საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ პროექტის - "ერთად აღვზარდოთ მომავალი ჩემპიონები" პრაქტიკული რეალიზება დაიწყო
საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ კიდევ ერთი ახალი, მეტად საჭირო პროექტის - "ერთად აღვზარდოთ მომავალი ჩემპიონები" პრაქტიკული რეალიზება დაიწყო: გასულ ოთხშაბათს ძიუდოს აკადემიაში გაიმართა პირველი ვარჯიში ჭაბუკთა უმცროსი ასაკისთვის, რომელიც მოზარდებისთვის თეორიულ-პრაქტიკული სასწავლო სემინარის ხასიათისაა. თუმცა არა მარტო მათთვის, რადგან ვარჯიშებს მწვრთნელებიც დაესწრებიან და სიახლეებს გაეცნობიან, ანუ კვალიფიკაციის ამაღლების საშუალება მათაც ექნებათ.

ჩვენ უკვე ვწერდით, რომ ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა ამგვარი წვრთნების ჩატარება განიზრახა. მან სათანადო პროექტიც შეიმუშავა, რომელსაც ოთხშაბათს გამართულმა აღმასკომის სხდომამ საბოლოოდ აუნთო "მწვანე შუქი".

აკადემიაში პირველი მეცადინეობა თბილისისთვის ჩატარდა, თუმცა ეს პროექტი ჯერჯერობით მხოლოდ დედაქალაქსა და მის მიმდებარე ახლომახლო, დაახლოებით 1 საათის სავალზე მდებარე რაიონებს მოიცავს, რადგან უფრო შორი გზიდან სავარჯიშოდ ჩამოსვლა და იმავე დღეს უკან დაბრუნება არ იქნება ეფექტური. აი, აკადემიიდან დევნილები ბინებში თუ გადაასახლეს და იმ ფართზე სასტუმრო გაკეთდება, მაშინ შესაძლებელი იქნება ჩამოსული ბავშვების ღამე დატოვება. შესაბამისად, სემინარიც ორდღიანი გახდება, რაც კიდევ უფრო აამაღლებს მის ეფექტურობას.

სამომავლოდ მასში მთელი საქართველოს ჩართვაა განზრახული. თუმცა საამისოდ აუცილებელია ადგილობრივი მუნიციპალიტეტების აქტიურობა, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ თავიანთი რაიონის სპორტსმენთა თბილისში ტრანსპორტირება. იმედია, ამ საქმეს გამგებლები საზოგადოებრივი პასუხისმგებლობით მიუდგებიან და ფინანსებს გამონახავენ, თუნდაც საკუთარი პრემიების ეკონომიის ხარჯზე.

ეს პროექტი განკუთვნილია 14-16 წლის მოზარდებისთვის. ვარჯიშებს დაესწრებიან ეგრეთ წოდებული საფესტივალე ასაკის ნაკრების მწვრთნელები. არადა, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის შემდეგ ეს პროექტიც დასრულდა და ისინიც უმუშევრად დარჩნენ. ახლა მიღწეულია შეთანხმება, რომ მათ შეუნარჩუნდებათ ხელფასები, ოღონდ... მომავალი წლიდან... არადა, ჭაბუკთა უმცროსი ნაკრების შენარჩუნება მართლაც კარგი იქნება ქართული ძიუდოსთვის - სწორედ მისი და იმ საგანგებო პროგრამის დამსახურებაა ისეთი კარგი გამოსვლა ამ ზაფხულს თბილისში, ოლიმპიურ ფესტივალზე.

ოთხშაბათს გამართულ პირველ სემინარში 120-ზე მეტი თბილისელი მოზარდი მონაწილეობდა. მათ წვრთნებს სახელოვანი ვეტერანები და მოქმედი ტიტულოვანი სპორტსმენები ჩაუტარებენ, სემინარებს კი მსაჯებიც დაესწრებიან, რათა ბავშვებმაც და მწვრთნელებმაც ბოლომდე აითვისონ წესები.

დაეხმარეთ დევნილებს და ფედერაციას

ზევით დევნილები ვახსენეთ და, სამწუხაროდ, მათი პრობლემა ფედერაციაში მაინც დგას - თვით ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დაპირების მიუხედავად, ფაქტია, რომ ისინი ჯერაც შენობაში ცხოვრობენ და ვერც ზუსტ თარიღს ასახელებს ვინმე, როდის შეასახლებენ სხვაგან. მეტიც - უკვე ისიც საეჭვო ხდება, საერთოდ აპირებენ თუ არა ბინებით მათ დაკმაყოფილებას.

არადა, ივლისში, როცა ძიუდოს აკადემია ფესტივალისთვის საზეიმოდ იხსნებოდა, იქაურობას ღარიბაშვილი პირადად ესტუმრა დედაქალაქის მერ დავით ნარმანიასთან ერთად და ძიუდოისტებს მასთან ერთად მისცა პირობა, რომ ფესტივალის დასრულების შემდეგ იმ დევნილ ოჯახებს საცხოვრებელ ფართებს თბილისის ზღვაზე, ოლიმპიურ სოფელში გამოუყოფდნენ.

აკადემიის შენობიდან მათი გასვლა და იმ ფართის ფედერაციისთვის გადაცემა საშური იმიტომაა, რომ იქ სასტუმრო გაკეთდება და შესაძლებელი იქნება ერთობლივი ვარჯიშების ჩატარება უცხოელებთან.

თუმცა თავად აკადემიაში ფესტივალისთვის ჩატარებული სარემონტო სამუშაოების ხარისხიც მეტისმეტად არადამაკმაყოფილებელია. იმ ფესტივალს კი გაუძლო როგორღაც, მაგრამ უკვე აგვისტოდან იჩინა თავი პრობლემებმა - იმ კანტიკუნტი წვიმების ფონზეც კი, რაც ამ გვალვიან ზაფხულში იყო, რამდენიმე ოთახში წყალი ჩავიდა და შიშით ელოდებიან ზამთარს, წვიმების სეზონს; მოიშალა კანალიზაციის მილები, სარდაფში მდებარე კრივისა და სხვა დარბაზებში წყალი ჩადის; მწყობრიდან გამოვიდა საპირფარეშოები და რამდენიმე მათგანი საერთოდ დაკეტეს; გათბობის მილები რემონტის პროცესში, უბრალოდ, მოჭრეს და კონდიციონერებზე გადაიყვანეს.

ცხადია, ეს ელექტროენერგიის ხარჯებს ასმაგად ზრდიდა და ახლა ფედერაცია საკუთარი ძალებით ამონტაჟებს გაზის გამათბობლებს. თან წყალგაყვანილობის პრობლემებს ებრძვის.

აკადემიაში არსებული 4 დარბაზიდან 3-ში უკვე დამონტაჟდა გაზის გათბობა და ზამთრის არ ეშინიათ, ამასობაში კი ფედერაცია გაისად იმავე შენობაში მეხუთე, ყველაზე დიდი, სოლიდური და თანამედროვე დარბაზის მოწყობასაც გეგმავს ნაკრებისთვის, რაც სავარჯიშო პროცესს კიდევ უფრო ნაყოფიერს გახდის. ის მხოლოდ ეროვნული ნაკრებისთვის იქნება განკუთვნილი და შესაბამისადაც აღიჭურვება.

საკლუბო პირველობა

აღმასკომზე ისიც დადგინდა, რომ 31 ოქტომბერს საქართველოს საკლუბო ჩემპიონატი მოზარდებში ისევ 2000-01 წლებში დაბადებულთა შორის ჩატარდება. ეს ის ასაკია, რომელსაც ორი სეზონი კიდევ რჩება ჭაბუკებში. გუნდში კვლავაც 5 წონითი კატეგორიაა - 50-დან დაწყებული, +66-ით დამთავრებული, წონაში კი 2-2 მონაწილის გამოყვანაა ნებადართული.

გაზრდილია საპრიზო ფონდი - ჩემპიონი 6 000 ლარს, ვიცე-ჩემპიონი - 4 000-ს, ხოლო მესამეზე გასულები 2.000-2.000 ლარს მიიღებენ, თუმცა სტიმულისთვის წაგებულებიც - მეხუთეზე გასულებიც დაჯილდოვდებიან 1000-1000-ით.

ერთი სიტყვით, ფედერაცია ნელ-ნელა მიდის საკლუბო სისტემის განვითარებისკენ და გეგმავს, სამომავლოდ ამით ჩაანაცვლოს რეგიონული სისტემა, რომლის მანკიერ მხარეებზეც (არასათანადო მუშაობა) გაკვრით ახლახან ვწერდით.

