"პირველ რიგში ჩემს თავს დავუმტკიცე, რომ ჯერ არ დავბერებულვარ, რომ თავის დროზე ჩემი წასვლა ნაკრებიდან არ იყო სწორი ნაბიჯი..."
33 წლის ზურაბ ხიზანიშვილი საქართველოს ნაკრებს დაუბრუნდა. შოტლანდიასთან თბილისურ მატჩში ის სათადარიგო იყო, ირლანდიასთან დუბლინურ ჯახში კი ძირითადში ვიხილეთ და კარგადაც ითამაშა. რამდენიმე ბრიტანულმა გამოცემამ "დანდისა" და "გლაზგო რეინჯერსის" ყოფილი მცველი მატჩის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედაც კი დაასახელა.

ხიზანიშვილმა საქართველოს ნაკრებში 93 მატჩი ჩაატარა და სანუკვარი ასიც აქვეა. ზურა დღეს ბაქოს "ინტერის" დაცვის ბურჯია. ზაურ სვანაძის გაწვრთნილი გუნდი კი წარმატებით თამაშობს აზერბაიჯანის ჩემპიონატში და 10 ქულით მესამე ადგილზეა.

"ლელო" ხიზანიშვილს ბაქოში დაუკავშირდა...

- ზურაბ, ახლა გვეძლევა საშუალება და პირველ რიგში გილოცავთ საქართველოს ნაკრებში დაბრუნებას. შეაფასეთ შოტლანდიასა და ირლანდიასთან მატჩები...

- ძალიან დიდი მადლობა მოლოცვისთვის. მეც გამიხარდა. პირველად რომ დამიძახეს ნაკრებში, მაშინ რა გრძნობაც მქონდა, იგივე იყო ახლაც. ვერ წარმოვიდგენდი, თუ ამხელა ემოციის მოზღვავებას ვიგრძნობდი...

რაც შეეხება თამაშებს, ორივე ძალიან რთული შეხვედრა იყო. ჯერ თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ შოტლანდიასაც და ირლანდიასაც ჰქონდათ ევროპის ჩემპიონატზე გასვლის რეალური შანსი. მიმაჩნია, რომ შოტლანდიასთან თამაში საქართველოს ნაკრებმა ძალიან კარგად ჩაატარა. ჩვენს ქომაგს ენატრებოდა "პირველ ნომრად" მოთამაშე საქართველოს ნაკრები და მთელ რიგ ეპიზოდებში მათ ეს ნახეს...

ირლანდიაშიც არ გვითამაშია ცუდად. იქ დაღლილობის მომენტიც იყო. საგოლე შანსი მაინც გვქონდა, თუმცა არა - ასპროცენტიანი. ვგულისხმობ ლევან მჭედლიძის მომენტს.

ჩვენ მაინც უნდა გამოვარჩიოთ მთავარი - საქართველოს ნაკრები იცვლება. ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულოა ის, რომ ყველა ფეხბურთელმა ზუსტად იცის, რა უნდა გააკეთოს მინდორზე. ეს წარმატებისთვის უმნიშვნელოვანესი ელემენტია.

- შოტლანდიის ნაკრებში თქვენი ორი მეგობარი იყო. რას ამბობდნენ ისინი მატჩამდე და რა თქვეს თამაშის შემდეგ?

- ალან ჰატონთან და ალან მაკგრეგორთან ერთად "რეინჯერსში" ვთამაშობდი. ჰატონმა თბილისში ითამაშა, მაკგრეგორი კი სათადარიგო იყო. თამაშის წინ მოვიკითხეთ ერთმანეთი. უფრო ჰატონს ველაპარაკე. მას ახსოვდა 2007 წელს თბილისში წაგებული მატჩი და თქვა - ღმერთმა ქნას, აქედან 3 ქულით წავიდეთ, ჰაერივით გვჭირდება მოგებაო. ამიტომ მე არ ვიზიარებ იმ აზრს, რომ შოტლანდიამ საქართველო არ შეაფასა.

საერთოდ, ისეთი თამაში იყო, ერთი გოლი ყველაფერს თუ არა, ძალიან ბევრს რამეს რომ წყვეტს და ის გოლი ჩვენ გავიტანეთ. საქართველოს ნაკრები იყო უფრო მწვავე და მიზანდასახული, ღირსეულად მოვიგეთ. ახლა მთავარია, სტაბილურად გვქონდეს ასეთი მატჩები, რადგან შედეგს ყოველთვის სტაბილურობა განაპირობებს. ჩვენ არ უნდა ვიყოთ ეპიზოდების გუნდი, უნდა ვისწავლოთ სტაბილურად მოგება.

- ირლანდიასთან მატჩი განსაკუთრებული იყო თქვენთვის. ნაკრებს ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაუბრუნდით და ბრიტანულმა პრესამ თქვენი გარჯა გამოარჩია. გამოჩნდა, რომ კვლავ მზად ხართ ამ დონეზე თამაშისთვის...

- არ დავმალავ, რომ ასეთი მნიშვნელოვანი თამაში ბევრი არ ყოფილა ჩემს კარიერაში. ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ და ცხადია, ვემორჩილებით ადამიანურ კანონებს. 6 ოქტომბერს 34 წლის ვხდები. როცა ფეხბურთელი ასაკში შედის, მისი დაღმართი იწყება.

მე პირველ რიგში ჩემს თავს დავუმტკიცე, რომ ჯერ არ დავბერებულვარ, რომ თავის დროზე ჩემი წასვლა ნაკრებიდან არ იყო სწორი ნაბიჯი, რომ მაშინ მე, "იაშკა" და "კობი" არ ვიყავით ბებრები. ისე გამოვიდა, რომ მაშინ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ოჯახიდან გამიშვეს. კი, ჩემი ფეხით წავედი, მაგრამ ჩემზე კარგად ვინ იცის, რომ გაშვებული ვიყავი...

აქვე, თქვენი გაზეთის საშუალებით მინდა მადლობა გადავუხადო ქართველ გულშემატკივარს. სოციალური ქსელით მათი ბევრი მოლოცვა მივიღე, კეთილი სურვილები...

ვემზადებოდი იმ გუნდში დასაბრუნებლად, რომელიც ჩემთვის ყველაზე ძვირფასია. ვემზადებოდი "სამტრედიაში", "დინამოში", "ინტერში"... ვაკეთებდი ყველაფერს და როგორ ფორმაში ვარ თუ ვიქნები მომავალში, ეს მწვრთნელის შესაფასებელია. ჩვენ, ყველანი უნდა დავდგეთ პირად ინტერესებზე მაღლა, როცა საქართველოს ნაკრებს ეხება საქმე და თუ ზურაბ ხიზანიშვილი ან სხვა არ იქნება მზად ამხელა გამოწვევისთვის, მაშინ მან არ უნდა ითამაშოს ნაკრებში.

- 7 სანაკრებო მატჩიც და ზურაბ ხიზანიშვილი "ასიანი" იქნება. არის თუ არა ეს ისეთი მიზანი, რომელიც სიცოცხლეზე მეტია?

- 24-25 წლის ასაკში რომ დაგესვათ ჩემთვის ეს კითხვა, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ასეთი რამ შეიძლებოდა, მომხდარიყო. გეთანხმებით - ეს არის ჩემთვის მიზანი, რომელიც სიცოცხლეზე მეტია. როცა ხელის თითებზე შეგიძლია დათვალო დარჩენილი თამაშები...

ციფრებს სტატისტიკოსები ითვლიან, მაგრამ ეს ისტორიაცაა. მე ყველაფერი მივეცი ფეხბურთს, უზომოდ მიყვარს ის და ბედნიერი ვარ, რომ ეს შრომა დამიფასდა. ახალგაზრდები მოდიან. მათთვის, ალბათ, მაგალითის მიმცემი უნდა იყოს ეს... და აუცილებლად უნდა ვთქვა - ეს არის მიზანი და არა თვითმიზანი. მე არ გამნელებია სპორტული ჟინი და ახლაც ისევე მიყვარს ფეხბურთი, როგორც 17 წლისას, თუმცა ზურა ხიზანიშვილი იქნება თუ სხვა ვინმე, მან მხოლოდ სახელისთვის არ უნდა ითამაშოს საქართველოს ნაკრებში...

საერთოდ, ჩემთვის ასაკი ფეხბურთში პირობითი მცნებაა. თუ 20 წლისა ვერ თამაშობ, ვერც 30 წლისა ითამაშებ და პირიქით. მე უკვე უზომოდ ბედნიერი ვარ, რომ 93-ჯერ წარმოვადგინე ჩემი ქვეყანა, მოვისმინე საქართველოს ეროვნული ჰიმნი... ამაზე დიდი პატივი ფეხბურთელისთვის არ არსებობს. ჩვენ უფრო მეტჯერ დავწყვიტეთ გული ქართველ გულშემატკივარს, ვიდრე გავახარეთ, მაგრამ ერთი ვიცი - საქართველოსთვის თავი არ დაგვიზოგავს.

- ჩვენ ვხედავთ, რომ გამოცდილი ფეხბურთელები ყველა ნაკრებში არიან. საქართველოს ნაკრებს ეტყობა პროგრესი და იმედით ვუცქერთ მსოფლიოს მომავალ შესარჩევს. იქნება ზურაბ ხიზანიშვილი ამ ყველაფრის ნაწილია?

- ჩემზეა ყველაფერი დამოკიდებული. თუ ვითამაშებ სისტემატურად კლუბში და ფორმაში ვიქნები, რატომაც არა?! 33 წლის ფეხბურთელი სკამზე ვერ დაჯდება კლუბში. ჯერ ვარ "ინტერის" ძირითადში და თავს კარგად ვგრძნობ. საქართველოს ნაკრებში ბევრი ძალიან კარგი მცველია. გეთანხმებით, გუნდს სჭირდება გამოცდილება, მეტადრე - დაცვის ხაზში. თუ დავაკმაყოფილებ სანაკრებო მოთხოვნებს და მწვრთნელი საჭიროდ ჩათვლის, ნაკრების სამსახურისთვის ყოველთვის მზად ვარ და ვიქნები!

- დაბოლოს, ბაქოს "ინტერზეც" გკითხავთ. აზერბაიჯანის ჩემპიონატში მესამე ადგილზე ხართ და ურიგოდ არც ევროპალიგაზე გითამაშიათ. არადა, შეკრებაც არ გაუვლია და სეზონის დაწყებამდე ფინანსური პრობლემებიც ჰქონდა...

- მართალი ხართ, შეკრება არ გვქონია და ფინანსური პრობლემებიც იყო. მე მაინც ასე ვიტყოდი, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელის, ზაურ სვანაძის წვლილია ძალიან დიდი. ხომ არიან ადამიანები, რომელთა ადამიანობა ზოგჯერ შეუძლებელს შეგაძლებინებს? სწორედ ასეთია ზაური. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ მამაჩემის მეგობარია და მან ჩამომიყვანა აქ. არიან მწვრთნელები, რომელთაც ფეხბურთელებთან მხოლოდ პროფესიული ურთიერთობა აქვთ, ზაური კი ადამიანურადაც გვიგებს და საქმესაც ერთად ვეჭიდებით.

ჩვენ, ქართველებს, 200 პროცენტი მოგვეთხოვება. იცით, რომ ოთხნი ვართ აქ. მერე ადგილობრივებიც ხედავენ ჩვენს მიდგომას. ხედავენ, ვთქვათ, რომ ვეტერანი გიორგი ლომაია თავს არ ზოგავს და ისინიც ორმაგად ინდომებს... ევროპალიგაზე ნორმალურად ვითამაშეთ. "ბილბაოსთან" გაგვიჭირდა გასვლაზე და ეს ბუნებრივიცაა. ჩემპიონატში მესამე ადგილზე ვართ. მალე ორი მნიშვნელოვანი თამაში გველის შინ - "განჯასთან" და "ყარაბაღთან". ერთი იმის მეშინია, რომ მაინც შეკრებაგაუვლელი გუნდია და აცივდება თუ არა, ტრავმებმა არ შემოგვიტიონ. ეს ფეხბურთის დაუწერელი კანონია, თუმცა ყველა წესს ხომ აქვს გამონაკლისი?!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

morte
მიდი ხიზან, მთავარია კარგად ითამაშო, ბოღმა "გრუზინებს' არ მოუსმინო; ეგ ხალხი ღმერთისგან განწირულია
ნინო
ნეტავ მალე გასკდეთ ბოგმისგან.თქვენც დაისვენებთ და ჩვენც დაგვასვენებთ!!!ხიზანას ულევი წარმატებებიი...
ay
რომელი კლოსი ეს მყავს ან რაღა დროს ამის ფეხბურთია
juba
ჯიგარი ხარ ხიზან. საქართველოს ნაკრებში ერთერთი საუკეთესო ფეხბურთელი ხარ.
ილია
ჯერ ჯერობით მასთან ერთად მხოლოდ წაგებაა, ვნახოთ თუ გაჭრის პროტექცია სერიოზულ შეხვედრაში.
ILIA
ტემპს აგდებს
ვახო ყაზახაშვილი
უმაქნისი იყო და პრემიერ ლიგას თამაშობდა არა?ნეტავ კიდევ ბევრი გვყავდეს მისი დონის ფეხბურთელები.მიუხედავად იმისა რო ასაკშია დღესაც ბევრ ახალგაზრდას სჯობია,რაც დაამტკიცა კიდეც ირლანდიასთან
Mamuka
მართლა რა ბოღმა ნაროდი ვართ; ტიპმა მართლა კარგად ითამაშა ირლანდიასთან, ყველამ აღნიშნა, თავის დროზე ინგლისის და შოტლანდიის პრემიერლიგებშიც უთამაშია, ვინც მაგაზე ასეთ შხამს ანთხევს ცხოვრებაში დიდი ალბათობით არაფრისთვის მიუღწევია; მიდი ხიზან, მიაწექი და წარმატებები
გუჯა კახაძე
ზურაბ ხიზანიშვილი:"ირლანდიაშიც არ გვითამაშია ცუდად. იქ დაღლილობის მომენტიც იყო". კიდევ გველოდება თამაშები სამდღიანი ინტერვალით... ქართული ფეხბურთი ამისათვის ჯერ მზად არ არის!

მიზანი, რომელიც სიცოცხლეზე მეტია... მეორე ჰანს კლოსი გვყოლია ყურისძირში და არ გვცოდნია!
gio
ხიზან მიაწექი არ მოუსმინო ბოღმებს
jio
ჯერ ახალგზრდა რა ცჰემ ფეხეფს აკეთებდი და ახლა ამ ასაკში ხო ვაფშე დაანგრევ!!
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
ქართველი ფეხბურთელები, რომლებმაც ევროპაში ხვიჩამდე გაიბრწყინეს - კალაძიდან "მანჩესტერ სიტის" ლეგენდამდე და "აიაქსის" ბომბარდირამდე
გიორგი ლომაია: მეც მქონია კარიერაში ჩემი სიგიჟეები
მჭედლიძესთან ერთად 2 ფეხბურთელი წავიდა, არის შევსებაც - ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეებია
გიორგი ლომაია: აზერბაიჯანი ჩემი მეორე სამშობლოა
ბაქოს "ნეფთჩის" ფანები კახა ცხადაძესა და ზაურ სვანაძეს ახსენებენ...
ლეგენდების თასი 2019 თურქეთმა მოიგო - ბომბარდირი კალაძე გახდა
ცნობილი გახდა, ვინ იქნებიან ვილი სანიოლის ასისტენტები საქართველოს ნაკრებში
ერთხელ ბაქოში... სად გაგვასწრო მეზობელმა ფეხბურთში
ქართული კლუბები ევროტურნირების გზაზე - კონკურენცია, პრობლემები და ნაკრების კანდიდატები
რისი გჯეროდათ? - როდის იყო, დონ კიხოტი შედეგებზე სწავლობდა?
გიორგი ლომაიამ კარიერის საუკეთესო პერიოდი და დასამახსოვრებელი მატჩი გაიხსენა
ხიზანიშვილი: სანიოლი გასაძევებელი არ იყო - არ მგონია ხუთმცველიან დაცვაზე დავბრუნდეთ
ლევან მჭედლიძე ისევ ეროვნულ ლიგაში ითამაშებს
ზაურ სვანაძე: კარგ ქართველ ფეხბურთელზე უარის ვინ იტყვის, მაგრამ...
ზაურ სვანაძე "გაბალასთან" მატჩზე: არ ვფიქრობ, რომ მოედანზე რაიმე არასაფეხბურთო მოხდება
ავტოგრაფი ლევან მჭედლიძისგან [VIDEO]
[ლეგიონი] ხიზანიშვილმა გამარჯვების გაიტანა, კვეკვესკირს ხელი გაარტყეს [VIDEO]
თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელის პოსტი ფელის ვისენტეს უკავია
თბილისის "დინამოს" ესპანელი თავკაცი: ეროვნული ლიგა ბრძოლისუნარიანი პირველობაა
თბილისის "დინამოს" მწვრთნელად ზაურ სვანაძე დანიშნეს
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ხიზანიშვილი: მაშინ ვერავინ იტყოდა, რომ კალაძე ამ დონეზე ითამაშებდა...
"ცხვირი რომ ჩამოუშვა და დამანახო, ხასიათზე არ ხარ, აღარც შემოგხედავ" - ხიზანიშვილმა წელი შეაჯამა
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ზაურ სვანაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
ბაქოს "ინტერმა" ზაურ სვანაძეს ერთწლიანი კონტრაქტი შესთავაზა
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
ზაურ სვანაძემ და ბაქოს "ინტერმა" ახალი კონტრაქტი გააფორმეს
ზამთრის თასი 2017: ვარსკვლავური ომები თბილისში [VIDEO+PHOTO]
ზურაბ ხიზანიშვილი: თუ პასპორტის პრობლემა მოგვარდა, მიქაუტაძე ამ მატჩში ითამაშებს...