ფუი ეშმაკს და სამჯერ დავაკაკუნოთ, რადგან გიბრალტარი ოქტომბერში საქართველოში ჩამოდის...
ფოტოზე: ჯეიკ გოსლინგი

იტალიაში ამბები ხდება, "იუვენტუსი" "კიევოს" ისე ეთამაშება, როგორც "კიევო" უნდა ეთამაშებოდეს "იუვენტუსს". ამ გაუგებრობაში ყველაზე კარგი გუნდი ჯერჯერობით "ინტერი" ჩანს და სწორედ "ინტერს" უნდა უმადლოდეს ჟერარდ პიკე (ლაციოსაც), გასულ უქმეებზე 10 მილიონი რომ არ წააგო.

სანამ იუვეს სძინავს...

ეს "მადონინა" შარშანდელ და შარშანწინდელ "მადონინებს" სჯობდაო, აღნიშნა მილანური დერბის შემდეგ "მილანის" შეფმა ადრიანო გალიანიმ, თუმცა კმაყოფილი არ იყო და ვერც იქნებოდა, რადგან "როსონერიმ" "ინტერთან" 0:1 წააგო.

ვერ ვიტყით, რომ სინიშა მიხაილოვიჩის ხელში "მილანი" ცუდად თამაშობს, მაგრამ, ცხადია, მის თამაშს არც კარგი ეთქმის - რაც უნდა იყოს, სამი ტურის შემდეგ "მილანს" მხოლოდ ერთი ქულა აქვს.

აი, "ინტერი" კი ჯერჯერობით ასპროცენტიანია და სატურნირო ცხრილს 9 ქულით ლიდერობს. შედეგი შედეგად, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ "ნერაძური" კარგი გუნდი ჩანს - შარშანდელზე და შარშანწინდელზე გაცილებით უკეთესი. კონდოგბია თამაშობს, გუარინს პროგრესი ეტყობა, იოვეტიჩი ფეხბურთელია, იკარდი კი შარშანაც კარგი იყო. ამიტომაც და, კიდევ "იუვენტუსის" კრიზისის გამო, "ინტერის" გულშემატკივრებმა სამართლიანად და ლოგიკურად დაიწყეს ოცნება "სკუდეტოზე".

აი, ტურინში კი "სკუდეტო" ცოტა ხნით მაინც ტაბუდადებული თემა გახდა, რადგან "იუვენტუსმა" ორი სასტარტო თამაშის წაგების შემდეგ, საკუთარ მოედანზე "კიევოსთანაც" ისე ითამაშა, როგორც შარშან თამაშობდა "კიევო" "იუვენტუსთან". ამრიგად, "კიევოსთან" ძლივს გადარჩენილი 1:1 და სამი ტურის შემდეგ მხოლოდ ერთი ქულა "იუვესთვის" იმას ნიშნავს, რომ "ბებერმა ქალბატონმა" ბოლო 53 წელიწადში ყველაზე ცუდი სტარტი აიღო.

"იუვეს" გოლი თვით პერპარიმ ჰეტემაიმ გაუტანა - ფინეთის ნაკრების ფეხბურთელმა, რომელსაც ბოლო გოლი 134 თამაშის წინ, 2011 წლის 2 აპრილს ჰქონდა გატანილი. "იუვენტუსს" კი აშკარად აკლდა სიმსუბუქე, თუმცა ამ სეზონში პირველი ქულის აღების წყალობით ტურინელებმა იმას მაინც მიაღწიეს, რომ გასავარდნი ზონა დატოვეს - ესეც საქმეა.

და საქმეა ისიც, რომ "იუვენტუსის" თავკაც მასიმილიანო ალეგრის საკუთარი ანტირეკორდის გამეორების ან გაუარესების აღარ ეშინია: 2008 წელს ალეგრის "კალიარიმ" სეზონის პირველი ხუთი მატჩი წააგო.

2:2-ები და 10 მილიონი

ორშაბათს, "სამპდორიასა" და "ბოლონიას" დაპირისპირება 2:2 რომ დამთავრებულიყო, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან საინტერესო რეკორდი დამყარდებოდა. საქმე ისაა, რომ სერია A-ს ისტორიაში ჯერაც არ მომხდარა ისე, რომ ერთ ტურში ხუთი 2:2 "დამჯდარიყოს". მართალია, ასე არ მოხდა, მაგრამ არც ტურში ოთხი 2:2 "ჯდება" ხშირად. კვირის მატჩებიდან სწორედ ოთხში დაფიქსირდა ასეთი ფრე, რაც უკანასკნელად 1997/98 წლების სეზონის მე-9 ტურში იყო მომხდარი.

ამ სტატისტიკაზე საინტერესო ის გახლავთ, რომ "ბარსელონას" მცველმა ჟერარდ პიკემ კვირას "ტვიტერზე" დაწერა, "ლაციო"-"უდინეზე" და მილანური დერბიც 2:2 რომ დამთავრდეს, ყოველი "რეთვიტის" ავტორს "ბარსელონას" მაისურს ვაჩუქებო. ცხადია, რომ მის ფანებს ეს ამბავი ძალიან მოეწონათ: რამდენიმე წუთში პიკეს განცხადებას უკვე 78 000 გაზიარება ჰქონდა.

თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ "ბარსას" ორიგინალი მაისურა ამჟამად 136 ევრო ღირს, საღამოს მატჩებშიც 2:2-ები რომ დაფიქსირებულიყო, პიკეს 10,6 მილიონი ევროს დახარჯვა მოუწევდა. რა თქმა უნდა, ესპანელ ვარსკვლავს ამის შემდეგ ღამის გათენება ხიდის ქვეშ არ მოუწევდა, მაგრამ სოციალურ ქსელში ერთი განცხადების შემდეგ 10 მილიონის დაკარგვა დიდი ვერაფერი გონივრული საქციელია.

თუმცა პიკე შაკირას ქოქოლისგან "ლაციომ" და "ინტერმა" იხსნეს - ორივემ "მოიგო".

"სამწუხაროა, მაგრამ როგორც კი საშუალება მომეცემა, ამ აქციას კიდევ გავიმეორებ," - დაწერა პიკემ.

სტატისტიკურად, ასეთი რამ წესით 18 წლის შემდეგ უნდა განმეორდეს და დაინტერესებულებს, შეგიძლიათ, თარიღი თქვენი სმარტფონის კალენდარში ჩაინიშნოთ.

ცოტა რამ ახალი "პარმას" შესახებ

გაკოტრებულმა "პარმამ" ახალი ცხოვრება სერია D-ს D ჯგუფში დაიწყო და ტურინის "იუვენტუსის" ნაცვლად ახლა ტოსკანურ "ფორტის იუვენტუსს" და ეგეთებს უნდა ეთამაშოს. ახალმა "პარმამ" 9 000 აბონემენტი გაყიდა და მიუხედავად კოკისპირული წვიმისა, გუნდი სტადიონამდე 10 000-მა ფანმა ეიფორიულ გარემოში მიაცილა.

სხვათა შორის, ახალი კლუბის (Parma Calcio 1913) პრეზიდენტის სახელი და გვარია ნევიო სკალა, მთავარი მწვრთნელისა კი - ლუიჯი აპოლონი.

სკალა და აპოლონი "პარმაში" 90-იან წლებში, ამ კლუბის დიდების დროს მოღვაწეობდნენ, მოიგეს თასების მფლობელთა თასი და უეფას თასი.

წარმატებები "პარმას"!

ვინმე ანტონი "მონაკოდან"

"მანჩესტერ იუნაიტედმა" სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე საათით ადრე მეტად საინტერესო გარიგება გაჩარხა და "მონაკოდან" ძალიან დიდი ფულის სანაცვლოდ, უნიჭიერეს ფრანგად შერაცხული ანტონი მარსიალი გადაიბირა.

ინგლისური პრესა შოკირებული იყო. საქმე ისაა, რომ მანჩესტერელებს სუპერვარსკვლავის შეძენა უნდოდათ და არა ფრანგი თინეიჯერისა. ალბათ ამიტომაც წერდა "მირორი" - რაში გადაყარეს ამდენი ფულიო. უეინ რუნი არ მალავდა, რომ ამ ბიჭის შესახებ ყველაფერი გამოკითხა მორგან შნაიდერლინს, პირველ რიგში კი უკითხავს, 36 მილიონი გირვანქა რომ გავისროლეთ, მაგ თანხის ნახევარი თუ მაინც ღირსო.

მარსიალს თავის გამოჩენის პირველი სერიოზული შანსი "ლივერპულთან" მიეცა - თავისი 36-მილიონფუნტიანი უკანალი მოედანზე 65-ე წუთზე შეიტანა.

თავიდან ბევრი არაფერი, მაგრამ 86-ე წუთზე მშვენიერი სოლორეიდი შეასრულა, შკრტელი გააბითურა და პირველი მანჩესტერული გოლიც შეაგდო.

კვირის კლოზეები

მარსიალის თანაგუნდელი რუნი სანაკრებო პაუზის ერთ-ერთი უმთავრესი გმირი რომ იყო, გეხსომებათ - შვეიცარიის ნაკრების კარში გატანილი გოლით, რომელიც 50-ე იყო რუნის სანაკრებო კარიერაში, უეინმა თავისი სახელი უკვდავყო, გადაასწრო რა ყველა დროის ბომბარდირთა სიაში თვით სერ ბობი ჩარლტონს. ამიტომაც იყო, რომ მანჩესტერში რუნის დიდი ოვაციები მოუწყვეს - ეროვნული გმირია ბოლოს და ბოლოს.

თუმცა ეგეთები არც ინგლისის რანგით მეოთხე ლიგაში, კერძოდ კი "ბრისტოლ როვერსში" ეშლებათ. რაც უნდა იყოს, ამ კლუბსაც ჰყავს თავისი გმირი, რომელმაც სანაკრებო პაუზისას ასევე რეკორდი დაამყარა და რომელიც თავის სამშობლოში ასევე ეროვნული გმირია. ვერ ხვდებით, ვისზეა საუბარი? ახლავე!

გაიხსენეთ პოლონეთისა და გიბრალტარის მატჩი ჩვენი ჯგუფიდან. იმ შეხვედრაში პოლონეთის ნაკრების კარი ვინმე ჯეიკ გოსლინგმა დალაშქრა, თუმცა ეს კაცი "ვინმე" აღარ არის. საქმე ისაა, რომ გოსლინგი ორი გოლით გიბრალტარის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.

ის ფაქტი, რომ გიბრალტარმა ის თამაში 1:8 წააგო, გოსლინგისთვის, რა თქმა უნდა, სამწუხაროა, მაგრამ პრინციპში სულერთიცაა. ამ ბიჭს ახლა ისეთი რეკორდი აქვს, ლოგიკურად, კიდევ დიდხანს რომ ვერავინ "გადაუმყარებს".

აქვე ფუი ეშმაკს და სამჯერ დავაკაკუნოთ, რადგან გიბრალტარი ოქტომბერში საქართველოში ჩამოდის...

სხვათა შორის...

საქართველოზე გაგვახსენდა და თბილისში გაწბილებულმა შოტლანდიელმა სტივენ ნეისმიტმა შაბათს "ჩელსის" ფაქტობრივად მარტომ მოუგო - "ევერტონმა" მოურინიოს გუნდს სამი ბურთი გაუტანა და სამივე ნეისმიტის ანგარიშზეა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლევანი
კაი რუბრიკა, კაი ჟურნალისტი... მეტი რა უნდა მკითხველს?!
Raul
საღოლ! მაგარ ირუბრიკაა, სახალისო წასაკითხი! ასე განაგრძეთ:)
მათეუსი: მარადონა საუკეთესო იყო, ჩემს შემდეგ - მესი თუ რონალდო?
"ბარსელონა" ერიკ გარსიას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"მუდამ მსუქანსა და უდისციპლინოს მეძახდნენ, მე გამძლეობის მაგალითი ვარ" - ლუის სუარესი
მათეუსი: მარადონა საუკეთესო იყო, ჩემს შემდეგ - მესი თუ რონალდო?
U19. საქართველოს ნაკრებმა ბოლო ტურში გაიმარჯვა, მაგრამ ჯგუფში ჩარჩა
"შევალიეს ბევრი წუნი აქვს - საფონოვი რუსეთში არ უნდა დაბრუნდეს" - აცხადებს აგენტი
15-ქალა | გიორგი მაისურაძემ პირველი ოფიციალური თამაშისთვის შემადგენლობა დაასახელა
მარსელო ბროზოვიჩი შესაძლოა, სერია A-ში დაბრუნდეს
ლუკმენი თურქეთში წავა? - "გალათასარაი" მორიგ ხმაურიან ტრანსფერს გეგმავს
ენდრიკი მეტი სათამაშო დროის გამო "რეალიდან" მიდის - ფრანგულ გუნდთან ყველაფერი შეთანხმდა
რატიშვილი საბერძნეთში, ვართანოვი – რუმინეთში | ქართველები ფიბა ევროპის მატჩებზე
პსჟ მცველს ხელშეკრულებას გაუხანგრძლივებს და გასამრჯელოსაც მოუმატებს
გატუზო: ჭრილობებს ვიშუშებთ, ბოდიშს ვიხდით
"ბორჯღალოსნები" | გადამწყვეტი რკენა წლის ბოლო მატჩში
"ზურაბ ზვიადაურს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და საპატიმროს მარტის ბოლოს დატოვებს" - რას აცხადებს ადვოკატი
ჩაკვეტაძე უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშობს
მაკფადენი დაბრუნდა - საქართველოს ნაკრების 24-კაციანი შემადგენლობა ცნობილია
"ბარსელონა" ერიკ გარსიას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"მუდამ მსუქანსა და უდისციპლინოს მეძახდნენ, მე გამძლეობის მაგალითი ვარ" - ლუის სუარესი
"მესი თუ რონალდო?" - ლინეკერმა არჩევანი გააკეთა
ეს ნაცნობი დე ლაურენტისია - აურელიო კონტეს ემშვიდობება, თანაც უფასოდ
"იძულებული ვარ, მივმართო საზოგადოებას" - მორაგბე ლაშა ლომიძე მიმართვას ავრცელებს
[VIDEO] ბითაძის 16 წუთი "ჰიუსტონთან" - "ორლანდო" ოვერტაიმში დამარცხდა
მარსიალი "სევილიაში" გააგრძელებს კარიერას
“ჩემს ცოლს უთხრა, შენ ქმარს ძლიერი სპერმა აქვსო” - რუნიმ ვან გაალთან გატარებული პერიოდი გაიხსენა
"რუნი გვაკრიტიკებს? წინა წელს სად იყო?" - "ლივერპულის" კაპიტანმა ინგლისელს უპასუხა
დრიბლინგი: რატომ გაულახეს ლევან მჭედლიძეს თანაგუნდელი გასახდელში
"იუვენტუსი" "მანჩესტერის" ორი ფეხბურთელით დაინტერესდა
"საბურთალოს" მცველმა "შერიფის" ფეხბურთელებს თავბრუ დაახვია [VIDEO]
დრიბლინგი: როგორ წაუთაქა კოსტაკურტამ გატუზოს [VIDEO]
"მესი რონალდოს სწორედ ამიტომ მირჩევნია" - უეინ რუნი
"ვან დეიკის გოლი უნდა ჩათვლილიყო" - რუნი მსაჯების გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
დრიბლინგი: ანდრეა პირლომ დარდი არ იცის...
"ნიუკასლის" ფეხბურთელი რომ ვიყო, ისაკის გუნდში დაბრუნება არ მენდომებოდა" - უეინ რუნი შვედი თავდამსხმელის სატრანსფერო საგას გამოეხმაურა
ვანდა ნარას ურთიერთობა იკარდის ყოფილ თანაგუნდელთან აქვს, პიკემ ახალ მეგობარ გოგონასთან ერთად ფოტო გამოაქვეყნა - საფეხბურთო ვარსკვლავების პირადი ცხოვრების ამბები [PHOTO]
მარსიალი კარიერას საბერძნეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
"პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ტრანსფერია" - უეინ რუნიმ "სანდერლენდის" ფეხბურთელი გამოარჩია
დრიბლინგი: სხვა პირლო სად არის?!
დრიბლინგი: ხუთი წლის რონალდო [VIDEO]
"ერთ თვეში სექსი რამდენჯერ გაქვთ?" - პიკემ ამ კითხვას უპასუხა
მარსიალმა შესაძლოა, "მანჩესტერ იუნაიტედი" უფასოდ დატოვოს
კარიერის დასრულებიდან 2 თვის შემდეგ, შესაძლოა, ჟერარდ პიკე მოედანს დაუბრუნდეს
სოლსკიაერი: "ბრიუგესთან" მატჩით კმაყოფილები ვართ, მაგრამ ვიცით, რომ მეტი შეგვიძლია
ადრიან პუკანიჩი: საქართველოში არის ნიჭი, მაგრამ მეტი შრომაა საჭირო
საქართველოს ნაკრების მეტოქემ შემადგენლობა დაასახელა
ბოიან კრკიჩი ფეხბურთელის კარიერას დაასრულებს
პიკე: ასე ფეხბურთი უფრო საინტერესო გახდება
Mirror-მა "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელების ხელფასები გამოაქვეყნა
"მესი ჯუჯაა ჰორმონებზე და კანალიზაციის ვირთხა, პიკე კი, მეძავის შვილი" - "ბარსას" ყოფილი იურისტის წერილი