მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გაიმარჯვებს სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში, თუ...
დღეს ჩვენი რუბრიკის თემა ერთია. სხვა დროს ერთი თემით ფონს ვერ გახვალ. ახლა სხვა საქმეა - ჟურნალისტმა იმაზე უნდა წეროს, რაც საზოგადოებას აინტერესებს. ჩვენც ხარკი უნდა გადავუხადოთ დროს, თორემ გამოვტყდები და დავწერ - არაფერზე წერა ისე არ მძაგს, როგორც არჩევნებზე...

არჩევნებზე, რომელიც ბევრს ბევრ რამეს ავიწყებს, მათ შორის, იმასაც კი, რაც სულ ერთი წლის ან თვეების ამბავია. ეს სხვა თემაა და ვერაფერს ვუშველით - ასეთია არჩევნების ფსიქოლოგია. სადაც საზოგადოებრივი აზრი გაიძულებს, იქ იმას უნდა დაუკრა ტაში, რასაც ადრე თუნდაც სიტყვით ებრძოდი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს აზრი შენ წინააღმდეგ იმუშავებს...

მაგრამ მე სხვა რამ მინდა ვიკითხო - რა მნიშვნელობა აქვს, ვინ მოიგებს არჩევნებს? ჩვენ, ყველანი, ადამიანები ვართ. ყველა ჩვენგანს აქვს თავისი სიმპათია და ანტიპათია. ყველა ჩვენგანს ჰყავს თავისი რჩეული ამ არჩევნებზე.

და მაინც, რა მნიშვნელობა აქვს, ვინ მოიგებს ამ არჩევნებს, თუ...

* ქართულ კლუბებში ისევ იგივე ხალხი დარჩა;

* არ გააქტიურდა კერძო სექტორი და საფეხბურთო ფუნქციონერთა უმრავლესობა კვლავ სახელმწიფოს ფულს შეაჩერდა;

* არ მოვეშვით ათასგვარ მაიმუნობა-მამაძაღლობას, კუთხურ-აუტებით ჯიბის გასქელებას და თამაშების "გაიმასქნებას", რაც, გვჯერა, რომ დღესაც ხდება;

* არ გავზარდეთ მწვრთნელები და ინგლისურის სწავლა დაგვეზარა, რომლის გარეშეც დღეს უცხოურ სემინარებზე (სამწვრთნელო იქნება თუ სამსაჯო) ცხვირს ვერ შეჰყოფ;

* თუ ფედერაციის ყველა თანამშრომელმა ისე იფიქრა, როგორც შეფი (რა მნიშვნელობა აქვს, რომელი) ფიქრობს;

* თუ ისევ ისეთი მახინჯი საარჩევნო კანონი გვექნება, როგორიც ახლა გვაქვს. ფედერაცია უეფას ლიცენზიას აძლევს კლუბს და საარჩევნო ხმას - არა. რომელ ბანაკშიც უნდა იყო, უნდა აღიარო, რომ ეს ნონსენსია;

* თუ დისკვალიფიცირებულ ფეხბურთელს ვათამაშებთ და საპირისპირო სტატუსისას ძალით ვასვენებთ;

* თუ რაიონში ფეხბურთი მოკვდება და იმ რაიონში ქართული ფეხბურთის ხელმძღვანელები არ ჩავლენ;

* თუ საქართველოს ჩემპიონატის მატჩს ფეხბურთელი მშიერი ითამაშებს...

თუ... თუ.... თუ....

მოკლედ, სისტემა უნდა დაინგრეს, ეს კი გვარიანად რთულ საქმედ მოჩანს. სისტემა თუ არ დაინგრა, ეს ჩვენს ძველ მსჯელობას დაემსგავსება - მოვა ლევან კობიაშვილი და გვიშველის, მოვა რევაზ არველაძე და გვიშველის, მოვა მამუკა კვარაცხელია და გვიშველის...

ერთხელ და სამუდამოდ უნდა შევიგნოთ, რომ თუ რამემ გვაზარალა ამდენ ხანს, სწორედ მესიის მოლოდინი იყო. პიროვნება, მარტო ბაჯაღლო ოქროც რომ იყოს, ვერაფერს იზამს, თუ მას სისტემა, საზოგადო აზრი, კეთილი ნება და საერთო-სახალხო განწყობა არ შეეშველა.

არჩევნები კი მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია, სასწორზე ხომ ქართული ფეხბურთის არსებობა-არარსებობა დევს. ან დავანგრევთ ამ სისტემას, ან არა და კიდევ წლების განმავლობაში ვისხდებით ჭუჭყში.

ან ყველაფერი, ან არაფერი - ქართული ფეხბურთის ამბავი დღეს ასეა. მე ნაკლებად მჯერა იმ მორჩილი უმრავლესობის, წლების განმავლობაში რომ მიეჩვია სხვის დაკრულზე ცეკვას, მაგრამ ჩვენმა ხალხმა, ქართველმა გულშემატკივარმა არ უნდა დაუშვას ის, რომ სისტემა უცვლელი დარჩეს. ეს სიკვდილის ტოლფასი იქნება.

ფეხბურთი ყველა ქვეყანაში ხალხისაა და საქართველოშიც ხალხის უნდა იყოს. სისტემაც უნდა დაინგრეს! სხვანაირად, არჩევნების შედეგს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

არადა, არჩევნები მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი გველის, არჩევნები ჩვენი არსობისა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

nikon
არველაძეს რა აქვს მოგებული, მაგას სამში ვნახავთ!ჯერ ერთი, ხალხი არ შეეგუება!
კუკა
ვინ დაანგრევს სისტემას, ის სისტემა ატარებს თვითონ არჩევნებს და საერთოდ არ აინტერესებთ შედეგები, ასე რომ აზრი არ აქვს ამ თქვენ სიბრძნის ფრქვევას, არველაძეს უკვე მოგებული აქვს არჩევნები და ეს ფეხბურთი დაივიწყეთ რა საერთოდ, ვითომ არც გვქონია საქართველოში :)
Givi
Sistema im adamianebma sheqmnes romlebic wlebia wurbelebivit azian qsrtul fexburts da fuls iqit ar iyurebian. Eg xalxi tu ar chamovashoret qartul fexburts sistema tavisit ar daishleba. Sistemas adamianebi qmnian chemo kargo da gverdidan movla ki ara pirdapiri dasaxeleba unda im adamianebis vinc am sibindzureshia gareuli. Magat loliavi ar chirdebat rac ar unda didi iyvnen
murtalo
...დაწერე რა პირდაპირ...არველაძე ამ სისტემის მთავარი ნაწილია და თუ მოვიდა აწყობილ სისტემას დაანგრევს?...ჰოდა დაწერე რა, რომ ამდენი ხანი იქ იყო და რეფორმების განხორციელებაში ხელს სიჭინავა უშლიდა?...კარგით რა, ვინც არველაძეს მხარს უჭერს ან ბრმაა, ყრუა ან ჭკუანაკლული...ის ქართული ფეხბურთის მტერია!...ჩემზე კარგად არ იცით რისი გამკეთებელიცაა, მერედა რატომ არ წერ პირდაპირ?!
ivan grozni
კაი კაცი ხარ!
bacho
სისტემა აცილებლად ნდა დაინგრს თუნდაც გულშემატკივრის ჩარევაც რომ გახდეს საჭირო!!!
guram
კარგია, სიმართლეა!
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
მამუკა კვარაცხელია: კვარა ჩემთვის საუკეთესოა!
[ოთხშაბათის საკითხავი] რისკი არის, შამპანურიც იქნება?
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
ლევან კობიაშვილი: თუ ყველა ერთად იმუშავებს, წარმატებაც იქნება
ყალბი "ადიდასი", სურკისი და არველაძე, თამადა მცხეთაში - ვაჟა ჟვანია ალაპარაკდა
მამუკა კვარაცხელია: ზაფხულის დასაწყისში "ქართული ფეხბურთის აკვანი" მზად იქნება
"ბეტონის შემოღობვა ხიფათს შექმნის, თუკი ფეხბურთელი ახლო მანძილიდან შეეჯახა"
რატომ უნდა ჩამოშორდნენ გამგეობები სტადიონების მშენებლობას
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
უეფა-ს კომიტეტის სხდომას ლევან კობიაშვილმა უხელმძღვანელა
ქრონოლოგია: რა მოხდა ქართულ ფეხბურთში ლევან კობიაშვილის მოსვლის შემდეგ
"რატომ უნდა ითამაშოს საქართველოს ნაკრებმა შემტევი ფეხბურთი?!" - რევაზ არველაძე
"ახალ ოლიმპიურ სასახლეში", მამუკა კვარაცხელიას წიგნის, "სამასმეერთე"-ს პრეზენტაცია გაიმართა
[ოთხშაბათის საკითხავი] რისთვის ან ვისთვის ვთამაშობთ ფეხბურთს?
"მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ" - ლევან კობიაშვილის განცხადება
ესიენი, დეკო, არველაძე - ბაქოში "ვარსკვლავების ფინალი" გაიმართა
[ფარულად გადაღებული კადრები] არველაძე: წავაგებ, ავდგები, ხელს ჩამოვართმევ
[ოთხშაბათის საკითხავი] ბეწვის ხიდი
[ოთხშაბათის საკითხავი] ვარდები ჯერ არ არიან...
შესაძლოა, ტაიმის შუაში საცეკვაო ნომრები დადგან - რევაზ არველაძე სუპერლიგაზე
[ოთხშაბათის საკითხავი]: "პეტრო", SHOW MUST GO ON!
მამუკა კვარაცხელია: იქნებ ეს კობიაშვილმა მოახერხოს...
მამუკა კვარაცხელია: 7 შვილის მამა, მორწმუნე მართლმადიდებელი ტარიელ ხეჩიკაშვილი რომ არა...
[ოთხშაბათის საკითხავი] სახეზე ვერ გატყობთ კმაყოფილებას...
ჩაერია თუ არა ხელისუფლება სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში?
არჩილ არველაძე: ჩვენს საქმეს აუცილებლად გავაკეთებთ
რევაზ არველაძე: იმედი მაქვს, ეს მატჩები საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული იქნება
კახა ჭუმბურიძე: ფეხბურთისკენ ბევრი შემოტრიალდება
რევაზ არველაძე: ამ ფეხბურთელებით და ამ ჯგუფში, პლეი ოფში მოსახვედრად უნდა გვებრძოლა
"მისი მაშინდელი სიტყვები დღემდე არ მავიწყდება" - ლევან კობიაშვილი ალექსანდრე ჩივაძეზე