სფფ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ზვიად სიჭინავა დღეს გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი, ზვიად სიჭინავა დღეს გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

სიჭინავას სადღეგრძელო სოხუმში: ამაყი ვარ, რომ ეს ქალაქი აფხაზეთის დედაქალაქია [VIDEO]

როგორც სიჭინავა აღნიშნავს, მისი პოზიცია აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან დაკავშირებით არის როგორც საქართველოს თითოეული მოქალაქის - აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოს განუყოფელი ნაწილია. სიჭინავას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"დღეს, სოციალურ მედიაში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ასახულია აფხაზეთში, კერძოდ სოხუმში ერთ-ერთ აფხაზურ ოჯახში ჩემი სტუმრობის კადრები. როგორც მოგეხსენებათ, აფხაზეთში, კერძოდ ოჩამჩირეში, სექტემბრის დასაწყისში ვიმყოფებოდი, სადაც ვიტალი დარასელიას საფლავი მოვინახულე და შევხვდი მისი ოჯახის წევრებსა და ნათესავებს. ჩემი დიდი ხნის სურვილი იყო ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის საფლავზე იმ ისტორიული თასების მიტანა, რომელიც მას სპორტული კარიერის დროს ჰქონდა მოპოვებული რაც მხოლოდ ახლა შევძელით.

ამავე ვიზიტის ფარგლებში ჩავედი სოხუმში, სადაც ჩემი მეუღლის ნათესავებსა და ძველ მეგობრებს შევხვდი. აღნიშნული ვიდეო სწორედ მათთან შეხვედრას ასახავს.

მსურს განვმარტო, რომ მე, როგორც საქართველოს მოქალაქე და წარსულში ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ყოველთვის აღვნიშნავდი, ვაღიარებდი და ახლაც ვაფიქსირებ ჩემს ურყევ პოზიციას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ რომლის განუყოფელი ნაწილია აფხაზეთი და სამაჩაბლო.

ჩემი პროფესიული კარიერის და ფეხბურთის ფედერაციაში საქმიანობის დროს არა ერთხელ დამიფიქსირებია პოზიცია როგორც საერთაშორისო ტრიბუნაზე, ისე ქართულ სამართლებრივ სივრცეში აფხაზურ და ოსურ გუნდებთან დაკავშირებით მათ სხვადასხვა არალეგიტიმურ ჩემპიონატებსა და საფეხბურთო ტურნირებში მონაწილეობის შესახებ.

ამ საკითხზე ჩემი პოზიცია უცვლელია და მიმაჩნია, რომ ეს ორივე რეგიონი ერთიანი საქართველოს განუყოფელი ისტორიული ტერიტორიებია.

რაც შეეხება გავრცელებულ ვიდეოს, ძალიან ვწუხვარ ვიდეოში ჩემს მიერ გამოთქმული ფრაზების გამო, რომელთა მოსმენამაც ქართული საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია. მერწმუნეთ ჩემი პოზიცია ამ თემაზე ისეთივეა, როგორიც საქართველოს თითოეული მოქალაქისა რაც აფხაზ ხალხთან ჩვენი ისტორიული კავშირის აღდგენასა და ერთიან ქვეყანაში თანაცხოვრებას გულისხმობს", - აცხადებს სიჭინავა.

სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა აფხაზეთში იმყოფება და აფხაზეთის როგორც ქვეყნის და სოხუმის, როგორც მისი დედაქალაქის სადღეგრძელოს სვამს.

"მე ძალიან მიყვარს ეს ქალაქი. ჩემთვის აფხაზეთი სოხუმის გარეშე არ არსებობს. სოხუმი ჩემთვის მნიშვნელოვანი ადგილია. მე ძალიან ვამაყობ, რომ ეს ქალაქი ამ ქვეყნის დედაქალაქია. მე მინდა დავლიო ამ ქვეყნის სადღეგრძელო. იმ ქვეყნის, რომელიც ცხოვრობს ისე, როგორც ცხოვრობს. მას აქვს თავისი დანიშნულება, თავისი სურვილი და მიზანი, რომლისკენაც მიისწრაფვის. ყოველთვის ვამბობ, რომ მე აფხაზი მეგობრები უფრო მეტი მყავს, ვიდრე ქართველები", - ამბობს სიჭინავა ვიდეოში, რომელიც სოციალურ ქსელებში გავრცელდა.

ლერი
და რა განმარტა?უბრალოდ გონია,რომ ვერ ჩავწვდით მის აზრებს?
პატრიოტი
რა თქმა უნდა ეს ....,მაგრამ იმასთან შედარებით არაფერია რასაც თავისი მზაკვრული მოქმედებით ბიძინა უშავებს საქართველოს.
grisha
წადი შენი
მანჩო
რა საჭიროა თავის მართლება, კარგად მოვისმინეთ თქვენი სადღეგრძელო.
დავით67
მომხრე ვარ იმის რომ შენ საქართველოში არ ჩამოგიშვან! .... მე გაგრაში დავიბადე და გავიზარდე და ზურაბ სოტკილავასნაირად არ ჩავსულვარ იქ ომის შემდეგ! თანაც ჩემი სახლის სარდაფში ინახება დიდი განძი, ჩემს მიერ ჩამარხული, სადაც სწერია რომ მე აუცილებლად დავბრუნდები.ეს ჩემი სისხლით დავწერე1992 წელს 6სექტემბერს.სულ მეგონა რომ აზრზე მოვიდოდნენ როგორც აფხაზები ისევეჩვენი იმდროინდელი ხელისუფალნი! შენზე მეტი ფულიც და ქონებაც რომ მეტი მაქვს ამაზე ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ ჩემი გაგრა მე არასოდეს სხვა ქვეყნად არ მომიხსეებია, ყოველთვის მიმაჩნდა და მიმაჩნია საქრთველოს ნაწილად.ჩემი აფხაზი მეგობრები დღესაც მეძახიან დავბრუნდე, მაგრამ რა სინდისით და რა მორალით დავბრუნდე? მიუხედავად იმისა რომ მე ამ ომის წამომწყებად მარტო რუსეთი არ მიმაჩნია.ეს უპირველეს ყოვლისა შევარდნაძის ბრალია შემდეგ კიტოვანის და იოსელიანის! ვაი პოლიტიკოსთა ამბიციების, იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ თუ ვიტყვი, რომ სამწუხაროდ ქართველი ვარ, ამის გამო ისინი არაკაცად მომიხსენიებენ.მე მათთვის ისევ ისეთი აქირთუა ვარ როგორც ვიყავი 1991 წლამდე.მე მეამაყება ის რომ არ მიომია, ზოგს საამაყოდ ომში მონაწილეობა მიაჩნია., მაგრამ კაცი რომელიც იტყვის, რომ მე სამწუხაროდ ქართველი ვარო, მაპატიეთ, მაგრამ ის სიცოცხლის ღირსი არ არის. დავით დანელია
data
რთულია ცენზურა დაიცვა ამ ცენზურა კაცის ან იმ ან ამ სიტყვების შეფასებისას
ნიკა
მაგ მოგალატეს ფეხი აღარც უნდა დაადგმევინო საქართველოში
დომენტის
თუ სწუხარ,სანამ ჭიქას აიღებდი და სადღეგრძელოს იტყოდი მანამდე დაფიქრებულიყავი რა და როგორ გეთქვა...მაგრამ ჩვეულებრივი კაცუნა ხარ და იმდენი ვერ მოტვინე რომ გიღებდნენ და გაგიბაზრდებოდა...ცალკე გასარკვევია კიდევ, როგორ მოხვდი ოკუპირებულ ტერიტორიაზე ?
zurab
ეს ის პირველხარისხოვანი ქართველია, ვინც, თუ გახსოვთ, აჭარელი თათრის ბიჭად მოიხსენია.

სამშობლოს მოღალატე მემგონი არ იქნება გადამეტებული!
svani_7
giorgi რათქმაუნდა ამის გარდა ათასი სიბინძურე ექნება ნალაპარაკები ალბათ ჩვენზე ამ ვიდეოში პატარა ნაწყვეტი მოხვდა! არ გიშველის ეს მიმართვა მაინც უნამუსო ადამიანო!!! და იმაზე არაფერი უთქვია ამ პატარა კუთხეში ყველამ ერთად რომ უნდა ვიცხოვროთ!!! და ეს არ მოხვდა ინტერნეტში რატომღაც)))
svani_7
რბილად რომ ვთქვათ შენ ორპირი ადამიანი ხარ)) ადამიანს რისი მოსმენაც უნდა იმას ეუბნები!! მოდი განვმარტოთ, - სოხუმი არ არის იმ ქვეყნის დედაქალაქი სადაც შენ იყავი და ამ ქვეყანას ერთი დედაქალაქი აქვს და მისი სახელი სოხუმი კი არა თბილისიაააააა!!!!... მართალია აღგიკვეთავს აფხაზური გუნდების თამაში რუსეთის ჩემპიონატში მაგრამ ეს არაფერს ცვლის რაც შენ თქვი ამ ვიდეოში!! არ გიშველის ეს ლაპარაკი ძალიან დიდი შეცდომა დაუშვი!!!! მათაც ეს უნდოდათ რომ მოესმინათ ''ქვეყანა'' და ამ ისტორია გაუნათლებელ ხალხს გონიათ რომ, დამოუკიდებლები არიან!!! რატომ ლაპარაკობდი რუსულად?! გელაპარაკა აფხაზურად ან ქართულად?!!! არ იცი ხომ აფხაზური?! სამაგიეროდ რუსულს მშვენივრად ფლობ)))))
Giorgi
გამოთქმული ფრაზების გამო კი არ წუხარ,არამედ იმით რომ ქართულმა საზოგადოებამ მოისმინა.ეს ამ ვიდეოში რაც ჩანს და რაც ვიდეოს გარეშე გექნება ნალაპარაკევი,იმას თუ წუხარ ნეტავ.თუ დანარჩენზე ფაქტი არაა და შეგრჩა?
[VIDEO] კეინის ყველა დროის რეკორდი - "ბაიერნი" და ინგლისელი შეუჩერებლები არიან
ბუნდესლიგის გუნდებმა მიმდინარე სეზონში 3 ტურის შემდეგ უკვე მეორე მწვრთნელი დაითხოვეს
ერიკსენი კარიერას "ვოლფსბურგში" გააგრძელებს
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერს" 1:0 ამარცხებს
"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"იუნაიტედი" "ბრენტფორდთან" დამარცხდა - გაუშვებენ ამორიმს?
[VIDEO] კეინის ყველა დროის რეკორდი - "ბაიერნი" და ინგლისელი შეუჩერებლები არიან
FIFA-მ მალაიზიის ფეხბურთის ფედერაცია და 7 ფეხბურთელი მკაცრად დასაჯა
დუდუ დადიანის მემორიალის 24-ე გათამაშება ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო
"ერთად დასაწყისიდან დასასრულამდე" - მესი ბუსკეტსის გადაწყვეტილებას ემოციური წერილით გამოეხმაურა
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ
"პირველი იყო, ვინც "ოქროს ბურთის" მოგება მომილოცა" - უსმან დემბელემ ლიონელ მესიზე ისაუბრა
[VIDEO] რონალდოს 946-ე გოლი - "ალ ნასრმა" ბენზემას "ალ იტიჰადი" დაამარცხა
"მოურინიო გეი და ჰომოსექსუალია" - სკანდირებდნენ "პორტუს" გულშემატკივრები
Le Parisien: ფლანგებზე კვარაცხელია და ბარკოლა - დღეს "ბარსელონასთან" მატჩის გენერალური რეპეტიციაა
"უდინეზეს" მწვრთნელი: გოგლიჩიძე შანსის გამოსაყენებლად მზად უნდა იყოს
"ბარსელონას" კიდევ ორი ფეხბურთელი პსჟ-სთან ვერ ითამაშებს
ისრაელის გამო "საფეხბურთო ცივი ომი" დაიწყო - საქმეში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ჩაერია
"ამ ქალაქებს რადიკალური უგუნური მემარცხენეები მართავენ" - ტრამპი მუნდიალის მატჩების სხვა ქალაქებში გადატანაზე
"იამალს გოგონების კალენდარი აქვს, თუ რომელ დღეს რომელ გოგოსთან გაატარებს" - ლამინის ყოფილი ქალბატონი ალაპარაკდა
პსჟ-ს ტრავმის გამო კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
პრობლემების მქონე პსჟ-ისა და კარგ ფორმაში მყოფი "ვილიარეალის" მატჩის დღე
"მახსოვს, რაც ხდებოდა მაშინ, მაგრამ პრეზიდენტობა არასდროს მინანია"
ნოდარ ახალკაცი: პრეზიდენტობიდან გადადგომის მიზეზი მხოლოდ ეს არ ყოფილა...
ბეტონის ჯებირი და უეფას სტანდარტი - აჟიოტაჟი ზუგდიდის სტადიონის გამო
ქრონოლოგია: რა მოხდა ქართულ ფეხბურთში ლევან კობიაშვილის მოსვლის შემდეგ
რატომ გავარდა "გურია" და სად მიგვიყვანს 5 მილიონის საქმე?
[ლელოს სტუმარი] გია ცეცაძე წარსულზე, კარიერაზე, ჩემპიონობაზე, ნაკრებზე...