ქევხიშვილის აზრით, ეს ბევრ პრობლემას მოაგვარებს. თუმცა, სამწუხაროდ, ჯერ უფროსებში არაა იმდენი კლუბი, საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდეს, დროთა განმავლობაში კი, როცა ამ კლუბებში გაერთიანებული ბავშვები უფროსებში გადავლენ, ეს შესაძლებელი გახდება.

ჯერჯერობით უფროსებში ასეთი სამი კლუბია: "მებრძოლი", რომელიც ევროპის "ოქროს ლიგაზე" იჭიდავებს, "საგარეჯო" და "შევარდენი". უკვე საბოლოოდ გაირკვა, რომ ევროპის პირველ ლიგაში "საგარეჯოსთან" ერთად "შევარდენიც" იჭიდავებს. იმედია, ერთი მათგანი მაინც მოიპოვებს "ოქროს ლიგის" საგზურს და გაისად იქ ორი მონაწილე გვეყოლება.

რაც შეეხება საქართველოს ჩემპიონატს უფროსებში - პირად პირველობას, საბოლოო თარიღი ჯერ დაზუსტებული არაა, მაგრამ 14-15 ნოემბერს ვარაუდობენ.

პრეზიდენტი ახალ მოდელზე

ქევხიშვილს ახალგაზრდული ნაკრების მომზადების ნოვატორულ მეთოდზეც დავეკითხეთ, როცა მწვრთნელებმა უარი თქვეს საშეკრებო, ანუ ერთად მზადების ფორმატზე, გუნდის წევრები დაინაწილეს და ინდივიდუალურად ამზადებენ მათ. იქნებ ეს მოდელი ბევრისთვის უცნაურია (მათ შორის - ჩემთვისაც), მაგრამ ვგონებ, ქევხიშვილის მოსაზრებებიც ამასთან დაკავშირებით, რამ გამოიწვია ასეთი მიდგომა, საინტერესო იქნება. მით უფრო, ახალგაზრდებისა და უფროსების მზადების სპეციფიკაზე, მათ შორის არსებულ განსხვავებაზე საუბრობს და ამბობს, რომ ეს ორი განსხვავებული რამეა.

აი, რა გვითხრა მან:

- ის, რაც დღემდე სრული ფორმით არ მოხდა უფროსებში, ფაქტობრივად, დავიწყეთ ახალგაზრდებში, თუმცა ეს ორი სხვადასხვა რამეა და ნუ გავაიგივებთ. ახალგაზრდებში ინდივიდუალურ მიდგომას ვერ ექნება სისტემატური ხასიათი, რადგან ეს შიგადაშიგ მოხდება მათი ასაკიდან, სავარჯიშო გრაფიკიდან გამომდინარე.

ახალგაზრდა ჯერ კიდევ დახვეწის პროცესშია და, შესაბამისად, მათთან მიმართებაში წინა პლანზე გამოდის საერთო ფიზიკური მომზადება და ზოგადი ტაქტიკურ-ტექნიკური თემა, ეროვნული ნაკრების წევრი კი უკვე ჩამოყალიბებულია. განსაკუთრებით - ის ხალხი, ვინც ოლიმპიადისთვის ემზადება და იქ ინდივიდუალურ მუშაობას გაცილებით მეტი ყურადღება ეთმობა.

ახალგაზრდებში ძირითადი დრო ერთობლივ მიდგომას უნდა ეთმობოდეს, მზადების ბოლო ეტაპზე კი, შეჯიბრების წინ, ვფიქრობ, შეიძლება ასე დანაწილებულ მზადებაზე გადასვლა, რაც გავაკეთეთ კიდეც, დიდებში კი პირიქით უნდა ხდებოდეს - მათთან დასაწყისში შეიძლება ვარჯიშების დანაწილება, ბოლოს კი ერთობლივი წვრთნაა აუცილებელი. ამიტომ ამათი გაიგივება არ შეიძლება.

თუმცა ახალგაზრდებში ახლა ჩვენ მიერ ფუნქციების დანაწილება სულაც არ ნიშნავს თვითნებურ მიდგომას - ირაკლი ცირეკიძე ყველასთან მიმართებაშია ჩართული და არა მხოლოდ ბექა ღვინიაშვილზე. კონტროლის და მეთვალყურეობის ფუნქცია ამჯერად უფრო მეტად ცირეკიძეს აქვს, რადგან მას ერთი ჰყავს, ასაკობრივი ნაკრების მეორე მთავარ მწვრთნელს, მინდია ბოდაველს კი - 4 და ის მეტადაა დატვირთული.

ბუნებრივია, ასეთი მიდგომაც ამაღლებს პირადი მწვრთნელის როლს, რადგან ისიც ჩართულია თავისი შეგირდების მზადებაში. ეს მოდელი სამომავლოდ გამოიღებს შედეგს, თუმცა ახლაც უკეთესი მიდგომაა, რადგან მე ასე მწამს: ყველაზე ცუდი ინდივიდუალური მიდგომა მირჩევნია ყველაზე კარგ საერთო გეგმას დროისა და გარემოებების გათვალისწინებით.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
გამარჯვება იპონით - ღვინიაშვილი თელ-ავივის გრანდ სლემზე ოქროს მედლის მფლობელი გახდა [VIDEO]
ძიუდოს დაპირისპირებების ქრონოლოგია და ოსაკას შესაძლო ინციდენტი - რა ხდება ძიუდოს ოჯახში?
ქართველები გამოცდილების გასაზიარებლად იაპონიაში მიიწვიეს
სამი ძმა ყაზბეგიდან - ძმური დინასტიები ქართულ საჭიდაო სამყაროში [PHOTO]
ლაშა შავდათუაშვილი და ვაჟა მარგველაშვილი იაპონიაში შეკრებაზე გაემგზავრნენ
ძიუდოისტთა ნაკრები: გუნდი ესპანურ კემპზე, თუშიშვილი და ღვინიაშვილი ბაკურიანში
რატომ უკრძალავს დავით ქევხიშვილი ახალგაზრდა ძუდოისტებს მანქანის ყიდვას
ზურაბ ზვიადაური: დავით ქევხიშვილი უნდა გადადგეს
ირაკლი ცირეკიძის ინტერვიუ და ევროპის ჩემპიონატის შეფასება, სანამ ნაკრებიდან გაათავისუფლებდნენ
[VIDEO] ღვინიაშვილის ბრწყინვალე დებიუტი MMA-ში - "ტაისონამ" მეტოქე 30 წამში დაანოკაუტა
ილიას ილიადისი საქართველოს ნაკრების მწვრთნელად? ძიუდოს ფედერაცია კანდიდატს ეძებს
ოლიმპიური ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძე იაპონიაში დააკავეს?
მჩატე და მძიმე - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ორად გაიყო
ქევხიშვილი ხაბელოვის წინააღმდეგ: ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფოსა და მმართველ გუნდს დაუპირისპირდა
"წინასწარ მაფრთხილებდნენ: "ხომ მართლა იქნები ბაკურიანში შეკრებაზე?". დავეჭვდი, ასე რატომ მაფრთხილებენ-თქო" - ბექა ღვინიაშვილმა ძიუდოს კარიერის დასრულების მიზეზზე ისაუბრა
ვარლამ ლიპარტელიანი: ათაბეგაშვილია ერთადერთი კანდიდატი, რომელიც ქევხიშვილის კაცია
ბექა ღვინიაშვილი: ჩემი აზრით, ამისგან ტრაგედიის შექმნა არ შეიძლება
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
აღმასკომი დაიწყო - ოსაკაში ჩხუბის ამბავი დადასტურდა, სხდომას ქევხიშვილიც ესწრება
ლაშა შავდათუაშვილი გადარჩა და მსოფლიოზე იჭიდავებს
თელ-ავივის გრან-სლემზე საქართველოს სახელით 6 ძიუდოისტი იჭიდავებს
ბექა ღვინიაშვილმა წონა შეიცვალა - 16-18 ივნისს ასტანის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ქართველი ძიუდოისტების ბედისწერა ოლიმპიადაზე და ოქროს "დაწესებული" რაოდენობა - ბექაური, რომელსაც სწამს!..
დავით ქევხიშვილმა ძიუდოს ნაკრების მწვრთნელობის ერთ-ერთი კანდიდატი დაასახელა