინტერვიუ
ქართული კალათბურთი ხომ იმპულსურია - ინტერვიუ ირაკლი ხოშტარიასთან
კოკოშკოვი: საქართველო სტაბილური და თანმიმდევრული გუნდია - დამსახურებულად გაიმარჯვა
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
მანუჩარ მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" ევროლიგაში "ოლიმპიაკოსი" დაამარცხა
ვიქტორ სანიკიძე ჩემპიონთა ლიგის საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელად დაინიშნა
კოკოშკოვს საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის წოდება მიენიჭა
"პირველ რიგში, უნდა შევისწავლოთ, როგორ შევქმენით ასეთი სოლიდური ნაკრები"
ვიქტორ სანიკიძე: ბაგაცკისის მხრიდან უღირს საქციელს ჰქონდა ადგილი - FIBA-ს რეაგირებას მოვთხოვთ
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
მეჯიქ ჯონსონისეული! გიორგი ცინცაძის პასი ევრობასკეტის TOP10-ში მეორეა [VIDEO]
გიორგი ცინცაძემ ფრანგულ "გრაველინში" პირველი მატჩი ჩაატარა
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
იგორ კოკოშკოვი VS ილიას ზუროსი
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
შენგელია "ვირტუსში" საუკეთესო იყო | ბოლონიელებმა მონაკოში წააგეს
მსაჯთა ახალი ინსტრუქტორი, რიჩარდ სტოკსი, ფედერაციის პრეზიდენტმა, ვიქტორ სანიკიძემ წარადგინა
პირველი ქართველი ფიბა-ში: ვიქტორ სანიკიძე საშეჯიბრო კომისიაში შეიყვანეს
სერბეთის ნაკრებმა თბილისში ივარჯიშა - კოკოშკოვი უკმაყოფილოა
საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი "ფენერბახჩეს" ჩაიბარებს
ზაზა ფაჩულია: მთავარია, ევროპას ჩვენი ხასიათი კიდევ ერთხელ დავანახეთ
[VIDEO] მარკოიშვილის "მონაკომ" "ოლიმპიაკოსი" დაამარცხა და ევროლიგის ფინალში ითამაშებს