ჟოზე მოურინიო: "ჩელსის" ჩემზე კარგი მწვრთნელი ვერ ეყოლება
3 ოქტომბერს ინგლისის პრემიერლიგის მე-8 ტურის 7 შეხვედრა გაიმართა.

სერხიო აგუერომ 20 წუთის განმავლობაში 5 გოლი გაიტანა "ნიუკასლის" კარში და "მანჩესტერ სიტის" 6:1 მოაგებინა. ამით მანუელ პელეგრინის გუნდი პირველ ადგილზე გადავიდა.

აგუერო ინგლისის პრემიერლიგის ისტორიაში მეხუთე ფეხბურთელია, ვინც ერთ თამაშში ხუთი გოლის გატანა შეძლო. მანამდე ეს ენდი კოულმა, ალან შირერმა, ჯერმეინ დეფომ და დიმიტარ ბერბატოვმა მოახერხეს.

აგუეროს პრემიერლიგაში 84 გოლი დაუგროვდა, ის კრიშტიანო რონალდოსა და კარლოს ტევესს გაუთანაბრდა.

მანუელ პელეგრინი (სიტი): "ძალიან მოხარული ვარ, სწორედ ასეთი თამაშები მსურს ვითამაშოთ. გულშემატკივრებს ძალიან უხარიათ, როცა გუნდს ამედნი გოლი გააქვს. სერხიო აგუერო განსაკუთრებული ფეხბურთელია, მან შეიძლება, რამდენიმე ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოიყენა წინა თამაშებში, მაგრამ ახლა ყველა შანსი გოლად აქცია და სულაც არ წყენია, როცა პენტა თრიკის შესრულების მერე შევცვალე.

იხილეთ ვიდეო

"ჩელსი" შინ 1:3 დამარცხდა "საუთჰემპტონთან". არადა, გუნდი ვილიანის გოლით დაწინაურდა, ვილიანს ზედიზედ მეოთხე გოლი გააქვს საჯარიმო დარტყმით. ამის მერე ჟოზე მოურინიოს გუნდმა 3 გოლი გაუშვა, რაც მოურინიოს შეგირდებს აქამდე "სტემფორდ ბრიჯზე" არასოდეს მოსვლიათ.

ეს სტარტი 1978 წლის მერე, ყველაზე ცუდია "ჩელსის" ისტორიაში.

ჟოზე მოურინიო (ჩელსი): "არასოდეს არ გავქცევივარ პასუხისმგებლობას. მსაჯმა 1:1-ზე ნაღდი პენალტი არ დაგვიდო. დაე, დამსაჯოს ფეხბურთის ასოციაციამ ამ ფრაზისთვის, მაგრამ მირჩევნია პირდაპირი ვიყო. თუ "ჩელსი" გამაგდებს, რას გავაკეთებ. ჩემპიონობის მოპოვება ასეთ სიტუაციაში უკვე ძნელი იქნება, მაგრამ "ჩელსი" პირველ ოთხეულში აუცილებლად იქნება. თავად განცხადებას არასოდეს დავწერ, რატომ? იმიტომ, რომ "ჩელსის" ჩემზე უკეთესი მწვრთნელი ვერ ეყოლება".

იხილეთ ვიდეო

კრისტალ პალასი-ვესტ ბრომვიჩი 2:0

გოლები: 1:0 ბოლასი (68), 2:0 კაბაი (89-პენ)

ნორვიჩი-ლესტერი 1:2

გოლები: 0:1 ვარდი (28-პენ), 0:2 შლუპი (47), 1:2 მბოკანი (68)

სიტი-ნიუკასლი 6:1

გოლები: 0:1 მიტროვიჩი (18), 1:1 აგუერო (42), 2:1 აგუერო (49), 3:1 აგუერო (50), 4:1 დე ბრუინი (53), 5:1 აგუერო (60), 6:1 აგუერო (62)

ასტონ ვილა-სტოკი 0:1

გოლი: 0:1 არნაუტოვიჩი (55)

ბორნმუთი-უოტფორდი 1:1

გოლები: 1:0 მარეი (28), 1:1 იგალო (45)

შენიშვნა: მარეიმ (ბორნმუთი) ვერ გაიტანა პენალტი (85)

სანდერლენდი-ვესტ ჰემი 2:2

გოლები: 1:0 ფლეტჩერი (10), 2:0 ლენსი (22), 2:1 ჯენკინსონი (45), 2:2 პაიე (60)

გაძევებაL ლენსი (57. სანდერლენდი)

ჩელსი-საუთჰემპტონი 1:3

გოლები: 1:0 ვილიანი (10), 1:1 დევისი (44), 1:2 მანე (60), 1:3 პელე (72)

1. სიტი - 18 ქულა; 2. მანჩესტერი - 16; 3. კრისტალ პალასი - 15; 4. ლესტერი - 15; 5. ვესტ ჰემი - 14.

მოურინიო კარგი მწვრთნელია, მაგრამ არც ისეთი, როგორიც მას უნდა წარმოჩნდეს. რაც მან გუნდებს ტრანსფერებში ფულები ახარჯინა, დადებითი შედეგი, მიშა სააკაშვილსაც კი ექნებოდა. ის უზრდელობით დაგვამახსოვრდება ბევრს და კიდევ იმით, რომ კარიერის დასაწყისთი "ბარსაში" თარჯიმანი იყო
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ოფიციალურად: დუგლას ლუისი "ასტონ ვილაში" დაბრუნდა
"ნიუკასლის" არაბული მილიარდები იქოქება - მწვრთნელად 3 ტოპ სპეციალისტს განიხილავენ
"საუთჰემპტონთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია
"მანჩესტერთან" კავშირს საბოლოოდ გაწყვეტს - სანჩო ზაფხულში ახალ კლუბში გადავა
[VIDEO] მამარდაშვილის დებიუტი, ისაკის პირველი გოლი და ეკიტიკეს უცნაური წითელი - "ლივერპულმა" "საუთჰემპტონი" მინიმალური ანგარიშით დაამარცხა
"ნიუკასლი" ბეილის სანაცვლოდ დიდ ფსონს ჩამოდის
სლოტი: მამარდაშვილმა კარგი მატჩი ჩაატარა - საუკეთესოდ ვერ ვითამაშეთ
[VIDEO] მოდი და ნუ გაიქცევი - ჟოაო პედროს კუკურეიას დაცვა, კინაღამ ძვირად დაუჯდა
ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
"ჩელსის" ლიამ როსენიორი ჩაიბარებს
ნიუკასლში ბურგერზე რიგები დგას - "შვედურმა ვირთხამ" დიდი მოწონება დაიმსახურა [PHOTO]
"იუვენტუსი" ახალ მეკარეს ეძებს - ტურინელებმა მიზანში "ასტონ ვილას" კიპერი ამოიღეს
[VIDEO] გოგლიჩიძის უიღბლო დებიუტი და "უოტფორდის" წაგება "საუთჰემპტონთან"
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
პოჩეტინომ "ნიუკასლს" პირობა წაუყენა: იყიდეთ ის და მე გავხდები მწვრთნელი
ოფიციალურად: ტამი აბრაჰამი "ასტონ ვილაში" დაბრუნდა
ბრიტანელი პოლიტიკოსები პრემიერს მიმართავენ: არ მიჰყიდო არაბებს "ნიუკასლი"!
"მომთხოვნი და პირდაპირი ვარ" - "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა საკუთარი თავი დაახასიათა
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
მამარდაშვილი "ლივერპულში" დებიუტისთვის ემზადება
"ბაიერნმა" მეკარე იჯარით "საუთჰემპტონში" გაუშვა
როსენიორის პირველი მოთხოვნა - "ჩელსის" "ბაიერნის" მცველის დამატება სურს
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს