მიმდინარე გათამაშებას ჯერჯერობით "ფიორენტინა" ლიდერობს
სერია A-ს მე-6 ტურში ძალიან საინტერესოდ განვითარდა მოვლენები. მხოლოდ ის რად ღირს, რომ ლიდერმა და სკუდეტოსთვის ბრძოლაში ფავორიტად შერაცხილმა "ინტერმა" საკუთარ კედლებში "ფიორენტინასთან" 4:1 წააგო.

თავად ის ფაქტი, რომ ცხრილს სათავეში "ფიორენტინა" უდგას, უკვე ძალიან საინტერესოა. სადამდე შეიძლება გაგრძელდეს ფლორენციული გუნდის ლიდერობა და საერთოდ, ვის დარჩება სკუდეტო, როდესაც "იუვენტუსს" ღრმა კრიზისი აქვს, ასე დაბლაა და სხვა გუნდებიც არასტაბილურად ასპარეზობენ.

მე-6 ტური იმითაც გახლდათ გამორჩეული, რომ იტალიური ფეხბურთის სამმა გრანდმა ერთდროულად წააგო: "ინტერი" "ფიორენტინასთან" დამარცხდა, "მილანი" - "ჯენოასთან", ხოლო "იუვენტუსი" - "ნაპოლისთან". საგულისხმოა, რომ ასეთი რამ ბოლოს 21 წლის წინ მოხდა. ერთი ტურიც და შემდეგ უკვე სანაკრებო პაუზაა, ქვემოთ კი რამდენიმე საინტერესო კომენტარს გაგაცნობთ სერია A-ს მიმდინარე გათამაშებასთან დაკავშირებით.

კარლო ტავეკიო (იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი): "ძალიან საინტერესო ჩემპიონატს ვადევნებთ თვალს და იმედია, ბოლომდე ასე იქნება. პრაქტიკულად, შეუძლებელია იმის წინასწარმეტყველება, თუ რომელი გუნდი მოიგებს სკუდეტოს და რომელ გუნდებზე გადანაწილდება ევროსაგზურები. რაც მთავარია, ძალთა დაბალანსება სხვა გუნდების გაძლიერების ხარჯზე მოხდა და არა "იუვენტუსის" დასუსტების. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული".

ჩეზარე პრანდელი: "ვფიქრობ, რომ სკუდეტოსა და ევროსაგზურებისთვის ბრძოლა ბოლო ტურამდე გაგრძელდება. უნდა ვაღიაროთ, რომ "იუვე" ძველებურად ძლიერი ვერ არის, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ სხვა გუნდები გაძლიერდნენ, მაგალითად, "ინტერი" და "ფიორენტინა". ფავორიტი სკუდეტოსთვის ბრძოლაში? - ამაზე საუბარი დღეს, პრაქტიკულად, შეუძლებელია. ჩვენ ვუყურებთ ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო სერია A-ს ამ საუკუნეში".

ფაბიო კაპელო: "სერია A-ში ვეღარ ვხედავთ იმდენ ვარსკვლავს, რამდენიც ადრე თამაშობდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენი ჩემპიონატი ძალიან საინტერესოა. ვფიქრობ, რომ სკუდეტოს ის გუნდი მოიგებს, რომელიც ძალებს გადაანაწილებს სწორად.

შესაძლოა, ეს გუნდი "იუვენტუსიც" იყოს, რომელსაც არ შეიძლება, რომ მთელი სეზონი ჩავარდნა ჰქონდეს. განიხილება თუ არა ჩემი კანდიდატურა "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე? - ამის შესახებ მეც ჟურნალისტებისგან შევიტყვე და წესით, პასუხიც თქვენ უნდა იცოდეთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"მილანი" მზადაა ლეაოს დაემშვიდობოს
მილანის "ინტერი" საქართველოში - ექსკლუზიური ინტერვიუ იტალიელ მწვრთნელთან
დაბრუნება სამშობლოში? - დიბალას ცნობილი არგენტინული გუნდი ეპატიჟება
"ფიორენტინამ" "ინტერს" 101-ე წუთზე გაუთანაბრა ანგარიში - 3:3 [VIDEO]
"ინტერმა" "რომას" კუთხურიდან გაუტანა - მოურინიო ისევ ბრაზობს
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
მუდმივი ლოდინით დაიღალნენ - "მილანი" ლეაოს გასხვისებაზე უარს არ იტყვის
"იუვენტუსმა" "ლაციოსთან" მოგება ხელიდან 95-ე წუთზე გაუშვა [VIDEO]
"ფიორენტინამ" თასის 1/4 ფინალში "რომა" გაანადგურა - 7:1 [VIDEO]
სატრანსფერო ციებ-ცხელება
[VIDEO] ფრე "რომასთან" - "მილანი" 21 მატჩში დაუმარცხებელია
"არსენალი" სერბის სანაცვლოდ 80 მილიონს იხდის
ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
"მილანი" ლეაოს გაუშვებს? - ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები შეწყდა
ცეცხლი "ოლიმპიკოზე" - ჩხუბი, ტირილი, ბარათების წვიმა და გოლები [VIDEO]
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
"ინძაგი პირადად მირეკავდა, ეს ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო" - ჩალჰანოღლუმ "მილანიდან" ინტერში" გადასვლაზე ისაუბრა
"სკუდეტოს მოგება რეალურია" - ლაუტარო "ინტერის" შანსებზე
მამარდაშვილზე უარის მიღების შემდეგ, "ბეშიქთაშმა" კოლუმბიელი მეკარე დაიმატა
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
"იუვე" 4 ფეხბურთელს იტალიის ნაკრების შემტევის სანაცვლოდ ჩამოდის
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
"ჩელსი" რეგულონისთვის იბრძოლებს
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] ალისონმა "ნაპოლი" "რომასთან" წაგებას გადაარჩინა
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
სერია A. XVII ტური: "მილანი" დამარცხდა და გატუზოს წყალი შეუდგა [VIDEO]
"ფიორენტინას" ამერიკელი მილიარდელი ყიდულობს
"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
8 გოლი, 3 წითელი ბარათი და ნამდვილი დრამა "სტადიო ოლიმპიკოზე" [VIDEO]
"Ciao Bella"-ს სიმღერის გამო "ლაციოს" ფანები ახალწვეულს დაუპირისპირდნენ [VIDEO]
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
ტოტიმ დაადასტურა - ლეგენდარული იტალიელი "რომას" უბრუნდება
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი