ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

"მილენიუმი" "ბორჯღალოსნებს" უქომაგებს [ბესიკ ჯანგავაძე ნიუპორტიდან]

"მილენიუმი" "ბორჯღალოსნებს" უქომაგებს [ბესიკ ჯანგავაძე ნიუპორტიდან]

არგენტინასთან წაგებული მატჩის შემდეგ რეიტინგში მეცამეტედან ორი პოზიციით დაბლა, მეთხუთმეტე ადგილზე გადავედით
ფოტოზე: შეხვედრა ნიუპორტის მერიაში

საქართველოს ნაკრებმა შაბათს, ნაშუადღევს ჩელთნემი დატოვა და გეზი უელსისკენ აიღო. "ბორჯღალოსნები" კარდიფთან ახლოს, ნიუპორტში, სასტუმრო "კელტიკ მაინორში" დაბანაკდნენ, სადაც გასულ წელს ნატოს სამიტი გაიმართა.

კვირას საქართველოს ნაკრების მორაგბეებმა დაისვენეს და კარდიფში მცირე ექსკურსია მოაწყვეს. გუშინ, 28 სექტემბერს კი გუნდმა ვარჯიშები განაახლა და, როგორც აქამდე, მილტონ ჰეიგი მოთამაშეებს დღეში ორჯერ წვრთნის.

იქამდე კი, ვარჯიშებს შორის, ნიუპორტის მერიამ ჩვენი ნაკრების ქუთაისელ მორაგბეებს, გიორგი ნემსაძეს, მიხეილ ნარიაშვილსა და გიორგი ფრუიძეს უმასპინძლა, რადგან ეს ორი ქალაქი დიდი ხანია დაძმობილებულია.

შეხვედრა თბილ გარემოში წარიმართა. ნიუპორტის მერი და მერიის თანამშრომლები დეტალურად დაინტერესდნენ საქართველოს ნაკრებსა და ქართულ რაგბიში მიმდინარე მოვლენებით. ქუთაისელ მორაგბეებს მათ მშობლიურ ქალაქში ახალი სტადიონის გახსნა მიულოცეს და ხაზგასმით აღნიშნეს ბიძინა ივანიშვილის წვლილი ქართული რაგბის განვითარების საქმეში.

"ვინაიდან ქუთაისი ჩვენი დაძმობილებული ქალაქია, საქართველოს ნაკრების თამაშებს არ ვაცდენთ და ტელევიზიით თვალს ვადევნებთ, ვგულშემატკივრობთ.

მოხარული ვარ, რომ ქუთაისელი მორაგბეები დღეს ჩვენთან სტუმრად იმყოფებიან. ეს დღე არასდროს დაგვავიწყდება და სამუდამოდ შევა ჩვენი ქალაქის ისტორიაში.

"მილენიუმი", სადაც თქვენ ახალ ზელანდიას უნდა ეთამაშოთ, 75 ათას კაცს იტევს. რამდენადაც ვიცი, ახალი ზელანდიიდან ხუთი ათასამდე ქომაგია ჩამოსული. გარწმუნებთ, დანარჩენი 70 ათასი საქართველოს ნაკრებს უგულშემატკივრებს", - თქვა დამშვიდობებისას ქალაქ ნიუპორტის მერმა.

იხილეთ ვიდეო

ფეიქრიშვილი გამოიძახეს

მუხლის ტრავმის გამო შერკინების ბურჯი დავით ქუბრიაშვილი პირველი ორი შეხვედრის განაცხადში ვერ მოხვდა. სამწვრთნელო და სამედიცინო შტაბს იმედი ჰქონდა, რომ იგი თამაშს შეძლებდა, მაგრამ საბოლოო მაგნიტურ-რეზონანსური გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ მას სრული რეაბილიტაციისთვის დამატებით 3 კვირა დასჭირდება.

აქედან გამომდინარე, სამწვრთნელო შტაბმა მიიღო დავით ქუბრიაშვილის ჩანაცვლების გადაწყვეტილება და მის ნაცვლად ანტონ ფეიქრიშვილი გამოიძახეს.

განახლდა მსოფლიო რეიტინგიც. არგენტინასთან წაგებული მატჩის შემდეგ მეცამეტედან ორი პოზიციით დაბლა, მეთხუთმეტე ადგილზე გადავედით.

ციმბირიდან ნიცამდე და უკან

საინტერესო სტატია გამოქვეყნდა მსოფლიოს რაგბის ოფიციალურ ვებგვერდზე, რომელიც "ბორჯღალოსნების" შუამარბ დავით კაჭარავას მიეძღვნა. გთავაზობთ ამონარიდს ამ პუბლიკაციიდან.

"იმ 620 მორაგბედან, რომელიც 2015 წლის მსოფლიოს თასის გათამაშებაზე იმყოფება, საქართველოს ნაკრების შუამარბი დავით კაჭარავა ერთადერთია, რომელიც პროფესიულ რაგბის რუსეთში თამაშობს.

რაგბის ისტორია საბჭოთა კავშირში ია-ვარდით მოფენილი არ ყოფილა. მისი თამაში სტალინმა 1949 წელს აკრძალა და მხოლოდ ათი წლის შემდეგღა აღადგინეს. ქვეყნის ნაკრები კი 70-იანი წლების შუაწელში შექმნეს.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რაგბის ცივ ციმბირში მაინც თამაშობენ, სადაც დავით კაჭარავა ქალაქ კრასნოიარსკის "ენისეის" ღირსებას იცავს.

ქალაქში ორი გუნდია, "ენისეი" და "კარასნი იარი". ისინი რუსეთის საუკეთესო სარაგბო კლუბები არიან. ჩემპიონატს მორიგეობით ხან ერთი იგებს, ხან მეორე. როცა ერთმანეთს ვეთამაშებით, ეს ნამდვილი დერბია. მატჩს 10 ათასზე მეტი მაყურებელი ესწრება. სხვა ქალაქებში, თუნდაც მოსკოვში, რაგბის საყურებლად ამდენი ხალხი არ დადის, - გვიამბობს დავით კაჭარავა.

ქართველი შუამარბი რუსეთში პირველად 2008 წელს ჩავიდა სათამაშოდ და იქ მხოლოდ ერთი სეზონი დაჰყო. მერე კი საფრანგეთის სამხრეთში, ნიცაში გადაბარგდა და სამი წლის განმავლობაში ამ ქალაქის სარაგბო გუნდის კვართით ირჯებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ თამაში და ცხოვრება ნიცაში მიმზიდველი იყო, მან მაინც გადაწყვიტა ისევ რუსეთში დაბრუნება.

"რუსეთში რაგბის ფინანსურად არ უჭირს. "ენისეიში" 2013 წელს დავბრუნდი და ჩვენს მეტოქე "კრასნი იარს" ხუთი ახალზელანდიელი ჰყავდა მიწვეული გუნდში. ახლა იქ სამხრეთაფრიკელებიც თამაშობენ და ტონგელებიც. მართალია, სათამაშო დონე ძალიან მაღალი არაა, მაგრამ სამაგიეროდ, ფულს კარგად უხდიან. ამიტომ ურჩევნიათ, რუსეთში ითამაშონ და არა ზე რაგბიში", - დასძინა მან.

დავით კაჭარავამ ეროვნულ ნაკრებში 85-ე კეპი არგენტინის ნაკრებთან მატჩში მოიპოვა და იმედი აქვს, რომ მომდევნო 2019 წლის მსოფლიოს თასზეც ითამაშებს.

"85-მა თამაშმა ძალიან მალე ჩაიარა. თუ წლევანდელ მსოფლიოს თასზე ჯგუფური ტურნირის ბოლო მატჩში ნამიბიას დავამარცხებთ, მაშინ 2019 წლის მსოფლიოს თასზე იაპონიაში კვალიფიკაციის გავლის გარეშე ვითამაშებთ. თუ შევძელი ფორმის შენარჩუნება, იმედი მაქვს, რომ გუნდის შემადგენლობაში იქაც ვიქნები", - თქვა მან".

რუმინელი "უემბლიზე" გაბედნიერდა

ამასობაში მსოფლიოს თასის გათამაშებაში ბევრი არაორდინარული ამბავი ხდება.

მაგალითად, რუმინეთისა და ირლანდიის მატჩის დასრულების შემდეგ ზედ "უემბლის" მინდორზე, გუნდის თანდასწრებით, "სტეჟარის" ცხრა ნომერმა ფლორინ სურუჯუმ მეგობარ გოგონას ხელი სთხოვა, რაზეც დადებითი პასუხი მიიღო და კიდევ ერთი ბედნიერი რუმინული ოჯახი შეიქმნა.

რუმინელები ირლანდიასთან მატჩში 10:44 დამარცხდნენ, თუმცა სურუჯუსთვის, აბა, ახლა ამას რა მნიშვნელობა აქვს.

ამაყი ბეილი

მადრიდის "რეალის" ფეხბურთელი გარეთ ბეილი, რომელიც ბავშვობაში რაგბის თამაშობდა და მსახიობი სამუელ ელ ჯექსონი, უელსისა და ინგლისის ნაკრებების დაპირისპირებისას, ცხადია, თავიანთ ქვეყანას ქომაგობდნენ. "წითელმა ურჩხულებმა", როგორც უელსის ნაკრებს ეძახიან, "პომები" უმძიმეს ბრძოლაში დაამარცხეს.

ეს გამარჯვება ბეილიმ სპეციალურად გადაღებული ფოტოთი აღნიშნა. ის რაგბის ბურთით ხელში ტელეეკრანზე სატურნირო ცხრილს გვიჩვენებს, სადაც უელსი ინგლისის თავზეა წამოსკუპებული.

დღეს, 29 სექტემბერს, საქართველოს ნაკრების მეტოქეები, ტონგასა და ნამიბიის ეროვნული გუნდები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. ტონგელთა მთავარმა მწვრთნელმა მანა ოტაიმ საქართველოს ნაკრებთან წაგების შემდეგ ძირითადი შემადგენლობის ცხრა მორაგბე შეცვალა. ნამიბიელთა წინააღმდეგ არ ითამაშებს გუნდის კაპიტანი და ლიდერი ნილი ლატუ, რომელიც "ბორჯღალოსნებთან" ბრძოლაში დაშავდა.

აღსანიშნავია, რომ ტონგას ნაკრები მიმდინარე მსოფლიოს თასის გათამაშებაში ყველაზე ხანდაზმულია. მის შემადგენლობაში თამაშობს ასევე ყველაზე "ბებერი", 37 წლის ალეკი ლუტუი.

რვა ცვლილება განახორციელა ნამიბიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფილ დევისმა. მან რამდენიმე მოთამაშეს სათადარიგოთა შორის მიუჩინა ადგილი, სხვებს კი სათამაშო პოზიცია გამოუცვალა.

მატჩი დღეს, ექსეტერში, "სენდი პარკზე" თბილისის დროით 19:45 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, რომ ამავე სტადიონზე, 7 ოქტომბერს, საქართველოს ნაკრები ნამიბიას ეთამაშება.

ტონგა-ნამიბია

ტონგა: 15. ვუნგაკოტო ლილო, 14. დევიდ ჰალაიფონუა, 13. სიალე პიუტაუ, 12. სიონე პიუკალა, 11. ფეტუუ ვაინიკოლო, 10. ლატიუმე ფოსიტა, 9. სონატანე ტაკულუა. 1. სოანე ტონგაუიჰა, 2. ალეკი ლუტუი, 3. სილა პუაფისი, 4. ჰელე ტეპოლე, 5. ჯოზეფ ტუინეაუ, 6. სიონე კალამაფონი, 7. ჯეკ რემი, 8. ვილიამი მააფუ.

16. პაულა ნგაუამო, 17. ტევიტა მაილაუ, 18. ჰალანი აულიკა, 19. ტუკულუა ლოკოტუი, 20. ოპეტი ფონუა, 21. სამისონი ფისილაუ, 22. კურტ მორატი, 23. ტელუსა ვეაინუ.

ნამიბია: 15. ჩრისანდერ ბოთა, 14. ჯონ ტრომპი, 3. დენი ფან ვიკი, 12. ჯონ დეიზელი, 11. რასელ ფან ვიკი, 10. ტენუს კუცია, 9. ენეილ ბუიტენდაგი. 1. კასპერ ვივიერსი, 2. ტორსტენ ფან იარსველდი, 3. ჯონას კუცია, 4. იანკო ვენტერი, 5. ტიუე უანივი, 6. ჟაკ ბურხერი, 7. როან კიტსჰოფი, 8. რენალდო ბოთმა.

16. ლუის ფან დერ ვესტჰოიზენი, 17. ჯონი რედელიჰჰაუზი, 18. ეი ჯეი დე კლერკი, 19. ტინუს დუ პლესი, 20. პი ჯეი ფანზილი, 21. დამიან სტივენსი, 22. დერილ დე ლაჰარპე, 23. დევიდ ფილანდერი.

მსოფლიოს თასი 2015. C ჯგუფი

სატურნირო მდგომარეობა

1. ახალი ზელანდია - 9 ქულა, 2. არგენტინა - 5, 3. საქართველო - 4, 4. ტონგა - 1, 5. ნამიბია - 0.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• kokia

ეს "ამბები" მიშასია?!

გვაქვს თუ არა რეგრესი? - "ბორჯღალოსნების" მიერ გამართული ივლისის ტესტების შეჯამება

მეცხრე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე - საქართველომ შოტლანდია დაამარცხა

მარცხი მოსალოდნელი შედეგით - საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია

"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა

ლუის ენრიკე რევოლუციურ ცვლილებებს აპირებს - იქნება კვარაცხელია სასტარტოში?

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!

ლეგიონერები: ნარიაშვილის 150 და ორი ლელო პრო დე2-ში

რუსული "კრასნი იარი" და ინგლისური "ლონდონ აირიში" თბილისში ითამაშებენ

"აყურებინეთ ბავშვებს ფეხბურთი" - ბეილმა მასწავლებლებს მოუწოდა

BMV - "რეალის" შეტევას ახალი ზედმეტსახელი აქვს

"შავი ლომი" - მიხეილ ნარიაშვილი თამაშს უბრუნდება

მილტონ ჰეიგი: ჩვენს ქვეყანას სიამაყის საბაბი მივეცით

ახალი ზელანდია VS ავსტრალია - ვინ აღმართავს "ვებ ელისს" მესამედ

მილტონ ჰეიგი: ავსტრალიური მედიის დამოკიდებულება აგდებული და უპატივცემულო იყო

ბეილი: ჩემპიონთა ლიგის ფინალი 5:0 დასრულდება

“გავედი ოთახში, არჩევნებიდან რამდენიმე საათში რეკავს ტელეფონი და სააკაშვილი მეუბნება…” - ნემსაძემ სფფ-ის პრეზიდენტობის სკანდალური არჩევნები გაიხსენა

რაგბი. ლეგიონი: ბექა შეყლაშვილი სიმბოლურ ნაკრებში

ყინული დაიძრა - უელსელები საქართველოსთან თამაშზე სერიოზულად ფიქრობენ

"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი

საქართველო ირლანდიას მასპინძლობს - პირველი შეხვედრა თბილისში!

დავით კაჭარავა რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარედ აირჩიეს

გაგი ბაზაძემ "აჟენთან" ორწლიანი ხელშეკრულება გააფორმა

მერვე ქართველი ისტორიაში - "ბარბაროსებმა" ანტონ ფეიქრიშვილს უხმეს

"მიმიფურთხებია ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ჩემი 20 წელიწადი 2 დღეში გაყიდა და იფიქრა, რომ მე სამშობლო რუსეთში გავცვალე" - დავით კაჭარავა

ვინ მოვა "დინამოში" და წავა გუნდიდან - გიორგი ნემსაძემ სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა

რაგბი. ლეგიონი: ორი ქართული ლელო და ორი დებიუტი "ჩელენჯ კაპზე" [VIDEO]

რაგბი. ლეგიონერები: 19 ქულა პარიზიდან

"ბარსელონას" და მსოფლიოს ვაფრთხილებ" - ბეილის განცხადება

ლეგიონერები - ნაკლული ტური, გადადებული შეხვედრები და ქუბრიაშვილი "პერპინიენში"

რაგბის მსოფლიოს თასი 2015-ის გამარჯვებული "ოლ ბლექსი" გახდა [VIDEO]

დავით კაჭარავა რაგბის კავშირის გამგეობაში აირჩიეს

"ბორჯღალოსნებთან" სათამაშოდ თბილისში ირლანდია და შოტლანდია მოდიან

რაგბი. ლეგიონი: ლაშა მალაღურაძის 9 ქულა და "იარის" სენსაცია

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ყველაზე ცუდი ფეხბურთელებისგან შემდგარი თერთმეტეული დასახელდა, სადაც ბეილი და კვარაცხელიას თანაგუნდელიც მოხვდნენ

აფრასიძე და ნარიაშვილი საფრანგეთის ჩემპიონები არიან!

გარეთ ბეილმა 33 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა

რაგბი. ლეგიონი: ჯაბა ბრეგვაძისა და გიორგი ნემსაძის დებიუტი

პირველად ქართული რაგბის ისტორიაში - თბილისი "ჩელენჯ ქაფის" ორ მატჩს უმასპინძლებს

რაგბის ლეგიონი: ვის ვუქომაგოთ ამ სეზონში

"მონპელიემ" "უმცროსი ბორჯღალოსნების" ერთ-ერთი ლიდერი გელა აფრასიძე დაიმატა

ანტონ ფეიქრიშვილი: მათ გვერდზე ყოფნა პატივი და ბედნიერებაა

თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელი "სპორტალში" [VIDEO]

მიხეილ ნარიაშვილი: ერთი წლის შემდეგ დაბრუნებას ვგეგმავ

ლეგიონერები - ტური ნაახალწლევს

გიორგი ნიჟარაძე: ფაქტი ერთია, ჩვენ ყველაზე ცუდ მდგომარეობაში ვართ

სავსე ტრიბუნების დროა!

გელა აფრასიძე: გამიჭირდა ოჯახის დატოვება

რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს

ვასილ ლობჟანიძე 2019 წლის მსოფლიოს თასის 5 პოტენციურ ვარსკვლავს შორის მოხვდა

გიორგი ნემსაძეც პოლიტიკაში წავიდა

მოედნები კახეთში და პარტნიორი დედოფლისწყაროში

ჯორჯიის შტატი მსოფლიო თასზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს უქომაგებს - ოფიციალური განცხადება

"როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ჰეიგი საკუთარი წარმატების ტყვე გახდა და მოსალოდნელი მარცხის შიშით პრაგმატული თამაში დაგეგმა"

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტად დავით კაჭარავა დანიშნეს

საქართველოს ნაკრების ორმა მორაგბემ კლუბი შეიცვალა

დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“

რაგბი. ლეგიონერები: გიორგი ფრუიძის მეოთხე ლელო [VIDEO]

რაგბი. ლეგიონი: სამი ქართველი ბრიტანეთში

მიხეილ ნარიაშვილი: იმედი მაქვს, მალე შევძლებ გუნდთად ერთად თამაშს

ხაბი ალონსოს პატიმრობა ელის - 10 ოქტომბრის დაიჯესტი

"All Blacks"-ის ვარსკვლავი მილტონ ჰეიგთან ითამაშებს

"რუსეთშიც ვთამაშობდი და ჩემი ყოფილი გუნდიც არის საქართველოში ნამყოფი" - დავით კაჭარავა რუსეთის ნაკრების შესაძლო შეკრებაზე საქართველოში კომენტარს აკეთებს

გიორგი ნემსაძე: კაშიას პირობები ვერ დავაკმაყოფილეთ, სისოკო აღარ გამოჩნდა...

ცხადაძემ თბილისის "დინამო" ჩაიბარა და საქმეს შეუდგა