"მანჩესტერი" 110-კვირიანი პაუზის მერე ლიდერია
* უეინ რუნი 176 გოლით "იუნაიტედის" მეგოლეებში მესამე ადგილზე გადავიდა, ის დენის ლოუს გაუთანაბრდა.

* დანიელ სტარიჯმა მარტის მერე პირველად გაიტანა.

* ლუი ვან გაალმა მანჩესტერულ კარიერაში პირველად გადაიყვანა გუნდი პირველ ადგილზე.

10 დღეც არ არის გასული, რაც "მანჩესტერ სიტი" ხელშეუხებელი გვეგონა. თუმცა მანუელ პელეგრინის ბიჭებმა "ვესტ ჰემთან" მარცხს კიდევ ერთ ლონდონურ გუნდთან, "ტოტენჰემთან" წაგება მიაყოლეს. საბოლოოდ, ანგარიშის მიხედვით ისე გამოვიდა, რომ "დეზებმა" მეტოქე გაანადგურეს, მაგრამ ამ მატჩში გასული 5 ბურთიდან 3, წესით, თამაშგარეს მიზეზით არ უნდა ჩათვლილიყო.

მათ შორის, კევინ დე ბრუინის გოლიც, რომელიც ბელგიელმა იაია ტურეს პასით შეაგდო. აი, "ტოტენჰემის" პირველი და მესამე ბურთები კი აშკარა ოფსაიდიდან გავიდა. გვერდითმა არბიტრებმა მატჩი ჩააგდეს, მაგრამ "ქალაქელები" მარცხს მარტო ამას ვერ დააბრალებენ. მნიშვნელოვანი გახლდათ ისიც, რომ თავი ჰარი კეინმა გამოიჩინა, რომლის გოლსაც დიდხანს ველოდით.

"ასეთ მეტოქესთან თამაში ადვილი არასდროსაა. "სიტი" ძალიან ძლიერი გუნდია და უამრავი ბრწყინვალე ფეხბურთელი ჰყავს. ჩემს მოთამაშეებს ვულოცავ, რადგან ისინი ბრწყინვალედ გამოიყურებოდნენ და გამარჯვება ნამდვილად დავიმსახურეთ. ყველას გვიხარია ჰარი კეინის გოლი, მართლაც ბედნიერი ვარ ამის გამო, რადგან მას ეს ძალიან სჭირდებოდა. ჩვენ გვჯერა კეინის ტალანტისა და მაღალი კლასის" - თქვა კმაყოფილმა მაურისიო პოჩეტინომ.

მანუელ პელეგრინი: "მეტოქის ორი გოლი თამაშგარედან გავიდა. პრემიერლიგა ძალიან ძლიერი და რთული ტურნირია, რაც ჩვენს შედეგებზეც აისახა. ვფიქრობ, მეორე ტაიმი ცუდად ჩავატარეთ. ახლა მუშაობა უნდა გაგავრძელოთ და შემდეგი მატჩებისთვის მოვემზადოთ. ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც ამას პირველ ნახევარში ვაკეთებდით".

გარდამტეხი ერიკ დაიერის გოლი გახლდათ, რომელმაც კეინის გოლის მსგავსად, ოფსაიდიდან შეაგდო. "სიტის" პირველ 5 ტურში გოლი საერთოდ არ ჰქონდა გაშვებული, ბოლო ორ შეხვედრაში კი 6 მიიღო საკუთარ კარში.

იხილეთ ვიდეო

როგორც იქნა, გაიტანა უეინ რუნიმაც. "მანჩესტერ იუნაიტედს" პირველ ადგილზე გადასვლის შანსი ჰქონდა და ამ შესაძლებლობას "წითელი ეშმაკები" ხელიდან, უბრალოდ, ვერ გაუშვებდნენ. ისინი ვალდებულნი იყვნენ, წყალწაღებული "სანდერლენდი" დაემარცხებინათ და მძიმე პირველი ტაიმის მიუხედავად, მიზანს მაინც მიაღწიეს, მეტოქეს "გოლი გასახდელში გაატანეს", მეორე ნახევრის დებიუტში კი მატჩის ბედი გადაწყვიტეს. ანტონი მარსიალმა ამჯერად ვეღარ იხეირა, მაგრამ ცუდად არ უთამაშია. კარგი შთაბეჭდილება დატოვეს დეილი ბლინდმა და ხუან მატამ. შეაგდო მემფის დეპაიმაც, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანი გახლდათ.

"ცხადია, ცხრილის სათავეში ყოფნა ძალიან სასიამოვნო შეგრძნებაა. თანაც, ეს ჩემი აქაური პერიოდისას პირველად ხდება და მოხარული ვარ. ყოველთვის ძნელია ისეთი გუნდის წინააღმდეგ თამაში, რომელიც მთელი შემადგენლობით თავს იცავს და კონტრშეტევებს ელოდება. პირველი ტაიმის მიწურულს გატანილმა გოლმა გამახარა, ეს გადამწყვეტი იყო. ამ გოლით მეტოქე დაისაჯა, რადგან ყველა შანსს იყენებდა დროის გასაყვანად და მსაჯი ამაზე არ რეაგირებდა" - გვითხრა ლუი ვან გაალმა.

იხილეთ ვიდეო

მე-7 ტურისთვის ერთადერთი წაუგებელი გუნდი იყო დარჩენილი და ისიც დამარცხდა. არადა, "ლესტერმა" ძალიან მძლავრად დაიწყო, "არსენალის" კართან მომენტებიც შექმნა, ჯეიმი ვარდიმ ზედიზედ მეოთხე შეხვედრაშიც გამოიჩინა თავი და "მელიები" დააწინაურა.

თუმცა ლესტერშირელებს არ გაუმართლათ იმაში, რომ მეორე მალევე ვერ გაიტანეს და პირიქით, "მეთოფეებმა" სწრაფად გაათანაბრეს. თეო უოლკოტი ძირითადში მოხვდა და როგორც ბოლო დროს ასეთ დროს ხდება ხოლმე, კუთვნილი გოლიც გაიტანა. შემდეგ კი ალექსის სანჩესის დრო დადგა. ჩილელის ასეთი თამაში არსენ ვენგერს ძალიან აკლდა და ალექსისმაც გამოიღვიძა, მან ჰეთ-თრიკი შემოგვთავაზა. ბოლოს ვარდის მეორე გოლმა ვეღარაფერი შეცვალა, რადგან შეტევაში გაქცეულ "ლესტერს" უოლკოტის ნაცვლად გამოსულმა ოლივიე ჟირუმაც გაუტანა - 2:5. "არსენალი" ოთხეულში შევიდა.

"ახლა ყველაფერი თავიდან უნდა დავიწყოთ და ისევე გავაგრძელოთ, როგორც სეზონის სტარტზე ვთამაშობდით. პირველ ტაიმში ძალიან გახსნილი ფეხბურთი მიდიოდა და ბევრი მომენტი შეიქმნა. ყველანაირად ვცდილობდით გატანას, მაგრამ ერთზე მეტი ვერ შევაგდეთ. მეორე ნახევარში კი, როდესაც სანჩესმა 1:3 გახადა, ჩვენთვის ყველაფერი დამთავრდა" - თქვა კლაუდიო რანიერიმ.

"კოპა ამერიკის მერე სანჩესს ცოტა დრო სჭირდებოდა, რომ უმაღლეს დონეზე გაეგრძელებინა თამაში და ეს სამი გოლი მას ძალიან დაეხმარება. გვიხარია რომ მას და გუნდს კარგი თამაში გამოუვიდათ" - ესეც ვენგერის სიტყვები.

იხილეთ ვიდეო

შაბათის მატჩები საოცარი უხვგოლიანობით გამოირჩა, 8 შეხვედრაში 35(!) ბურთი გავიდა და გამონაკლისი არც "ენფილდზე" გამართული მატჩი გახლდათ, სადაც გოლებმა ასევე მოწვიმა.

კეინის, დეპაის, რუნის, სანჩესის... დარად, დანიელ სტარიჯმაც გამოიღვიძა და მარტის მერე პირველად შეაგდო, თანაც ორი. სტარიჯის გოლები ერთმანეთზე უკეთესი გამოვიდა, ჯერ მას პირველი გოლის ავტორმა ჯეიმს მილნერმა გაატანინა, მეორედ კი კოუტინიოსთან გაათამაშა დახვეწილი და უაღრესად ლამაზი კომბინაცია. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ისე როგორ იქნებოდა, "ლივერპულს" ფანებისთვის სანერვიულო არ გაეჩინა, რუდი ჟესტედმა თავი ორჯერ გამოიჩინა და "ასტონ ვილამ" ბოლომდე იბრძოლა, მაგრამ... ტიმ შერვუდის ბიჭები გასავარდნ ზონაში დაეშვნენ.

იხილეთ ვიდეო

ამასობაში ჟოზე მოურინიო მისთვის დაწყევლილ "სენტ ჯეიმს პარკზე" ისევ ვერაფერს გახდა. პორტუგალიელი იმაზეც მადლობელი უნდა იყოს, რომ მისმა გუნდმა იქიდან ქულა წამოიღო, რადგან 79-ე წუთამდე "ლურჯები" 0:2-ს აგებდნენ და მოუმ თავადვე აღიარა, კოშმარულად ვთამაშობდითო. "ნიუკასლი" კი გაცილებით უკეთ გამოიყურებოდა, ვიდრე წინა ტურებში, მაგრამ სტივ მაკლარენს სეზონში პირველ მოგებამდე ძალიან ცოტა დააკლდა.

სამაგიეროდ, მოუგებელთა სიიდან ამოეწერა "სტოკი". "ბრიტანიაზე" მატჩის მსვლელობისას მთავარი ფორვარდის, კალუმ უილსონის ტრავმის გამო მის გარეშე დარჩენილმა "ბორნმუთმა" ანგარიშის გათანაბრება კი მოახერხა და, თითქოს, "ალუბლებს" ქულაც უნდა წამოეღოთ, მაგრამ შეცვლაზე შესულმა მამ ბირამ დიუფმა მარკ ჰიუზს ნანატრი 3 ქულა მოუტანა.

ბევრი გოლი ვნახეთ "ბოლეინ გრაუნდზეც", სადაც "ვესტ ჰემი" მორიგ საშინაო მარცხთან იყო ძალიან ახლოს. "ნორვიჩი" მშვენივრად ბურთაობდა, ნათან რედმონდმა ისევ გაიტანა და ყველაფერი "იადონების" გეგმით მიდიოდა, მაგრამ მათ წამები დააკლდათ, შეიხუ კუიატემ გათანაბრება მოახერხა - 2:2.

იხილეთ ვიდეო

"საუთჰემპტონმა" ძალიან ადვილად აჯობა "სუონსის" და, წესით, რონალდ კუმანის ბიჭებმა ნელ-ნელა უნდა ამოიწიონ. ხოლო კვირის ეულ შეხვედრაში იოან კაბაის პენალტით "კრისტალ პალასმა" 3 ქულა გამოგლიჯა "უოტფორდს", რომელიც მიმდინარე სეზონში მხოლოდ მეორედ დამარცხდა და პირველად უშუალოდ საკუთარ კედლებში.

VII ტური

26 სექტემბერი

ტოტენჰემი-სიტი 4:1

გოლები: 0:1 დე ბრუინი (25), 1:1 დაიერი (45), 2:1 ალდერვეირელდი (50), 3:1 კეინი (61), 4:1 ლამელა (79)

ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი - უოკერი, ალდერვეირელდი, ვერტონგენი, დეივისი - დაიერი, ალი - სონი (77. ნ’ჟიე), ლამელა (87. კეროლი), ერიკსენი (68. შადლი) - კეინი

სიტი (4-2-3-1): კაბალიერო - სანია, ოტამენდი, დემიკელისი, კოლაროვი - ფერნანდინიო (69. ნასრი), ფერნანდო - იაია ტურე (56. ნავასი), დე ბრუინი, სტერლინგი - აგუერო (86. რობერტსი)

გაფრთხილება: ლამელა, დაიერი, ერიკსენი, ალი, კეინი - დემიკელისი

კუთხური: 5-9 ჯარიმა: 17-6 თამაშგარე: 5-3 კარში დარტყმა: 15(8)-22(8) ბურთის ფლობა: 47%-53%

მაყურებელი: 35 867

მანჩესტერი-სანდერლენდი 3:0

გოლები: 1:0 დეპაი (45+4), 2:0 რუნი (46), 3:0 მატა (3:0)

მანჩესტერი (4-2-3-1): დე ხეა - ვალენსია, სმოლინგი, ბლინდი (74. ფ. ჯონსი), დარმიანი - კერიკი (68. შვაინშტაიგერი), შნეიდერლენი - მატა, დეპაი (77. იანგი), რუნი - მარსიალი

სანდერლენდი (4-1-4-1): პანტილიმონი - ბ. ჯონსი, ო’ში, ქაბული, ვან ანჰოლტი - კატერმოლი - მ’ვილა, ლენსი, ტოივონენი (70. ლარსონი), ჯონსონი (46. ფლეტჩერი) - ბორინი

გაფრთხილება: - ჯონსონი, ბ. ჯონსი, კატერმოლი

კუთხური: 5-2 ჯარიმა: 12-17 თამაშგარე: 0-0 კარში დარტყმა: 12(7)-9(4) ბურთის ფლობა: 63%-37%

მაყურებელი: 75 328

ლივერპული-ასტონ ვილა 3:2

გოლები: 1:0 მილნერი (2), 2:0 სტარიჯი (59), 2:1 ჟესტედი (66), 3:1 სტარიჯი (67), 3:2 ჟესტედი (71)

ლივერპული (3-4-1-2): მინოლე - ჯანი, შკრტელი, სახო - კლაინი, ლუკასი, მილნერი, მორენო - კოუტინიო - ინგსი, სტარიჯი (90+4. ალენი)

ასტონ ვილა (4-3-3): გუზანი - ჰატონი, რიჩარდსი, ლესკოტი, ამავი - სანჩესი (60. ვერეტო), ვესტვუდი. გეიე - გრილიში (69. ტრაორე), სინკლერი, ჟესტედი

გაფრთხილება: ოლბრაიტონი, დაიერი - ამავი

კუთხური: 11-1 ჯარიმა: 2-9 თამაშგარე: 3-1 კარში დარტყმა: 21(12)-10(4) ბურთის ფლობა: 49%-51%

მაყურებელი: 44 228

ლესტერი-არსენალი 2:5

გოლები: 1:0 ვარდი (13), 1:1 უოლკოტი (18), 1:2 სანჩესი (33), 1:3 სანჩესი (57), 1:4 სანჩესი (81), 2:4 ვარდი (89), 2:5 ჟირუ (90+3)

ლესტერი (4-4-2): შმეიხელი - დე ლაეტი, ჰუტი, მორგანი, შლუპი - მაჰრეზი, ოლბრაიტონი (64. ულოა), კანტე, დრინკვოტერი (78. კრამარიჩი) - ვარდი, ოკაზაკი (46. კინგი)

არსენალი (4-2-3-1): ჩეხი - ბელერინი, მერტეზაკერი, კოშელნი, მონრეალი - კასორლა, ფლამინი (21. არტეტა) - რემზი (77. ოქსლეიდ-ჩემბერლენი), იოზილი, სანჩესი - უოლკოტი (80. ჟირუ)

გაფრთხილება: დრინკვოტერი - არტეტა

კუთხური: 6-5 ჯარიმა: 9-12 თამაშგარე: 0-2 კარში დარტყმა: 16(7)-26(12) ბურთის ფლობა: 49%-51%

მაყურებელი: 32 047

საუთჰემპტონი-სუონსი 3:1

გოლები: 1:0 ვან დეიკი (11), 2:0 ტადიჩი (54), 3:0 მანე (61), 3:1 (სიგურდსონი (83-პენ.)

საუთჰემპტონი (4-2-3-1): სტეკელენბურგი - სედრიკი, ფონტე, ვან დეიკი, ბერტრანი - უორდ-პრაუსი, ვანიამა - დევისი (63. რომეუ), ტადიჩი (74. ჯეი როდრიგესი), მანე (86. ხუანმი) - პელე

სუონსი (4-3-2-1): ფაბიანსკი - ნოტონი, ფ. ფერნანდესი, უილიამსი, ტეილორი - შელვი (80. ბრიტონი), კორკი (46. მონტერო), კი - სიგურდსონი, ა. აიუ - გომისი (46. ედერი)

გაფრთხილება: ვანიამა, რომეუ, ფონტე - შელვი

კუთხური: 4-3 ჯარიმა: 18-14 თამაშგარე: 6-3 კარში დარტყმა: 18(7)-11(4) ბურთის ფლობა: 44%-56%

მაყურებელი: 30 704

სტოკი-ბორნმუთი 2:1

გოლები: 1:0 უოლტერსი (32), 1:1 გოსლინგი (76), 2:1 დიუფი (83)

სტოკი (4-2-3-1): ბატლენდი - ჯონსონი, კამერონი, ვოლშაიდი, პიტერსი - ადამი (75. ვან გინკელი), უელანი - ბოიანი (62. დიუფი), შაქირი (45+9), არნაუტოვიჩი - უოლტერსი

ბორნმუთი (4-4-1-1): ბორუცი - ფრენსისი, კუკი, დისტენი, დენიელსი - რიტჩი, გოსლინგი, სურმენი, პიუ (87. სმიტი) - ტომლინი (71. კინგი) - უილსონი (17. მარეი)

გაფრთხილება: უელანი -

კუთხური: 3-7 ჯარიმა: 13-11 თამაშგარე: 2-4 კარში დარტყმა: 8(5)-11(6) ბურთის ფლობა: 44%-56%

მაყურებელი: 27 742

ვესტ ჰემი-ნორვიჩი 2:2

გოლები: 0:1 ბრედი (9), 1:1 სახო (33), 1:2 რედმონდი (83), 2:2 კუიატე (90+3)

ვესტ ჰემი (4-2-3-1): ადრიანი - ჯენკინსონი, ტომკინსი, რიდი, კრისუელი - კუიატე, ნოუბლი (85. სარატე) - მოზესი (57. ობიანგი), სარატე, ლანსინი (72. კეროლი) - სახო

ნორვიჩი (4-2-3-1): რადი - უიტეკერი, მარტინი, ბასონგი, ოლსონი - დორანსი (69. რედმონდი), ტეტი - ბრედი, ჰულაჰანი (85. ო’ნილი), ჰოუსონი - ჯერომი (64. მბოკანი)

გაფრთხილება: -

კუთხური: 7-5 ჯარიმა: 2-11 თამაშგარე: 3-0 კარში დარტყმა: 19(7)-16(7) ბურთის ფლობა: 48%-52%

მაყურებელი: 34 837

ნიუკასლი-ჩელსი 2:2

გოლები: 1:0 ა. პერესი (42), 2:0 ვეინალდუმი (60), 2:1 რამირესი (79), 2:2 ვილიანი (86)

ნიუკასლი (4-4-2): კრული - იანმაატი, მბემბა, კოლოჩინი, მბამბუ - სისოკო (90+2. დე იონგი), კოლბეკი (54. ობერტანი), ანიტა, ვეინალდუმი - პერესი, მიტროვიჩი (85. ტონი)

ჩელსი (4-2-3-1): ბეგოვიჩი - ივანოვიჩი, კეჰილი, ზუმა, ასპილიკუეტა - ფაბრეგასი, მატიჩი (61. ვილიანი) - პედრო, ოსკარი (73. რამირესი), აზარი - რემი (61. ფალკაო)

გაფრთხილება: კოლბეკი - ივანოვიჩი, პედრო

კუთხური: 4-6 ჯარიმა: 12-15 თამაშგარე: 1-3 კარში დარტყმა: 11(5)-16(4) ბურთის ფლობა: 38%-62%

მაყურებელი: 48 682

27 სექტემბერი

უოტფორდი-კრ. პალასი 0:1

გოლი: 0:1 კაბაი (71-პენ.)

უოტფორდი (4-4-2): გომესი - ნიომი (75. აკე), პრიოდლი, კატკარტი, ანია - კაპუ, აბდი (64. ბერგუისი), უოტსონი (82. იბარბო), ხურადო - იგალო, დინი

კრ. პალასი (4-2-3-1): ჰენესი - კელი, დანი, ჰანგელანდი, სუარე - კაბაი (77. მაკარტური), ლედლი - პანჩონი, საკო (62. ზაჰა), ბოლაზი - გეილი (85. კემპბელი)

გაფრთხილება: აბდი, ხურადი, პრიოდლი, კატკარტი - კაბაი, პანჩონი, ზაჰა, ჰენესი

კუთხური: 6-4 ჯარიმა: 17-22 თამაშგარე: 0-0 კარში დარტყმა: 15(2)-16(3) ბურთის ფლობა: 54%-46%

მაყურებელი: 20 057

28 სექტემბერი

ვესტ ბრომვიჩი-ევერტონი 23:00

ბომბარდირები: 6 - ჯეიმი ვარდი (ლესტერი); 5 - რიად მაჰრეზი (ლესტერი), კალუმ უილსონი (ბორნმუთი)

მომდევნო ტური

3 ოქტომბერი:

კრ. პალასი-ვესტ ბრომვიჩი, ნორვიჩი-ლესტერი, სიტი-ნიუკასლი, ასტონ ვილა-სტოკი, ბორნმუთი-უოტფორდი, სანდერლენდი-ვესტ ჰემი, ჩელსი-საუთჰემპტონი

4 ოქტომბერი:

ევერტონი-ლივერპული, არსენალი-მანჩესტერი, სუონსი-ტოტენჰემი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Lasha
კარგი სტატია იყო.
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
გამოცდილი ნახევარმცველი შეიძლება პსჟ-ში პორტუგალიურ დიასპორას შეუერთდეს
[VIDEO] ვალვერდემ დონარუმა სამჯერ დაამწუხრა - "სპორტინგი" ნორვეგიაში განადგურდა
[VIDEO] მოდი და ნუ გაიქცევი - ჟოაო პედროს კუკურეიას დაცვა, კინაღამ ძვირად დაუჯდა
"0:4-ს სჯობს" - გვარდიოლა "რეალთან" განადგურების შემდეგ
[VIDEO] თრილერი "სენტ ჯეიმს პარკზე" - 10-კაციანმა "ნიუკასლმა" "მანჩესტერ იუნაიტედი" ბოლო წამებზე ულამაზესი გოლით დაამარცხა
"ვარჯიშზე ხელი ვკარი და მაშინვე მწვრთნელებთან მივიდა, შემდეგ კი პირისპირ დავრჩით და..." - "იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა რონალდოზე ისტორია გაიხსენა
"არსენალმა" "ტოტენჰემს" მთავარი სატრანსფერო სამიზნე წაართვა - ეზეს მომავალი გაირკვა
"გადაცემის შემდეგ ჩემს ნომერს გამოგიგზავნი" - ტიერი ანრიმ ვიქტორ იოკერეშს მიმართა
დონარუმას ნაკვალევზე - პსჟ-დან "სიტიში" შეიძლება კიდევ ერთი ფეხბურთელი გადავიდეს
"ჩელსის" ლიამ როსენიორი ჩაიბარებს
"ჰოლანდის ტრანსფერთან ახლოს ვართ, ოღონდ თავად ჰოლანდმა არაფერი იცის" - "ბარსელონას" პრეზიდენტობის კანდიდატი ფარ-ხმალს არ ჰყრის
"პრემიერლიგის მოგება ყველაზე რთული რამაა. თუ კიდევ ქულებს დავკარგავთ, ყველაფერი დასრულდება" - პეპ გვარდიოლა
თუ კერიკი წავა - "მანჩესტერ იუნაიტედს" ამ სამი მწვრთნელიდან ერთ-ერთი ჩაიბარებს
"თუ გორდონი 100 მილიონი ღირს, მაშინ ჩემი ფასი 200 მილიონი იქნებოდა"- ანდრეი არშავინი
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
"ლივერპულმა" ალისონს კონტრაქტი გაუგრძელა - რას ნიშნავს ეს მამარდაშვილისთვის?
"მომთხოვნი და პირდაპირი ვარ" - "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა საკუთარი თავი დაახასიათა
"მანჩესტერ სიტი" პრემიერლიგას ვერ მოიგებს" - მაიკლ ოუენი
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"პორტოს" "არსენალის" მცველების დამატება სურს - რას ითხოვენ "მეთოფეები"?
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
გაწვრთნის თუ არა კერიკი "იუნაიტედს" მომდევნო სეზონშიც? - ფაბრიციო რომანომ "მანკუნიანელების" შესახებ ისაუბრა
"არსენალს" პრემიერლიგაში საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ მნიშვნელოვან დროს, არტეტა უკან იხევს" - კარაგერმა "მეთოფეების" მთავარი მწვრთნელი გააკრიტიკა
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
"თუ ასე თამაშს გავაგრძელებთ, კონფერენს ლიგაზე გასვლითაც ბედნიერები უნდა ვიყოთ" - სობოსლაი საკუთარი გუნდის თამაშით აღშფოთებულია
TeamTalk: "მანჩესტერ იუნაიტედი" კვარაცხელიას სენსაციური ტრანსფერისთვის ემზადება
"მამარდაშვილის ტრანსფერზე "ლივერპულს" რამდენიმე კლუბმა მიმართა - გადაწყვეტილება სწრაფად უნდა მიიღონ" - ბრიტანული მედია
როსენიორის პირველი მოთხოვნა - "ჩელსის" "ბაიერნის" მცველის დამატება სურს
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს