შესვენება დასრულდა: 11 და 12 სექტემბერს გასამართი შეხვედრებით საქართველოს ჩემპიონატი განახლდება
უმაღლეს ლიგაში სანაკრებო მატჩებისგან გამოწვეული შესვენება დასრულდა: 11 და 12 სექტემბერს გასამართი შეხვედრებით საქართველოს ჩემპიონატი განახლდება.

აქვე, ისიც უნდა ვთქვათ, რომ უმაღლესი ლიგის გუნდებს სექტემბრის ბოლომდე ერთობ გადატვირთული გრაფიკი ელოდებათ - ამ პერიოდში ჩემპიონატის სამი ტურის მატჩებისა და თასის მერვედფინალური შეხვედრების ჩატარება მოუწევთ.

ვნახოთ, როგორ წარიმართება მოვლენები, მანამდე კი IV ტურზე ვისაუბროთ, სულ მცირე, ორი საინტერესო მატჩი რომ გველოდება...

11.09. მარტვილი. "მურთაზ ხურცილავა". 16:00

მერანი-დინამო (თბ)

ურთიერთშეხვედრები

10: +1 =3 -6, 10:22

ტური მარტვილში დაიწყება, სადაც საპირისპირო "პოლუსზე" მყოფი გუნდები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს: "მერანს" ჯერ ქულა არ აუღია ჩემპიონატში, "დინამო" კი, შინ თუ გარეთ, ყველას უგებს და, თანაც, წინა სამივე შეხვედრაში შესაშური შედეგიანობითაც გამოირჩა.

მოკლედ, ამ წყვილის უპირობო ფავორიტად გია გეგუჩაძის გუნდი უნდა მივიჩნიოთ, თუმცა, ნურც ის დაგვავიწყდება, რომ წინა სეზონში "დინამომ" ვერც ერთი მატჩი ვერ მოუგო "მერანს". ეგ კი არა, მეორე წრეში სწორედ მარტვილში ნათამაშები ფრის გამო იყო, "დინამომ" ლიდერობა რომ დაკარგა და მერე ვეღარც დაიბრუნა...

11.09. თბილისი. "მიხეილ მესხი". 20:00

ლოკომოტივი-გურია

დისკვალიფიკაცია: ლაშა ჩაფიძე (გურია)

ურთიერთშეხვედრები

6: +6 =0 -0, 12:2

ამ სეზონის სტარტზე თუ რომელიმე გუნდისგან არ ველოდით წარუმატებლად ასპარეზობას, ეს, უპირველეს ყოვლისა, "ლოკომოტივზე" ითქმის (და ეს იმის მიუხედავად, რომ ეს ახალგაზრდული გუნდი უმაღლეს ლიგაში ხუთწლიანი პაუზის მერე დაბრუნდა). არადა, გუნდს მწვრთნელიც კვალიფიციური (ვასილ მაისურაძე) ჰყავს და შემადგენლობასაც ნამდვილად არაფერი დაეწუნება, თუმცა ფაქტი სახეზეა - "ლოკომოტივმა" სამივე მატჩი წააგო.

აი, "გურიის" სტარტს კი ურიგო ნამდვილად არ ეთქმის, მით უფრო, რომ გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელს, კახა გოგიჩაიშვილს შემადგენლობაც, ფაქტობრივად, ახალი ჰყავს.

...დღევანდელ მეტოქეებს უმაღლეს ლიგაში ერთმანეთთან 2001/02 წლების სეზონის შემდეგ აღარ უთამაშიათ; საერთოდ კი, "ლოკომოტივს" შთამბეჭდავი უპირატესობა აქვს მეტოქესთან შედარებით: "გურიას" ყველა მატჩი მოუგო!

12.09. ქუთაისი. "რამაზ შენგელია". 16:00

საპოვნელა-სიონი

ურთიერთშეხვედრები: არ შეხვედრიან

ძნელი სათქმელია, თუ როგორი სტარტი ექნებოდა უმაღლეს ლიგაში 20-წლიანი პაუზის მერე დაბრუნებულ "საპოვნელას", საშინაო მატჩები თერჯოლაში რომ ჩაეტარებინა; თუმცა, ეს თემა "სიონისთვისაც" არ არის უცხო, რამეთუ ქვემოქართლელებმა ორწლიანი პაუზის შემდეგ მხოლოდ ამ სეზონში მოახერხეს საშინაო შეხვედრების მშობლიურ ბოლნისში ჩატარება.

..."საპოვნელამ" სეზონის სტარტზე სამივე მატჩი დათმო; ახალი მწვრთნელის, ვარლამ კილასონიას ხელმძღვანელობით მოასპარეზე "სიონი" კი ჯერჯერობით წაუგებლად თამაშობს და ლიდერთა ჯგუფშიც სრულიად დამსახურებულად იმყოფება.

აქვე, იმასაც დავძენთ, რომ "საპოვნელა" და "სიონი" უმაღლეს ლიგაში პირველად დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

12.09. თბილისი. "ბენდელა". 16:00

საბურთალო-სამტრედია

ურთიერთშეხვედრები: არ შეხვედრიან

"საბურთალო" და "სამტრედიაც" პირველად უნდა შეხვდნენ ერთმანეთს უმაღლეს ლიგაში, თუმცა მხოლოდ ამის გამო არ უნდა მივიჩნიოთ ეს დაპირისპირება ტურის ცენტრალურ მატჩად; შეგახსენებთ, რომ თბილისის "დინამოს" გარდა, მხოლოდ "სამტრედიაა", სეზონის სტარტზე სამივე მატჩი რომ მოიგო.

არადა, გუნდის ახალი თავკაცის, გია ცეცაძის ხელმძღვანელობით, "სამტრედიის" შემადგენლობაში თითქმის 99 პროცენტი ახალწვეულია; თუმცა, ახლო წარსულში საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში ნათამაშები ფეხბურთელებით დაკომპლექტებული "სამტრედია" ჩინებულად ასპარეზობს და შედეგიანობასაც ვერ დავუწუნებთ იმერულ კლუბს.

ახალგაზრდულმა "საბურთალომაც" მშვენივრად დაიწყო სეზონი, მაგრამ გუნდმა წინა ტურში მტკივნეული მარცხი იგემა თბილისის "დინამოსგან"; ანუ იმის თქმა გვსურს, რომ "საბურთალოს" ახალგაზრდა თავკაცს, გია ჭიაბრიშვილს და მის ასევე ახალგაზრდა შეგირდებს რეაბილიტაცია ესაჭიროებათ საკუთარი ქომაგების წინაშე.

12.09. ზუგდიდი. "ბაიას საწვრთნელი ბაზა". 16:00

ზუგდიდი-ჩიხურა

ურთიერთშეხვედრები

8: +1 =1 -6, 7:14

გამოცდილი მწვრთნელების, ბესიკ შეროზიას ("ზუგდიდი") და სოსო ფრუიძის ("ჩიხურა") "დუელი" საინტერესოდ უნდა წარიმართოს და ეს იმის მიუხედავად, რომ მეტოქეებმა სხვაგვარი სტარტი აიღეს მიმდინარე ჩემპიონატში.

იმის გარდა, რომ "ზუგდიდს" ჯერჯერობით მხოლოდ 1 ქულა აქვს, გუნდმა ყველაზე მეტი გოლიც (11) გაუშვა; "ჩიხურა" კი არ ღალატობს ტრადიციას და, წინა სეზონების მსგავსად, ამჯერადაც საშინაო მატჩებში ასპარეზობს წარმატებულად.

12.09. ლანჩხუთი. "ევგრაფი შევარდნაძე". 16:00

კოლხეთი-შუქურა

ურთიერთშეხვედრები

4: +1 =2 -1, 9:8

მეზობლების დაპირისპირებაც არ უნდა გამოდგეს უინტერესო: "კოლხეთს" ქულაც არ აუღია ჯერჯერობით და, საერთოდაც, გოლიც არ გაუტანია!

არა გვგონია, რომ "შუქურას" ამბიციური ხელმძღვანელებიც კმაყოფილნი იყვნენ სეზონის სტარტით: საგრძნობლად გაძლიერებულმა გუნდმა მხოლოდ ერთი შეხვედრა მოიგო და ორი წააგო.

ვნახოთ, რამდენად შეცვლის მდგომარეობას ქობულეთურ გუნდში მომხდარი საკადრო ცვლილება: ამ ცოტა ხნის წინათ "შუქურაში" ახალი მთავარი მწვრთნელი, თემურ შალამბერიძე მივიდა.

12.09. გორი. "თენგიზ ბურჯანაძე". 16:00

დილა-ცხინვალი

დისკვალიფიკაცია: ომარ მიგინეიშვილი (ცხინვალი)

ურთიერთშეხვედრები

10: +3 =3 -4, 11:13

ორი ამბიციური გუნდის პაექრობა დიდ ინტერესს იწვევს: ჩემპიონობის ერთ-ერთი ფავორიტი "დილა" ასევე მაღალი მიზნების მქონე "ცხინვალს" უნდა დაუპირისპირდეს. ასევე საინტერესოდ უნდა წარიმართოს მწვრთნელების პაექრობაც: ახალგაზრდა უჩა სოსიაშვილი გამოცდილი კახა კაჭარავას წინააღმდეგ.

"დილას" ფავორიტობა ვახსენეთ და არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩემპიონატში გამოცხადებული ამ პაუზის პერიოდში "დილა" საგრძნობლად გაძლიერდა ორი კვალიფიციური და უნივერსალი ფეხბურთელით: 32 წლის გოგიტა გოგუა გორელთა გუნდს ორწლიანი პაუზის მერე დაუბრუნდა, 26 წლის გულვერდ თომაშვილი კი - ერთწლიანი შესვენების შემდეგ.

12.09. ქობულეთი. "ჩელე არენა". 16:00

დინამო (ბთ)-ტორპედო

დისკვალიფიკაცია: დათა სიჭინავა (ტორპედო)

ურთიერთშეხვედრები:

47: +13 =8 -26, 53:79

IV ტურის, უდავოდ, ყველაზე დამაინტრიგებელი მატჩი ქობულეთში უნდა გაიმართოს, სადაც ერთმანეთს ძველი მეტოქეები დაუპირისპირდებიან.

ორივე გუნდს მშვენიერი შემადგენლობა ჰყავს, აღარაფერს ვამბობთ მწვრთნელებზე: გამოცდილი შოთა ჭეიშვილი ("დინამო") და მისი კოლეგა გიორგი დარასელია ("ტორპედო") ჩვენს ჩემპიონატში გამორჩეულ სპეციალისტებად მიიჩნევიან.

"დინამომ" ისეთი სტარტი აიღო, როგორც ერთ-ერთ ფავორიტს ეკადრება. აი, "ტორპედოსგან" კი, ბევრი, ალბათ, უფრო მეტს ელოდა, თუმცა, ჯერ ხომ სეზონი წესიერად არც "გახურებულა".

ამ გუნდებს შორის ბოლო მატჩიც უნდა ვახსენოთ: წინა სეზონის მეორე წრეში, როცა ბათუმის "დინამოს" მშვენიერი სერია (ზედიზედ 6 მოგება) ჰქონდა, ეს სერია "ტორპედოსთან" საშინაო მატჩში შეწყდა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

mister
ბარე ბევრჯერ უტირებია მარტვილის მერანს დინამო ცხარე ცრემლებით, ეხლა გუნდი ძალიან შესუსტებულია, ფაქტიურად არ ყავს არავინ, მაგრამ არა უშავს კიდევ მოვა დრო.
gori
გულდასაწყვეტია უბრალოდ რო საქართველოს უმაღლეს ლიგაში ესეთი გუნდი თამაშობს "მარტვილი" ცოდოა ის მაყურებელი ვინც თამაშზე დადის და ელოდება რო თავისი გუნდი როდის შეუტევს როდის გაიტანს,,არ ვარ იმის მომხმერე რო სახელმწიფო ფულს არ უნდა ხარჯავდეს, მარა ტუ ესეთ გუნდებზე დაიხარჯება მარტვილის ფული მაშინ უაზრობაა სრულიად.გამოფხიზლდით მარტვილელებო მიბაძეთ ქუთაისელებს,და რამე იღონეთ.
Walkabout
საპირსპირო პოლუსი ნიშნავს ცხრილის საპირისპირო მხარეს...
merani
გია ბატონო, რას მიანიშნებთ საპირისპირო პოლუსზე ყოფნას. თქვენ ფიქრობთ, რომ მერანი ამ ქვეყანაში არ ცხოვრობს და მხოლოდ დინამო თბილისით განისაზღვრება ქრთული ფეხბურთის სტატუსი და პოლუსზე ყოფნა? რაღაც გეშლებათ და თუ გინდათ, რომ მართლა ნახოთ ფეხბურთის სიყვარული ჩაბრძანდი მარტვილში და ეზიარები ფეხბურთის ანბანს. ასე თუ მოიქცევი შენც დაბრუნდები კარგ "პოლუსზე".
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
"საქართველო საოცარი ქვეყანაა, მათ რუსები არ მოსწონთ და ჩვენი მსგავსი მენტალიტეტი აქვთ" - ინტერვიუ "გაგრას" უკრაინელ ფორვარდთან
"იბერიამ" "ლეგანესიდან" მცველი დაიმატა
სამიდან სამი გამარჯვება - კვიპროსიც დამარცხებულია
ლუის ენრიკე: ნანახით კმაყოფილი ვარ - ეს ის შედეგი არ არის, რომელიც გვინდოდა
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
"ნაპოლიმ" "ბაიერს" მცველი 30 მილიონად მიჰყიდა
[PHOTO] "ჩემი სათამაშოები" - რონალდომ თავისი ძვირფასი ავტოპარკი აჩვენა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
"რეალმა" სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მასტანტუონო იტალიაში გაანათხოვრა
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
მიდის თუ რჩება - ილია ზაბარნიმ თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
აკრძალული ნივთიერება მუდრიკის ორგანიზმი საქართველოსთან მატჩის წინ მოხვდა - უკრაინელი ჟურნალისტი ფეხბურთელის დისკვალიფიკაციაზე ინფორმაციას ავრცელებს
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
"შალკემ" 40 წლის ჯეკოს კონტრაქტი გაუგრძელა
ვასილ მაისურაძე: ვთვლი, რომ ღირსეულად ვითამაშეთ
ეროვნული ლიგა. XIII ტურის წინ: ვარლამ კილასონიას პირველი
ახლა უკვე ოფიციალურად: ბესიკ შეროზია "ზუგდიდის" მთავარი მწვრთნელი აღარაა
ფრუიძე: ეს იქნება ერთგვარი ილუსტრაცია იმ რეალობის, რომელიც დღეს საქართველოში დგას
ოთარ კობახიძე - "ჩელე-არენის" მორიგი მსხვერპლი
Geo Team: გია გეგუჩაძემ ბათუმის "დინამო" დატოვა
"სამგურალის" მწვრთნელად უჩა სოსიაშვილი დანიშნეს
"კლუბის დირექტორს გუნდი მიჰყავს შეკრებაზე თურქეთში მაშინ, როცა აქ არც მოედნები აქვთ, არც ფორმები..."
კახა კაჭარავა "ოდიში 1919"-ის სათავეშია - ახალი ამბიციების და გამარჯვებების დრო!
კახა კაჭარავა: ყველას გვინდა, რომ შვეიცარიასა და ხორვატიას მოვუგოთ, მაგრამ...
19-წლამდელები პორტუგალიისა და დანიის წინააღმდეგ - მაისურაძე "პორტუსა" და "ბრაგას" ლეგიონერებით
სეზონის დაწყებიდან ეროვნული ლიგის გუნდი მეორე მწვრთნელმა დატოვა
მაისურაძემ 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
კახა კაჭარავამ და მისმა თანაშემწეებმა "სამტრედია" დატოვეს
"სიონის" მწვრთნელად სოსიაშვილი დანიშნეს
წასვლიდან ორ კვირაზე ოდნავ მეტში ბრუნდება - თბილისის შემდეგ ჭიაბრიშვილი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი ხდება
"რუსთავს" ისევ ახალი მწვრთნელი ჰყავს - ამჯერად უჩა სოსიაშვილი
"ძალიან დაბალი დონის ჩემპიონატი გვაქვს, ყოველი წელი უარესია" - გიორგი ჭიაბრიშვილი "გარეჯთან" გამარჯვების შემდეგ
შალამბერიძე: "აპოლონთან" ჩემი ფეხბურთელების მეიმედება
სად ითამაშებენ ექსკაპიტანი და ტრიო? - "ზუგდიდმა" ბოლო სპარინგიც მოიგო
თემურ შალამბერიძე: ისეთი თამაში იყო, ვინც გოლს გაიტანდა, ის მოიგებდა
ეროვნული ლიგის მე-3 წრის საუკეთესოები დასახელდა
"ლეო, "ბარსელონაში" დაბრუნება მინდა" - ნეიმარი - 13 ნოემბრის დაიჯესტი
"ზუგდიდმა" მთავარი მწვრთნელის პოსტზე უკრაინელი სპეციალისტი მიიწვია
მხოლოდ 2 მატჩი გუნდის სათავეში - სოსო ფრუიძემ "ლოკომოტივი" დატოვა
[ლელოს სტუმარი] "ჯერ საქართველოში უნდა დაამტკიცო, რა შეგიძლია!"
სოსო ფრუიძე ფეხბურთში დაბრუნდა და უმაღლესი ლიგის გუნდს ჩაიბარებს
"მარკ სტარსის" თასი: ტყიბულის "მეშახტის" ტრიუმფი
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
"რუსთავში" რევაზ ძოძუაშვილი იმუშავებს
"როდესაც პირველად ბავშვი ხვიჩას თამაში ვნახე, მაშინვე გავვარდი და..." - "კვარას" აღმომჩენი თემურ შალამბერიძე ხვიჩას შესახებ ჰყვება
შალამბერიძე "აპოლონთან" მატჩზე: გადაულახავი ბარიერი არ არსებობს
"შუქურა" უჩა სოსიაშვილმა დატოვა
თემურ შალამბერიძე: მსაჯმა გოლი ვერ დაინახა, ხდება ხოლმე
ჰეთ-თრიკი და ქამბექი - მაისურაძის 19-წლამდელების გამარჯვება [VIDEO]
"ეს ადამიანი მწვრთნელია თუ ექსპერტი, ვერ ჩამოყალიბდა. სისულელეა, რასაც საუბრობს" - ლევან კობიაშვილი გიორგი ჭიაბრიშვილის განცხადებას გამოეხმაურა
კორღალიძემ "იბერია" დატოვა - მისი შემცვლელი ცნობილია
GEO TEAM : გეგუჩაძემ "იბერია 1999" დატოვა
"რუსთავს" ვარლამ კილასონია გაწვრთნის
სოსო ფრუიძე: 6 ქულა კარგია, მაგრამ ყველაფერი თავიდან დასაწყებია
"სოსო ფრუიძის მწვრთნელად მოსვლას არ დავუშვებთ" - "ტორპედოს" გულშემატკივრის განცხადება
ბოლნისის "სიონი" ვარლამ კილასონიამ ჩაიბარა
კახა კაჭარავა: ჩემპიონატის განახლებას ვემხრობი, რადგან ევროტურნირებს ქართული გუნდები კარგ ფორმაში უნდა შეხვდნენ
"ჟალგირისთან" მატჩში თბილისის "დინამოს" შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] 2:7. ისტორიული სირცხვილი - თბილისის "დინამო" "ჟალგირისთან" განადგურდა და კონფერენს ლიგიდან გამოვარდა
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა მოდლოვური ტურნირი სომხეთის განადგურებით დაასრულა
"მისი შეფასება არაკორექტული იყო" - ჭიაბრიშვილმა კობიაშვილის განცხადებას უპასუხა
"ჟალგირისის" ფეხბურთელებს შვებულება გადაედოთ - კიდევ ერთი სენსაცია კვიპროსში მოხდა
"ეს საქმისადმი არასწორი მიდგომაა" - ჭიაბრიშვილი გეგუჩაძის "იბერიადან" წასვლას გამოეხმაურა
"საბურთალოს" თემურ შალამბერიძე უთავკაცებს
ოფიციალურად: ბათუმის "დინამოს" ჭიაბრიშვილი გაწვრთნის
გიორგი ჭიაბრიშვილი: ქართულ საკლუბო ფეხბურთში, ბათუმის "დინამო" გამორჩეული პროექტია
რატომ წავიდა პრეზიდენტი? ...არ სურდათ, ეს საკითხები რომ გამეკონტროლებინა
[ლელოს სტუმარი] "საქართველოს ჰიმნზე რომ დავდექი, თვალწინ წარმომიდგა ყველაფერი"
"დინამოს" ეს ფეხბურთელი უღირსად მოიქცა, ქართველებმა ბოდიში მოგვიხადეს..." - "ჟალგირისის" პრეზიდენტი მიმართვას ავრცელებს
"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ
თბილისის "დინამომ" 21 წლის შემტევი დაიმატა
[წარდგენა] ბიჭები ძმობისა და მეგობრობის ქალაქიდან...
"სიონი" გიორგი ჭელიძემ ჩაიბარა
"ზუგდიდი": თამაშებიც და მზადებაც
"საუთჰემპტონში" ყოფნა, უსამართლობა "დინამოსგან" და მწვრთნელის კომპეტენციაში ჩარევები - კახა გოგიჩაიშვილი ქართულ რეალობაზე
სოსო ფრუიძე: მოსაგებად ძალა აღარ გვეყო
"ზუგდიდი": ზაზა ჯანაშია ბრუნდება, ბესიკ შეროზია მამუკა ჭაჭუამ შეცვალა
U.21 ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს