ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

გოგიტა გოგუა: არ უნდა დამეჯერებინა რომან ფიფიასთვის...

გოგიტა გოგუა: არ უნდა დამეჯერებინა რომან ფიფიასთვის...

"უნდა ვირწმუნოთ, რომ შეგვიძლია და ყველაფერი კარგად იქნება!"
31 წლის გოგიტა გოგუა გორის "დილაში" დაბრუნდა. გოგუა საინტერესო ფეხბურთელია საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის და აკი, ის ავსტრიულ შეკრებაზეც ჰყავდა კახა ცხადაძეს. მას შემდეგ ჩვენი რესპონდენტის კარიერაში ბევრი რამ მოხდა - იყო უკლუბობაც და გორში, ჩვეულ გარემოში დაბრუნებაც...

საინტერესოა, რას ფიქრობს "დილას" ახალწვეული მის წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე...

"ლელო" გოგუას ელაპარაკა...

- "დილაში" დავბრუნდი და ძალიან ბედნიერი ვარ ამის გამო. მოგეხსენებათ, აქ ადრეც ვთამაშობდი. დამხვდა ძალიან კარგი მწვრთნელი, არაჩვეულებრივი კოლექტივი...

- რატომ ვერ ეხმარებით "დილას"?

- ჯერჯერობით, ვერ მოგვარდა რეგისტრაციის საკითხი.

- როდისთვის უნდა ველოდოთ ამ საკითხის გადაწყვეტას?

- ვფიქრობ, 20 სექტემბრისთვის ყველაფერი მოგვარდება და საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მორიგ ტურში ვითამაშებ კიდეც.

- როგორ მოხდა "დილაში" თქვენი დაბრუნება?

- მქონდა რაღაც შემოთავაზება, მაგრამ არ გამოვიდა. ამ დროს გამოჩნდა "დილას" ვარიანტი და მეც ბევრი აღარ მიფიქრია.

- უჩა სოსიაშვილი უკვე გაიცანით?

- კი. ძალიან კარგი ადამიანია. ამ ასაკში რომ ამხელა წარმატებას აღწევ, ეს განსაკუთრებული შემთხვევაა და არ შეიძლება, შემთხვევითობა იყოს.

- ხაბაროვსკში გატარებული პერიოდი გაიხსენეთ. რთული არ იყო?

- იქ თამაში ძალიან რთულია. ერთი კვირა ხაბაროვსკში ვიყავი, ერთი კვირა - ხან სად და ხან სად, ძირითადად - თვითმფრინავში. ჯანმრთელობას ნამდვილად არ რგებს ცხოვრების ასეთი წესი.

- ამბობენ, ამ კლუბში ფინანსური პრობლემებიც არისო...

- იმ ორი წლის განმავლობაში, რაც "სკა ენერგიაში" ვიყავი, სულ იყო ფინანსური პრობლემები.

- ხელფასების გაცემაც გვიანდებოდა?

- კი, ყოფილა შემთხვევები, 4-5 თვე ისე გასულა, უხელფასოდ გვითამაშია.

- ...და ასეთ ვითარებაში კახა ალადაშვილმა გუნდში დარჩენა გადაწყვიტა?

- კი, მან ასეთი არჩევანი გააკეთა.

- გოგიტა, ცოტა უკან დავიხიოთ. თქვენს კარიერაში იყო რამდენიმე არასასიამოვნო მომენტი. თუნდაც, "ჰართსში" ჩაშლილი ტრანსფერი, არცთუ სასიამოვნო ურთიერთობა ანდრეი ჩერვიჩენკოსთან... ყოველივე ამან დაღი ხომ არ დაასვა თქვენს კარიერას?

- კარიერაში ერთადერთ რამეს ვნანობ - არ უნდა გადავსულიყავი თბილისის "დინამოში", არ უნდა დამეჯერებინა რომან ფიფიასთვის. მე მას ვენდე, მაგრამ... სამ თვეში ყველაფერი შეიცვალა. მივხვდი, რომ ფეხბურთში შენს თავს შენვე უნდა მიხედო.

- საქართველოს ნაკრები და გოგიტა გოგუა - ჯერ წარსული გავიხსენოთ, დრო, როცა უთანხმოება მოხდა თქვენსა და თემურ ქეცბაიას შორის...

- ჯერ იმას ვიტყვი, რომ ქეცბაია სულაც არ არის ცუდი მწვრთნელი. უბრალოდ, ყველა მწვრთნელს აქვს თავისი ტაქტიკა. ქეცბაიას ტაქტიკით ჩვენ მოვუგეთ ხორვატიას და ჯგუფიდან გასვლის შესანიშნავი შანსიც გვქონდა. კი, შეიძლება გვყავდა ერთი ფორვარდი და დანარჩენი - მცველები, მაგრამ მაინც.

ახლა, რაც შეეხება უშუალოდ კითხვას. მე ნაკლებად მაინტერესებს, რა თქვა პირდაპირ ეთერში ქეცბაიამ ან სხვამ. მე ხომ ვიცი, რაც მოხდა. შეურაცხყოფა ისეთი რამაა, ბევრი ვერ მოითმენს...

საქართველოს ნაკრები ჩემთვის ყველაზე ძვირფასი გუნდია. 27 მატჩი მაქვს ჩატარებული ეროვნულ გუნდში და მინდვრიდან მუდამ თავაწეული გამოვსულვარ. კარგი, ვთქვათ, მე ვიყავი ქეცბაიასთან დამნაშავე. ის დანარჩენი 10 ფეხბურთელიც დამნაშავე იყო? ნებისმიერ მწვრთნელს სჭირდება ტაქტი ფეხბურთელთან ურთიერთობისას - ეს ფაქტია.

- თქვენი კარიერის განმავლობაში არაერთ პოზიციაზე გითამაშიათ. რომელია თქვენთვის ოპტიმალური ადგილი მინდორზე?

- ჩემთვის ოპტიმალურია ის პოზიცია, რომელზეც დამაყენებენ. ერთადერთხელ მოხდა, რომ მწვრთნელს ვუთხარი - ამა და ამ პოზიციაზე ვერ ვითამაშებ-მეთქი და ეს იყო საქართველოს ნაკრებში. ქეცბაიამ მითხრა ხორვატიასთან მატჩის წინ - მარჯვენა ნახევარმცველად უნდა ითამაშოო. მე ვუთხარი, თემურ, ცუდად არ გამიგო, მაგრამ კარიერაში არ მითამაშია ამ პოზიციაზე-მეთქი. მე ეს გავაკეთე არა იმის გამო, რომ მწვრთნელის გადაწყვეტილება გავაპროტესტე, არამედ იმიტომ, რომ არ გამომივიდოდა იქ თამაში და ამით პირველ რიგში ნაკრები დაზარალდებოდა. შევხედე, რომ ამ პოზიციაზე სხვა უკეთესი იყო და მწვრთნელს ეს ალალად ვუთხარი. თან ისიც დავამატე - დამაყენე ნებისმიერ პოზიციაზე, თუნდაც თავდამსხმელად, ყველგან მაქვს ნათამაშები-მეთქი...

იცით, ნაკრები სხვა სპეციფიკაა. კლუბში ერთ თამაშს ჩააგდებ და იქვე გეძლევა გამოსწორების შანსი. ნაკრები სხვა რამეა. წელიწადში 6-7 თამაში გიწევს, ჩააგდებ ერთ მატჩს და მორჩა...

ქეცბაიასა და ჩემ შორის გაუგებრობა უკვე წარსულია. ორივემ დავივიწყეთ ყველაფერი. მე ასე მჯერა...

- თქვენ ეროვნულ გუნდში კახა ცხადაძემ დაგაბრუნათ. როგორია თქვენი თვალით დანახული მისი ფორმაციის ნაკრები?

- თამაშში ყველაფერი ჩანს. ცხადაძეს უყვარს შეტევა, ბურთის კონტროლი... რაც მთავარია, ის ფეხბურთელებში რწმენის ამაღლებაზე ძალიან ბევრს მუშაობს. უნდა ვირწმუნოთ, რომ შეგვიძლია და ყველაფერი კარგად იქნება. ვფიქრობ, შოტლანდიასთან მოგება უმნიშვნელოვანესი იყო ფსიქოლოგიური თვალსაზრისით.

საქართველოს ნაკრებს მომავალი წინ აქვს, ამაში დარწმუნებული ვარ. მე მჯერა ჩვენი ეროვნული გუნდის.

- ლამის ლეგენდები დადის თქვენს რთულ ხასიათზე. მაინც, ვინ არის გოგიტა გოგუა?

- ფრთიანი ანგელოზი ნამდვილად არ ვარ, მაგრამ სადაც ვთამაშობდი, ყოველთვის გულით ვთამაშობდი. თუნდაც ის, რომ ამდენ მწვრთნელთან ვიმუშავე ნაკრებში და არავისთან მქონია გაუგებრობა. კი, ადრე ხშირად ვიღებდი წითელ-ყვითელ ბარათებს, თუმცა ეს გამოუცდელობითა და გადაჭარბებული მონდომებით მომდიოდა. ახლა სხვა დროა, გამოცდილება მომემატა, დავიხვეწე...

- თქვენ არაერთ მწვრთნელთან გიმუშავიათ. ვინ დატოვა გოგიტა გოგუაზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება?

- მე გამოვარჩევდი იური კრასნოჟანს... დიდხანს ვიმუშავე მასთან. ძალიან კარგი მწვრთნელია უჩა სოსიაშვილიც. ამას გადაჭარბების გარეშე ვამბობ.

- დაბოლოს, საქართველოს ნაკრების პერსპექტივაზეც - როგორ შეაფასებთ იმ ჯგუფს, რომელშიც საქართველოს ნაკრები ითამაშებს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში?

- ჩვენ მეექვსე კალათაში ვიყავით და როცა აქ ხარ, არჩევანის საშუალება ნაკლებია. ჯგუფი ძლიერია. საერთოდ, დღეს აღარ არიან სუსტი გუნდები. ამის მიუხედავად, მე მჯერა: საქართველოს ნაკრებს ყველა მეტოქესთან შეუძლია თამაში და გამარჯვება!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• მწარე

ისე კიდევ კარგი მართლა ვარსკვლავი არ ხარ რა, თორემ მერე გენახათ გოგუას ტრაბახი, რა ფეხბურთიც ქეცბაიას უთამაშია შენ ბავშვებთან რომ იტყუები ხოლმე მაშინაც არ გეყოფა ფანტაზია, ნიუკასლისდა საბერძნეტის ლეგენდა იყო თემო, კვიპროსზე არაფერს ვამბობ, ლეგენდა იყო თემო, შენ იქ დამლაგებლად არავინ მიგიღებს გაგუააა :)

• dato

ქეცბაია ამ ლიუბიტელთან მარტალი ყოფილა,ამან დგემდე არ იცის კარებშიც რომ დაგაყენონ,ესეიგი ასეა საჭირო,უნდა დადგე.

• Bacho

დარემდე პირველდ გავიგონე ეს სიტყვები და სრულიად სამართლიანად ითქვა,არცერთ ფეხბურთელისგან დ ჟურნალისტიდან დღმდე არ მომისმენია რომ ვინმეს ეთქვას ეს::: ქეცბაია სულაც არ არის ცუდი მწვრთნელი. უბრალოდ, ყველა მწვრთნელს აქვს თავისი ტაქტიკა. ქეცბაიას ტაქტიკით ჩვენ მოვუგეთ ხორვატიას და ჯგუფიდან გასვლის შესანიშნავი შანსიც გვქონდა. კი, შეიძლება გვყავდა ერთი ფორვარდი და დანარჩენი - მცველები, მაგრამ მაინც.

ისევ ნაკრებში იქნება - კაშია ვილი სანიოლის ერთ-ერთ ასისტენტად იმუშავებს

"ჩემთვისაც არასასიამოვნო მოსასმენი იყო" - მუჯირი სანიოლის "კვარაზე" გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა

გამოირიცხა - მუდრიკი საქართველოს ნაკრებთან ვერ ითამაშებს

ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა

15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა

იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს

"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე

ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია

[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს

ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა

საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის

VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში

თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში

ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში

"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?

"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი

"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება

"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი

[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა

როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბრესტთან" მატჩში?

კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო

"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია

"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა

ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...

"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა

ქართველები ევროპის მიღმა: ჩაალაგეთ ბარგი, ყაზახეთში მივდივართ!

"დღეს როგორც არასდროს ამაყი ვარ" - რომან ფიფიამ ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მოგება მიულოცა

"სამგურალის" მწვრთნელად უჩა სოსიაშვილი დანიშნეს

ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო

სეზონის დაწყებიდან ეროვნული ლიგის გუნდი მეორე მწვრთნელმა დატოვა

"გგონიათ, მაშინ ყველაფერი იდეალურად იყო და უკეთესი პირობები გვქონდა?"

"სიონის" მწვრთნელად სოსიაშვილი დანიშნეს

საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია

ითამაშებს მუდრიკი უნგრეთთან და საქართველოსთან? - უკრაინის ნაკრების მწვრთნელმა სიტუაცია განმარტა

"მომავალი წლიდან ძირითადი აქცენტი აკადემიის აღზრდილებზე გაკეთდება, მწვრთნელი კი ეს ადამიანი იქნება..." - რომან ფიფია განცხადებას ავრცელებს

იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ

"როგორც ფეხბურთში ერკვევა, ისე ერკვევა პოლიტიკაშიც" - რას აცხადებს ირაკლი კობახიძე რომან ფიფიაზე?

თბილისის "დინამო" სახალხო კლუბია, რომელიც მუდმივად დგას ქართველ ხალხთან ერთად" - ფიფიას პასუხი კობახიძეს

ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს

კახა ცხადაძემ "გაბალას" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა

პოზიტიური პრეცედენტი: გლდანში მოედანი გადარჩა!

"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა

არასაკმარისი ხალხი ქართულ ფეხბურთში, ცოდნის არასწორად გადაცემა და რესურსი, რომელიც იკარგება...

ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის

ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...

"რუსთავში" რევაზ ძოძუაშვილი იმუშავებს

ლორიას შეცვლის - თბილისის "დინამომ" ბრაზილიელი მეკარე დაიმატა

თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს

ოქტომბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

გოგიტა გოგუა ყაზახეთის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

"შუქურა" უჩა სოსიაშვილმა დატოვა

თბილისის "დინამომ" ბერძენ მცველს გაუფორმა კონტრაქტი

საქართველო - ჩრდ. ირლანდიის მატჩს ბავშვთა საფეხბურთო სკოლების ფეხბურთელები დაესწრებიან

ჩხუბი მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის - "იბერიამ" ღუდუშაური მთავარი გუნდიდან მოკვეთა

"არ გამოგივათ რუსების შემოცურება! არ გაგიტარებთ!" - ალადაშვილი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს ეხმაურება

ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?

გოგიტა გოგუა: ნაკრებიდან 1 ხელის მოსმით, 1 არაზუსტი პასის გამო მომიშორეს, ვაისი კი...

გიორგი ფოფხაძე "კიზილ ჟარში" გააგრძელებს კარიერას

კარგი ამბავი - ჩაკვეტაძე ბრუნდება

განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?

[VIDEO] 2:7. ისტორიული სირცხვილი - თბილისის "დინამო" "ჟალგირისთან" განადგურდა და კონფერენს ლიგიდან გამოვარდა

"არ მეგონა, თუ ასეთ არარაობად ჩამოყალიბდებოდი" - ალადაშვილმა კალაძეს მიმართა

"ჟალგირისის" ფეხბურთელებს შვებულება გადაედოთ - კიდევ ერთი სენსაცია კვიპროსში მოხდა

გიორგი ნავალოვსკიმ გორის "დილა" დატოვა და ხაბაროვსკის "სკა-ენერგიას" დაუბრუნდა

"თუ საქართველოსთან არ წააგებენ, ძალიან კარგი იქნება" - უკრაინელი მწვრთნელი თანამემამულე ფეხბურთელების მდგომარეობით შეშფოთებულია

"დინამოს" ეს ფეხბურთელი უღირსად მოიქცა, ქართველებმა ბოდიში მოგვიხადეს..." - "ჟალგირისის" პრეზიდენტი მიმართვას ავრცელებს

"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე

"2026 წლიდან, 10 წლის თავზე, დიდი ძალისხმევის შედეგად, სამართლიანობა იზეიმებს და "დინამო თბილისს" ექნება დაფინანსების სხვადასხვა წყარო" - რომან ფიფიას განცხადება

კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა

"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა

"სიონი" გიორგი ჭელიძემ ჩაიბარა

საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ

არ ვიცი, სად თამაშობდა - რუსეთში მე არ მითამაშია, ალბათ, Playstation-ს თამაშობდა" - კალაძემ ალადაშვილს უპასუხა

გოგიტა გოგუა საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნდა